ბატკანძერი (კრავიჭამია)
ტაქსონომიური შენიშნვები
ბატკანძერი ლეშიჭამია ფრინველთა ჯგუფს მიეკუთვნება. მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 250 280 სმ. იწონის 5-7 კგ-ს. მდედრი ცოტათი დიდია მამრზე.
გავრცელება
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში.
ეკოლოგიური თავისებურებები
ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეს იკეთბს კლდეებზე მაღალი მთის ტყის ზოლში. იშვიათად საკვების ძებნისას დაბლობ ადგილებშიც გვხვდება.გამრავლებას იწყებს ზამთარში. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა კვერცხიდან გამოჩეკილი მართვეებიდან ბუდიდან გამოფრენის ასაკს მხოლოდ ერთი მართვე აღწევს. კრუხობა 55-60 დღე გრძელდება. მარტვეს ორივე მშობელი კვებავს ძირითადად ხორცით. ზრდასრული ფრინველების ძირითადი საკვები ძვლებია. ბატკანძერი საკმაოდ მოზრდილ ძვლებს ყლაპავს და ძლიერი კუჭის წვენის მეშვეობით ინელებს. ისეთი ზომის ძვლები რომლის გადაყლაპვაც არ შეუძლია ჰაერში ააქვს და იქიდან აგდებს ქვებზე სადაც ძვლები იმსხვრევა და გადასაყლაპავად ადვილი ხდება. 20 საუკუნეში ევროპაში ბატკანძერი თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს მაგრამ 90 იან წლებში ალპებში დაიწყეს მათი აღდგენის პროგრამები. სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც იშვიათი სახეობა. საქართველოში სულ 19 - 25 წყვილია დარჩენილი.
ძირითადი საფრთხეები
სახეობაზე მოქმედი ძირითადი საფრთხეებია: მოწამლული ლეშის გამოყენება მტაცებელი ძუძუმწოვრების კონტროლისათვის, საკვები ბაზის (მთის გარეული ჩლიქოსნების) შემცირება, მთიულეთსა და ხევში ჰელისკის (სამთო სათხილამურო სპორტი ვერტმფრენის გამოყენებით) განვითარება.