ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თვითგადარჩენაზე [5]
სასწავლო სტატიები [77]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სასწავლო სტატიები » სასწავლო სტატიები    

კიდევ ერთხელ ბრაკონიერობის შესახებ
რაც თავი მახსოვს, ანუ რაც მონადირედ მახსოვს ჩემი თავი, სულ მესმის, აი, რა ცუდია ბრაკონიერობა,  რა სირცხვილია ქურდობა,           ბრაკონიერობაც ხომ ქურდობაა, ბუნების ქურდობა.  ბრაკონიერობამ შეამცირა სასარგებლო ნადირ-ფრინველი(უსარგებლო რომელია?) კულტურული მონადირე სანადიროდ ვერ გასულა, ბრაკონიერმა რომ არ დაასწროსო, ბრაკონიერობა ბოროტებააო და ა.შ. მართლაც ბრაკონიერობა ბუნების და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებაა. ბრაკონიერობა ჩვენი ეროვნული სენი არ არის. იგი ყველგან და ყველა დროს ხარობდა და ხარობს. სადაც ნადირობაა, ბრაკონიერობაც იქ არის. ეს ჭირი ვერავინ აიცილა თავიდან. მაღალგანვითარებული ნადირობის ქვეყნებში იგი თითქმის ნულამდეა დაყვანილი, მაგრამ ბოლომდე მოსპობა მაინც ვერ ხერხდება. სიკვდილით დასჯის შიშითაც კი ვერ შესძლეს აფრიკის, სავანაში სპილოსა და მარტორქაზე დანაშაულებრივი ნადირობის შეჩერება.         როგორც ჩანს, ამას არაფერი ეშველება... ასეთია ადამიანი...                                                                           
საქართველოში ბრაკონიერობას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ქონდა.  საბჭოთა ხელისუფლებამ ჯერ შექმნა ნადირობისადმი ამგვარი მიდგომა და მერე ებრძოდა მას. ნადირ-ფრინველი გადაშენდაო, მახსოვს ამას ბრაკონიერებს აბრალებდნენ, თუმცა არც უამისობა იყო. ნადირ-ფრინველის  რიცხოვნობის შემცირების საქმეში მასაც, მიუძღვის ბრალი. თუნდაც აგვისტო-სექტემბერში ხოხობსა და კაკაბზე ნადირობა ავიღოთ, როცა ახალწამოზრდილ ბარტყებს ჯერ კიდევ არა აქვთ თავდაცვის ინსტინქტი და ჩვევები ბოლომდე განვითარებული.  იმ დროს მოწამლულ სათესლე მარცვლეულზე და შხამ-ქიმიკატების უკონტროლოდ გამოყენებაზე ლაპარაკი პოლიტიკურად საშიში იყო.  მთავარი რეკორდული მოსავლის მიღება იყო და სხვა დანარჩენი მეორე პლანზე გადადიოდა.  
ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ბავშობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში, გურიაში, ჩაისა და სიმინდის პლანტაციებში დახვავებული, გამოუყენებელი სასუქები იყო.  შემოზიდავდნენ მანქანებით, ერთ ადგილზე დაყრიდნენ და ნაკვეთებში ანაწილებდნენ. დარჩენილ სასუქს წვიმა ღელეებსა და მდინარეებში ჩარეცხავდა და წყალში თევზს კი არა, თავკომბალასაც ვეღარ ვპოულობდით ბავშვები. წითელწყაროს რაიონში ყორუღებში მინახავს მოწამლული თესლისგან დახოცილი კაკბები.  
ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოში  ხოხობსა და კაკაბზე ნადირობა აკრძალეს, მაგრამ ერთი დღითაც კი არ შეჩერებულა იგი. ვისაც ხელი მიუწვდებოდა, ყველა ნადირობდა, პირველ რიგში ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თუმცა მათ ბრაკონიერებს რატომღაც არავინ უწოდებდა. წარმოიდგინეთ, ნახევარ საუკუნეზე მეტი! მონადირეთა რამდენი თაობა გადავიდა ისე რომ თვალითაც არ უნახავთ ხოხობი და კაკაბი.  ევროპის ფაშიზმისგან განთავისუფლების ორი წლის თავზე ჩეხოსლოვაკიის სანადირო სანახებში, ინკუბატორში გამოჩეკილი ასი ათასობით ხოხობი გაუშვეს. მუხრანის სახოხბე ინკუბატორი კი ვინ იცის რამდენი ათეული წელი შენდებოდა და ბოლოს მაინც დაუმთავრებელი დარჩა, დაინგრა და განიავდა.  მაშინდელმა მთავრობამ თავისი უგნური დადგენილებით თავადვე შეუწყო ხელი მონადირეთა გაბრაკონიერებას.  უნდა ვაღიარო, რომ ვერც ჩვენ, ძველი მონადირეები ავცდით ამ სახადს. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო. დროებითი აკრძალვები გასაგებია, მაგრამ ნამდვილი მონადირისათვის ტრადიციულ სანადირო ობიექტებზე ნადირობის აკრძალვა, მაშინ როდესაც თავად ამკრძალავი არ იცავდა ამას, წარმოუდგენელი იყო. განა შეიძლება სიყვარული აუკრძალო კაცს?!  ამგვარ გაუაზრებელ აკრძალვებს, შეუძელბელია გამოუსწორებელი შედეგები არ მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც, მონადირის შეგნებაში ბრაკონიერობის ჭია გაჩნდა. მთავარი საშიშროება სანადირო მეძაღლეობას დაემუქრა. ჩვენში მეძებარმა მწყრით და ტყის ქათმით გადაირჩინა თავი. კურდღელზე ნადირობის გაუგებარმა აკრძალვამ კი მდევრები გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენა. ქართველ მდევრებით მონადირეთა შეუპოვრობა და თავდადება, რომ არა, ეს მართლაც ასე მოხდებოდა. თბილისის მონკავშირის სანადირო მეძაღლეობის სექციის ერთ-ერთი მესვეური მდევართა და მწევართა - ქვესექციის არსებობას ზედმეტად მიიჩნევდა - კურდღელზე ნადირობა აკრძალულია და ეს ძაღლები რაში გვჭირდებაო. ეს მაშინ როცა მტაცებლებზე ნადირობა ჯერ კიდევ დაშვებული იყო!  დრომ დაამტკიცა, რომ ნადირობის აკრძალვით ნადირ-ფრინველს ვერ გადაარჩენ. ეს მხოლოდ ბრაკონიერთა მომრავლებას უწყობს ხელს. ოციოდე წლის წინ, როცა ჩვენს სახნავ-სათესში სასუქები აღარ შექონდათ, შესამჩნევად გამრავლდა ხოხობიც, კაკაბიც, გნოლიც და კურდღელიც. ამ დროს ნადირობა არ შეწყვეტილა, პირიქით მოიმატა კიდეც.  რაც იყო, იყო. დღევანდელს მივუბრუნდეთ. ბრაკონიერობა მხოლოდ აკრძალულ დროს და აკრძალული  საშუალებით ნადირობა არაა.  მით უფრო, იგი არ შეიძლება გაჭირვებით გამოწვეული ქმედება იყოს.  დღევანდელი ნადირობა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ამ ფასად ერთი ოჯახი რამდენიმე დღე გაიტანს თავს.   
მწყერზე ნადირობა ჩვენში მაისიდან, მისი მოფრენისთანავე იწყება. საწყალ ფრინველს ბუდის მოწყობასაც არ აცლიან.  ბევრჯერ შევსწრებივართ თბილისის შემოგარენში ძაღლების გეშვისას ასეთ ”ნადირობას” .  ერთხელ წავკისის მინდვრებში მეძებარი ძაღლების საველე გამოცდას ვატარებდით. მეორე მხრიდან სროლის ხმა შემოგვესმა, დავინტერესდით, ჩემი ნაცნობი პოლიციელი აღმოჩნდა, რომელსაც ხშირად ვესაუბრებოდი ნადირობის კულტურასა და ეთიკაზე, ვადების დაცვის აუცილებლობაზე და ნადირობასთან დაკავშირებულ მრავალ სხვა საკითხზეც. ჩვენს აღშფოთებას მან თავისებური არგუმენტი შეაგება- რა მოხდა მერე, ხუთიოდე მწყერი მოვკალი, ხომ არ დაიქცევა ქვეყანაო.  ბრაკონიერობის სათავე, ჩემი აზრით, მავანი მონადირის უკულტურობაში დევს. ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ, დაუსჯელობის სინდრომი მძლავრობს. ეს კი უნებისყოფო ადამიანში სულიერების შესუსტებას იწვევს, რაც თავისთავად კულტურის, კეთილშობილების საწყისი მტერი და ყოველგვარი ბოროტების წამახალისებელია. კულტურული ნადირობა ბრაკონიერობის ყოველგვარ გამოვლინებას გამორიცხავს. ნანადირევის მოპოვებასთან ერთად ნადირობა ერთგვარი სიამოვნების მომნიჭებელიცაა. ბუნების სიყვარული, მასთან ურთიერთობა და ნადირ-ფრინველის პატივისცემა ნამდვილი მონადირის უპირველესი თვისებებია!   ეს ახალი ამბავი არ არის.  ამის შესახებ ჩვენს ჟურნალშიც ბევრჯერ ყოფილა საუბარი. 
მწყრის თუ იხვის განუსაზღვრელი რაოდენობით ხოცვა კარგ მონადირეობას არ ნიშნავს. ყოვლეთვის კარგი თოფი მქონდა და სროლაც გვარიანი ვიცოდი. არც მუშა ძაღლები მაკლდა, მაგრამ ამით ბოროტად არასოდეს არ მისარგებლია! ლამაზი ნაბულიდან ამოფრენილი მწყრისა თუ ტყის ქათმის სხარტი ნასროლით ჩამოგდება, ჩემთვის ყოველთვის უდიდესი მონადირული სიამოვნების მომგვრელი იყო და მეტი რაღა მინდოდა.  დიდი ილიას თქმისა არ იყოს, ყველა ჩვენთაგანში ზის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდის ს ეძახიან. იგია ჩვენი საქციელის მეთვალყურე და  მსაჯული, ყველაფერში მას უნდა ვაბარებდეთ ანგარიშს, სინდისთან გარიგება უღირსი საქმეა.  რევაზ ლაღიძის დიდებული სიმღერა- ”ტყე შეუნახე შვილებსა” სოცრეალისტური აგიტპლაკატი არ ყოფილა, ის მომავლის ჭვრეტა და მასზე წუხილი იყო, ეს დრომ დაამტკიცა.


წყარო:
კატეგორია: სასწავლო სტატიები | დაამატა: giohunt1982 (30.05.2013) | ავტორი: ჟურნალი ”ნადირობა” №7 2009წ.
ნანახია: 2971 | კომენტარი: 1 | ტეგები: შესახებ, brakonieroba, nadiroba, ბრაკონიერობის, კიდევ, ერთხელ | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 levanioo1   (19.06.2016 23:34:49) [მასალა]
01b

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 23
    სტუმარი: 23
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика