ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ნორმალური ტემპერატურა ძაღლებში
    ძაღლის ტემპერატურა  ითვლება მისი შინაგანი მდგომარეობის ერთერთ მთავარ მაჩვენებლად.
როდესაც ძაღლს შეატყობთ  მოწყენილობას ან გეეჭვებათ, რომ ძაღლი ავადაა ან ავადმყოფობის ნიშნები აქვთ, სანამ ვეტექიმს დავურეკავდეთ საჭიროა ტემპერატურის გაზომვა. 
ძაღლების ნორმალური ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე ადამიანების. მოზრდილი ძაღლის ტემპერატურა  საშუალოდ შეადგენს 37,5-38,5⁰ C, ხოლო ჯანმრთელი ლეკვის სხეულის ტემპერატურა ჩვეულებრივ ნახევარი გრადუსით მეტია (~ 39⁰С) .
  თუმცა არსებობს ინდივიდუალური ნიუანსები, ასაკი, ჯიში, წონა და სიმაღლე,  რომლის დროსაც ყოველი კონკრეტული ცხოველის ნორმალური ტემპერატურის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ განსხვავდება( მაგალითად: დიდი ტანის ძაღლების ტემპერატურა უფრო დაბალია, ვიდრე პატარა ტანის ძაღლების). ტემპერატურის დროებითი მატემა ხდება ფიზიკური დატვირთვისას, აღელვებისას, შიშისას, დენის დროს (ძუებში), აგრეთვე ცხელი ამინდის დროს.

 ნორმალური ტემპერატურის ცხრილი ლეკვებისა და პატარა, საშუალო და დიდი ჯიშის ძაღლებისთვის.

პატარა ტანის ჯიშის ლეკვები38,6⁰-39,3⁰
საშუალო ტანის ჯიშის ლეკვები38,3⁰-39,1⁰
დიდი ტანის ჯიშის ლეკვები38,2⁰-39,0⁰  
პატარა ტანის ჯიშის ძაღლები38,5⁰-39,0⁰
საშუალო ტანის ჯიშის ძაღლები37,5⁰-39,0⁰
დიდი ტანის ჯიშის ძაღლები37,4⁰-38,3⁰

   კარგი იქნება ლეკვებს პერიოდულად თუ გავუზომავთ ტემპერატურას და ჩავიწერთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ როგორია ჩვენი აღსაზრდელის ნორმალური ტემპერატურა.
    საერთო მოთენთილობა, საჭმელზე უარის თქმა, ღრძილებისა და ენის გაფერმკრთალება, მშრალი ცხელი ცხვირი--ეს საკმარისი მიზეზია, რათა ძაღლს გავუზომოთ ტემპერატურა, რომ არ ვილაპარაკოთ სხვა სერიოზულ სიმპტომებზე, როგორიცაა კუჭის აშლილობა, ღებინება, კანკალი და ა.შ....
   თუკი ძაღლი სერიოზულადაა ავად, მაშინ  აზრი აქვს ტემპერატურის ცხრილის შექმნას და მასში ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთებს. მასში უნდა შევიტანოთ დილის და საღამოს გაზომილი ტემპერატურის შედეგები. კარგი იქნება თუ ტემპერატურას ერთიდაიმავე დროს გავზომავთ.
    ძაღლისათვის ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება ჩვეულებრივი სამედიცინო თერმომეტრი, ვერცხლისწყლის ან ელექტრონული,  ვერცხლისწყლის თერმომეტრი უფრო იაფია, თუმცა ელექტრონული უფრო მალე ზომავს. ჰიგიენური შეხედულებიდან გამომდინარე საჭიროა ძაღლის თერმომეტრი დავნიშნოდ და ცალკე შევინახოდ, რათა არ მოხდეს ოჯახის წევრების მხრიდან მისი გამოყენება. თუ რამოდენიმე ძაღლი გვყავს, სასურველია თავთავიანთი თერმომეტრი ქონდეთ.
    ძაღლისთვის ტემპერატურის გაზომვა არ არის რთული, თუმცა ტემპერატურის გაზომვის პროცესში  პატრონისგან მოითხოვს ძაღლის მიმართ ყურადღებიან და ფრთხილ დამოკიდებულებას.    
          
    ტემპერატურა ძაღლს ეზომება სწორ ნაწლავში. 

    ტემპერატურის გაზომვამდე თერმომეტრი გავანულოთ ანუ დავფერთხოთ. შემდეგ დავაწვინოთ ძაღლი, თუ ვერ ვაჩერებთ, ფეხზეც შეიძლება გაზომვა. კუდს ფრთხილად ავუწევთ და თერმომეტრს  სწორ ნაწლავში 1.5-2 სმ ით შევუშვებთ.   ელექტრო თერმომეტრს 1  წუთამდე დრო სჭირდება, ვერცხლისწყლის თერმომეტრს კი ზუსტი გაზომვისთვის 3-5 წუთი. 
    ძაღლს ტემპერატურა მშვიდ გარემოში უნდა გავუზომოთ, უნდა გამოვრიცხოთ ისეთი გარემოებები, რომლებიც ძაღლის შეშინებას ან აღელვებას გამოიწვევს, რათა არ მოხდეს ძაღლის წამოხტომა ან რამე ისეთი მოძრაობების შესრულება, რომელიც თერმომეტრის დაზიანებას და ამით ძაღლის დაზიანებას გამოიწვევს.
   ტემპერატურის გაზომვის შემდეგ  თერმომეტრი შენახვამდე უნდა გავრეცხოთ საპონით,თბილი წყლით და  გავუკეთოთ დეზინფექცია სპირტით. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, ხელების დაბანის შემდეგ ჩვენც უნდა გავიკეთოთ ხელებზე დეზინფექცია.




    საინტერესოა ვიცოდეთ რომელი ტემპერატურა ითვლება „დაბალ"  და  რომელი „მაღალ" ტემპერატურად. 

     ობიექტურად ძაღლის სხეულის დაბალი ტემპერატურის მაჩვენებელია 37⁰С და ქვევით. მაღალ ტემპერატურად ითვლება ძაღლებში 39⁰С და ზევით , ლეკვებში 39,5⁰С  და ზევით. როდესაც ძაღლს სხეულის ტემპერატურა აქვს 40⁰С, როგორც წესი ეს მიუთითებს მის სერიოზულ ავადმყოფობაზე. ყველაზე საშიშია ტემპერატურის ნელ-ნელა მატება 1-2 გრადუსით , ვიდრე ტემპერატური მკვეთრი ცვალებადობა (ავარდნა,დავარდნა).

     აი რამოდენიმე მიზეზი რის გამოც  ძაღლებში ხდება ტემპერატურის მატება ან ვარდნა. მაღალი ტემპერატურა: ძაღლის ჭირი, პიროპლაზმოზი (იხ. შენიშვნა 1), ენდომეტრიტი (ძუებში) (იხ. შენიშვნა 2),   მზის დარტყმა და ა.შ...  დაბალი ტემპერატურა: გლისტური ინვაზია (იხ.შენიშვნა 3 ),  პარვოვირუსული ენტერიტი (ლეკვებში და ახალგაზრდა ძაღლებში)  (იხ.შენიშვნა 4) და ა.შ. სამწუხაროდ ყველა ვერ ხვდება, რომ ძაღლის ორგანიზმში თვითონ ტემპერატურის მატება ან კლება მხოლოდ  ადასტურებს ორგანიზმის ბრძოლას ავადმყოფობასთან და ეს არის სიმპტომი და არა ავადმყოფობის მიზეზი. თუმცა ხშირად ასეთ შემთხვევაში ძაღლის პატრონი ფიქრობს ასეთნაირად: „ძაღლს ტემპერატურა აქვს, რა ვქნა?" და იწყებს ვეტერინალურ ან ამ ტიპის ფორუმებზე ან მეზობელ-ნაცნობებში პასუხის ძებნას კითხვაზე „როგორ დავუგდოთ (დავუწიოთ)  ძაღლს ან ლეკვს ტემპერატურა" ან „როგორ ვუმკურნალოდ  ძაღლს ტემპერატურის დროს"  ხოლო მკურნალობა ამ დროს არის ერთი, სასწრაფო ვიზიტი კლინიკაში ან ოჯახში ვეტერინართან  (ქართულ ვარიანტში ვეტერინარების უმრავლესობაზე შემიძლია ვთქვა რომ არიან მკითხავებივით.  თუმცა როგორც უთქვიათ: „ სულ არარაობას ცალუღელა ხარი ჯობიაო") ! რადგანაც ტემპერატურა თვითონ არ ითვლება ავადმყოფობის წყაროდ, რომელმაც ტემპერატურა გამოიწვია და ტემპერატურის „დაწევა ან აწევა" არ გვიშველის გავუმკლავდეთ იმ ძირითად ავადმყოფობას რომელმაც ტემპერატურის აწევა გამოიწვია. პირიქით ზოგ შემთხვევებში ასეთი მიდგომა  ძაღლის მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

   თუკი თქვენ შეამჩნევთ რომ ძაღლის ტემპერატურის მაჩვენებელი  საგრძნობლად განსხვავდება ნორმისაგან, ყველაზე საუკეთესო რაც ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ძაღლი რაც შეიზლება სწრაფად მივუყვანოდ მკურნალობისთვის პროფესიონალს. 


შენიშვნა 1:

ძაღლის პიროპლაზმოზი - მწვავე ან ქრონიკული პარაზიტული დაავადება. აღმძვრელი (Pიროპლასმა ცანი) პირველად აღწერილია იტალიაში (1895). გვხდება ყველგან, ყოფილი სსრ კავშირის ქვეყნებში - უპირატესად შუა ზონაში. ამთვისებელია ძაღლი და ჯილღაო მელა. ვრცელდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. გადამტანებია დერმაცენტორისა და რიპიცეფალუსის ტკიპების სქესმწიფე ფორმები. ინკუბაციური პერიოდია 6 - 10 დღე. დიაგნოზს ადგენენ მიკროსკოპიული გამოკვლევის საფუძველზე. მკურნალობა: სპეციფიკური (ტრიპანბლაუ, პიროპლაზმინი, ბერენილი, აზიდინი) და სიმპტომური (საგულე) საშუალებები.

შენიშვნა 2:

ენდომეტრიტი - (Endometritis) - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება. მიმდინარეობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ანთების ხასიათის მიხედვით კატარული, კატარულ-ჩირქოვანი, ჩირქოვანი, ფიბრინული და ფარული.

შენიშვნა 3:

Гельминты, или паразиты кишечные, глисты - это паразитические черви, возбудители глистных болезней домашних и диких животных, в частности собак.

შენიშვნა 4:

Парвовирусный энтерит (Parvovirus enteritis) - высококонтагиозная вирусная болезнь собак, характеризующаяся в основном острым геморрагическим энтеритом, обезвоживанием организма, лейкопенией и миокардитом. Заболевание вызывается ДНК-вирусом семейства Parvoviridae. Наиболее восприимчивы животные культурных и декоративных пород. От больных к здоровым болезнь передается при контакте.



წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: Admin (08.07.2013)
ნანახია: 30961 | კომენტარი: 4 | ტეგები: სიცხის, ძაღლებში, ტემპერატურა, ლეკვის, ძაღლის, სიცხე, გაზომვა, ლეკვი, ნორმალური, ძაღლი | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 nike_laz   (04.09.2014 18:55:10) [მასალა]
კარგი ინფორმაცია 23_30_126 23_30_126 gimili

0   Spam
3 maxo777   (11.07.2013 22:59:15) [მასალა]
კარგია, რა უხერხულადაა ფოტოზე ცუგა ikricheba

0   Spam
2 AKIA   (08.07.2013 19:26:47) [მასალა]
სასარგებლო ინფორმაციაა 10 10 10 10 166 166

0   Spam
1 giohunt1982   (08.07.2013 14:10:15) [მასალა]
საჭირო ინფორმაციაა. 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика