ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ეროვნული პარკები    

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.

მიმაგრებული სურათი

მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

ისტორია და ბუნება

დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონარირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.

პირველი ეროვნული პარკი კავკასიაში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახის პირველი პარკია კავკასიაში. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით და ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს.

ტყეები 

მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შეიქმნა ველური (პირველყოფილი) ბუნების მრავალფეროვანების, განსაკუთრებით კი მისი მთის ხელუხლებელი ტყეების დასაცავად. ეროვნული პარკის ჩრდილოეთის ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) ლაშქრობისას თქვენ მოხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეში, რომელსაც ქმნან ძირითადად წაბლი, წიფელყ და რცხილა. მათში შერეულია მურყოვანი, ცაცხვი, კოლხური მუხა და ზოგიერთი სხვა. მარადმწვანე ქვეტყე წარმოდგენილია დეკით, წყავით და სხვებით. ისინი კოლხურ ტყეს მკვეთრად გამოკვეთილ სუბტროპიკულ ხასიათს აძლევენ. 1400 მეტრის სიმაღლეზე ტყის სარტყლის შუა საფეხურზე გავრცელებულია წიფლნარი. ძედა საფეხურზე კი გაბატონებულის შერეული ფართოფოთლოვან-წიწვობანი ტყეები.

ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში პარკის ეს ნაწილში განსაკუთრებით თვალწარმტაცია. ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში კოლხეთის ფლორის ელემენტები მეტად შეზღუდულია. აქ განვითარებულია ქართული მუხის და ფიჭვის ტყეები. სუბალპურ სარტყელში მოხვედრილი ვიზიტორი (1800-2200მ) იხილავს სუბალპურ ტყეებს და დეკის ქვეტყეს, სუბალპურ მდელოებს, რომლებიც განსაკუთრებით ფერების მრავალსახეობით გამოირჩევა და სუბალპური მაღალბალახეულობას. შემორჩენილია აგრეთვე მთის დეკა, მთის მუხის ტყეები და ნაძვნარი.

ფაუნა
მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს  ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის  მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. აქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შესული.
  წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა  და კურდღელი. 
  ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ. 
  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი , სვავი  და კავკასიური როჭო . 


მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი

ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და ცხოველს კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. მკაცრად იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ, თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები.

მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი

ფლორა

ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველებს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება და საშუალებას აძლევს, დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით. 

ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) 400-1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის მცენარეულობა. კოლხური ტყის თავისებურებაა ტყის საბურველქვეშ განვითარებული მარადმწვანე ბუჩქები: შქერის, ძმერხლის, ბაძგის და სხვა ქვეტყე. მნახველებისათვის განსაკუტრებით შთამბეჭდავია ეროვნული პარკის მონახულება აზაფხულზე დეკის ყვავილობის დროს. 200 მეტრის სიმაღლეზე თქვენ მოხვდებით სუბალპურ მდელოებზე. მათი შემქმნელი სახეობებია: კავკასიური კურდღლისფრჩხილა, ბაია, მარმუჭა, ფრინტა და სხვა. ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ ადგილას, სამეცხვარეოს მთაზე 2642 მეტრის სიმაღლეზე შეგიძლიათ დატკბეთ ალპური მდელოების მრავალფეროვანი მცენარეებით ივლისსა და აგვისტოში.

მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი

მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი მიმაგრებული სურათი

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


მიმაგრებული სურათი

დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.
  ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები. 
  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო. 

რას გთავაზობთ პარკი: 
   
1. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი”:

 მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე; 
 მარშრუტის სიგრძე – 39-41 კმ;  


 ღამისთევა – ტურისტულ თავშესაფრებში: ”ლომის მთა” და "სახვლარი”; 
 მარშრუტი კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი). 

2. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი”:
 მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე;
 მარშრუტის სიგრძე – 49-51კმ;

 ღამისთევა – ამარათის, სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში. 
მოგზაურობა ხორციელდება აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით); მარშრუტი კვეთს ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642მ); 

3. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "პანორამების ბილიკი”:
 მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე;
 მარშრუტის სიგრძე – 34კმ;

 ღამისთევა – ამარათის ტურისტულ თავშესაფარში. ეს არის რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით.

4. სალაშქრო მარშრუტი "ხელუხლებელი ტყის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
  მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ;


 ღამისთევა –ნუნისის მცველთა საგუშაგოში ან კარვებში. ეს არის უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მოგზაურობა გაზაფხულზე დეკის ყვავილობის დაწყებისას (მაისი).

5. სალაშქრო მარშრუტი – "ზეკარის უღელტეხილის ბილიკი”:
 მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
 მარშრუტის სიგრძე – 9-10 კმ;
 
ღამისთევა – დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში. მარშრუტი გრძელდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). ეროვნული პარკის გადაკვეთა შესაძლებელია მთის ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.

6. სალაშქრო მარშრუტი – "ნაკვალევის ბილიკი”:  
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
  მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ;

 ეს არის ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი). 

7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი:
  მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ;
  მარშრუტის სიგრძე – 3კმ;

  ბილიკის გავლისას თქვენ შეხვდებით 9 საინფორმაციო სტენდს და ხის ინსტალაციებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე.

8. საცხენოსნო მარშრუტი – "მეღრუკის ხეობა”:
  მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
  მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ;
 
ეს არის წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით.

9. სალაშქრო-საცხენოსნო ბილიკი – "მწყემსების ბილიკი”:

 მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
  მარშრუტის სიგრძე – 14 კმ;
 
ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტული თავსესაფრებს. ტურისტული თავშესაფრები არის 12 ადგილიანი. 


წყარო: http://www.boke.ge
კატეგორია: ეროვნული პარკები | დაამატა: dudu-duda (06.08.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 10112 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика