კალია ყველა რეპტილიისა და ამფიბიის საყვარელი საჭმელია. ისინი გვხვდებიან სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში აგრეთვე აფრიკაში და ამერიკის ორივე კონტინენტზე. მასიური გამრავლების დროს კალია მჭიდროდ ცხოვრობს პატარა მატლების გუნდად ან ჯოგად (ზრდასრული კალიების). თუ კალია ცალკე გამოიჩიკა მას დამცავ ფერად მწვანე ფერის შეფერილობა აქვს. ხოლო თუ გუნდურად იჩიკებიან მაშინ შავის და ფორთოხლისფერის შეხამებული ფერი. შორი რაიონებიდან მოულოდნელი შემოსევების და ნათესებზე მასიური თავდასხმის გამო კალია განსაკუთრებით საშიშია კულტურული მცენარეებისთვის.
საკვების ძებნისას კალიების გუნდი გადაადგილდება რა დღეში 30 კილომეტრით (10—15 კმ\ს-ით ხანდახან ამ დროს ფარავენ 80—120კმ დღესში) ისისნი პირნათლად ანადგურებენ ყოველგვარ მწვანე საფარს. კალიები და მათი ნაშიერები იკვებებიან ფოთლებით, მცენარის ღერით, ნაყოფით, მცენარის ქერქით და მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფრით ფესვების გარდა. ხანდახან კალიების გუნდის სიმძიმით ხეების და ბუჩქნბის ტოტებიც კი ტყდებიან. კალიების ყოველი წარმომადგენელი თავისი ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 300 გრამ მწვანე მასას შთანთქავს. დღის მანძილზე კალიის ნაშიერები 20-ჯერ ან 30-ჯერ იკვებებიან; ზრდასრული კალია შედარებით ნაკლებჯერ, რაც დაკავშირებულია მიგრაციულ გადაფრენებთან (ასე რომ ვთქვათ ჭამისთვის არ სცალიათ).
მასიური გამრავლების დროს მათი რიცხვი 1 მ2 რამდენიმე ასეულს და ხანდახან ათესეულს ახწევს, ხოლო მისი ბინადრობის არეალი 1 მილიონ ჰექტარამდე ადის. ის ზიანი რასაც კალიები კულტურულ მცენარეებს აყენებ ბუნებრივი კატასტროფის ტოლფასია. პოსტსაბჭოთა ქვეყების ტერიტორიაზე გავრეცლებული იყო აზიური , ცნეტრალურ ასურული, იტალიური და მაროკოლი კალიები ადგრეთვე ირანიდა და ავღანეთიდან შემომავალი უდაბნოს კალიები. გადამფრენი კალია (Locusta migratoria) გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. მას ყოფენ სახეობებად : აზიური (migratoria), აფრიკული (migratorioides) , აღმოსავლური (manilensis) ისი ყველა მცენარულ კულტურას ანადგურებენ, მაგრამ უპირატესობას ხორბალს ანიჭებენ.
ცენტრალურასურული გადამფრენი კალია ევროპის ტყიან ზონებში ბინადრობს. მიმსგავსებით აზიურ კალიას გავს, ოღონდ მისი არსებობის არეალი გაცილებით უფრო ცივია. მაროკოული კალია – დიდი ზომის მწერია (სხეულის სიგრძე 20-28 მმ. მდედრის 28-38) წითურ-მოყვითალო ფერებით, მუქი ლაქებით, უკანა ფეხები წითელი ან ყვითელი შეფერილობით. გავრცელბულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიაში და ევროპის აღმოსავლეთით კავკასიის ჩათვლით.
კალიებთან ბრძოლის საშუალებები: მისი მოწამვლა, მისი ბინადრობის არეალზე ინსეკტიციდების მიმოსხმა უფრო ავიაციით. იმ მიწების დამუშავება სადაც კალიები ბუდობენ. ამ ნესტიანი ადგილების დაშრობა. კალიისთვის არასაურვლი პირობის შესაქმნელად ისეთი კულტურის დათესვა რომელიც არ ზიანდება მისით. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს კალიების რიცხოვნების შემცირებას და მათი ბუდეების ლიკვიდერებას.
ანდა უბრალოდ გადასრისეთ როგორც ქვემოთ არის მოყვანილი … :)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!