მაჩხანელი ზურაბ. დაიბადა 23.04.1923, მცხეთა. სასტენდო სროლა. სსრკ ორგზის ჩემპიონი (1954, 56), სსრკ თასის მფლობელი (1973), სსრკ რვაგზის რეკორდსმენი, საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1954-იდან), სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1976-87), საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი ჟღენტი ტარიელ. დაიბადა 23.02.1945, თბილისი. სასტენდო სროლა, (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1971, 73-74), მეორე (1983) და მესამე პრიზიორი (1981), ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 81) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 73-74, 81, 84),ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 82 _ ორივე გუნდურში), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1968, 78, 83), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
მატოიანი თეიმურაზ. 18.05.1949, თბილისი _ 14.05.2004, ვენა (ავსტრია). სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში (1979), ევროპის თასის მფლობელი (1979), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი პირად პირველობაში (1979). ავარჯიშებდა სირიის, კვიპროსის, ქუვეითის, ინდოეთისა და საბერძნეთის ნაკრებ გუნდებს. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
იმნაიშვილი თამაზ. დაიბადა 28.07.1954, თბილისი. სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1981), მსოფლიოს ჩემპიონატების მეორე (1993) და ორგზის მესამე პრიზიორი (1979, 90) პირად პირველობაში, მრავალგზის პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 78, 80, 81, 84, 85, 87), სამგზის მეორე (1982, 84, 85) და მესამე პრიზიორი (1985) პირად ასპარეზობაში, ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975), სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ-125-იდან). სამი ოლიმპიადის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1999, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994-2004), საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1992-იდან). ღირსების ორდენის კავალერი. გუბიევა მაია. დაიბადა 12.03.1968, თბილისი. სასტენდო სროლა (სასანგრე სტენდი). მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ და მეორე პრიზიორი პირად შეჯიბრებაში (1990), ევროპის ჩემპიონი გუნდურ და მესამე პრიზიორი პირად ჩათვლაში (1990), საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი კაცებს შორის (1989).
ანტონოვი ბორის. 24.10.1924, თბილისი. სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). ევროპის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1955), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1955), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1955, 57), ორგზის მეორე (1954, 56) და მესამე (1957) პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!