საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სანადირო იარაღს მიეკუთვნება რუსული წარმოების გლუვლულიანი სანადირო თოფები, მათგან გამორჩეულია ИЖ-ის მოდელები, ისინი საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი, საიმედო იარაღებია და თანაც ფასიც ხელმისაწვდომია.
გავეცნოთ ИЖ-54: გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54, მიეკუთვნება ძველი, საბჭოთა კავშირის პერიოდის, გლუვლულიანი თოფების სერიას, რომლებიც სამართლიანად ითვლებიან რუსული სანადირო იარაღის სიამაყედ. მათი სერიული გამოშვება დაიწყეს 1954 წლიდან. კონსტრუქტორი - ა.ა. კლიმოვი(თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ ეს მოდელი კოპირებულია გერმანული Sauer-8-ს მოდელიდან, მისი წინამორბედია ИЖ-49.) ИЖ-54 -ს 15 წლის მანძილზე უშვებდნენ სამამულო და საექსპორტო სახით. გამოშვებული იყო 500 000 მეტი ცალი აქედან 70 000 საესპორტოდ. ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი მსოფლიო ბაზარზე რუსული იარაღის დამკვიდრებას.
მოდელი ИЖ-54 გამოირჩევა კონსტრუქციის მაღალი გამძლეობით, ქონდა ლულის სამმაგი ჩამკეტი. ლულის კონფიგურაცია გათვლილი იყო ამ კალიბრისათვის ყველაზე დიდი ზომის საფანტიანი ვაზნებისთვის. ლულის ლითონი იყო მოქრომილი, რაც ამაღლებდა კოროზიისადმი მის გამძლეობას. ამ მოდელიდან დაწყებული ИЖ-ის ყველა თოფს უკეთდებოდა ქრომირება. თოფის კონსტრუქცია დამზადებული იყო ზეგამძლე ფოლადისაგან, გათვლილი იყო დენთის გაზის მაქსიმალურ დაწოლაზე. ამ თოფის გამძლეობა მაქსიმალურად დამტკიცდა მონადირეების მიერ, მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ. მონადირეების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ათასი გასროლის შემდეგაც ИЖ-54 ინარჩუნებს სრულ მუშა მდგომარეობას და არ ახასიათებს ლულის "რხევა". თოფის გადახსნა ადვილად ხდება, რაც აადვილებდა და უსაფრთხოს ხდიდა მის მოხმარებას. გლუვლულიანი სანადირო თოფი ИЖ-54 - კონსტრუქციის სიმტკიცით, საიმედობით, შესრულების მაღალი ხარისხით, სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იარაღად მონადირეებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ მძიმეა თანამედროვე ევროპულ იარაღთან შედარებით(ეს თვისება დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, - გასროლისას თოფის უკუდარტყმა ნაკლებია). 1956 წლიდან გამოუშვეს მოდელი ИЖ-54 "Спорт". ის იყო უფრო დახვეწილი მოდელი კონსტრუქციით და ვიზუალურადაც. ეს იყო სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე.
ყოველი ეგზემპლიარი მზადდებოდა საცალოდ. 1958 წლიდან წარმოებული იყო აგრეთვე ხელნაკეთი სერია, "штучни": ესენია: ИЖ-54-Ш, ИЖ-54-Ш1, ИЖ-54-Ш2, მათ ჰქონდათ კაკლის ხის კონდახი, ლითონზე კი იყო შესრულებული მაღალმხატვრული გრავიურები, ნადირობის ამსახველი სცენებით. ქონდათ შედარებით მაღალი საბრძოლო ხარისხი. ესენი მზადდებოდა ინდივიდუალური შეკვეთებით. სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ИЖ-54 -მა შექმნა მთელი ეპოქა რუსული იარღის ისტორიაში, მისი საუკეთესო თვისებები არარერთხელ აღნიშნულა არამარტო ყოფილი სსრკ-ს მონადირეთა შორის, არამედსაზღვარგარეთელ სპეციალისტებთანაც. ის დღემდე ღირსეულ კონკურენციას უწევს ამ სტილის იარაღს მთელს მსოფლიოში.
თოფის მახასიათებლები: ჰორიზონტალურ ლულებიანი - 12 კალიბრიანი ლულები სახსნელი სიგრძე - 730 ან 750მმ სავაზნის სიგრძე - 70მმ. ლულათა შევიწროება - სტანდარტული, პარაბოლური. სავაზნე და ლულა- ქრომირებული. მასა შეადგენს - 3,3 - 3,5კგ. რესურსი - 7500 გასროლაზე მეტი.
ამ თოფით ვნადირობ უკვე 20 წელზე მეტია და ალბატ მექნება 20000 ვაზნაზე მეტი გასროლა განაკეთები და როგორც პორტსიგარი ისე იკეტება თოფი სადაც გაუჭახუნებ ატვეჩაია მთავარია არ ააცილო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!