ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

კვათარაზე ნადირობა

     ვალდშნეპი. ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი და ბაიყუში ფრინველი. რომლის, ცხოვრებისა და ქცევის თავისებურებებს წინსაწარ ვერ გამოიცნობ! აი, თითქოს, სეზონია და ზუსტი დრო, შესაბამისი ამინდები, ტყეც მშვენიერია ვალდშნეპის საბინადროდ, მაგრამ ძაღლთან ერთად, ისე შემოივლი, მთელ ტერიტორიას, რომ ერთ ცალ ვალდშნეპსაც კი ვერ მოკრავ თვალს! ხვალ კი, სადღაც ბუწკნარში, სიმშრალეში, შეიძლება წააწყდე "ვისიპკას” (როცა ერთ ადგილას ბევრი ფრინველია თავმოყრილი). ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსაპოვებელი ფრინველია. ტოტებ შორის ისე გაძვრება, რომ სროლას აზრიც კი ეკარგება, მაგრამ გაწარებული ხან მაინც მიაყოლებ ნასროლს, ეგეც შენო-მიაძახებ. ხან, ფრთების აფთქუნით ამოვარდება, ხან კი, ღამის პეპელასავით ჩუმად გაფარფატდება ხოლმე! ზოგჯერ, მეძებარს სიქას გააცლის, იმდენს არბენინებს და ზოგჯერ კი, სანამ ძაღლი არ შეუვარდება ჯაგში, ისე არაფრის დიდებით არ ადგება.  მოკლედ, გამოუცნობი ფრინველია და ყველთვის ძალიან აზარტულია მასზე ნადირობა. ყოველთვის ძვირფასი ტროფეია, ვალდშნეპი! თუ რათქმაუნდა წესების დაცვით და მეძებრით ნადირობისას არის მოპოვებული და არა, ღამით, "ფარზე” მოკლული!   ძალიან მიყვარს, ტყის ქათამზე ნადირობა! მწყერობის მერე, ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება, ვალდშნეპზე ნადირობის სეზონი! ჯერ, მარტო ის რად ღირს? ოქტომბრის მეორე ნახევარში, მთიან, მაღალ ადგილზე, ფერად ტყეში, რომ ბოდიალობ, ცვრიან დილას!  ბევრი ვერაფერი შეედრება ამას! და ამასთან ერთად, თუ რამოდენიმე, აფრენილ ვალდშენპს მოკრავ თვალს და ერთ-ორ ცალსაც თუ მოინადირებ, მაშინ ხომ საერთოდ, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ დედამიწის ზურგზე?!
     აი, ახლაც დგახარ, დილის გადაფრენაზე. ჯერ საკმაოდ ბნელა, მაგრამ თანდათან ემატება სინათლე ცას. შენ კი დგახარ გაქვავებული და ცდილობ რაც შეიძლება ჩუმად ისუნთქო, გაფაციცებული გაქვს მზერა. ყველა მხრიდან ვალდშნეპის გადმოფრენას ელოდები. კი, აქვს, ვალდშნეპს "რჩეული გეზები” და უმეტესად ერთი მხრიდან დაფრინავს, მაგრამ მაინც ჩემი მტერი ენდო, მაგ გრძელ-ნისკარტას! რა, იცი? დღეს საიდან მოეპრიანება, ტყეში დაბრუნება, ღამე-ნათევს. შორიდანვე მოკრავ თვალს, მაგრამ ჯერ კარგად ვერ არჩევ და ისიც,  ქათმისთვის, ისე არადამახასიათებლად მოფარფატებს, რომ ეჭვი შეგეპარება, "ვაჰ, რა ჯანდაბაა? ვალდშნეპია, თუ რა არის?”. მოგიახლოვდება, დარწმუნდები, რომ სწორედ, ნანატრი ვალდშნეპი მოფრინავს და არა სხვა ფრინველი. ჰოდა, აი, აქ რა ხდება, მაგას ვეღარ ავღწერ! რადგან, მე პირადად, მაგ დროს, ყველაფერი მავიწყდება! ყველაფერი, ავტომატურად ხდება! რომც არ გინდოდეს, მაშინალურად იმეორებს სხეული, მოძრაობებს! თითები, ისე სწევენ, დამცველს წინ, რომ ტვინს არაფერს ეკითხებიან! ხელებმაც ისე მოიგდეს, თოფი მხარზე, რომ გონებას სულაც არ უფიქრია ეს! გავიწყდება, ყველაფერი, რაც კი წაგიკითხავს და გისწავლია, წარმატებული სროლის ტექნიკაზე! ცივი კონდახის, ლოყაზე შეხება ცოტათი გაფხიზლებს და წამის მეათედში, ისმის  გასროლის ხმა! შენი, ბისკვიტიე, თავქუდმოგლეჯილი მირბის ნანადირევის მოსატანად! შენ კი, უბრალოდ, ყველაზე ბედნიერი ხარ! მაგრამ ძალიან ხშირად, ისეც ხდება, რომ ვალდშნეპი უვნებელი, მაგრამ შიშისაგან  გულგახეთქილი მიფრინავს და უკან იყურება, "ეს, კიდე აქ მოვიდა კაცოოო”-ფიქრობს, შეშინებული, მაგრამ გადარჩენით ბედნიერი! ჰოო, ამ დროს, წუთით ისე ხარ, რომ დანა პირს არ გიხსნის, მაგრამ გავა ეს წუთი და ხვდები, რომ ნადირობა შედგა! მიიღე ის, რასაც ეძებდი, რისთვისაც გაათენე კიდევ ერთი ღამე, თეთრად!  ნანადირევი? არა უშავს, ხვალ ისევ სცდი და ვნახოთ ერთი, როდემდე დაჯდება, ვალდშნეპის ნასროლი კოჭი ალჩუზე?!  ხვალ, გაგიმართლებს შენ და ხვალ დაბრუნდები შინ, ნანადირევით, ამაყი! თუმცა დღესაც ძალიან გაგიმართლა! მშვენიერი, შემოდგომის ღამე გატეხე, ალიონს შეეგებე, ნაძვნარ-ფიჭვნარშიც იბოდიალე, დატკბი და დათვერი საოცარი სურნელებით, თვალს წყალი დაალევინე და მუხლი გაშალე!  შენი ბისკვიტიეც კმაყოფილია, იმანაც გული იჯერა სირბილით და მეტი რაღაა ბედნიერება?!  ნანადირევი კი ხვალ, ხვალ იქნება!  ამის იმედი ყოველთვის გაქვს!
     ჩვენში, ვალდშნეპი ოქტომბრის ბოლოს, ხან ნოემბრის დასაწყისში აღწევს გადაფრენის პიკს! ეს, ყველაზე მეტად, ამინდებზეა დამოკიდებული. თუ, ადრე აცივდა, თუ ადრე მოვიდა თოვლი მთაში, მაშინ ვალდშნეპიც ადრე გამოჩნდება დაბლობში და გადაფრენასაც ადრე დაიწყებს. ამ, დროს გურიაში, ვალდშნეპზე ნადირობას, პირადად ჩემთვის არაფერი სჯობია ამ ქვეყნად!  ამ, დროს ველოდები, ზარს: "ჩამოი ძამა. ქათამია მაგრად შემოსული”.  იმ, წელსაც დამირეკა, ჩემმა, ლანჩხუთელმა, ახლობელმა მონადირემ და შემდეგი ტექსტი, მომაყარა, აღელვებული ხმით: "რა, შობი? სა, ხარ? დროზე ჩამოი! იმდენი ქათამია შემოსული რომ მაგდენი, ბაღნებს გეფიცები, ჯერ არავის უნახავს გურიაშიო!” ამ, ზარის შემდეგ, გახარებულმა დავურეკე ჩემს მეგობრებს და მესამე დღეს, უფრო სწორედ  ღამე, 4 საათზე, გავაჩერე მანქანა, ჩემი, ახლობელი, მონადირის ჭიშკართან, გურიაში!   ძლივს გავაღვიძეთ! გამოვიდა ჭიშკართან, გამობენტერებული სახით. მჯიღით, ნამძინარევ თვალებს ისრესს და მთქნარებით გვეუბნება "ჩამოით ძამა სახლში”.   -კაცო, სახლი რომ მდომოდა, თბილისში სახლში არ ვიყავი?! დროზე ჩაიცვი და წავედით ტყეში-ვეუბნები ძილის-გუდას!   როგორც იქნა გამოიზლაზნა სახლიდან და წავედით.  ჩავედით, ნაცნობ სანადიროებში. ჯერ ძალიან ადრეა. ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს, სუფრა გაშალეს და ნაადრევად ვისაუზმეთ. მონადირულ საუბარში, დრო ჩქარა გავიდა. გადაფრენაზე დადგომის დროც მოვიდა და ჩვენც გავნაწილდით!  იღვიძებს გურია, მთები, ტყეები, ჭალები, მდინარე, თითქმის მთელი დუნია იღვიძებს და ვალდშნეპი კი ახლა უნდა მოემზადოს "დასაძინებლად”! ღამე, მთიდან, მინდორში საკვებად ჩამოსული, ისევ მთაში უნდა აბრუნდეს! ირგვლივ, საოცარი სიჩუმე და იდილიაა, მაგრამ ეს სიჩუმე, გოგიტას(მასპინძელი)  განწირულმა ბღავილმა, გააპო! "მევიდა ბიჯო, მევიდააააააა”. ღრიალებს დაჭრილი დათვივით! მის, სახუნდარში მიდის ქათამი, მან უნდა ესროლოს, მოკლედ მისია ეს ქათამი და ვისთვის ბღავის ასე განწირული ვერაფრით ვერ გავიგე!  გასროლის ხმა და ახლა გახარებული ბღავის "ევიღეეეეე, აგერ არის”.   დილის გადაფრენა ისე დამთავრდა, რომ მეტი ქათამი არავის დაგვინახია! ცოტა კიდევ დაველოდეთ, სინათლის მომატებას და ტყეში შევედით, "ძაღლებით ვიპოვნით”-ის იმედით!    რამოდენიმე წუთში, ბისკვიტიემ, თავისი, პირველი ქათამი ააფრინა, ვესროლე და ბისკვიტიემაც უმალ მოარბენინა! ბიჯოს, მაგარი დასაწყისია! მართლა ბევრი უნდა იყოს ქათამი! თან, გოგიტამ "ამეიწყვიტა თუ ვინმე ელოდებოდა სახლში” და იქნება, აბა რა?!   მთელი, დღე ისე ვიარეთ, რომ თითქმის არ შეგვისვენია! ქათმისთვის თვალიც აღარ მოგვიკრავს! ძაღლებს "ძველ კვალზეც” კი არ უმუშავიათ!  საღამოს, მანქანასთან რომ მოვედით, გოგიტას ვუთხარი: "ბიჯო, კი იცი, რომ მე, აქანე ტყვილა ჩამოსლაც მიხარია, მარა საკუთარ ბაღნებს რას ერჩოდი? შე, უპატრონო, რაცხა სხვაი ვერ დეიფიცე ტყუილზე?” .    -რავიცი, ძამა მაგრად იყო ორი დღის უკან ქათამი და?!-იმართლა თავი.   გოგიტა, სახლში დავტოვეთ და ჩვენ თბილისისკენ გამოვეშურეთ. გზაში, სხვა, ადგილობრივ მონადირეებს შევეხმიანე. ქათამი თუ არის მეთქი.   "რაის, ქათამი ძამა? ერთი კვირაა ყველა დღე დავდივარ და ორ ცალზე მეტი ჯერ არ მინახავსო”-ყველამ, ასეთი პასუხი გამცა!   ერთი კვირის, შემდეგ. მირეკავს გოგიტა და "ახლა მართლა მაგრად, არის ქათამი, ძამა. აგერ ღელეში ხოცავენ ბაღნებიო”-მითხრა. წინა ნადირობაზე, პირშავად არის და გამოისყიდოს უნდა წინა დეზ-ინფორმაცია!   ისევ, იგივე შემადგენლობა, ოღონდ ახლა უკვე, მეორე დღესვე თავზე დავადექით, გურულ მიუნჰაუზენს. ისევ ტყუილად ვიბორიალეთ! წინა ჩამოსვლაზე უფრო მეტი იყო ქათამიო-იძახდნენ ჩემი მეგობრები!   გაწითლებულ, გოგიტას მივუბრუნდი: "ძამა შენ ჩემი ნახვა თუ გინდა, მითხარი და ისე ჩამოვალ სტუმრად. ბოლო-ბოლო, დავსხდეთ და ვიქეიფოთ. ამ ტყეში რას მარბენიებ ტყუილად, სულ თუ არაფერი. 24-საათში, 700 კმ. რულის ტრიალმა დაგვხოცა, მეთქი”. მოკლედ, მეტი აღარ დამიჯერებია, მიუნჰაუზენის ზარებისთვის, მაგრამ 10 დღით წავედი, ლანჩხუთში და თითქმის ყოველ დღე დავდიოდით მე და გოგიტა სანადიროდ!  წინაზე, ყურადღება არ მიმიქცევია და ახლა აღმოვაჩინე, რომ ძაღლით ნადირობის გონზე არ იყო, არც თვითონ და არც მისი "ნამგალი”! ტყეში, კი ერთად შევიდოდნენ, ძაღლი და მონადირე, მაგრამ 5 წუთში, ძაღლი სხვაგან ეძებდა ქათამს და მონადირე სულ სხვაგან მიდოდა! ძაღლი, სადღაც უკან დარჩებოდა და იყო, ბღავილი : "ჯინოიე, შე, უპატრონო, საა, აგდიხარ? მეეთრიე, მოი აგერ”.   მეორე "მონადირე” ვერა, მაგრამ გოგიტა მაინც "მოვაქციე სწორ გზაზე”!     "ძამა, ძაღლთან მუდმივ კონტაქტში იყავი, უყურე და უსმინე სად ეძებს, წინ ნუ გარბიხარ! ძაღლს აცალე მუშაობა”-მეთქი. არადა მშვენიერი ძაღლი ჰყავდა. კარგად ეძებდა ქათამს. ხან, ისეთ გაუვალ ჯაგში შეძვრებოდა,რომ გაიჭედებოდა ხოლმე, მაგრამ წინ თუ ვეღარ წავიდოდა, ყეფას ატეხდა და ქათამს მაინც აიძულებდა აფრენას!  ამ, სწორი მეთოდით. ერთ დღეს, სულ რაღაც 2-3 საათში, 6 ვალდშნეპი ავიღეთ. ბევრი გავუშვით, ბევრს ვერ ვესროლეთ. მაგრად დავსველდით და ამიტომ მალევე წამოვედით სახლში! გოგიტა, გახარებული მეუბნებოდა: "მართალი ყოფილხარ, ძამა. მასე ჯობია ნადირობაო”. ეს, თავის ძმაკაცსაც უთხრა, მაგრამ იმას ვერაფერი შევასმინეთ! ის, ტყეში, თავის პოინტერს უსწრებდა წინ! ძაღლს უკან იტოვებდა და მერე ბუზღუნებდა "ქათამი არ არისო”!  მოკლედ, ძალიან კარგი იყო, გურიაში! მარტო ის რად ღირს?! რომ თუ, ვერ ვახერხებდი საღმოს გადაფრენაზე ტყეში ყოფნას და თუ სახლში ვიყავი, მაშინ, გვერდზე, მეზობლის ეზოში გადავდიოდი და იქ ვდგებოდი გადაფრენაზე. ვდგებოდი 19:30-ზე და ზუსტად, 15 წუთში, გადმოდიოდა ერთი ქათამი! რამოდენიმეჯერ დავხვდი, გადაფრენაზე. იმ ბურდღა დამწვარს,მაგრამ ვერცერთხელ, სროლაც კი ვერ მოვასწარი! მთიდან, ფრთებ მოკეცილი, "პიკირებით”, რეაქტიული სისწრაფით ეშვებოდა, იმ ადგილას და წამის, მეათედით ჩანდა, ზედ თავზე მოსული!    მაგარი იყო, მაგარია და მაგარი იქნება, გურიაში, ქათამზე ნადირობა!   ოღონდ, ეს, "მეფარეობა” გადაშენდებოდეს! უმთვარო, ღამეში. "ფარის” სინათლით დაბრმავებული, მიწაზე მჯდარი, ქათმის მოკვლით. სწორედ, რომ მოკვლით და არა მონადირებით, რა სიამოვნებას იღებენ, ბრაკონიერები. ჩემამდე არ დადის! კი, ბევრი მონადირე სწორ გზას დაადგა და ბევრმა დააფასა, ძაღლის ნაბულიდან ამოფრენილი ქათმის, განუმეორებელი სილამაზე და ემოციურობა, მაგრამ ძალიან ბევრს ეს, ჯერ კიდევ, სასწავლი აქვს! ეს, არამონადირული საქციელი თუ მოისპო, ან თუ, ვერ მოისპობა მთლიანად, მაშინ,  უკიდურეს მინიმუმადე თუ დავიდა მაინც! აი, მაშინ გურიას ადგილი ვერ აჯობებს, ვალდშნეპზე სანადიროდ! ვერც საფრანგეთი და ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება! ვერც, ფრინველის სიმრავლით და ვერც სილამაზით, გურიის სანადირო ადგილებს!  
     ვალდშენპი, არ ბუდობს ჩვენში! თითზე ჩამოსათვლელი, რაოდენობის ქათამი, რომ რჩება ეგ არ ითვლება, ბახმაროს და გომის მთის ტყეებში! საგაზაფხულო, გადაფრენაზეც სულ, ორი კვირით ჩნდება საქართველოში, მაგრამ ეს იმას, სულაც არ ნიშნავს, რომ რადგან ჩვენთან არ ბუდობს, ბრაკონიერობა და ფარით ხოცვა,ზიანს არ მოუტანს, ვალდშნეპის პოპულაციას!  ყოველი, სანადირო სეზონი, განსხვავებულია. ფრინველის რაოდენობით, მიმოფრენის ვადებით, ამინდებით და ა.შ.  ხან, ბევრი ფრინველი ჩნდება ჩვენში და ხან ცოტა, მაგრამ თუ არ მოიშალა მავნე ჩვევა, ფარით "ნადირობის”, მაშინ, შეიძლება სანთლით საძებარიც კი გახდეს ვალდშნეპი. ხვალ თუ არა, 3 და მეტი წლის მერე!  მოკლედ, რას გეტყვი ძამა იცი? -"მაი მთები, მაი ჭალა-ტყეები, მდინარეები და ტბები, მხოლოდ შენია და შენ ხარ მისი პატრონი, რაფერც მუუფრთხილდები, ისე გამოგადგება გაისად, მაი, ყოლიფერი! შენს გარდა, არ, კაცი არ დეიცავს მაგას! ფრანგი და იტალიელი არ ჩამუა, გურიაში ნადირ-ფრინველის გასამრავლებლად, თევზის გასაშობად წყალში და ნერგის დასარგავად! გაუფრთხილდები? შენს ბაღანას შეუნახავ? მაშინ, გავა წლები და მადლობას გეტყვის შენი, შვილი თუ ბადიში! არ გაუფრთხილდები და მოვა, შენი ნაგრამი, საფლავზე დაგაფურთხებს, ტფუი, შენი მეხორცე........, გეტყვის! ჰოდა, ამიტომ, ჩემო ძამია,  

   ჯობია ისე ვიცხოვროთ,რომ საკუთარი მომავალის საგინებლები არ გავხდეთ!  არც შენ და არც მე!

 



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (18.03.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3038 | კომენტარი: 3 | ტეგები: ნადირობა, მონადირე, valdshnepze, გიო სარიშვილი, ვალდშნეპზე, nadiroba, giohunt1982, კვათარაზე | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 mere   (09.04.2014 00:09:12) [მასალა]
10 10 კაი კაცი ხარ შენ ძამა ,მაგრამ თუ სანქციები არ გატარდა ფარს ვინ მოიშლის არ ვიცი 25 25

+1   Spam
1 iakaniiakani   (26.03.2014 17:56:03) [მასალა]
ამას მე გადავიწერ,მაგარია gimili

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика