ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

გერმანული დრათჰაარი (უხეშბეწვა)

   ისტორია გერმანული დრათჰაარის, იგივე უხეშბეწვას ჯიში მე-19-ე საუკუნეში, გერმანულმა ჯიშების შემჯვარებელთა ჯგუფმა შექმნა, იმისათვის, რომ მას გერმანულ ტყეებსა და მინდვრებში ადვილად ენადირა. 
   ამ ჯგუფმა წარმატებას მიაღწია მოქნილი სანადირო ძაღლის შექმნის თვალსაზრისით; მის გამოსაყვანად მაშინდელმა მეცნიერებმა საუკეთესო გერმანული მონადირე ჯიშები შეაჯვარეს, როგორებიცაა სტიჩჰაარი, პუდელპოინტერი, გრიფონი და გერმანული კარზჰაარი. გერმანული დრათჰაარი არის შეუპოვარი, საშუალო ზომის ძაღლი. მისი მხრების გარშემოწერილობა 61-დან 68 სანტიმეტრამდეა _ მამრებისთვის, ხოლო მდედრებისთვის _ 57-დან 64-მდე. მას ბეწვის ქვეშ აქვს მკვრივი და სქელი ტყავი, რომელიც სელექციურად შეირჩა, რათა ძაღლი დაცული ყოფილიყო მწერებისაგან, სითბოსა და სიცივისგან. ჯიშს გრძელი ულვაში და წარბები ახასიათებს, ეს ძაღლს თავისებურ ხიბლს აძლევს და აგრეთვე, სუნის უკეთ შეგრძნებაში ეხმარება. 
   დღეისთვის, გერმანული დრათჰაარი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და პოპულარული მონადირე ძაღლია გერმანიაში. ის ფიცხი და შრომისმოყვარეა; სპეციალისტები ამბობენ, რომ მას აქვს შეუდარებელი გამძლეობა, მონდომება და კონცენტრაცია. ნადავლის ძიების დროს იყენებს ცხვირს და მასზე განლაგებულ გრძელ ულვაშს; როდესაც ის მიაგნებს მოკლულ სამიზნეს, ბრუნდება პატრონთან და მითითებების საშუალებით მიჰყავს ის ნადავლთან. დრათჰაარს განუმეორებელი გამძლეობა და მოთმინება საუკეთესო მონადირედ აქცევს, მას ეხმარება სქელი ტყავი, რომელიც დრათჰაარს აძლევს შანს გაცუროს ცივ წყალში მოტივტივე ნადავლისკენ. იმისდა მიუხედავად, რომ გერმანული დრათჰაარი შეუდარებელი მონადირეა, მას ასევე ხშირად გამოიყენებენ როგორც სახლის ძაღლს. ის გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით ბავშვებთან და სხვა ძაღლებთან; დრათჰაარი აგრეთვე ცნობილია იმით, რომ ის თავგამოდებით იცავს თავის სახლს და "ოჯახს". მათი ინტელექტი და მშვიდი მანერები ეხმარება მას, ადვილად შეეჩვიოს ახალ სასიცოცხლო პირობებს. როგორც ყველა მონადირე და სახლის ძაღლს, დრათჰაარსაც სპეციალური აღზრდა სჭირდება, მხოლოდ მაშინ დაგაკმაყოფილებთ ის თავისი სამსახურით. 
   გაწვრთნა: არსებობს ძაღლის გაწვრთნის რამდენიმე ხერხი, მაგალითად, ძალის გამოყენებით გაწვრთნა, მაგრამ ეს ცუდად მოქმედებს ძაღლისა და პატრონის ურთიერთობაზე და შეიძლება ძაღლის გაქცევამდეც კი მივიდეს. სანამ დაიწყებდეთ სერიოზულ მომზადებას, ძაღლს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენ არა მის დასასჯელად ან ტკივილის მისაყენებლად ხართ მიმართული, არამედ მის გასაწვრთნელად. ამას შეიძლება მიაღწიოთ მასთან თამაშით, მოფერებით, გამასპინძლებით და საყვარელი სათამაშოს მიცემით. ეს დაგეხმარებათ, გერმანული დრათჰაარი გადააქციოთ სანადირო იარაღად, რომელიც დიდად არაფრით ჩამოუვარდება თქვენს თოფს..

ვებგვერდის _ www.vdd-gna.org მასალების მიხედვით მოამზადა აკაკი სიხარულიძემ


  

FCI-Standard N° 98 / 23.10.2002 / GB DEUTSCH DRAHTHAAR 

(გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი) 

თარგმანი: ანდრო ფეიქრიშვილისა 

წარმოშობა: გერმანია 

სტანდარტის გამოქვეყნების თარიღი: 25.10.2000 

გამოყენება: იმ მიზნების შესაბამისად, რომელიც ჩადებული იყო ამ მრავალფუნქციური, სამონადირეო ძაღლის შექმნაში. გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი უნდა ავლენდეს ყველა თვისებას ნადირობისათვის მინდორში, ტყეში და წყალში - სროლამდე და მის შემდეგ. 

ს.კ.ფ -ს კლასიფიკაცია: ჯგუფი 7 მეძებარი ძაღლები. სექცია 1.1 კონტინენტალური მეძებარი ძაღლები. სამუშაო თვისებების გამოცდით. 

მოკლე ისტორიული მიმოხილვა: ------------------------------------ 

საერთო დახასიათება: დიდებული შესახედაობის მეძებარი ძაღლი - უხეში ბეწვით, რომელიც უზრუნველყოფს კანის სრულ დაცვას; ენერგიით სავსე, ყურადღებიანი გამომეტყველება; მოძრაობა უნდა ჰქონდეს მძლავრი, გაშლილი, თანაბარი და ჰარმონიული. 

ძირითადი პროპორციები: ტანის ირიბი სიგრძე და სიმაღლე მინდაოში - თითქმის თანაბარი; სიგრძე, სიმაღლეს შეიძლება აღემატებოდეს 3 სმ-მდე (ით). 

ქცევა და ტემპერამენტი: გაწონასწორებული, თავდაჭერილი, ნადირის მიმართ უშიშარი; სიმხდალის და აგრესიის გარეშე. 

თავი: ძაღლის სქესისა და ზომის შესაფერისი (შესაბამისი); 

თავის ქალა: მსუბუქად დახრილი. 

ქალას მიდამო 

ქალა: ბრტყელი, ზომიერად განიერი (ფართე), გვერდებში მსუბუქად მომრგვალებული; მკაფიოდ გამოხატული წარბზედა რკალები. 

სტოპი: მკაფიოდ (მკვეთრად) გამოხატული. 

სახის მიდამო 

ცხვირი: ძლიერ პიგმენტირებული - ბეწვის შეფერილობის შესაბამისად; კარგად გახსნილი ნესტოები. 

დრუნჩი: გრძელი, განიერი, ძლიერი, ღრმა; მსუბუქად გამოხატული კეხით. 

ტუჩები: სქელი, მჭიდროდ აკრული, აკეცილი; კარგად პიგმენტირებული - ბალნის შეფერილობის შესაბამისად. 

თვალები: შეძლებისდაგვარად მუქი; არც ამობურჩული და არც ღრმად ჩასმული; მხიარული გამომეტყველებით. 

ყურები: საშუალო ზომის; მაღლა და ფართოდ დასმული (არ უნდა იყოს შემობრუნებული (შემოტრიალებული)). 

კისერი: საშუალო სიგრძის, ძლიერ დაკუნთული, ოდნავ ამოზნექილი (ამობურცული); ხმელი - ღაბაბის გარეშე. 

ტანი: 

ზურგის ხაზი: მინდაოდან მსუბუქად დაქანებული სწორი ხაზი. 

მინდაო: მკაფიოდ (მკვეთრად) გამოხატული. 

ზურგი: დაკუნთული, მტკიცე (თუ უძრავი?). წელი: მოკლე, განიერი, დაკუნთული. 

გავა: გრძელი, განიერი, ოდნავ დახრილი და კარგად დაკუნთული; განიერი მენჯი. 

მკერდი: განიერი და ღრმა, კარგად განვითარებული წინა ნაწილით; რამდენადაც შესაძლებელია - გრძელი მკერდის ძვალი; კარგად მორკალული ნეკნები. 

მუცლის ხაზი: ხმელი (?), მსუბუქად გამრუდებული, კოხტად აკეცილი. 

კუდი: აგრძელებს ზურგის ხაზს; ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ან ოდნავ აწეული - მაგრამ არა ვერტიკალური; საშუალო სისქის; კუპირებული სამონადირეო მიზნებისთვის (ქვეყნებში, სადაც კუპირება აკრძალულია, კუდი უნდა ესჰვებოდეს სახტომ სახსრამდე და იყოს სწორ ან მსუბუქად ხმლისებურ მდგომარეობაში. 

კიდურები 

წინა კიდურები 

საერთო დახასიათება: წინიდან შეხედვისას სწორი და პარალელური; გვერდიდან შეხედვისას - კარგად განლაგებული კორპუსის ქვეშ; მიწიდან იდაყვამდე მანძილი თითქმის თანაბარია, იდაყვიდან მინდაომდე მანძილისა. 

მხრები:

ბეჭის ძვლები - უკან გადახრილი; კარგად დაკუნთული; კარგად გამოხატილი მხრის სახსრის კუთხე. 

მხრის ძვალი: შეძლებისდაგვარად გრძელი, კარგად განვითარებული, დაკუნთული. 

იდაყვები: კორპუსთან მჭიდროდ განლაგებილი. არარის შებრუნებული არც შიგნით და არც გარეთ; მხარსა და წინამხარსშორისი კუთხე კარგად გამოხატული. 

წინამხრები: ხმელი, სწორი და ვერტიკალური. 

მაჯები: ძლიერი. 

ნებები: მსუბუქად დახრილი. 

წინა თათები: ოვალურიდან მომრგვალებულ ფორმამდე; კარგად შეზრდილი თითებით (?); სქელი, უხეში, გამძლე და კარგად პიგმენტირებული ბალიშებით; პარალელურად დასმული (განლაგებული; არ დაიშვება არც შიდა და არც გარე ბატატურა - არც დგომში (დგომისას) და არც მოძრაობაში (მოძრაობისას). 

უკანა კიდურები 

საერთო დახასიათება: უკნიდან შეხედვისას სწორი და პარალელური; კარგად განვითარებული მუხლის და სახტომი სახსრის კუთხეები. 

ბარძაყი: გრძელი, განიერი და დაკუნთული; კარგად გამოხატული მენჯ-ბარძაყის სახსრის კუთხით. 

მუხლის სახსარი: კარგად გამოხატული კუთხით. კანჭი გრძელი, დაკუნთული, ძარღვიანი. 

სახტომი სახსარი: ძლიერი. 

ტერფები: მოკლე; ვერტიკალურად მდგომი. 

უკანა თათები: მომრგვალო-ოვალური, სქელი, მტკიცე, გამძლე და კარგად პიგმენტირებული ბალიშები; არ უნდა იყოს შებრუნებული არც შიგნით და არც გარეთ - არც დგომში (დგომისას) და არც მოძრაობაში (მოძრაობისას). 

მოძრაობა: წინა კიდურების კარგი გაშლით და უკანა კიდურების კარგი ბიძგით; წინა და უკანა კიდურები ძგადაადგილდებიან სწორად და პარალელურად. 

კანი: მჭიდროდ აკრული (მოტკეცილი); ნაოჭების გარეშე.

ბალანი: უხეში, მჭიდროდ მიკრული ("გადალესილი"), ხშირი; მფარავი თმები 2-4 სმ; ხშირი, წყალგაუმტარი თივთიკი;ტანის კონტური არ უნდა იყოს დაფარული გრძელი ბეწვით; მოეთხოვება სიუხეშე და სიხშირე - არახელსაყრელ ბუნებრივი პირობებისაგან დასაცავად. კიდურის ქვედა ნაწილზე ბეწვი ისე უნდა იყოს განლაგებული, როგორც მკერდზე და მუცელზე - უნდა იყოს მოკლე, მაგრამ ამავდროულად შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სიხშირე. თავზე და ყურებზე ბალანი უნდა იყოს შედარებით მოკლე და უხეში; შესამჩნევი წარბებით და განვითარებული წვერით, ზედმეტი სიგრძის გარეშე - შეძლებისდაგვარად უხეში. შეფერილობა: ყავისფერი ჭაღარა - ლაქებით ან მის გარეშე. შავი ჭაღარა - ლაქებით ან მის გარეშე. ყავისფერი - თეთრი ლაქით მკერდზე ან მის გარეშე. ჭაღარა. დანარჩენი შეფერილობები არ დაიშვება. 


სიმაღლე 

ხვადები: 61-68 სმ. 

ძუები: 57-68 სმ. 

სერიოზული ნაკლები: 

1. მოკლე, ვიწრო ან წაწვეტებული დრუნჩი. 
2. სუსტი თანკბილვა. 
3. ლოხი ქუთუთოები 
4. ჩაზნექილი ან ამობურცული წელი. 
5. მკვეთრად გავამაღალი 
6. მკაფიოდ შებრუნებული იდაყვები შიგნით ან გარეთ. 
7. უკანა კიდურების იქსისებური, კასრისებური ან ვიწრო განლაგება - როგორც დგომში (დგომისას), ისე მოძრაობაში (მოძრაობისას). 
8. მუდმივი იორღა, ходулеобразные ან შერეული მოძრაობა. (დასაზუსტებელია) 
9. არახშირი ბალანი; თივთიკის არარსებობა. 

მადისკვალიფიცირებელი ნაკლები: სუსტი ტემპერამენტი; შიში გასროლის ან ნადირის მიმართ; აგრესიულობა; მოუსვენარი ხასიათი შიშისგან მკბენარი ძაღლი; პროგენია ან ზედა პროგნათია; ჯვარედინი, ასიმეტრიული თანკბილვა; კბილნაკლულობა (P1-ის გამოკლებით); არასაკმარისად განვითარებული ეშვები; ენტროპია; ექტროპია; სხვადასხვა შეფერილობის (ფერის) თვალები; თანდაყოლილი გატეხილი ან მოკლე კუდი; პიგმენტაციის დეფექტები. 
ხვადებს უნდა ჰქონდეთ სათესლე პარკში კარგად ჩამოსული, ორი კარგად განვითარებული სათესლე ჯირკვალი.


წყარო: http://www.gurianews.com/ ; http://forum.ge
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: გიომონადირე (20.03.2012)
ნანახია: 3830 | კომენტარი: 6 | ტეგები: გერმანული, DRAHTHAAR, უხეშბეწვა, deutsch, დრათჰაარი, უხეშბეწვიანი, მეძებარი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 jeri20   (17.07.2019 23:27:24) [მასალა]
10 10 ძაან მაგარია

0   Spam
5 valeri123   (12.12.2014 22:03:17) [მასალა]
ძაან კაიაა 10 39

0   Spam
4 ბუთუთი   (05.09.2013 19:19:03) [მასალა]
ჩემ დრათჰაარ 1 კვერცხიაქვს gimili

0   Spam
3 mamalixarazuli   (05.09.2013 18:33:32) [მასალა]
23 საკმაოდ კარგი და სრული იმფორმაციაა. ერთადაა თავმოყრილი რაც კი ამ ჯიშზე წამიკითხავს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯიში ისე სრულყოფილად როგორიც აქაა აღწერილი ცოტაა საქართველოში. . . და არამარტო საქართველოში.......

0   Spam
2 shontiamo   (05.09.2013 16:05:56) [მასალა]
ასეთი სრული მონაცემები პირველად წავიკითხე ძალიან კარგია 166 166 166

+1   Spam
1 xarata   (20.03.2012 21:38:25) [მასალა]
მაგარიააა ძაან 166 166 166 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика