ეს ჯიში იტალიაში უძველესი დროიდან არის კულტივირებული. სხვა მეძებრების მსგავსად, თავიდან მათ ფრინველების ბადით დასაჭერად იყენებდნენ. 16 საუკუნის ფრესკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უეჭველია რომ ბრაკები ამ ეპოქაში უდავოდ ყველაზე პოპულარულები იყვნენ. სპეციალისტთა ნაწილი თვლის რომ ეს ძაღლები ევროპული მეძებრების უძველესი ჯიშია. მე-19-ე საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შედარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი, თუმცა ერთიანი ტიპის ჩამოყალიბება გაძნელდა-ძაღლების ნაწილი დიდი ტანის, მძლავრი აგებულების იყო. მათი სიმაღლე 66-70სმს. აღწევდა, წონა კი-40კგ-ს. იყვნენ შედარებით პატარა ტანის, თხელი და სწრაფი ეგზემპლარებიც, რომელთა წონა 25-28 კგ-ს. არ აჭარბებდა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება მხოლოდ 1926 წელს მოხერხდა. იტალიური ბრაკი გულადი, ამტანი, დიდყნოსვიანი მეძებარია. მისი გამოყენება ნებისმიერი სახის ნადირობისას შეიძლება. ეძებს ჩორთით, ყნოსავს შორიდან, რადგან თავი მუდმივად აღერილი უჭირავს. იდეალური ”აპორტიროვშიკია” ადვილად ეჩვევა პატრონს და იგეშება ძალდატანების გარეშე, მაგრამ საჭიროებს სისტემატიურ ვარჯიშს, სამუშაო ფორმა, რომ შეინარჩუნოს. საამისოდ კი აუცილებელია სივრცე და ფიზიკური დატვირთვა. ევროპაში ცნობილია სხვა სახელწოდებითაც: italian pointer, italienise her kurzhaariger vorstehhund. ექსტერიერის ძირითადი ნიშნებია: თავი-მსხვილი, მაგრამ არაგანიერი, წაგრძელებული ფორმის, მკვეთრად გამოხატული კუთხეებითა და კეფის ბორცვით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა-მკვეთრი, ცხვირის წვერი-ფართო, ფერით ბეწვის შესაბამისი ფერის. ლაშები-მძიმე. თვალები- ოვალური ფორმის, მოყავისფრო, სხვადასხვა ტონალობის. ყურები- გრძელი, რბილი, ჩამოკიდებული, ძირში მილისებურად ჩახვეული, ბოლოში ოდნავ მომრგვალებული. ტანი-მძიმე, კვადრატული ფორმის, კისერი მძლავრი, მაგრამ ღაბაბიანი. მინდაო მკვეთრად გამოხატული, მკერდი-ფართო, ღრმა, მუხლის სახსრებამდე დაშვებული. ნეკნები გამობურცული, ზურგი ფართო, დაკუნთული, გავა-გრძელი, ფართო, წაკვეთილი 30 გრადუსიანი კუთხით. მუცელი უმნიშვნელოდ ატაცული. კიდურები-მძლავრი, რელიეფური მუსკულატურით, თათები ოვალური, თითები მჭიდროდ შეკრული, უხეში ბალიშებით. ბალიკარტები სასურველი. კუდი- ფუძესთან მსხვილი, სწორი, მოძრაობისას დახრილი უჭირავს. კუპირებული ისე, რომ რჩება 15-25სმ. სიგრძის. ბეწვი- მოკლე, ხშირი, ბზინვარე, თავზე და ყურებზე უფრო ნაზი და ფაფუკი. ფერი-თეთრი, წაბლისფერ-თეთრი, ყავისფერ-ჭრელი წინწკლებით, დაჭრელებული ბაცი ბოლოებით. სახეზე სასურველია სიმეტრიული ნიღაბი. სიმაღლე-ხვადების-58-67სმ. ძუების-55-62სმ. წონა-25-40 კილოგრამი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!