ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ქვეწარმავლებზე    

ქამელეონი –chamaeleonidae

ქამელეონისებრთა ოჯახში გაერთიანებულია 4 გვარი და დაახლოებით 90–მდე სახეობა.chamaeleochamaeleon

გავრცელება. ქამელეონების დიდი უმრავლესობა ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში, და მეზობელ კუნძულებზე. ერთი სახეობა გვხვდება სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, მცირე აზიასა და სირიის სამხრეთ–დასავლეთით და სამხრეთით. ორი სახეობა გვხვდება არაბეთში და ერთი კი ინდოეთსა და ცეილონში.0205473814

ცხოვრების წესი.ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში ჩამოდის მიწაზე.. არის ზოგიერთი სახეობა, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ხმელეთზე – სოროებში ან ჩამოცვენილ ფოთლებზე. ცნობილია შემთხვევები, როცა ისინი საცხოვრებლად ჭიანჭველის ბუდეს იყენებდნენ.

გარეგნული ნიშნები. მამრი სხეულის ფორმით, შეფერილობითა და განსაკუთრებული კანის დანამატებით მკვეთრად განსხვავდება მდედრისგან. ფეხები იმას უფრო გრძელი აქვს, მისი ურთიერთსაპირისპიოდ განლაგებული თითები ბოლოვდება მოკლე ფრჩხილებით, გარდა ერთი თითისა ( ბოლოს წინა). ყველა თითი ერთ კანის ნოჭშია ჩასმული. ასეთი ფალანგების აგებულება საშუალებას იძლევა ადვილად მოეჭიდოს წვრილ ტოტსაც კი. (ერთ კანის ნაოჭში გაერთიანებულია 2–2 ან 3–3 თითი) წინა კიდურებზე ამგვარად გაერთიანებული თითები მოთავსებული შიდა მხარეზე, ხოლო უკანა კიდურებზე – გარეთა მხარეზე. ქამელეონს აქვს მსხვილი კუდი და შეუძლია სპირალურად დაეხვიოს და ტოტზე შემოეხვიოს. მხოლოდ ზოგიერთ სახეობას არ აქვს ამის შესაძლებლობა მოკლე კუდის გამო.

42-15236533

სხეულის ზომა. ყველაზე დიდი ქამელეონის სხეულის სიგრძე, რომელიც მადაგასკარზეა გავრცელებული 50 სმ–ს აღწევს. მისი მონათესავე სახეობების სიგრძე კი ბევრად პატარა (მაგ. 40–45 მმ) ანუ ისინი არიან ყველაზე პატარებია ამჟამინდელ ქვეწარმავლებს შორის.

გრძნობათა ორგანოები.განსაკუთრებული აგებულებისაა მათი მხედველობის ორგანოები. მათი დიდი, მრგვალი თვალები გარშემოსაზღვრულია ვიწროქერცლიანი რგოლოვანი ქუთუთოთი. თვალის ყველა დანარჩენი ნაწილი მუდმივად ჩამალულია კანის ქვეშ და გარედან არ ჩანს. ორივე თვალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობენ. ასევე, ორივეს შეუძლია თავისუფლად იბრუნოს 180 0 –ით ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო 900–ით ვერტიკალურ სიბრტყეში. სწორედ თვალის ამგვარი აგებულების გამო, ქამელეონს მჯდომარე მდგომარეობაში შეუძლია ერთი თვალით იყუროს ზევით, ხოლო მეორე თვალით იყუროს ქვევით. ასე, რომ ცხოველს ხშირად საშუალება აქვს თავის გაუნძრევლად უთვალთვალოს ყველაფერეს რაც მის გარშემო ხდება.

ქამელეონებს არ აქვთ ყურის ბარაბანის აპკი, რის გამოც არ შეუძლიათ ჰაერში გავრცელებული ხმები მიიღონ. ე.ი.სმენა არ აქვთ განვითარებული.

ასევე საინტერესოა ქამელეონების მაღალგანვითარებული ენა. მას აქვს მრგვალი გვერდითი კვეთი. გარეთ გამოსროლილი ენის სიგრძე რამდენადმე აღემატება სხეულის სიგრძეს. ენა საკმაოდ ელასტიურია, რაც დაკავშირებულია მოძრავი ცოცხალი მსხვერპლის დაჭერასთან.


ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქამელეონების უნარი სწრაფად შეიცვალონ სხეულის შეფერილობა. ეს უნარი დაკავშირებულია სხეულის საფარველის განსაკუთრებულ აგებულებასთან: mediumკანის გარეთა ბოჭკოებში და უშუალოდ კანის სიღრმეში განლაგებულიაქრომატოფორები – განშტოებული უჯრედები, რომლებშიც მოთავსებულია სხვადასხვა ფერის ( მუქი ყავისფერი, მოწითალო, მოყვითალო) პიგმენტები. შეფერილობის ცვალებადობა განპირობებულია, როგორც გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, ასევე შიმშილის, შიშის, წყურვილის და სხვა ფაქტორებით. როგორც წესი ქამელეონის შეფერილობა ჰარმონიულად შეწყობილია გარემოსთან, ეს კი იცავს მას მრავალრიცხოვანი მტრისაგან .
არცთუ იშვიათად ქამელეონის შეფერილობა დაკავშირებულია მუქარის დემონსტრირებასთან, რაც მათთვის მტრისგან , ერთერთი თავდაცვის ფორმაა. გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ელვისებური სისწრაფით იცვლის შეფერილობას.
ქამელეონის ყბები შეიარაღებულის სხვადასხვა ზომის კბილებისგან. ქამელეონს არ აქვს ლავიწის ძვალი. მათი ფილტვები აღჭურვილია მცირე გამონაკლისის გარდა საჰაერო პარკებით, ჰაერით გავსების შემთხვევაში ტანის მოცულობა საგრძნობლად იზრდება.

ქამელეონები მოძრაობენ საკმაოდ ნელა და თავისებურად. ხმელეთზე ქამელეონის უმეტესობა უხეშად მოძრაობს განზე გაწეული (გაფარჩხული) და საყრდენად გამოიყენებენ კუდს. ისინი წყალში არ იძირებიან, მაგრამ არც მოძრაობა შეუძლიათ.

კვება. ქამელეონის საკვები არის სხვადასხვა გვარი მწერები და წვრილი უხერხემლოები. მხოლოდ ყველაზე დიდ ქამელეონს – მელერს - შეუძლია საშუალო ზომის ჩიტების ხვლიკების ჭამა. საკვების მოპოვების ძირითადი ხერხი არის გარეთ გამოსროლილი ენის მეშვეობით მსხვერპლის დაჭერა . ნადირობისას ქამელეონი არ უთვალთვალებს მსხვერპლს. სათანადო მანძილზე აღმოჩენისთანავე ადგილიდანვე იჭერს მსხვერპლს. იგი ელვისებური სისწრაფით გამოისვრის ენას, ნადავლის მოპოვებას ანდომებს 0.04–0.05 წმ–ს ენას ასევე იყენებს ცვარის ასალოკად.



გამრავლება. გამრავლების პერიოდში მამრი ძალიან აგრესიულია. ქამელეონების უმრავლესობა კვერცხისმდებელია. გამონაკლისია აფრიკის მთიან ტყეებში მობინადრე სახეობა, რომელიც ცოცხალმშობიარეა. ისინი ბადებენ 18–მდე მცირე ზომის ლორწოვანი გარსით დაფარულ ,,ნაშიერებს", სადმე ხის ტოტზე და ეკვრიან ხის ქერქს. ჩვეულენრივ, მდედრი ხმელეთზე თხრის საკმაოდ დიდი ზომის ორმოს და რამდენიმე სთ–ის განმავლობაში შიგ ალაგებს პერგამენტისებრი გარსით შეფერილ კვერცხებს, რომელთა რაოდენობა სხვადასხვა სახეობებში მერყეობს 15–80–მდე . მდედრი ამ რთული სამუშაოს შესრულებისას არ იკვებება და მერე დიდხანს ისვენებს.

თავისებური მოვლენაა ,,ქამელეონების ცეკვა".
ტოტზე ან ხმელეთზე ყოფნისას ქამელეონი რაღაც დროის განმავლობაში შეშდება და ძალიან ნელა ამოძრავებს თვალებს. შემდეგ ჰაეროვნად ჰაერში აწევს ჯერ წინა და შემდეგ უკანა კიდურებს და რიტმულად იწყებს რხევას წინ და უკან. გადადგამს ნაბიჯს და კვლავ შეშდება. შემდეგ ქამელეონი მეორე წინა კიდურს წევს და იმეორებს ყველაფერს თავიდან. ამ დროს თვალებს სულ ამოძრავებს წინ–უკან, ზევით–ქვევით. ასეთი ცეკვების მნიშვნელობა ჯერ კიდევ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ როგორც ჩანს სხეულის ამ მოძრაობას განსაკუთრებული სასიგნალო ფუნქცია აქვს.



წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: სტატიები ქვეწარმავლებზე | დაამატა: dudu-duda (20.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 4972 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика