ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ
საქართველოს "წითელი ნუსხისა" 

და "წითელი წიგნის" შესახებ  

კარი I

ზოგადი ნაწილი 

თავი I 

ზოგადი დებულებანი

  მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

  1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

  ა) საქართველოს "წითელი ნუსხა" - საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების ჩამონათვალი;

  ბ) საქართველოს "წითელი წიგნი" - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ;

გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები - გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ბიოლოგიური სახეობები ან/და მათი სხვა ტაქსონომიური ერთეულები, რომელთა რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა გარემოებები მიუთითებს მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე;

დ) ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) - ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტ-ნაკლები ხარისხით განსხვავებული გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;

ე) ბიომრავალფეროვნება - გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს "ცხოველთა სამყარო" და "გარეული ცხოველები" აქვთ "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შედგენის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომში - საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფერო), გარდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი საკითხებისა, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება 1973 წლის 3 მარტს ქ. ვაშინგტონში შესრულებული კონვენციით "გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ".  

მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს შესახებ  

საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "გარემოს დაცვის შესახებ" და "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. 

მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზანი

ამ კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.  

თავი II 

კომპეტენციათა გამიჯვნა საქართველოს 

"წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში

მუხლი 5. საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში  

საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, ნორმატიულ-მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება;

დ) საქართველოს "წითელი ნუსხის" დამტკიცება;

ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება და ამ ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.  

მუხლი 6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კომპეტენცია საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში  

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შედგენაში.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებენ და ახორციელებენ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების რეგიონულ პროგრამებს.

მუხლი 7. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში  

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობენ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების საბინადრო გარემოს დაცვის, მათი აღდგენითი და შენარჩუნების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
  თავი III ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში მუხლი 8. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში 

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ან ამ კანონით განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებს მიმართონ წინადადებებით საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ხელი შეუწყონ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების განხორციელებას;

დ) მონაწილეობა მიიღონ საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა განხილვაში;

ე) დადგენილი წესით მოითხოვონ იმ ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშე­ნებლობის, რეკონსტრუქციის ან ექსპლუატაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეცვლა, რომელთა განთავსებამ, დაპროექტებამ, მშენებლობამ, რეკონსტრუქციამ ან ექსპლუატაციამ შეიძლება მავნე ზეგავლენა მოახდინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე.  
მუხლი 9. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში 

ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 

კარი II

ძირითადი ნაწილი 

თავი IV 

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა

მუხლი 10.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო.

2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის, ნადირობა, რეწვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, გარდა ამ კანონით, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზე შესაძლო მავნე ანთროპოგენური ზეგავლენის მოხდენის გათვალისწინება სავალდებულოა:

ა) "გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცესში სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას; 

ბ) "მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მშენებლობის პროექტების დამტკიცების პროცესში გადაწყვეტილებათა მიღებისას;

გ) საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად მთავარი, მოვლითი და სპეციალური ჭრებისას ან/და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვისას და განხორციელებისას;

დ) სასუქების, შხამქიმიკატებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებისას, აგრეთვე იმგვარი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას, რომელმაც შეიძლება უშუალოდ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მოსპობა, რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება.  

მუხლი 11. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვა

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა. 

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვის სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონისა და "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 12. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვა

1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოსპობა, მათი რაოდენობის ან/და გავრცელების არეალის შემცირება.

2. სატყეო ფონდის მიწებზე აკრძალულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა ჭრა ან ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობებს.

3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვის სამართლებრივი საკითხები წესრიგდება ამ კანონის, "გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 13. დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა 

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ბუნებრივ პირობებში დაცვა (კონსერვაცია) ხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიების შექმნით.

2. დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა ხორციელდება "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

თავი V 

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სტატუსი 

მუხლი 14. საქართველოს "წითელი ნუსხა"

1. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს "წითელ ნუსხაში" მისი შეტანით.

2. გარეულ ცხოველთა სახეობებიდან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეიძლება შეტანილ იქნეს სახეობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობენ მუდმივად ან დროებით (მიგრირებადი სახეობები).

3. ველურ მცენარეთა სახეობებიდან საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეიძლება შეტანილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ბუნებრივად გავრცელებული სახეობები.

4. საქართველოს "წითელ ნუსხას" ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს "წითელი ნუსხის" განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. 

მუხლი 15. საქართველოს "წითელი ნუსხის" სტრუქტურა და შედგენის წესი

1. საქართველოს "წითელი ნუსხა" შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები, ხოლო მეორე ნაწილში - გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობები.

2. საქართველოს "წითელი ნუსხის" თითოეული ნაწილი შედგება სახეობათა ძირითადი სისტემატიკური კატეგორიების შესაბამისად დაჯგუფებული ქვენაწილებისაგან. 

3. საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი თითოეული სახეობის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის:

ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების განმსაზღვრელის ჩათვლით);

ბ) მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელ კატეგორიებს. 

4. საქართველოს "წითელი ნუსხის" პროექტს ადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელიც შექმნილია "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე და, ამავდროულად, სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან/და წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე, შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი.

6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის ათწლიან სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი.

7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში განსახორციელებელი სამეცნიერო გამოკვლევებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის რეკომენდაციით, ამგვარი სამუშაოების განთავსებას ბაზური, პროგრამულ-მიზნობრივი და დაფინანსების სხვა სახეობების (მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური დახმარების) გამოყენებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებში დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი. 

8. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში არსებული იმ ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გავრცელების, ინვენტარიზაციის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებთან.

9. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს "წითელი ნუსხის" პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოსა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.

მუხლი 16. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული "წითელი ნუსხის" კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებს.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება "გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ" დებულების შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

მუხლი 17. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს "წითელ ნუსხაში"

1. საქართველოს "წითელი ნუსხაში" გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის შეტანის საფუძველს წარმოადგენს მათი რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს, რომ მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

2. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს "წითელ ნუსხაში" ხორციელდება მათი მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების გათვალისწინებით.

3. წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანის თაობაზე შეიძლება წარადგინოს მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. კომისია ოთხი თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს. 

4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის მიერ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანის თაობაზე დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

მუხლი 18. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის ამოღება საქართველოს "წითელი ნუსხიდან"

1. საქართველოს "წითელი ნუსხიდან" სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღების საფუძველს წარმოადგენს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია ამ სახეობის მდგომარეობის გაუმჯობესების (რაოდენობის ზრდის, გამრავლების ან/და გავრცელების არეალის გაფართოების, საარსებო პირობების აღდგენის) შესახებ.

2. საქართველოს "წითელი ნუსხიდან" სახეობა ან სხვა ტაქსონომიური ერთეული შეიძლება ამოღებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

3. აკრძალულია საქართველოს "წითელი ნუსხიდან" სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის ამოღება, თუ საქართველოს "წითელი ნუსხის" დამტკიცებიდან არ არის გასული ხუთი წელი მაინც.  

თავი VI 

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების

აღრიცხვა, მონიტორინგის სისტემა და

აღდგენითი ღონისძიებები 

მუხლი 19. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვა და მონიტორინგის სისტემა 

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობის სისტემატური შეფასების მიზნით წარმოებს ამ სახეობების აღრიცხვა და მათი მდგომარეობის მონიტორინგი. 

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღრიცხვისას და მათი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების გავრცელების, რაოდენობის, მდგომარეობის, წარსულში და ამჟამად მათი გამოყენების და საარსებო გარემოს შესახებ მონაცემები, ინფორმაცია ბუნებათსარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის, კადასტრისა და მონიტორინგის შესახებ და სხვა აუცილებელი ცნობები.

3. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია აანალიზებს სახეობების აღრიცხვისა და მათ მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:

ა) "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა სამყაროს ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვის, კადასტრისა და ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მონაცემებს;

ბ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, მონიტორინგის, კადასტრისა და ტყეთმოწყობის ფარგლებში საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ მონაცემებს;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტების და ველურად მზარდი მცენარეული საფარის შესახებ მიწოდებულ მონაცემებს;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ცნობებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების და ველურად მზარდი მცენარეული საფარის უკანონოდ მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ ამოღების) თაობაზე, თავის მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და ამ სამართალდარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის შესახებ;

ე) ცხოველთა სამყაროსა და ველურად მზარდი მცენარეული საფარის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალი და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან მიღებულ სამეცნიერო ინფორმაციას;

ვ) იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, მიღებულ ცნობებს, გარდა კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ან/და ველურად მზარდი მცენარეებით ან მათი ნაწილებით;

ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცხოველთა სამყაროსა და ველურად მზარდი მცენარეული საფარის მდგომარეობის შესახებ ნებაყოფლობით მიწოდებულ ცნობებს;

თ) ცხოველთა სამყაროსა და ველურად მზარდი მცენარეული საფარის მდგომარეობის შესახებ სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ა"-"დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას მიეწოდება ყოველწლიურად, კალენდარული წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში, ხოლო ამავე პუნქტის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას კომისია გამოითხოვს თავის მიერვე დადგენილი პერიოდულობით.

5. ამ მუხლით განსაზღვრული ყველა სახის ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას მიეწოდება უსასყიდლოდ.


 მუხლი 21.საქართველოს "წითელი წიგნი" და მისი წარმოების წესი (სტატიის გაგრძელების სანახავად დააჭირეთ აქ)_


წყარო:
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: Admin (23.06.2009)
ნანახია: 7080 | კომენტარი: 2 | ტეგები: და, წითელი, შესახებ, წიგნის, საქართველოს, ნუსხისა | რეიტინგი: 4.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 ragbi201   (27.12.2013 16:06:11) [მასალა]
166

0   Spam
1 generall   (01.10.2009 00:07:50) [მასალა]
166 მაგარია 166 მაგარია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика