ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი »
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი

ტაქსონომიური შენიშნვები
კავკასიაში მობინადრე Capra-ს გვარის ტაქსონომია ჯერ კიდევ გაურკვეველია. ზოგი ავტორი არ გამოყოფს დასავლეთკავკასიურ და აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვებს დამოუკიდებელ სახეობებად და ერთ სახეობად აერთიანებს: Capra caucasica. თუმცა საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ ეს ნამდვილად ასეა, ჯერ არ არ არსებობს.
ნუსხაში შეტანის მიზეზები
არსებული შეფასების თანახმად აღინიშნება რიცხოვნობის კლება 50% უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ასევე დეგრადირებულია ჰაბიტატი და შემცირებულია მისი ფართობი.დაფიქსირებულია ჭარბი ექსპლოატაცია.
გავრცელება
დასავლეთკავკასიური ჯიხვის კავკასიის ენდემია, მისი რეალი მოიცავს დასავლეთ კავკასიონს-მთა შხარადან მის უკიდურეს წერტილამდე. გავრცელებულია სვანეთში, შესაძლებელია შემორჩენილი იყოს რაჭაში (სვანეთის საზღვართან) და აფხაზეთში (რიწის ნაკრძალი).
ეკოლოგიური თავისებურებები
ძირითადად გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე 800-დან 4000 მ-მდე ზღვის დონიდან. ძირითადი ჰაბიტატია ტყით დაფარული ფერდობები კლდეების მახლობლად.
სქესმწიფე მამრები როგორც წესი უფრო მაღლა არიან, ვიდრე მდედრები და ახალგაზრდები.
გამრავლების პერიოდი იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და იანვრის ბოლომდე გრძელდება. ამ დროს წარმოიქმნება მდედრებისა და მამრების შერეული ჯგუფები.
მამრი სქესმწიფობას 5 წლის ასაკში აღწევს, ხოლო მდედრი 2 წლის ასაკში. მაკეობა 150-160 დღე გრძელდება. შუნი (ნეზვი) შობს ერთ, იშვიათად ორ ციკანს. ახალშობილი 3-4 კილოგრამამდე იწონის. ციკანი ძუძუს დაახლოებით 2-3 თვე წოვს,თუმცა დაახლოებით 1 თვის შემდეგ ბალახის ჭამას იწყებს.
ჯიხვი საძოვრების ფიტომასის თითქმის ნახევარს იყენებს და ძლიერ გავლენას ახდენს იმ ტერიტორიების სახეობრივ შემადგენლობასა და რაოდენობაზე, სადაც იკვებება. შესაძლოა გამოიწვიოს მცირე სუქცესიური პროცესები. ძირითადი საკვები სუბალპური და ალპური მაღალბალახეულობაა, თუმცა ასევე იკვებება ხის ფოთლებით, წიწვებით და ქერქით, აგრეთვე ლიქენებით და სოკოებითაც. ძლიერ ეტანებიან მლაშე წყლებს და მინერალების გამონალექებს, ხელოვნურ სამარილეებს. დიდი რაოდენობით ჭამენ თიხანარევ ფხვნილს მყინვარებიდან მომდინარე ნაკადულების ნაპირზე.
იკვებებიან დილიდან შუადღემდე და საღამოს ამ დროს დღეში მათ შეიძლება 20 კმ-იც გაიარონ.ახასიათებთ არა მარტო დღე-ღამური,არამედ სეზონური მიგრაციაც განსაკუთრებით თოვლიან ზამთარში.
ჯიხვი კავკასიონზე გავრცელებული მტაცებლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მსხვერპლ-სახეობას წარმოადგენს.მასზე ნადირობს ჯიქი, რომელიც დღეისათვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ასევე მგელი,ფოცხვერი. ციკნებით იკვებება მთის არწივი და ბატკანძერი.
ძირითადი საფრთხეები
ჯიხვებისთვის ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს:
1.ნადირობა:
გამოიყენებენ საკვებად, ასევე ნადირობენ გართობის მიზნით ( ან სატროფეო ნადირობა).
2. დერივატების გამოყენება:
იგულისხმება ჯიხვის რქებით ვაჭრობა ქვეყნის შიგნით.
3. პოპულაციის შიგნით მოქმედი ფაქტორები:
აღინიშნება სიკვდილიანობის მაღალი დონე ახალგაზრდებში.
4. შეწუხება ადამიანის მიერ:
რეკრეაცია/ტურიზმი (მათ შორის ალპინიზმი) და რეგიონალური კონფლიქტები.
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика