რუხი წერო
გავრცელება
გავრცელებულია სკანდინავიიდან ჩინეთამდე. საქართველოში ჯავახეთის ზეგანზე ბუდობისას და მიმოფრენებისას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაბლობებზე. ზამთრობს ხმელთაშუაზღვისპირეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, წინააზიაში, ინდოეთში, ჩინეთში.
ეკოლოგიური თავისებურებები
ბინადრობს თხელ წყალსატევებთან. გადაფრენებისას და ზამთრობისას გვხვდება სოფლის სამეურნეო ნაკვეტებზე კერძოდ კი ხორბლის და ბრინჯის ყანებში.იკვებება ძირითადად მცენარეთა ტუბერებით, ღეროებით, ფოთლებით, კენკრით. ასევე მსხვილი მწერებით და სხვა უხერხემლოებით და მცირე ზომის ხერხემლიანებით.
ბუდეს იკეთებს წყალსატევების ნაპირზე მაღალ და ხშირ მცენარეულობაში მიწაზე. დებს 2 კვერცხს. კრუხობს 28–31 დღეს. ბარტყები ფრენას იწყებენ 65–70 დღეს.
ძირითადი საფრთხეები
საქართველოში ძირითადი საფრთხეებია: ჰაბიტატის განადგურება, ტბების და სხვა წყალსატევების ნაპირების უკონტროლო თიბვა, შხამქიმიკატების უკონტროლო გამოყენება, ბრაკონიერობა.