არქეოლოგიური გათხრები ძველი საბერძნეთის ტერიტორიებზე ადასტურებს, რომ ძაღლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო ადამიანის კომპანიონი. შესაძლოა იმდროინდელი ადამიანები ძაღლებს იყენებდნენ მტაცებლის მოახლოების მაცნედ და სანადიროდ. დროთა განმავლობაში ძაღლი ჩამოყალიბდა ადამიანის სხვადასხვა საცხოვრებელი პირობების და მისი განვითარების ეტაპების მიხედვით.ძველი ბერძენი მემატიანეების - პლუტარქესა და პლინიუსის წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძაღლი თამაშობდა უდიდეს როლს და ფართოდ გამოიყენებოდა ადამიანის ეკონომიკურ აქტივობაში (ნადირობა, საქონლის დაცვა, მძიმე ტვირთის გადატანა და სამხედრო საქმეები).
ძველ გერმანელებს კარგი ძაღლის სანაცვლოდ ორ ცხენს აძლევდნენ. ადამიანები დაინტერესებულნი იყვნენ ეკონომიკისთვის სასარგებლო ხასიათის მქონე ძაღლების მოშენება-განვითარებაში. რამდენიმე თაობაში, მან გამოიყვანა ისეთი ძაღლები, რომლებიც ხასიათდებოდნენ მაღალი დახმარების შესაძლებლობის კოეფიციენტით და _ რამდენიმე განსხვავებული ჯიში სხვადასხვა საქმიანობისთვის - ჯარში გამოსაყენებელი ძაღლები, მონადირეები, მცველები, მწყემსები და ა.შ. თუმცა ჯარში გამოყენებული ძაღლები, ასევე გამოიყენებოდა საქონლის და ტერიტორიის დასაცავად.
ისტორიული მონუმენტები ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ ჩვ.წ.-მდე 4600 წელს, ძაღლები გამოიყენებოდა მაგ. ციხე-სიმაგრეების დასაცავად. ღამ-ღამობით, ძაღლები გაყავდათ გალავანს-გარეთ, ჭიშკარს კეტავდნენ და ძაღლები რჩებოდნენ ციხე-სიმაგრეების გარეთ. რეაგირებდნენ რა უმნიშნველო გაფაჩუნებაზე, ძაღლები საუკეთესო ნიშანი იყვნენ მცველებისთვის მოახლოებული საფრთხის შესატყობად.
ეგვიპტურ მონუმენტებზე გამოსახულია მშვილდოსნები მათ ძაღლებთან ერთად, რომლებიც მტერს ანადგურებენ.
ომებში, მონათმფლობელობის პერიოდში, ძაღლები ომობდნენ პირველ მწკრივში, მეორეში - მონები, ხოლო მესამეში - მებრძოლები.
როგორც მებრძოლ და მცველ ძაღლებს მათ იყენებდნენ რომაელები, ჰუნები, კელტები და ტევტონები (გერმანელები).
ჯარში გამოიყენებოდა ძაღლები შუა საუკუნეებშიც. მათი ძირითადი მისია გადასაზიდი ტვირთის დაცვა იყო. ისინი აღჭურვილი იყვნენ სპეციალური ჯავშნით და ეკლიანი საყელოთი.
ესპანეთ-საფრანგეთის ომში, ესპანეთის არმიაში ჰყავდათ 4000 ძაღლი, რამაც დიდი დახმარება გაუწია ესპანელ ჯარისკაცებს.სპეციალური დამცავებით აღჭურვილი მეომრების გამოჩენამ მტრის რიგებში, შემტევი ძაღლების როლი მნიშვნელოვნად დასცა, მაგრამ ჯარის განვითარების საპასუხოდ ახალ-ახალი ჯიშები წარმოიშვა, რომლებიც უკეთ უმკლავდებოდნენ სპეციალურად აღჭურვილ ჯარისკაცებს.
ჰყავდათ როგორც „შიკრიკი" ძაღლები, ასევე ტვირთ-მზიდავები. გადაადგილების სიჩქარე, მახვილი ყნოსვა, სმენა და თვალი, ყოველგვარი ბარიერის ადვილად გადალახვა, ამტანობა, გამძლეობა - ყველა ეს თვისება განაპირობებდა ჯარში გამოსაყენებელი ძაღლის ხარისხს.
რუსი გენერლები აგრეთვე იყენებდნენ ძაღლებს არმიაში. პეტრე პირველს ჰყავდა ძაღლი, რომელიც მის „გადატანილ" ბრძოლებში, ეხმარებოდა ჯარისკაცებს დაემყარებინათ კონტაქტი ჯარის მეთაურებთან.
სევასტოპოლის ალყის დროს, კავკასიაში და რუსულ-თურქული ომის (1877-1878 წლები) დროს, ძაღლები ფართოდ გამოიყენებოდა მცველის პოსტებზე. მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში ყველა საჯარისო დანაყოფს ჰყავდა რამოდენიმე მცველი ძაღლი «on rations from the Treasury». ეს ძაღლები ძირითადად განლაგებულნი იყვნენ ციხესიმაგრეების წინ. 1892 წელს, 83-ში ფეხოსანთა პოლკი წვრთნიდა 30 ძაღლს, საბრძოლო აღჭურვილობის გადასატანად.
ინგლის-ბურების ომში, 1899 წელს, ბრიტანულ არმიაში, კოლის დაჰქონდა წამლები და პატარა აფთიაქი პირველადი დახმარებისთვის.
რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905), რუსული მებრძოლი ძაღლების გარკვეული ნაწილი ასევე წარმატებულად გამოიყენებოდა საწვავის და წამლების გადასაზიდად.
ძაღლების წვრთნა იმ პერიოდში პრიმიტიული იყო. მაგალითისთვის - კავკასიურ ჯარში, ძაღლების წვრთნის პროცესი მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ მათ დაყეფებით ეცნოთ უნიფორმიანი ჯარისკაცების (მტრების) მოახლოება თავიანთი „პატრონებისთვის".
ამ გაურკვეველ ყეფას შეჩვეული ძაღლები უკვე მფრინავ ობიექტებსაც უყეფდნენ. მაგალითად, ყარსის ციხესიმაგრის დაბომბვისას (1835), რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი თურქების მიერ „მყეფავი ძაღლების" დახმარებით.
მიუხედავად ყველაფრისა, ზემოთხსენებული რამოდენიმე ტიპის ძაღლები ძალიან დაეხმარა ჯარს ორგანიზებულობაში.
1912 წელს, „Izmailovo Guards"-ის მთავრობის ორგანიზებულობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს რუსეთის არმიის ძაღლთსაშენის ძაღლებმა - მათ გადაჰქონდათ წამლები, იცავდნენ ციხე-სიმაგრეებს, აფრთხილებდნენ გუშაგებს და სხვ. 1 წლის შემდეგ, პატარა ტანის ძაღლები დამკვიდრდნენ მსოფლიოს ყველა ჯარში. მაგრამ ეს „აქცია" არ იყო დაფინანსებული მთავრობების მიერ.
ამიტომ, იმპერიალისტულ ომში (1914-1918 წლები), რუსულ არმიაში მხოლოდ 300 ძაღლი იყო.
გერმანიაში, ძაღლების ჯარში „დანერგვა" დაიწყო 1884 წელს (დაახლოებით 40 წლის შემდეგ, რაც რუსეთში).
1914-1918 წლის ომში, გერმანულ არმიაში ჰყავდათ 30 ათასი კარგად გაწვრთნილი ძაღლი (ომის დასაწყისში კი მხოლოდ 5 ათასი).
საფრანგეთის, ინგლისის და სხვა ქვეყნების არმიებში, იმ დროისთვის ცოტა ძაღლი იყო. ბელგიას ჰყავდა დაახლოებით 250 ძაღლი, ინგლისს - 100, ხოლო საფრანგეთს მხოლოდ რამოდენიმე დანაყოფი. ძაღლების არმიაში გამრავლება გამოიწვია ფრანგული და ინგლისური არმიების მოთხოვნამ. მათი წვრთნით დაკავებულნი იყვნენ როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მწვრთნელები. ომის განმავლობაში, გაიწვრთნა 10 000 ამდე ძაღლი.
პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ძაღლებს შეუძლიათ არსებითი სარგებლის მოპოვება არმიისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ძაღლების არმიაში გამოყენებას არ მიუღია სერიოზული სახე კაპიტალისტურ ქვეყნებში.
სამოსამსახურეო ჯიშების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირს. ათასობით მწვრთნელი, DOSAAF-ის წევრები, აქტიურად მუშაობდნენ ძაღლების წვრთნაზე.
ძაღლების გამოყენება გამოძიების დროს, შორეულi წარსულიდან იღებს სათავეს. ლიტერატურაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძაღლებს გამოსაძიებლად ჯერ კიდევ მონათმფლობელობის პერიოდში იყენებდნენ. ძაღლების ხალხის საძებნელად კვალის მიხედვით გამოყენება განსაკუთრებით გახშირდა შემდეგ წლებში სხვადასხვა ქვეყნებში.
მეძებარი ძაღლები 20 საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა რუსეთში. მათი ძირითადი მოვალეობა საზღვრებიsდაცვა იყო. მათ გადაჰქონდათ ჯარის აღჭურვილობა.
მეძებარი ძაღლების ორგანიზაციის დაარსება რუსეთში მოხდა 1906-1908 წლებში „ძაღლების პოლიციაში გამოყენების ხელშემწყობი საზოგადოების" მიერ. საზოგადოება შედგებოდა პოლიციელებისგან, ჟანდარმებისგან და მაღალი კლასის ოფიცრებისგან.
6 წელიწადში, საზოგადოების წევრების რაოდენობა უკვე რამდენიმე ასეულ ადამიანს აღწევდა. ოქტომბრის რევოლუციამდე, „რუსეთში სამოსამსახურეო ძაღლების მოშენების და წვრთნის საზოგადოების" ხელმძღვანელობაც გაერთიანდა ამ საზოგადოებაში. საზოგადოების "B” სკოლები ამზადებდნენ მწვრთნელებს. რამოდენიმე წლის შემდეგ, 1911-ში, 60 ზე მეტი ქლაქი იყო „აღჭურვილი" სხვადასხვა „საქმისთვის" გამოსადეგი ძაღლებით. ამ გარემოებამ გამოიწვია უდიდესი მოთხოვნა კარგი მწვრთნელებისადმი. პეტერბურგში, ვარშავაში, ტაშკენტში, ვლადივოსტოკში, პსკოვში და სხვა ქალაქებში გაიხსნა ათობით მოსამზადებელი სკოლა და ძაღლთსაშენი.
1914-1918 წლების ომმა, აბსოლუტურად ჩამოშალა მეძებარი ძაღლების მოშენების ბიზნესი. 1918 წლის დასაწყისში, მთელს ქვეყანაში მხოლოდ 100 ამდე თუ აღწევდა მეძებარი ძაღლების რაოდენობა.
„ოქტომბრის სოციალური რევოლუციის" შემდეგ, ამ ბიზნესმა კვლავ განაგრძო აღმასვლა. პეტროგადში იყო ორგანიზებული ძაღლთსაშენი და საწვრთნელი სკოლა, სადაც ამზადებდნენ ძაღლებს კრიმინალისტიკაში დამხმარედ გამოსაყენებლად.
სკოლებში დასაქმებულნი იყვნენ იმ დროისთვის თავის საქმის საუკეთესო სპეციალისტები. პეტროგრად ის სკოლის ძაღლთსაშენები დაფინანსებული იყვნენ სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ.
ამ სკოლებში, ძაღლთსაშენებში, ძაღლებს წვრთნიდნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა გარემოში, რათა მათ ესწავლათ კრიმინალისტიკასთან დაკავშირებულ „საშიშ სიტუაციებში" მოქცევა.
დღეს-დღეისობით ამ საქმის „დამაგვირგვინებლად" შეგვიძლია მივიჩნიოთ პავლოვი - „მისი" პირობითი რეფლექსის თეორია დღესაც გამოიყენება ძაღლების საწვრთნელად სკოლებში.
მეცხვარე/ნაგაზები დღეს ფართოდ გამოიყენება კოლმეურნეობაში - ისინი იცავენ/მწყემსავენ ფარას, იცავენ მას მტაცებლებისგან, ეძებენ ფარას ჩამორჩენილ და დაკარგულ ცხოველებს, ეხმარებიან მეცხვარე (ადამიანებს) რომ შეინახონ მათი ფარის ორგანიზებაში. ამავდროულად, მწყემსი ძაღლები/ნაგაზები საუკეთესო მცველები არიან მათ მიერ გასაკონტროლებელი ტერიტორიის და იცავენ მის ყოველ წერტილს.
შუა აზიაში, დიდი ხანია იყენებენ შუააზიურ ნაგაზს ნახირისა და ფარის მტაცებლებისგან დასაცავად.
კავკასიური ნაგაზი - ძლიერი და გამძლე ძაღლი - კარგად იცავს ფარას და განსაკუთრებით გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში და მის შემოგარენში.
ჩრდილოეთში, ჩრდილოეთის ირმების ჯოგის სამწყემსად და დასაცავად იყენებენ ლაიკას.
ძაღლების „შიკრიკობა" ბევრად უფრო მომგებიანია ადამიანისაზე. გადის რა 1კმ-ს მხოლოდ 3-5 წუთში, მას 3-4 ჯერ ნაკლებ დროში შეუძლია გზავნილის ერთი პუნქტიდან მეორეში გადატანა. ეს მონაცემები კი საშუალებას იძლევა 100% ით ჩანაცვლდეს ადამიანი ამ საქმიანობაში ძაღლით.
USSR-ში ძაღლების წვრთნა დაფუძნებულია მეცნიერულ საფუძვლებზე, ძაღლები იწვრთნებიან მიჩურინის ბიოლოგიის და პავლოვის ფსიქოლოგიის მიხედვით.