ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

როგორ ნადირობდნენ ძველად სვანები და რას ჰყვებიან დღეს გამოცდილი მონადირეები
 

როგორ ნადირობდნენ ძველად სვანები და რას ჰყვებიან დღეს გამოცდილი მონადირეები




 



ნადირობა ერთ-ერთია იმ ტრადიციულ საქმიანობათაგან, რომლებსაც სვანეთში დღესაც მისდევენ. ჯიხვის ხორცის კუბდარიც იქ კვლავ დელიკატესი და განსაკუთრებული სტუმრისთვის გამორჩეული პატივია. ალაგ-ალაგ, სოფლებსა თუ რაიონში შეხვდებით ძველ, გამოცდილ მონადირეებს და მათ ახალგაზრდა მიმდევრებს, რომლებიც თავისუფალ დროს კვლავაც მიაშურებენ მთებს და საკმაოდ რთულ გზებსა და უღელტეხილებზე, რისკის ფასად, კლდის თავისუფალ ბინადრებს, თავად სვანებივით უდრეკ ჯიხვებს უსაფრდებიან. 

ნადირობა ერთ-ერთი პირველია, რაც საერთოდ ადამიანმა ისწავლა და რითაც თავს და ოჯახს არჩენდა. თავად ნადირობაში არაფერია უნიკალური და განსაკუთრებული. თუმცა, სვანეთში ნადირობა იმთავითვე ზეაღმატებულ საქმიანობად მიიჩნეოდა და მასთან გამუდმებით იყო დაკავშირებული ათასგვარი მითი თუ ლეგენდა. სვანი მონადირეები ნადირობამდე გარკვეულ რიტუალებს ატარებდნენ - მარხულობდნენ, განიწმინდებოდნენ და სრულიად გასუფთავებულები მიეშურებოდნენ მთებში. იქ მათ ჯიხვების გარდა ნადირობის ქალღმერთი და ველური ცხოველების მფარველი, უმშვენიერესი დალი ელოდათ, რომელთან შეხვედრაც მონადირისთვის დაუვიწყარი მოვლენა იყო. ბევრი მონადირე დღესაც ამბობს, რომ დალი მართლა უნახავს, ოღონდ დეტალებს არავისთან ჰყვება. ხოლო დალისა და ბეთქილის ამბავი, რომელიც ამ ქალღმერთის სიყვარულმა შეიწირა, ყველამ იცის. ხალხური თქმულებების თანახმად, დალი გარეგნობით მზეთუნახავს წააგავს. მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმა. დალი მაქციაა, მას შეუძლია, ცხოველის (განსაკუთრებით - ჯიხვის) ან ფრინველის სახით გამოეცხადოს ადამიანს. თავის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ნადირობაში ეხმარება მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. სხვათა შორის, დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.

 


სვანი მონადირეები ხალხში ოდითგანვე დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ეს საოცრად მამაცი, გამძლეობითა და რისკის სიყვარულით გამორჩეული ადამიანები ძველი დროიდანვე საუკეთესო და სანდო მეგზურებად ითვლებიან. ცნობილ მთამსვლელებთან ერთად არაერთი დიდი მწვერვალი დაულაშქრავთ და მხოლოდ მონადირეები კი არა, მთამსვლელებიც იყვნენ. ასეთი იყო, მაგალითად, გოჯი ზურებიანი, რომელიც ცნობილ მთამსვლელებს, ჯაფარიძეებს დაჰყვებოდა ხოლმე მთებში. ალბათ ამიტომაა, რომ განთქმულ მონადირეებს მთელი სვანეთი იცნობს და მათ მიერ მონათხრობ ამბებსაც ყველა სიამოვნებით ისმენს.

სოფელ ჟაბეშში გამოცდილ და ძველ მონადირეს, ამბრი კახიანს მივაკვლიეთ, რომელიც თითქმის 40 წელი ემსახურა საყვარელ საქმეს და დაწვრილებით მოვაყოლეთ, ასეთი რა ეშხი აქვს ნადირობას და რატომ მიიწევენ სვანი მამაკაცები მთებისკენ. 

- თუ გახსოვთ, როდიდან დაიწყეთ ნადირობა?
- როგორ არ მახსოვს... 16 თუ 17 წლის ვიყავი. ცნობილ მთამსვლელ და მონადირესთან, გოჯი ზურებიანთან ერთად დავიწყე ეს საქმე. მან მასწავლა ნადირობის ანაბანა და მასთან მივიღე მთავარი გამოცდილება. 

- ნადირობა გაინტერესებდათ თუ რისკი გიზიდავდათ?
- ძალიან მაინტერესებდა, ერთი კვირა ვერ ვძლებდი ნადირობის გარეშე. მოსული არ ვიყავი სახლში, რომ უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი. მუზა მოდიოდა და ისევ მიხმობდა მთაში, სანადიროდ. ყველაფერს ვტოვებდი, სამუშაოს, სახლს და მივდიოდი.


- რა გაინტერესებდათ - რას მოინადირებდით თუ თვითონ ნადირობის პროცესი?
- მე პროცესი უფრო მაინტერესებდა, თორემ ხორცის დიდი მჭამელი არ ვარ. მთლიანად ეს პროცესია მომნუსხველი - ნადირობის, დევნის, თვალთვალის, მიზანში ამოღების... უფრო ჯიხვებზე ვნადირობდით. ყაბარდო-ბალყარეთში

 

 
გადავდიოდით. ყველაზე რთული წანერის უღელტეხილია, იქ ვარ გადასული 11-12-ჯერ. ჩემთან ერთად დადიოდნენ ბორის ზურებიანი, ძალიან ძლიერი და ფიზიკურად კარგად მომზადებული მონადირე, გოგია ნავერიანი, ავღან ნავერიანი, ჭიჭიკო კახიანი, სხვები და სხვები.

- მომიყევით პირველი ნანადირევის შესახებ...
- პირველად, გოჯი ზურებიანთან ერთად, ჯიხვი მოვკალი. წანერის უღელტეხილზე ვიყავით, დღისით. მზე ჩადიოდა, ჯიხვი დავინახეთ, ხუთი ან ექვსი. ერთს რქა ჰქონდა მოტეხილი. იარაღი მოხვდა ალბათ და რქა თვალთან ჰქონდა ჩამოწეული. ის ჯიხვი მოვკალი პირველად... საოცარი განცდა იყო. მერე მივეჩვიე... პირველად შემეცოდა, მაგრამ თან ძალიან გამიხარდა. გავატყავეთ და სახლში ჩამოვიტანეთ. რქა გოჯი მივეცი, როგორც უფროს კაცს და ჩემს მასწავლებელს (ესეც წესია - მონადირეები ერთად რომ მიდიან სანადიროდ, ნანადირევს იყოფენ. თუ მეორემ ნადირის მოკვლაში არ მიიღო მონაწილეობა, მას მაინც ხვდება წილი - ხორცის, ტყავისა და რქების სახით), ლიტრი ღვინო მაინც ჩადიოდა... სანამ ტურისტები დადიოდნენ, უფრო მეტი იყო ჯიხვი, ახლა ისე აღარაა. ყაბარდო-ბალყარეთშია ბევრი. ადრე იქ რომ დაფრთხებოდნენ ხოლმე და აქეთკენ გადმოდიოდნენ, ჩვენ ვხვდებოდით. თეთნულდზეც იყვნენ მაშინ ჯიხვები. იქ მოვკალით მე და გურამ ჩეგიანმა უზარმაზარი ჯიხვი, დაახლოებით 80-კილოიანი, ცხენს ავკიდეთ და ისე ჩამოვიტანეთ.

- როგორც ვიცი, მთამსვლელობაც უნდა იცოდეს კარგმა მონადირემ...
- მთამსვლელები ჩვენთან სად მოვლენ, ჩვენ არც დაცვა გვაქვს ისეთი, სალ კლდეებზე დავდივართ ყოველგვარი დაზღვევის გარეშე. მათ კი ყველაფერი აქვთ. ჩვენ თოკებით დავდიოდით ხოლმე ურთულეს უღელტეხილებზე, თოკების გარეშე არ შეიძლება. უღელტეხილზე ისეთი ქარბუქი იცის, შეიძლება, ერთი კლდიდან მეორეზე გადაგისროლოს. გამუდმებით უბერავს ქარი და საშინელი სასიარულოა.


- ალბათ ყოფილა მომენტები, რომ ვერაფერი მოგიკლავთ და ნანადირევის გარეშე ჩამოსულხართ...
- უჰ, როგორ არა. საშინელი განცდაა, მოდიხარ და თავს აგინებ. მაგრამ დღე არ გავა და გული ისევ მთისკენ მიგიწევს. 

- ჯიხვებზე ნადირობა ხომ აკრძალულია?
- ადრეც აკრძალული იყო, კომუნისტების დროს. მაშინ თოფებს გამოქვაბულებში ვინახავდით და ისე მივდიოდით ხოლმე სანადიროდ. არ ვამხელდით. ღამე გავდიოდით და შინაც ღამე ვბრუნდებოდით.

- ფიტულებს აკეთებდით?
- ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნანადირევის ფიტული მესტიის მუზეუმში ინახება. სახლშიც მაქვს, ოღონდ პატარა ჯიხვის ფიტული.

- ცნობილი სტიქიის დროს რომ გაიქცნენ ზოოპარკიდან ცხოველები, გაიგებდით. როგორ ფიქრობთ, თქვენნაირი მონადირე რომ ყოფილიყო იქ, ადვილად იპოვიდა იმ ვეფხვს?
- მგონი, მეც ვიპოვიდი. მონადირეები არ არიან თბილისში, თორემ არ გაუჭირდებოდათ.

- შვილებს და შვილიშვილებს თუ უყვებით ხოლმე ნადირობის ამბებს?
- შვილები და შვილიშვილები სანადიროდაც დამყავდა.


სტატიის გაგრძელება


წყარო:
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: dudu-duda (14.01.2016) | ავტორი: დუდა E
ნანახია: 3519 | ტეგები: ჰყვებიან, დღეს, და, სვანები, მონადირეები, გამოცდილი, როგორ, ნადირობდნენ, ძველად, რას | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика