ტუატარა ხვლიკის მსგავსი ცხოველია, რომელიც ახალ ზელანდიაში ბინადრობს. ეს სახეობა დედამიწაზე როგორც მინიმუმ 200 მლნ. წელი არსებობს. მაგრამ საკვირველი არა ასაკი არამედ ისაა, რომ ამ ცხოველს მესამე თვალი გააჩნია, რქოვანა გარსით, ბადურითა და მხედველობითი ნერვით, რომელიც თავის ტვინთანაა დაკავშირებული. ეს სრულყოფილი მესამე თვალია, თუმცა დაბადებიდან ნახევარი წლის შემდეგ ქერცლით იფარება და ტუატარას ორი ჩვეულებრივი თვალი რჩება. ფოტოზე პატარა ტუატარაა გადაღებული, რომელსაც თითქმის მთლიანად აქვს მესამე თვალი დაფარული.
ჭიანჭველების ზოგი სახეობა, ტერიტორიის გაფართოებისთვის თავის მდედრს სხვა ბუდეში აგზავნის, სადაც ის უცხო მდედრის ადგილს იკავებს და აგრძელებს განაყოფიერებას.
ზვიგენების მსხვერპლი ერთ წელში საშუალოდ 10 ადამიანი ხდება, მაშინ, როცა ასეთივე პერიოდში ძროხებისგან მიღებული ტრავმების გამო დაახლოებით 100 ადამიანი კვდება.
კოდალას შეუძლია წამში 20-მდე დარტყმა განახორციელოს, მისი ტვინი კი არ ზიანდება, რადგან მას გააჩნია ამორტიზაციის ფუნქციის მქონე ქსოვილი.
მე-17 საუკენეში პურიტანებს შორის ანტიკათოლიკური განწყობა გავრცელდა. პროტესტის ნიშნად ისინი პაპის მანეკენში ცოცხალ კატებს ტენიდნენ და წვავდნენ..
ფაუნის წარმომადგენელთა დიდი უმეტესობისგან განსხვავებით პეპლის აღსანიშნავი სიტყვა ძალიან განსხვავდება ევროპულ ენებში. მაგალითად: გერმანულად - schmetterling, ფრანგულად - papillon, ესპანურად - mariposa, იტალიურად - farfalla, დანიურად - vlinder, პორტუგალიურად - borboleta და ა.შ.
კუჭის გასაწმენდად ბაყაყების ზოგიერთ სახეობას ფაქტობრივად გარეთ გამოაქვს იგი, მარჯვენა კიდურით "წურავს" და უკან შეაქვს.
ტროპიკული ჩიტი გოაცინი მკაცრად ვეგეტერიანელია, ამიტომ მისი კუჭი ძროხის კუჭის მსგავსია და ბევრ საკვებს ითხოვს. ჩიტი მასიურია და ამის გამო ფრენა უჭირს.
გიგანტურ კუს, როგორც წესი, მისი განსაკუთრებული ცხიმის გამო კლავენ. დანიელი მზარეულების აზრით, ეს ცხიმი ხორცს ცოტა ხნის წინ გადაშენებული ჩიტის, დოდოს, ხორცის გემოს აძლევს. გარდა ამისა, გიგანტური კუთი შეიძლება რამდენიმე ადამიანი გამოიკვებოს და მის თითოეულ ნაწილს განსაკუთრებული გემო აქვს - ძვლის ტვინით დაწყებული და კვერცხით დამთავრებული.
დათვები ზამთრის ძილის წინ უკანა ხვრელს ფოთლებით, ფისითა და ქონით იფარავენ, რათა ძილის დროს პარაზიტები არ შეუძვრნენ და კვერცხები არ დადონ.
ჭიანჭველების მიწის გროვამ შეიძლება 3 მეტრს მიაღწიოს. მასში ჩაღრმავებებს კი განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს - კვერცხებისთვის, საჭმლისთვის და ა.შ.
როცა ღამურა თავქვე კიდია, ბჭყალებს ისე კრავს, რომ ასეთ პოზიციაში გაჩერება აღარ მოითხოვს ძალდატანებას. ზოგჯერ ასეთ მდგომარეობაში სიკვდილის შემდეგ თავქვე დაკიდებულნი რჩებიან.
ორთავა არწივი ბიზანტიის იმპერიის სიმბოლო იყო. ერთი თავი ძველი რომის იმპერიას აღნიშნავდა, ხოლო მეორე - კონსტანტინოპოლს.
Deinacrida rugosa გიგანტური უფრთო მწერები არიან. ისინი დაახლოებით თაგვის ზომამდე იზრდებიან(კიდურების ჩაუთვლელად), წონით კი ბეღურაზე მძიმეები არიან. მათ საკმაოდ შიშისმომგვრელი იერი აქვთ და საბედნიეროდ მათგან ყველაზე დიდები ახალი ზელანდიის მხოლოდ რამდენიმე პატარა კუნძულზე ბინადრობენ. როგორც წესი, ისინი ადამიანებს თავს ესხმიან მხოლოდ თავდაცვის მიზნით.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!