ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

მეძებარი ტყის ქათამზე სანადიროდ
თუ მეძებრების სანადირო თვისებების რანჟირების მიხედვით დალაგებას შევეცდებით, დარწმუნებული ვარ, მონადირეთა უმრავლესობა, პირველ რიგში, ყნოსვასა და ნაბულის სიმყარეს დაასახელებს. თუმცა თავისთავად ეს ორი, მართლაც გამორჩეული, უნარი ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ძაღლს ნადირობის სათანადო ჟინი და ჭკუა არ აქვს, აღარაფერს ვამბობ მის ფიზიკურ მონაცემებზე და შესაბამისად გამძლეობაზე. საერთოდ კი ყოველთვის იმ ფაქტიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ძაღლი მანქანა არაა, იგი ცოცხალი არსებაა, რომელიც დღეს შეიძლება კარგ ხასიათზე იყოს, ხვალ კი არა. ამიტომ მეძებრის თვისებების კლასიფიკაცია, მისი სანადიროდ გამოყენების თვალსაზრისით, ყოველთვის ზედაპირული იქნება.                                                                                                 რატომღაც მიღებულია, რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე ძაღლის შესაძლებლობებსა და მის უნარებზე. ხოლო თვითონ მონადირეზე(მის პატრონზე) -ძალიან ცოტას. სხვადასხვა სანადირო ჯიშის ასი ორთვიანი ლეკვიდან ორი თუ იბადება განსაკუთრებულად ნიჭიერი. მათი აბსოლიტური უმრავლესობა კი სანადირო თვისებების(ნადირობის ინსტინქტი, საზრიანობა, ყნოსვა, ძებნის ჟინი) სხვადასხვა ხარისხით პოტენციური მატარებელია. პრინიპში იმ ლეკვებიდან ნებისმიერი შეიძლება კარგ და შესაძლოა ძალიან კარგ პროფესიონალადაც ჩამოყალიბდეს, თუ შესაფერის გარემოში მოხვდა. მოკლედ, დაინტერესებული ადამიანის ხელში ათი ახლაგაზრდა მეძებრიდან რვა აუცილებლად გამოავლენს თავის დაფარულ ტალანტს.     რა შეუძლია მეძებარს და რა ევალება...          ნორმალურ მეძებარს ნადირობა ახლაგაზრდა ასაკიდან უნდა უყვარდეს, თანაც ყველა აუცილებელი და ძირითადი ნიუანსის გათვალისწინებით-გეგმაზომიერი ძებნით, მოთმინების უნარით(ფრინველი რომ არ დააფრთხოს) და ნაბულით. მაგრამ როცა ძაღლი ამას აკეთებს აღსაფართოვანებელი ჯერ კიდევ არაფერია-ეს ყველაფერი ნებისმიერი მეძებრის მუშაობის მინიმალური საფუძველია, რადგან მკვდარი ნაბული ყოველთვის არ არის შედეგიანი სროლის ერთადერთი წინაპირობა. მეძებარი რათქმაუნდა ნაბულზე უნდა დგებოდეს, მაგრამ მთავარია მან შეიგნოს, რომ ამის გაკეთებას მხოლოდ მონადირესთან ერთიანობაში აქვს აზრი ანუ უნდა იყოს კონტაქტური და დამჯერი.  აღნიშნულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტყეში ნადირობისას. მიუხედავად იმისა, რომ მეძებარი დამოუკიდებლად უნდა ეძებდეს, იგი ვალდებულია მონადირე თვალთახედვიდან არ დაკარგოს.  ერთი და იგივე სავარგულში რამდენიმე გასვლის შემდეგ, როცა ძაღლმა უკვე იცის მოძრაობის ჩვეული მარშრუტი, ხშირ ბრძანებებს აღარ საჭიროებს, მაგრამ უცნობ ადგილას მან უკვე დროდადრო პატრონს უნდა მიაკითხოს მითითების მისაღებად.  როგორც წესი, მეძებარმა იცის, რა ფრინველს ეძებს. ამიტომ ზოგჯერ ორსაათიანი ამაო ძებნის შემდეგაც კი მან მუშაობის ხალისი არ უნდა დაკარგოს(სხვათა შორის არც მონადირემ არ უნდა   ჩამოყაროს ამ დროს ყურები, რადგან მისი განწყობა  ოთხფეხა კომპანიონს არასოდეს გამოეპარება).   გამოცდილი მეძებარი, რომელიც ე.წ. ”ადგილის შეგრძნების” უნარით არის დაჯილდოვებული, სავარგულს შერჩევით ამუშავებს(ხვდება სად შეიძლება ნახოს ფრინველი) ასეთი თვისება ნაკლებად აქვთ განვითარებული ზედმეტად მკაცრი წრთვნის კურსგავლილ ძაღლებს, რომლებსაც  მოუთმენელი პატრონები ადგილიდან ადგილზე დაატარებენ.     ყნოსვა თუ... მეძებარს რომ კარგი ყნოსვა უნდა ქონდეს და ყველა მონადირე რომ ასეთ ძაღლზე ოცნებობს, ამას მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ ძაღლმა ყნოსვა ნებისმიერ სიტუაციაში სათანადოდ უნდა გამოავლინოს და გამოიყენოს .  ყნოსვიანი, მაგრამ ნაკლებად აზარტული ან შეუპოვარი მეძებარი ვერასოდეს გახდება არათუ ”ვარსკვლავი”, არამედ უბრალოდ კარგი მუშა ძაღლიც კი.  რათქმაუნდა, შემთხვევიდან შემთხვევამდე იგი ფრინველს ისეთ მანძილზე იყნოსავს, სადაც ”ჩვეულებრივი ცხვირი” ვერაფერს გახდებოდა. თუმცა აზარტით  დამუხტული და შეუპოვარი  ხასიათის ასეთი ”ჩვეულებრივი ცხვირი” შესანიშნავი პროფესიონალი მძებნელი დადგება. იგი ხანგრძლივი ნავარდის შემდეგაც კი ტემპს არ დააგდებს და პატრონს ისეთი მზერით ჩაუქროლებს ხოლმე, რომ მას საბოლოო წარმატების იმედს არასოდეს დაუკარგავს.   ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, სავარგულში რამდენიმე მონადირეა შესული, ყველა ძაღლითაა მაგრამ ფრინველს მხოლოდ ერთი პოულობს და ამას აკეთებს არა მძაფრი ყნოსვის წყალობით, არამედ ხასიათის სიმტკიცითა და სხვა სანადირო თვისებების ეფექტური გამოყენებით. ერთი კია, ასეთი ძაღლი თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად  მხოლოდ მაშინ გამოავლენს, თუ პატრონიც შესაფერისი ყავს-დაუზარელი, ენერგიული, კარგი ჩუბინი და რათქმაუნდა თავისი შეგირდის სათანადოდ დამფასებელი. ტყუილად როდია ნათქვამი:”როგორი მონადირეცაა, ისეთი ძაღლი ყავსო”.  მართლაც იშვიათია კარგი მონადირე რომელსაც ცუდი ძაღლი ყავს. კარგ მეძებარს ასევე მოეთხოვება მანევრირება, მანძილის შეგრძნება, ლტოლვა(ითვლება, რომ სავალდებულო არაა მაგრამ სასურველია) და აუცილებლად მიეტანება.   კარგი მეძებრისთვის ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფრინველის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება. ნებისმიერმა სწორად დაგეშილმა მეძებარმა  ფრინველის ყნოსვაზე აყვანის შემდეგ მას წყნარად ჯდომის საშუალება უნდა მისცეს, ისევე, როგორც მონადირეს-მიუახლოვდეს და ათი შესაძლებლობიდან ცხრაჯერ მოახერხოს გასროლა. პრინციპში მეძებარს მეტი არც არაფერი მოეთხოვება: არავითარი მანევრი, ხერხი თუ გათვლა. შეიძლება ისიც კი ითქვას რომ ძაღლი და ფრინველი ”შეთანხმებულად” უნდა მოქმედებდნენ. მაგრამ უკანასკნელი რამოდენიმე წელია ფრინველმა ნირი შეიცვალა. ცუდად იტანს ნაბულს, ბევრს დარბის და სიახლოვეს არავის იკარებს. შექმნილ სიტუაციაში ის ძაღლები იგებენ რომლებიც ”ფაქიზი” ყნოსვით (და არა ძლიერი, მძაფრი) არიან დაჯილდოვებულნი. ასეთ ნიჭს მეძებარი, როგორც წესი, ერთ-ერთ მახასიათებელთან-დისტანციის შეგრძნების უნართან -ერთად ავლენს ხოლმე, რაც საშუალებას აძლევს მას ახლოს მივიდეს ფრინველთან, მაგრამ ისე რომ არ დააფრთხოს და თუ ფრინველი ადგილიდან მაინც დაიძრა, ასეთი ძაღლი ფრთხილად, მაგრამ დაუყოვნებლივ მიჰყვება მას.                                                       ძალიან ძნელია ძაღლს მანძილის შეფასება ასწავლო, ამიტომაც არ ღირს ახალგაზრდა ძაღლის იმის გამო დასჯა თუ მისი მისწრაფება-ახლოს მივიდეს ფრინველთან-ამ უკანასკნელის აფრენით დამთავრდა.    ჭკვიანმა ძაღლმა წესით თანდათან უნდა მოთოკოს თავისი თავი და დაეჩვიოს ზუსტად განსაზღვროს უსაფრთხო ლტოლვის დისტანცია.  რაც შეეხება ბრძანების შემდეგ დაუყოვნებლივ მიტანებას, ეს ილეთი გადამწყვეტია იმ თვალსაზრისით რომ  მონადირის ფეხის ან ხმის (ბრძანების) გაგონების შემდეგ ფრინველმა შორს გაქცევა ვერ მოასწროს. ფრინველი თუ გაიქცა და დამალვა მოახერხა, ენერგიული მიტანების შემდეგ მეძებარი სწრაფად ახერხებს დაადგეს გაქცეულის კვალს და თავიდან დაიჭიროს საჭირო დისტანცია, რაც მონადირეს ორიენტირებასა და მოსახერხებელი პოზიციის შერჩევას უადვილებს. ნამდვილი ”მექათმე” დაბოლოს დავაკონკრეტებ რისი თქმა მინდოდა : აღწერილი სტრატეგიით მუშაობა მეძებარს ნებისმიერ- როგორც მინდვრის და ჭაობის ასევე ტყის ფრინველზე ნადირობისას გამოადგება, მაგრამ ტყეში ნადირობის ყველა სიძნელეს, ნიუანსსა და ვალდშნეპის ხრიკებს თუ გავითვალისწინებთ, ამ ფრინველზე სანადიროდ მეძებარი ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებსა თუ უნარებს  უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავლენდეს, ვიდრე მისი ”კოლეგები” რომლებიც ჭაობისა და მინდვრის ფრინველებზე არიან დასპეციალებულნი. ასეთი ძაღლი სხვებზე უკეთესი კი არაა, უბრალოდ იგი ნამდვილი ”მექათმეა”. პუბლიკაცია ფრანგული პრესის მიხედვით მოამზადა, ლუკა ნადიბაიძემ.


წყარო: http://ჟურნალი ”ნადირობა” 2009წ. №10
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: giohunt1982 (09.05.2013) | ავტორი: ლუკა ნადიბაიძე
ნანახია: 2076 | კომენტარი: 1 | ტეგები: სანადიროდთ, tyis qatami, valdshnepi, ქათამზე, მეძებარი, ტყის | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 giohunt1982   (09.05.2013 19:27:11) [მასალა]
სტატიაზე მიმაგრებული ფოტო არის krimanjuli-ის ”პერის” ფოტო. უბრალოდ ძალიან ლამაზი ფოტოა და ძალიან მომწონს, იმედია krimanjuli-ძამია არ მიწყენ ფოტოს გამოყენებას. gimili 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика