კავკასიური ბუ, (რუხი ბუ) Кавказская неясыть, Strix aluco wilkonskii
კავკასიური ბუ, Кавказская неясыть, Strix aluco wilkonskii
საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია. მისი სხეული დაფარულია ყავისფერი, რუხი ან მწითური ფერის ბუმბულებით. დედალი მამალზე ოდნავ დიდი ზომისაა, თვალები შავი ფერისა აქვს.
კავკასიური ბუ საქართველოში სახლდება მხოლოდ ხემცენარეულობით დაფარულ ადგილებში. ბუდეს იკეთებს ხეზე ან ფუღუროში. დებს 2-4 კვერცხს. კრუხობა ერთ თვემდე გრძელდება.
იკვებება უმთავრესად მცირე ზომის მღრნელებით, მაგრამ შეუძლია დაიჭიროს ციყვი, ზაზუნა და კურდღლია ბაჭია, აგრეთვე პატარა ფრინველებიც. კავკასიური ბუ ნადირობს შებინდებისას და ღამის განმავლობაში.
კავკასიურ ბუს დიდი სარგებლობა მოაქვს მავნე მღრნელების განადგურებით და ის ზიანი, რომელსაც აყენებს სასარგებლო ფაუნას, შედარებით უმნიშვნელოა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!