ჰუგლუ - ეს არის ქალაქი მდიდარი თავის მეტალურგიით, რომელიც უკვე 4 საუუნეა ითვლება თურქეთში ცენტრალურ საიარაღო ქალაქად, როგორც „ზული" საიარაღო ქალაქად გერმანიაში. 1962 წელს ჰუგლუს ოსტატებმა შექმნეს სამონადირეო იარაღის „Huglu"-ს გაერთიანება, რომლის წარმოება განთავსებულია 10000 კვ. მ. ფართობზე. ყოველ წლიურად ტექნოლგიების და ხარსიხის ამაღლებით ჰუგლუ აწარმოებს მრავალი სახეობის იარაღს, ერთლულიან, ორლულიან და ნახევრად ავტომატურ სანადირო თოფებს, ასევე მრავალ სპორტული დანიშნულების იარაღს. გავრცელებულია ხმა თურქული თოფების არახარისხიან წარმოებაზე და მათ არა ბრძოლის უნარიანობაზე. ამა აზრს ხშირად ავრცელებენ ის მონადირეები, რომლებსაც შეხება არ ქონიათ თურქული წარმოების სანადირო თოფებთან. სინამდვილეში როგორც „ჰუგლუ" ასევე ბევრი სხვა თურქული „Stoeger”, "Hatsan", „Sarsilmaz" აწარმოებენ მაღალი ხარისხის თოფებს თანამედროვე ჩარხ-დანადგარების საშუალებებით, რომლებიც განაპირობებენ მათ მაღალ ხარისხს. Huglu 104 A ვერტიკალური ლულების წყობით, რომელიც გამოირჩევა კარგი ბალანსით და შესანიშნავი დიზაინით, ხის და ფოლადის ერთმანეთში შერწყმის მაღალი ხარისხით. ჰუგლუ სარგებლობს დიდი პოპულარობით მონადირეებს შორის არა მარტო თურქეთში, რაც გამოიხატა 2009 წელს ევროპის სამონადირეო იარაღების გამოფენაზე მისი მაღალი ხარისხის შეფასებით. თურქეთი აწარმოებს ექსპორტს ევროპის 10-ზე მეტ ქვეყანაში ასევე ამერიკაში, დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში, რასაც აღნიშნავენ რუსი მონადირეები. ტექნიკური მაჩვენებლები: ყალიბი-12. სავაზნის სიგრძე (მმ)-76. ლულის სიგრძე (სმ)-71. ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ)-1.0, 0.75, 0.5, 0.25, 0.0. წონა (კგ)-3,5.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!