ნახევრად ავტომატური თოფი სტოგერ 2000 იწარმოება 2001 წლიდან თურქული ფირმის Stoeger Silah Sanayi A.S. მიერ, რომელიც 100% ეკუთვნის ფირმა ბერეტას „BERETTA”. იტალიელები ხაზს უსვავენ რომ, ყველა წარმოებული თოფი შეესაბამება ევროპულ ხარისხის სტანდარტებს. ქარხანაში მუშაობს ბერეტას სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ზედამხედველობას უწევს თოფების წარმოების ხარისხს, ამიტომ ბერეტა იძლევა გარანტიას სტოგერის საიმედოებაზე და მის ხარისხზე. სტოგერ 2000 საფუძვლად უდევს ბენელი „BENELLI” M1 Super 90 ძირითადი კონსტრუქცია, რომელშიდაც შეტანილია ოდნავი ცვლილებები, რაც გამოიხატება შემდეგში, ბენელში საკეტის ზამბარა განთავსებულია კონდახში, სტოგერში კი გადატანილია ლულის ქვეშა მილისებურ მჭიდზე. სტოგერი 2000 იწარმოება მხოლოდ 12 ყალიბის რამოდენიმე მოდიფიკაციით: „Realtree® APG™", „Advantage Max-4 HD™", „Black Synthetic" და „Satin Walnut". მწარმოებელი იძლევა ავტომატიკის უტყუარი მუშაობის გარანტიას ხარისხიან ვაზნებზე, ავტომატიკა მუშაობს 24 გრამიან ვაზნიდან მაგნუმის ჩათვლით. სტოგერ 2000 ავტომატიკის მუშაობის პრინციპია ინერციული საკეტი. თოფის მექანიზმი შედგება მინიმალური დეტალებისგან, იოლი მოსავლელია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, რაც ძალიან პრაქტიკულს ხდის ნადირობაში. ტექნიკური მაჩვენებლები: ყალიბი-12. სავაზნის სიგრძე (მმ)-76. ლულის სიგრძე (სმ)-71. მჭიდის ტევადობა (ცალი)-4+1. ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0 წონა (კგ)-3,2.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!