ფოცხვერი
ტაქსონომიური შენიშნვები
საქართველოში ქვესახეობები შეუსწავლელიანუსხაში შეტანის მიზეზები
მცირე ფრაგმენტირებული პოპულაციაა. თანამედროვე მდგომარეობა შეესაბამება კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფ სახეობას.გავრცელება
ახლო
წარსულში ფოცხვერის არეალი მოიცავდა მთელს საქართველოს. ამჟამად
შემორჩენილია რამოდენიმე იზოლირებული პოპულაციის სახით. ესენია ლაგოდეხის,
თუშეთ-ხევსურეთის, რაჭა-სვანეთის, ბორჯომ-ბაკურიანის და ივრის ზეგნის
პოპულაციები. ეკოლოგიური თავისებურებები
ფოცხვერი
ძირითადად ტყის სარტყლის ბინადარია, გვხვდება აგრეთვე სუბალპურ და ალპურ
მდელოებზე. არიდულ და სემიარიდულ ეკოტოპებში. (ივრის ზეგნის ნათელ
ტყეებში) ფოცხვერის რიცხოვნობა საქართველოში არ აღემატება 160 ინდივიდს.
იგი მარტოული, ღამის ცხოვრების ნირით ხასიათდება. ტერიტორიას ნიშნავს
პატარა მიწაყრილებით (თათებით თხრის მიწას) და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ
სიმჭიდროვე მაღალია. დაბალი სიმჭიდროვისას ტერიტორიას არ ნიშნავს და მისი
აღმოჩენაც გართულებულია. ნადირობს ჩასაფრებით.ძირითადი საფრთხეები
1.
საბინადრო ადგილების შემცირება, ტყის ექსპლოატაციის შედეგად.
განსაკუთრებით ტყეების გასუფთავება ხეყრილებისაგან, რის გამოც
მნიშვნელოვნად შემცირდა ბუნაგებისათვის გამოსადეგი ადგილები. რამაც
თავისთავად იმოქმედა შობადობაზე.2. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბრაკონიერობამაც.