ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ბათურა
მაშინ პატარა ვიყავი. პატარა კი არა, სამი-ოთხი თვის ვიქნებოდი, მამამ გერმანული დრატჰაარის ლეკვი სახლში რომ მოიყვანა. ძაღლი უცხო "ხილი” არ იყო ბაბუასეულ კარმიდამოში. ის კი არა, სულ გვყავდა თურმე და ზოგჯერ სამი-ოთხიც ერთად (თავგადაკლული მონადირე ყოფილა ბაბუა და არც მამა ჩამოუვარდებოდა თავის მშობელს, მამაკაცის უძველესი პროფესიის სიყვარულში). მაგრამ დედამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: ჩვილი ბავშვი გვყავს, ბეწვი არ გადაეყლაპოს, რწყილი და სხვა მკბენარი არ მოუყვანოს – ბიჭსო. 

ბებიამ, რძლის მხარე დაიჭირა, ბაბუამ, დუმილის უფლება გამოიყენა, რაც ქალების წისქვილზე ასხამდა წყალს. ჩემი უფროსი დები, ასაკის გამო, კენჭისყრაში ხმის უფლებით ვერ სარგებლობდნენ. აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩენილა მამაჩემი. საქმე იმანაც გაართულა, რომ გაგანია "ყოფნა? არ ყოფნის” რკვევისას, ლეკვს დრო უხელთია, გამძვრალა ოთახში -  მე რომ გახლდით აკვანში გამოკრული, ვერაფერს გეტყვით რა მანქანებით -  ამძვრალა მაგიდაზე, სადაც რძით სავსე საწოვარა და თეთრეული იყო დაწყობილი, ჯერ საფენ-ზეწრები დაუნაკუწებია, შემდეგ – რძე გამოუწრუპავს ბოლომდე და მსუბუქად მოსაქმების შემდეგ, იქვე ამოუშვია ფშვინვა. 
დამეთანხმებით, ჯერ თავიდან რა იყო და, ამგვარი საქციელის შემდეგ ჩვენს ოჯახში, ლეკვის დარჩენის შანსი, ნულს ქვემოთ დაშვებულა.

მამაჩემმა, ეს კაზუსი დედაჩემს გადააბრალა: რა უნდოდა მაგიდაზე - საწოვარას და ბავშვის თეთრეულსო? თუმცა სად იყო მათი ადგილი, რამდენადაც ვიცი არ დაუკონკრეტებია.

დედამ - ან ეს ძაღლი რჩება სახლში, ან მე და ბავშვიო - და აკვნიანად დამტაცა თურმე ხელი. ვერ გეტყვით, ბებიამ ყოყმანი შეატყო მამაჩემს თუ რა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის (ან უფრო, არჩევანის გასამყარებლად), ჩვენ ამომოგვიდგა გვერდში. 

კრიტიკულ სიტუაციაში, ბაბუამ იმარჯვა. გადაწყდა: ყველანი შინ ვრჩებოდით. ოღონდ ძაღლს, მკაცრად ეკრძალებოდა სახლში შემოსვლა და ახალშობილთან - ანუ ჩემთან, კონტაქტი.

ასე გახდა ბათურა, ჩვენი ოჯახის წევრი. აქვე დავძენ, რომ ტერიტორიის დაურღვევლობის და მით უფრო, ჩემთან ყოფნის აკრძალვის პირობა, მომავალში არავის გახსენებია. 

ლაშას სახელზე (ლაშა მე გახლავართ) უნდა გავზარდო ბათურა! პირველად, ამან უნდა ანადიროს ბიჭი! – უთქვამს მამაჩემს. მისმა თავდადებამ, ლეკვის თანდაყოლილმა გონირებამ და საამაყო გენეალოგიამ, დიდებული შედეგი გამოიღო – ნადირობაში ბადალი არ ჰყავდა ბათურას.  სხვაც ბევრი ევალებოდა, ასაკით ჩემხელა ძაღლს. სახლის ყარაულობიდან დაწყებული, ათასი წვრილმანით დამთავრებული. სადმე თუ გავძვრებოდი, შემაგვიანდებოდა ან ჩემი ნახვის სურვილი გაუჩდებოდათ მშობლებს, – "იშჩი!”-ო გასძახებდნენ და ჯანდაბის იქით რომ ვყოფილიყავი გადაკარგული, მომძებნიდა და ყეფით აიკლებდა იქაურობას. ასე რომ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, მობილურის თუ ვერა, პეიჯერის მოვალეობას მაინც ბრწყინველედ ასრულებდა, ჩემი ბათურა. 
სკოლამდე ერთად მივდიოდით, ჩანთა ყოველთვის ბათურას მიჰქონდა. დროს როგორ არჩევდა ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არ მახსოვს, გაკვეთილები დამთავრებულიყო და ბათურა სკოლასთან არ ყოფილიყო დარჭობილი. შინ მისვლას თუ არ ვაპირებდი, გადავკიდებდი ჩანთას – "სახლში!” – ვუბრძანებდი და ისიც უკმაყოფილოდ გაძუნძულდებოდა სახლისკენ. 

რამეს რომ დავაშავებდი (რაც, არც თუ იშვიათად ხდებოდა), ან მშობლების ათასჯერ ნათქვამს მაინც შეუფერხებლად გავატარებდი ყურებში, ხშირად მესმოდა მამაჩემის ნიშნისმოგებით წამოძახილი: - ამ უტვინო ჩოჩორის გამო უნდა გამეგდო არა, ეს "კელდიშივით” ძაღლი (ვინც არ იცნობს უახლოეს საბჭოთა წარსულს, იმათ გასაგონრად ვიტყვი: მსტისლავ კელდიში, ცნობილი მათემატიკოსი იყო, გასული საუკუნის 60-70 წლებში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ლამის ნახევარი მსოფლიოს მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი)?! 

რა დაგიმალოთ, ბავშვობაში ხშირად მომსვლია გული, ჩემი და ბათურას შედარებისას, გამუდმებით ეს უკანასკნელი რომ გამოდიოდა უპირატესი და გაბრაზებულს, პანღურიც არაერთხელ ამომიკრავს უერთგულესი მეგობრისთვის. საბრალო ძაღლი, მამაჩემს რომ არ გაეგო, წკმუტუნსაც ვერ ბედავდა. იცოდა, ცხოველის მიმართ უდიერ მოპყრობაში რომ გამოვეჭირეთ, მეც ამიჭრელებდნენ იმ ადგილს, ცოტა ხნის წინ ბათურას რომ ექავებოდა. 

მე და თქვენ აგვხდენოდეს ის ლოცვა, რა სიტყვებითაც ნასტასია გრიგორიევნა ლოცავდა ბათურას.

ნასტასია გრიგორიევნა ჩვენი მეზობელი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლენინგრადის ოლქიდან საქართველოში, შვილთან ერთად ევაკუირებული, რუსი ქალი. ქმარი ომში დაღუპვოდა, ერდადერთი ბიჭი – ჯარში მსახურობისას გარდაეცვალა თუ მოუკლეს.  მეზობლების გარდა არავინ ჰყავდა მომკითხავი. სხვა გასაჭირთან ერთად, ქრონიკული ართრიტიც ტანჯავდა საცოდავს. უჭირდა სიარული. სულ რამდენიმე გაკვეთილი დასჭირდა ბათურას, ახალი მოვალეობის ასათვისებლად. ყოველ დღე შეცუნცულდებოდა გრიგორიევნას სახლში, დაავლებდა პირს ჩანთას, რომელშიც ფული და საყიდი პროდუქტების სია იდო და მოკურცხლავდა მაღაზიისკენ. შეძენილი პროვიზია მუდამ დინჯად და ფრთხილად მიჰქონდა მოხუცთან. არ ყოფილა შემთხვევა – თუნდაც კვერცხი, მაწვნის ქილა ან რაიმე ჭურჭელი, გასტეხოდეს. 

თავიდან, სამზარეულოში ეძინა ბათურას. მაგრამ ხუთი წლის ასაკში ფეხი რომ მოვიტეხე და თითქმის ნახევარი წელი თაბაშირში ჩასმულმა, ლოგინში გავატარე, გვერდიდან აღარ მომცილებია და იქიდან მოყოლებული, ჩემი საწოლის ქვეშ მოიწყო საძინებელი.

მახსოვს ერთხელ, ზაფხულია, ჰა-ჰა უნდა ინათოს და ღრენა დაიწყო ბათურამ. კი გამეღვიძა მაგრამ, არ გინდა თვალის გახელა? რომ შეატყო ყურადღებას არ ვაქცევდი, უმატა ღრენას, მითათუნებს თათებს, ბოლოს ხელზე ფრთხილად ჩამავლო პირი და ადექიო მექაჩება. ამანაც რომ არ გაჭრა, გადავიდა ყეფაზე. სხვა რა გზა მქონდა? ავლასლასდი. ეზოში გასასვლელი კარი ღია იყო. ძაღლი გარეთ გაიქცა და ახლა იქ დაწყო ყეფა. თან მე მიყურებს, გამოდიო – მაგრძნობინებს. ამ ხმაურში დედაჩემსაც გაეღვიძა და მამაჩემსაც. გაკვირვებულები გავედით ეზოში. მეზობლის სახლს უყეფდა ბათურა. 
- იწვის! – უცებ შეჰკივლა დედაჩემმა და ალიც ამოვარდა სახურავიდან. სახანძროს მოსვლამდე ჩავაქრეთ ცეცხლი. იოლად გადარჩნენ მაკალათიები. სხვენის სამი-ოთხი ფიცარი დაეწვათ მხოლოდ. მადლიერმა ოჯახის უფროსმა, იმავე დღეს, სამი კილო " ოხოტნიჩი კალბასი” მოართვა ბათურას. უუჰ, რა უყვარდა ისე?!

ბავშვობიდან დავყავდი მამას სანადიროდ. თოფს ხელში ვინ დამაჭერინებდა მაგრამ, უფროსებთან მარაქაში გარევა და ტყე-ღრე ხეტიალიც საკმარისი იყო ჩემთვის. განსაკუთრებით ის მახარებდა - ბათურას რომ აქებდა ყველა. ადრეც ვთქვი: ნამდვილი დიდოსტატი იყო მეთქი. ბადალი არ ჰყავდა, გინდა ცხოველზე, გინდა ფრინველზე ნადირობაში.

სახლში, სანადირო სამზადისს რომ შეატყობდა, სიხარულით ჭკუას კარგავდა ბათურა. გიჟივით დარბოდა ეზოში, ვერ გააჩერებდი. მაგრამ როგორც კი მანქანაში ჩავსხდებოდით, იმ წამშივე, ეს გადარეული და შლეგი ძაღლი, სფინქსივით გაირინდებოდა და ადგილზე მისვლამდე, იყო თუ არა მანქანაში, ვერ გაიგებდი. 

14 წლის ვხდებოდი მამაჩემმა რომ მითხრა: წამოდი, ხვალ სეზონი იხსნება, თოფს გასროლინებ, იქნებ მწყერი მოინადიროო. ხო წარმოგიდგენიათ ჩემი სიხარული? სულ ცოტა, შვიდი წელი ველოდი ამ დღეს. კაცობაში შესვლას, დაკაცებას ნიშნავდა ეს. 
ბათურა უკვე ბებერი იყო, ძაღლური ასაკით 90-ს გადაცილებული. სულ გათეთრებული, თითქმის ვეღარ ხედავდა. ორი წელი იქნებოდა გასული, რაც სანადიროდ არ წაუყვანიათ. მთელი დღე, ჩემი ლოგინის ქვეშ იწვა და თვლემდა. 
ნაცნობ ჩხაკა-ჩხუკს რომ მოჰკრა ყური, სასწრაფოდ გამოძვრა და ჩვენ გარშემო მოჰყვა სუნსულს. მერე მამაჩემის წინ ჩაცუცქდა, თათები ფეხზე დააწყო და ლოკვა დაუწყო. წკმუტუნებდა, აშკარად თხოვდა: წამიყვანეთო სანადიროდ.
- წავიყვანოთ რა მამა! – ახლა მე შევუჩდი.
მეორე დღეს ბათურაც წამოვიდა ჩვენთან ერთად.
ახლაც მახსოვს მამაჩემის და მისი მეგობრების გაკვირვებული სახეები, ბათურას მუშაობას რომ უყურებდნენ. მასტერ კლასი ჩაატარა ბათურამ. მარტო მე, სამი მწყერი მომანადირებინა, მამაჩემს – არ მახსოვს რამდენი.
- ხო ვამბობდი: პირველად, ამან უნდა ანადიროსო ბიჭი! – სიხარულს ვერ მალავდა მამა და ეფერებოდა თვალსა და ხელს შუა გაახალგაზრდავებულ, გახვითქულ ძაღლს. 
გვიან მოვრჩით ნადირობას. მანქანის კაპოტზე სახელდახელო სუფრა გაშალეს კაცებმა, მალე უნდა წავსულიყავით, ღამდებოდა უკვე. ძაღლებიც ჩვენთან იყვნენ. არ იყო მხოლოდ ბათურა. შორს, სერზე შემდგარს მოვკარი თვალი. იდგა სერზე და იქით იყურებოდა.
- ბათურა, მოდიიიიი!!! – გავძახე ძაღლს. 
არ განძრეულა. 
- ალბათ ვერ გაიგო – გავიფიქრე და ისევ ავყვირდი. 
მამაჩემმა სასტვენი ამოიღო და ორჯერ ჩასტვინა, რაც პატრონთან მოსვლის ნიშანი იყო. ეს ბრძანება არასდროს დაურღვევია ბათურას. იმ საღამოს კი, მხოლოდ ზანტად მოაბრუნა ჩვენსკენ თავი, ცოტა ხნით იდგა ასე, შემდეგ დაღმა დაეშვა და გაუჩინარდა.
- აღარ დაბრუნდება. . . – ხმა გაებზარა მამას.
- რას ქვია არ დაბრუნდება?! – გამიკვირდა მე და იქით გავიქეცი, სადაც ჩემთან ერთად გაზრდილი, უერთგულესი არსება მეგულებოდა. ბევრი ვეძებეთ, ამაოდ. ცოცხალი რომ აღარ იყო ვიცოდი, მაგრამ – დავასაფლავოთ მაინც მეთქი და მეორე დღეს უთენია წავაყვანინე მამაჩემს თავი. სულ ტყუილად. ვერც ცოცხალი ვიპოვეთ და ვერც მკვდარი.

დიდი დრო გავიდა მას შედეგ, მაგრამ მაინც ხშირად მახსენდება ჩემი პირველი მეგობარი. 
რამდენი სიკეთეც თავის ძაღლური ყოფით მოახერხა ბათურამ, იმის მეათედი ბევრ ადამიანს არ უფიქრია ვიცი. 
როცა მიხვდა დრო მოვიდაო, ადგა და წავიდა უხმაუროდ: არ შევაწუხოო ვინმე.
ნეტავი შენი ზნე, საზიაროდ მაინც მისცა ბევრ ისეთს, სიცოცხლეს ვინ ჩივის, მინჯღრეული სკამი რომ ვერ მიუტოვებია, ქვეყნის გასახარად, ჩემო ბათურა. 


წყარო: http://www.urakparaki.com/?m=4&ID=62268
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (22.11.2012)
ნანახია: 2883 | კომენტარი: 7 | ტეგები: ნადირობა, მონადირე, drathaari, monadire, batura, nadiroba, დრათჰაარი, ბათურა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 giohunt1982   (05.04.2013 12:54:32) [მასალა]
მაგარი ისტორიაა რა, მერამდენედ წავიკითხე და ყოველთვის ერთნაირად მსიამოვნებს მისი კითხვა.

+2   Spam
6 mamalixarazuli   (26.11.2012 15:36:05) [მასალა]
გაულამაზეთ ძაღლებს "ხანმოკლე" სიცოცხლე 453 23_30_126

0   Spam
5 ragbi201   (24.11.2012 11:22:45) [მასალა]
ჩემ დზაგლსაც ბატურა ქვია და ესეც ზაან ჯკვიანია ზუსტათ ისე იგცევა როგორც თქვენი ბატურა

0   Spam
4 giohunt1982   (23.11.2012 18:25:33) [მასალა]
ჩემს ქალიშვილს წავაკითხე ეხლა ეს მოთხრობა და გასკდა ტირილით gimili

0   Spam
3 gia-tbilisi   (23.11.2012 18:04:40) [მასალა]
10 10 10 10 166 166 166

0   Spam
2 simoni   (23.11.2012 01:19:13) [მასალა]
10 10

+1   Spam
1 giohunt1982   (22.11.2012 19:10:12) [მასალა]
მეც მინდაა ასეთი ძაღლი 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика