ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი »
კეთილშობილი ირემი

ნუსხაში შეტანის მიზეზები
საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა. მისი მდგომარეობა რეალურად შეესაბამება საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა კატეგორიას (EN). შემორჩენილია მხოლოდ ორ გეოგრაფიულ წერტილში.
გავრცელება
ირმის არეალი საქართველოში მოიცავდა საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს. იგი არ გვხვდებოდა კოლხეთის დაბლობზე, ჯავახეთის ზეგანზე და კავკასიონის კლდოვან ადგილებში (სვანეთის, ხევსურეთის და თუშეთის მაღალ სარტყლებში), ამჯამად ირემი შემორჩენილია 6 იზოლირებული პოპულაციის სახით. ესეთებია ლაგოდეხის, ბორჯომის, გარდაბნის, თუშეთის, ლიახვის ხეობის, ქვემო სვანეთის და რიწის პოპულაციები. ამათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია ლაგოდეხის პოპულაცია. არ არის ბოლო პერიოდის ინფორმაცია აფხაზეთიდან, ლიახვის ხეობიდან და ქვემო სვანეთიდან. ბორჯომის, თუშეთის და გარდაბნის პოპულაციები ძალზედ მცირერიცხოვანია და კრიტიკული საფრთხის პირას იმყოფება.
ეკოლოგიური თავისებურებები
ირემი ევრიტოპული სახეობაა, ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე. ირმის რიცხოვნობა საქართველოში არ აღემატება 1500 ინდივიდს. რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 15 -20 წლის განმავლობაში. ლაგოდეხში 1400-იდან (1990წ) შემცირდა 160-მდე ( 2004). სახეობის სიმჭიდროვეა 1 ინდივიდი 1კვ.კმ-ზე. სქესთა შეფარდება 1მამრი/ 2 მდედრი.
კეთილშობილი ირმისთვის დამახასიათებელია მატრიარქალური ორგანიზაცია. მამრები და მდედრები ერთად მხოლოდ მყვირალობის პერიოდში არიან. წლის დანარჩენ დროს მამრები ან მარტო რჩებიან, ან ( უფრო იშვიათად) ხარების ჯგუფს ქმნიან, მდედრები კი თავის ნაშიერებთან ერთად მატრიარქალურ ჯოგებად ერთიანდებიან. ასეთი ჯოგის სტრუქტურა მკაცრ იერარქიულ ურთიერთობებზეა დამყარებული. დომინანტი აქ ყველაზე ასაკოვანი და ძლიერი მდედრია. არსებობს იერარქია მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებულ ხარ-ირმებს შორისაც.
ახასიათებთ სივრცული განაწილების დღეღამური ცვლილება. შემოდგომაზე გვხვდებიან 1600-2300 მ-ზე ზღვის დონიდან. ძირითადად ტყის და სუბალპურ სარტყელში. ზამთარში ტყის ქვედა ზონებისკენ ჩამოდიან. 900-1420 მ ზღვის დონიდან. ზაფხულში ძირითადად ტყის ზედა სარტყელში რჩებიან და სუბალპურ მდელოებზე ადრე დილით და საღამოს საათებში გამოდიან ბალახის მოსაძოვად. ამ დროს ირმებს პატარა ნუკრები ყავთ (ისინი მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე იბადებიან). ამიტომ ფურები ნუკრებიანად ტყის მიუვალ ადგილებს აფარებენ თავს. ხარ-ირმებიც ერიდებიან ღია ადგილებს და ტყეში რჩებიან. ირემი განსაკუთრებით აქტიურია სღამოს 18-20 სთ და დილის 7-9 სთ-ში.
ძირითადი საფრთხეები
ირმის რიცხოვნობის შემცირების მიზეზია:
1. ბრაკონიერობა.
2.ადამიანის მიერ ტერიტორიის ათვისების შდეგად არეალის გაწყვეტა ( ჰაბიტატის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა აქვს ძოვებას).
3.შეწუხების ფაქტორია ასევე უკონტროლო ტურიზმი.
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика