თუ თქვენ გადაწყვიტეთ იყოლიოთ ლეკვი, მაშინ სანამ ჯიშს აირჩევდეთ, თქვენ გარკვევით უნდა წარმოიდგინოთ, თუ ვინ გახდება თქვენთვის თქვენი მეგობარი : მხიარული მეგობარი და კომპანიონი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მამაცი დამხმარე და დამცველი ნადირობისას, თუ მკაცრი და ერთგული დამცველი თქვენთვის და თქვენი სახლისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც განსაზღვრული ჯიშის ლეკვებში ჩადებულია ინსტინქტები და ტალანტები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ იცხოვროთ მათთან სრულ ჰარმონიაში, ანდა ისინი თქვენ ხელს შეგიშლიან. სხვადასხვა ჯიშის, აგრეთვე ერთნაირი ჯიშის, მაგრამ სხვადასხვა სქესის ცხოველებს სხვადასხვა ტემპერამენტი აქვთ. ეს კი უნდა გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ასაკში მყოფმა ადამიანებმა.
თუ თქვენ აირჩიეთ ჯგუფი, მაშინ თქვენთვის აუცილებელია იცოდეთ შემდეგი:
1. არასოდეს არ იყიდოთ ცხოველები "ფრინველების” ბაზარზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ქუჩაში, შემთხვევიდან 90%, ეს ცხოველები ავადმყოფები არიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გარეგნულად ჯანმრთელნი ჩანან. როგორც წესი - ესენი არიან "დაუგეგმავი” ცხოველები, რომლებიც მიღებულნი არიან ახლონათესაური ან შემთხვევითი შეჯვარებით, და რომლებიც თავის თავში ატარებენ რიგ გენეტიკურ პრობლემას და პათოლოგიას.
2. ცხოველების ყიდვა უკეთესია კლუბებში ან მათ გასაზრდელ ადგილებში, კარგი რეპუტაციით. როგორც წესი, ლეკვების გამომყვანები მათ ყიდიან საგვარეულო და ვეტერინარული პასპორტით--- ეს ნიშნავს, რომ მოცემული ცხოველი კლინიკურად ჯანმრთელია, დეგელმინტიზირებულია ( განთავისუფლებულია ჭიებისაგან) და ვაქცინირებულია.
3. ყურადღება მიაქციეთ, როგორ პირობებში ინახავენ ამ ლეკვებს და მოზრდილ ძაღლებს. ხომ არ ინახავენ ერთ ბინაში რამოდენიმე პარტიას. ყურადღება მიაქციეთ სანიტარულ გარემოს მათი შენახვის ადგილებში.
4. კარგად დააკვირდით ლეკვს, რომელიც თქვენ გადაწყვიტეთ რომ უნდა აიყვანოთ. ყურადღება მიაქციეთ მის მდგომარეობას: ხომ არ ახველებს, ხომ არ აქვს გამონადენი თვალიდან, ცხვირიდან, ხომ არ აქვს გულისრევა დაკუჭის ასლილობა, ნახეთ როგორ ჭამს ლეკვი, ყურადღება მიაქციეთ მის კბენასა და კიდურების აგებულებას.
5. დააკვირდით ამავე პარტიის ლეკვებს. თუ მათგან თუნდაც ერთი მომჩვარულია, აუცილებლად დაინტერესდით და გაიგეთ პატრონისაგან, თუ რამ გამოიწვია ასეთი მოქცევის პროვოცირება.
ეცადეთ არ აიყვანოთ უკანასკნელი ლეკვი ამ პარტიიდან, თუ თქვენ არ გინახავთ ამ პარტიის დანარჩენი ლეკვებიც.
6. სთხოვეთ მათ მომყვანებს იმ ადამიანების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც უკვე აიყვანეს ლეკვები ხსენებული პარტიიდან, დაინტერესდით როგორ გრძნობენ თავს ისინი. დაინტერესდით მოიმატეს თუ არა ერთიდაიგივე პარტიის ლეკვებმა წონაში და ზრდაში.
7. ლეკვის შეძენის შემდეგ ის მაშინვე უნდა აჩვენოთ ექიმ-ვეტერინარს!
8. თუ თქვენს გაზრდილს უკვე აქვს ვეტერინარული პასპორტი, სადაც არის აღნიშვნა ჩატარებული პირველადი ვაქცინაციის შესახებ, მაშინ 21 დღის შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა წახვიდეთ კლინიკაში განმეორებითი ვაქცინაციის (რევაქცინაციის) ჩასატარებლად. თუ თქვენი ლეკვი ჯერ ვაქცინირებული არ არის, მაშინ 10-დღიანი კარანტინის შემდეგ ( თქვენი ძაღლის აკლიმატიზაციის პერიოდი შენახვის ახალი პირობების მიმართ) ჩატარებული უნდა იქნას პროფილაქტიკური დეგელმინტიზაცია და 10-14 დღის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ ვეტერინარულ კლინიკაში თქვენი საყვარელი ცხოველის პირველადი ვაქცინაციისათვის. ( გახსოვდეთ: ცხოველის ვაქცინაციის ჩატარების ნამდვილ დამოწმებას წარმოადგენს დადგენილი ნიმუშის რეგისტრირებული ვეტერინარული პასპორტი ორიგინალური ნომრით და ჰოლოგრამით. აგრეთვე ჩაწებებული ვაქცინის ეტიკეტით და იმ კლინიკის ბეჭდით, რომელშიც ვაქცინაცია ჩატარდა). არ დაგავიწყდეთ ყოველწლიური ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ.
9. ძაღლის დეგელმინტიზირება საჭიროა ერთხელ 6 თვეში, ევროპული მოთხოვნებით კი ერთხელ 3 თვეში. ( ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ძაღლი ბინაში ცხოვრობს და ბავშვებთან კონტაქტი აქვს).
10. ცხოველის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების დროს აუცილებელია რამოდენიმე მოთხოვნის შესარულება: ვაქცინაცია ცოფის წინააღმდეგ, არაუგვიანეს გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე და აღნიშვნა დაგალმინტიზაციის შესახებ არაუმეტეს 3 თვით ადრე გამგზავრებამდე, ჩიპირება ( ცხოველთა ელექტრონული აღნიშვნა). მოცემული მოთხოვნა ასევე ვრცელდება ყველა საგამოფენო ცხოველზე და ავია და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას.
11. არანაკლებ მნიშვნელოვან მომენტს ცხოველის შენახვაში წარმოადგენს მისი კვება. განასხვავებენ კვების 2 სახეს: ნატურალური საკვები და მზა საკვები (უპირატესად მშრალი), ნატურალური ტიპის კვების დროს თქვენი ცხოველის რაციონი უნდა შეიცავდეს: ფაფებს (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბალი- ყველაფერი უკეთესია დაღერრილი სახით, და ა. შ.), გაფუფქული ან მოხარშული ხორცი ( ძროხის ხორცი, ბატკანი, ქათმის მკერდი ( თუ ალერგია არ აქვს), ახალი მწვანე ბოსტნეული ( სტაფილო, კომბოსტო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ვაშლი), ნაკლებადცხიმოვანი რძემჟავა პროდუქტები და ვიტამინურ-მინერალური დანამატები. ძაღლის მზა საკვებით კვებისას აუცილებელია გამოვიყენოთ პრემიუმ და სუპერ-პრემიუმ კლასის საკვები, შეფუთვაზე მკაცრად მითითებული დოზირებებით. კვების ამ სხვადასხვა ტიპების შერევა კატეგორიულად აკრძალულია. კვების სწორი და სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელია მათ საკვებში ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების დამატება. თქვენს მიერ არჩეული რაციონისაგან დამოუკიდებლად ცხოველს მუდმივად უნდა ჰქონდეს სუფთა წყალთან მისვლის საშუალება. ლეკვის ძვლების სწორი განვითარებისათვის იგი უნდა იკვებოს და წყალი სვას სპეციალური, სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი თასებიდან.
12. მფლობელებმა თვალყური უნდა ადევნონ ძარლის გარე სასმენი ხვრელის და თვალების სისუფთავეს: ყურები უნდა შემოწმდეს ზედმეტ და პათოლოგიურ სეგმენტზე, არანაკლებ ერთხელ კვირაში. თვალები უნდა გაუწმინდოთ ლოსიონით მათი გაჭუჭყიანებისდა მიხედვით.
13. ცხოველი რეგულარულად უნდა ვასეირნოთ, ლეკვებს შეუძლიათ აქტიურად დაიწყონ მოციონი მე -1—14 დღეს, ძირითადი ( ყოველწლიური) ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ. ლეკვებისათვის გასეირნებების რაოდენობამ დღეში შეიძლება შეადგინოს იმდენი რიცხვი, რამდენიც კვების რიცხვმა ( 5-მდე/დღეში). გაზრდილ ცხოველებს ასეირნებენ არანაკლებ 2-ჯერ დღეში. მნიშვნელოვანია, რომ ლეკვს არ მივცეთ უფლება დამოუკიდებლად ჩამოვიდეს და ავიდეს კიბის საფეხურებზე. აგრეთვე ჩამოხტეს დიდი სიმაღლიდან, იმდენად, რამდენადაც ამან შეიძლება კიდურების ძვლის სტრუქტურის ტრავმამდე მიგვიყვანოს და გავლენა მოახდინოს მათ სწორ განვითარებაზე. ეცადეთ შეზღუდოთ ლეკვის ურთიერთობა დიდ ძაღლებთან, იმდენად, რამდენადაც მათ შეუზლიათ განზრახ მოახდინონ მათი ტრავმირება, ანდა შეაშინონ.
14. ლეკვის მიჩვევა ტრანსპორტით ან პირადი ავტომობილით მგზავრობას უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, და უკეთესია მშიერ კუჭზე. თუ მას გულისრევის რეფლექსები წარმოეშვება, მაშინ უნდა გავაკეთოთ მნიშვნელოვანი შესვენება, დაგეგმოლო მოგზაურობის წინ კი მივცეთ გულისრევის საწინაარმდეგო პრეეპარატები. თავბრუსხვევის და გულისრევის სიმპტომი პატრონის მიერ არასწორი მიდგომის შემთხვევასი, შეიძლება სერიოზული წინააღმდეგობა გახდეს ერთად მოგზაურობებისთვის.
15. გახსოვდეთ, რომ პროფილაქტიკა ყოველთვის მკურნალობაზე ადვილი და იაფია (აქ იგულისხმება არა იმდენად მატერიალური ასპექტი, რამდენადაც ემოციონალური), ამიტომ არ დაგავიწყდეთ პერიოდულად აჩვენოთ თქვენი გაზრდილი ექიმ ვეტერინარს, იმდენად, რამდენადაც შეიძლება გამოვრიცხოთ ბევრი პრობლემის განვითარება, ანდა გავუმკლავდეთ მას ყველაზე უფრო ადრეულ სტადიაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!