შინაური ცხოველები ბევრ თქვენგანს ყავს და მათ მოსავლელად ძალღონეს არ იშურებს. და რაღა თქმა უნდა ეს ასეც უნდა იყოს. ცხოველების სწორი მოვლა საკმაოდ რთული და ამავე დროს აუცილებელი პროცედურაა. დროული აცრები, ჰიგიენა, გაწვრთნა, რომ ცხოველმა საფრთხე არავის შეუქმნას. მათ მიმართ დამოკიდებულება კი ჰუმანური და მეგობრული უნდა იყოს. ამ საკითხის მნიშვნელობა იმხელაა, რომ იგი კანონის რეგულირების სფეროდაც იქცა. კანონით რეგულირებული წესის მიღების მიზანია ქ. თბილისში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა. აღნიშნული წესი სწორედ დღეს, 2012 წლის 6 სექტემბერს შევიდა ძალაში. აუცილებელია ისეთი პირობების არსებობა, რომ ცხოველმა ადამიანს არ სეუქმნას პრობლემები და პირიქით, ადამიანმა ცხოველს. კანონი გვთავაზობს ცხოველთა კლასიფიკაციას. ცხოველთა სამართლებრივი სტატუსის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატონობის განხორციელების მიზნისთვის თბილისში ბინადარი ცხოველები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
პატრონიანი;
უმეთვალყურეო;
მიკედლებული;
უპატრონო .
უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები. მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის ისეთი შენახვა და მოვლა-პატრონობა, რომელიც შესაბამისობაშია კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიურ და ეტოლოგიურ თავისებურებებთან, სახელდობრ უზრუნველყოს:
სათანადო კვება და დაწყურვება;
ფიზიკური აქტივობა ;
საძილე ადგილის განთავსება,
გათბობა და განათება ;
მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველის თვის სათანადო პირობების შექმნა .
მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე. ასევე დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!არასოდეს დაგავიწყდეთ ეს. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.
კიდევ ერთი და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ცხოველის იდენტიფიკაცია. რაც შეიძლება განხორციელდეს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტიფიკაციის ეს მეთო დები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად ისე კომბინირებულად. ძაღლებისგასეირნება საზოგადოებრივადგილებში, გარდა სპეციალურიგამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ქ. თბილისის ადმინისტრაციულსაზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულიამხოლოდ საბმელით და ალიკაპით!!! (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება; ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება; ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარიულ სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე; წესი მართლაც რომ ბევრია. დაწვრილებითი ინფორმაციის მსურველებმა, შეგიძლიათ იხილოთ ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ქ. თბილის შ ი ძაღლების და კატების მოვლა-პატრონ ობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ.
აქ კი მსურს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილო ყურადღება. დაიმახსოვრეთ, რომ დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
აქ კი მსურს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს საკითხზე გავამახვილო ყურადღება. დაიმახსოვრეთ, რომ დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
დახრჩობა;
გაგუდვა;
მოწამვლა;
ელექტრომუხტის გამოყენება;
მექანიკური დაზიანების მიყენება ;
იძულებითი შიმშილით , წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
კიდევ ერთი საკითხია რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ. გთავაზობთ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც ცხოველიდან ადამინზე გადადის, რომ კიდევ უფრო ცხადი გახდეს მათი სწორი მოვლის მნიშვნელობა:
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!