ფორონჯი, ატლანტური ზუთხი
ნუსხაში შეტანის მიზეზები
მოწყვლადია მსოფლიო მასშტაბით. ძალიან დიდი რაოდენობით იჭერდნენ მაღალი სარეწაო ღირებულების გამო. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან უმთავრესად რიონისა და ენგურის შესართავებთან დაახლოებით 25 ცენტნერს იჭერდნენ წლიურად, დღეისათვის ერთეულები გვხდება.
გავრცელება
საქართველოს
შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება ყველგან, სიდანაც გასამრავლებლად შედის
მდინარებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი,
ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ. საქართველოს გარეთ გავრცელებულია ჩრდილო ამერიკის ატლანტის სანაპიროების გასწვრივ, სამხრეთ კაროლინადან გუძონის ყურემდე, ისლანდიის სანაპიროებთან, შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში, ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან, დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, შავი ზღვის რუმინეთისა დაბულგარეთის სანაპიროებთან.
ეკოლოგიური თავისებურებები
იკვებება მცირე კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, გვერდულებით, ჭიებითა და წვრილი თევზებით. ქვირითობს მაისიდან ივლისამდე, მდინარეებში შესვლას იწვებს აპრილიდან, მაქსიმუმს აღწევს მაისში. ქვირითს ყრის ჩქარ დინებაში, ქვა-ქვიშიან ფსკერზე. წყლის 12-25 ºC-ს დროს. ქვირითის რაოდენობა აღწევს 0.2-5.7 მილიონამდე.
სექსობრვ სიმწიფეს მამამლი აღწევს 7-9 წლის ასაკში, ხოლო დედალი 8-14 წლის ასაკში.
ძირითადი საფრთხეები
გადამეტებული თევზჭერა, ჰაბიტატების დაბინძურება-დეგრადაცია.