ყველაფერს თავის სილამაზე და მშვენიერება აქვს. მშვენიერება კი ბუნებაში ყველგან არის მაღალ მთაში და წყლის სიღრმეში, ჭაობშიც და გუბურაშიც.
ჰო და, გუბურას მივაშუროთ და კარგად დავაკვირდეთ. თუმცა გუბურას არა, ამჯერად ხეებს უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ არა საქართველოში, აქ ჩვენთან, არამედ შორეულ ამერიკაში – კონკრეტულად კი კოლუმბიაში.
გაინტერესებთ რატომ ასე შორს? შორს იმიტომ, რომ ატელოპი ცხოვრობს იქ და მასთან შეხვედრა ჩვენ სწორედ ეხლა მოგვიწევს.
მოდით გავიცნოთ ცენტრალური ამერიკის მეხეური ბაყაყი – ატელოპი. იგი ერთ–ერთი ლამაზ ბაყაყთაგანია, რომლის სხეულის სიგრძე 2სმ–ს ძლივს აღწევს. იგი თავისუფლად თავსდება ჩაის კოვზში.
ატელოპის ზურგის მხარე მოხატულია წითელი, შავი, და მურა კოპლებით. მუცლის მხარე კი ყვითელია. კანის ჯირკვლის სეკრეტი შხამიანი და ასეთი ლამაზი შეფერვა სწორედ გამაფრთხილებელ ფუნქციას ასრულებს.
საინტერსო ცხოვრება აქვს ამ პატარა არსებას. იგი სარჩოს საძებრად გამოდის დღისით. იკვებება პაწია მწერებით. ბაყაყებს შორის ყველაზე ზანტია. წყალში მარჯვედ ცურავს, ხმელეთზე დარბის, ხეზე შეუძლია ცოცვა და არა ხტომა, რადგან როგორც ავღნიშნეთ ზანტია.
გამრავლების დროს ატელოპი გამოსცემს ბგერებს, რომელიც ეჟვნის წკარუნს ჰგავს. ატელოპი კვერცხებს ყრის წვიმის წყლის წუმპეებსა და ტბორებში და იმ კვერცხებიდან 24 სთ–ის შემდეგ თავკომბალა იჩეკება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!