რუსული წარმოების ნახევრად ავტომატური თოფი მრ-153 12 ყალიბი. იწარმოება იჟევსკის ქარხანაში ორი სახის მოდიფიკაციით: მრ-153 12/76 მაგნუმი და მრ-153 12/89 მაგნუმი. ამათ შორის სხვაობაა მხოლოდ სავაზნის სიგრძეშია. პირველი განკუთვნილია ტყვიის საფანტის სროლისთვის, მეორე კი ფოლადის საფანტის სროლისთვის. თოფის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია გასროლის დროს გამოყოფილი გაზის უკუცემის პრინციბზე. სპეციალური სალტისებური ცილინდრი წამოცმულია გარედან ლულის ქვეშა მილისებურ მჭიდზე, მასზე გაზის ზემოქმედების შედეგათ ხდება ლულის გახსნა და საკეტის გადაადგილდება უკან, რომელიც სპეციალური ბერკეტით ჩაკეტილია ლულასთან. ყველა დეტალი, რომელიც განიცდის გაზის ზემოქმედებას ქრომირებულია, რაც განაპირობებს დეტალების ხანგრძლივ მუშაობას. შესაძლებელია მჭიდის დაგრძელება, ასევე სხვადასხვა სიგრძის საცვლელი ჩოკის გამოყენება. არ ჩამოუვარდება ცნობილი ფირმების მსგავს მოდელებს საბრძოლო თვისებებით, გამოიყენება ყველა სახეობის ნადირობისთვის და მონადირეებში სარგებლობს პოპულარობით. ტექნიკური მაჩვენებლები: ყალიბი-12. სავაზნის სიგრძე (მმ)-76. ლულის სიგრძე (სმ)-71. მჭიდის ტევადობა (ცალი)-4+1. ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.5, 0.25. წონა (კგ)-3,5.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!