ქოჩორა ვარხვი
ნუსხაში შეტანის მიზეზები
მცირე/შემცირებადი პოპულაცია
გავრცელება
გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან ჩინეთამდე. საქართველოში გვხვდება ბუდობის დროს ჯავახეთის ზეგანის ტბებზე, ზამთრობისას აღმოსავლეთ საქართველოში - მდინარეების ალაზნის, მტკვრის და იორის დაბლობების ტბებზე და ხელოვნურ წყალსატევებზე, დასავლეთ საქართველოში – კოლხეთის დაბლობის წყალსატევებზე და აჭარაში მდ. ჭოროხის დელტაში.
ეკოლოგიური თავისებურებები
ქოჩორა ვარხვის ტიპიური ჰაბიტატია ტბები, დიდი მდინარეები, მდინარეთა დელტები და ესტუარიები სადაც ადამიანის მიერ შეწუხება მინიმალურია. ბუდობს კუნძულებზე ან წყალსატევების მაღალი, გაუვალი მცენარეულით დაფარული ნაპირებზე.იკვებება როგორც მტკნარი წყლის ისე ზღვის მცირე და საშუალო ზომის თევზით. სხვა ვარხვებისაგან განსხვავებით იშვიათად თევზაობს დიდი ჯგუფებით. უმეტესად იკვებებიან ერთეულად ან 2-3 ფრინველი ერთად.
ბუდობს მცირე კოლონიებად. ბუდეს იკეთებს მიწაზე მცენარეულობისაგან. ბუდის დიამეტრიც 1 მს აღწევს. ფრინველი გაზაფხულზე 2 კვერცხს დებს და კრუხობა 31 – 34 დღეს გრძელდება. ბარტყები შიშვლები იჩეკებიან მაგრამ ერთ კვირაში იფარებიან თეთრი ბუმბულით. შვიდი კვირის შემდეგ ერთი კოლონიის ბარტყები ქმნიან ჯგუფს. 12 კვირის შემდეგ იწYებენ ფრენას და 15 კვირის შემდეგ იწყებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას.
ძირითადი საფრთხეები
სახეობაზე მოქმედებს შემდეგი საფრთხეები: ჰაბიტატის (წყალსატევების) განადგურება/ცუდი მართვა, ხოცვა მეთევზეების მიერ, შეწუხება, წყალსატევების დაბინძურება ნავთობპროდუქტებით, საკვები ბაზის შემცირება.