დამატებითი საკვები არის ის საკვები, რომელსაც ჩვენ უშუალოდ თევზაობისას ვყრით წყალში (прикормка). ხოლო მისაჩვევი საკვები კი თევზაობის ადგილას იყრება რამდენიმე დღის ან მთელი სეზონის განმავლობაში (привада).
თუ თქვენ გაქვთ საშუალება ერთი და იგივე ადგილას რამოდენიმე დღის განმავლობაში ვითევზაოთ, მაშინ წარმატებული თევზაობისთვის მისაჩვევი საკვების გამოყენება უპრიანია. მისაჩვევი საკვების გამოყენება სერიოზულად აამაღლებს შანსებს დავრჩეთ საამაყო ნადავლით.
მისაჩვევ საკვებს დიდი რაოდენობით ყრიან წყალში, სათევზაოთ არჩეულ ადგილას, უშუალოდ თევზაობამდე რამოდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ პერიოდულად ამატებენ საკვებს შესაძლებლობისდაგვარად ერთი და იგივე დროს, თევზაობამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე. მისაჩვევი საკვები არა მხოლოდ იჩვევს თევზს გარკვეულ ადგილზე ანუ ქმნის თევზის კვების მარშრუტს, არამედ არის საშუალება შევაჩვიოთ თევზი ახალ, ჩვენთვის საჭირო საკვებს (სატყუარას). გამოიყენებენ რა მისაჩვევ საკვებად იაფ პროდუქტს (ქატო, კოპტონი, ხორბალი და სხვა), მათში აუცილებლად გარკვეული რაოდენობა საჭირო სატყუარას უმატებენ, ბოილებს მაგალითად, ასე თევზს უქრება შიში ახალი სატყუარის მიმართ და იგი მას თავისი საკვები რაციონის ჩვეულებრივ შემადგენლად აღითქვამს და თქვენ აღარ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ არ მიირთვა კობრმა ან კარპმა თქვენს მიერ წვალებით გაკეთებული, მაგრამ თევზისთვის უცხო, უგემრიელესი ბოილი. მისაჩვევ საკვებად როგორც წესი იყენებენ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს: ქატო, კოპტონი, სიმინდი, ხორბალი, მოხარშული კარტოფილი, პური და სხვა. გარდა ამისა იყენებენ ხორცის ნაჭრებს, თევზის ნაჭრებს, ქაღმის ნაწლავებს და სხვა ცხოველურ ნარჩენებს. ამ უკანასკნელებს იყენებენ ლოქოს მოსაჩვევად. დამატებითი საკვები უშუალოდ თევზაობისას გამოიყენება და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მისი მიზანია თევზის მადის აღძვრა და არა მისი დანაყრება. ამიტომ როგორც წესი დამატებითი საკვები წყრილი ფრაქციის ელემენტებისგან შედგება.
არსებობს უამრავი რეცეპტი, მაგრამ არის რამოდენიმე საერთო წესი: დამატებითი საკვების დასველების შემდეგმას 10-15 წუთი აცლიან გაჯერებამდე; სატყორცნი გუნდები უნდა იყოს საკმაოდ მკვრივი თუ ვთევზაობთ ფსკერთან (კობრზე, კარჩხანაზე) და უფრო ფხვიერი თუ ვთევზაობთ წყლის ზედა შრეში (შამაიაზე); ცხოველური კომპონენტის (ჭია თეთრი ჭია, კოღოს ჭია) დამატება გაცილებით აუმჯობესებს თევზაობის შედეგებს; დინებაზე თევზაობისას საკვებში სანაპირო თიხას ამატებენ; ზრდილი თევზის დაჭერის შემდეგ აუცილებლად 1-2 გუნდას აგდებენ დააწყნაროდ დაკვებილი ადგილი; მაღალი კოცენტრაციის ატრანქტატების გამოყენებისას განსაკუთრებით ფრთხილი უნდა ვიყოთ, რათა ზედმეტად სუნიანმა საკვებმა უკურეაქცია არ მოახდინოს, ამიტომ გამოყენებამდე ეტიკეტზე მითითებული ხმარების პროპორციებს; დამატებით საკვებს ტრადიციულად წყალში ტყორცნიან ხელით, შორ დისტანციაზე სატყორცნელად იყენებენ შურდულს, კარპის და კობრის ჭერისას დიდ მანძილზე დასაკვებად კი რაკეტას.
რამოდენიმე წარმატებული რეცეპტი რომელიც მე გამოვიყენე გრემისხევზე, ტარიბანაზე, ბაზალეთზე, არგეთზე, ჭურიაზე და ენგურზე.
1) ქატო 1 კგ. დაფშვნილი კოპტონი 1 კგ. დაფშვნილი სუხარი 1 კგ. დაფშვნილი ძაღლის საჭმელი (ღვიძლი) 200 გ.
2) ქატო 1 კგ. დაფშვნილი კოპტონი 1 კგ. დაფშვნილი რძის ორცხობილა 1 კგ. კონსერვირებული სიმინდი 1 ქილა.
3) დაფშვნილი სუხარი 2 კგ. დაფშვნილი რძის ორცხობილა 1 კგ. რძის ფხვნილი 100 გ. დაფნიები 200 გ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!