ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

იაგდტერიერი

იაგტერიერი ერთერთი ახალგაზრდა ჯიშია ტერიერებს შორის. მისი შექმნის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის ათიანი წლებში, ბავარიაში, მიუნჰენში ფოქტერიერების მოყვარულთა წრეში.

საქმე ის არის რომ ამ დროს გერმანია მოიცვა ფოქსტერიერების ბუმმა, სადაც ამ ჯიშის პირველი წარმომადგნელები 1880-იან წლებში შეიყვანეს. ამ ძაღლების პოპულრაობა იმდენა დიდი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში მათმა რაოდენობამ ძლიერ მოიმატა, ხოლო სელექციური მუშაობის მაღალმა დონემ ის განაპირობა, რომ მალე გერმანია გახდა მაღალხარისხოვანი ფოქსტერიერების ერთერთი უმსხვილესი ექპორტიორი.

ამ ჯიშზე დიდი მოთხოვნილება იყო მონადირეთა სორის, რომლებიც მათ იყნებდნენ არა მარტო სოროში, არამედ ჩლიქოსნებზე, კურდღელზე და ფრინველზე სანადიროდაც. მეორე მხრივ ფოქსტერიერმა თავისი ეფექტური შეხედულებითა და ორიგინალური ფორმებით გამოფენები მოყვარულთა გულებიც მოიგო, განსაკუთრები პოპულარული გახდა მისი უხეშბეწვიანი ვარიანტი, აქედან გამომიდინარე თავი იჩინა ჯიშის გავითარების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ტენდენციამ - საგამოფენო ფოქსებია მოშენებისას ყურადღება ექცეოდა მხოლოდ დახვეწილ, უტრირებულ ექსტერიერს, საველე თვისებებს კი დიდად არ დაგიდევდნენ. ხოლო სანადირო ხაზების გამოყვანისას პირიქით. ბუნებრივია ამ ფოქსტერიერების მოყვარულების გაერთიანებებში ზემოხსენებულ ბანაკებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

მიუნჰენელი მონადირეები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. ისინი აშენებდნენ თავზე და ფეხებზე უფრო მოკლე ბეწვის მქონე უხეშბეწვიან ფოქსებს. ასეთი შემოსილობა უფრო პრაქტიკული იყო და არ საჭიროებდა ტრიმინგს. გარდა ამისა უპირატესობა ენიჭებოდათ მწარმოებლებს, რომელთა შეფერილობაშიც შავი ფერი სჭარბობდა, რადგან მიღებული აზრის თანახმად მუქი ფერი ნაკლებად გამაღჲზიანებელია ნადირ-ფრინველისათვის, ვიდრე კონტრასტული ჭრელი. ამის შედეგად პირველ მსოფლიო ომამდე, მიუნჰენში ჩამოყალიბდა მაღალი საველე თვისებების მქონე უჴეშბეწვიანი ფოქსტერიერების პოპულაცია, რომელიც დამახასიათებელი ექსტერერული თვისებურებებით გამოირჩეოდა - ძირითადად შავი ფერით და უფრო პრაქტიკული ბეწვის საფარით.

ამ საქმის მოთავეები და ენთუზიასტები იყვნენ: ვალტერ ცანგერბერგი, კარლ ერის გრუნელვარდი, ფ. რისი. თავიდან მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საფუძველს ახალი ჯიშის გამოსაყვანად ამზადებდნენ. 1923 წელს ბერლინში, ჰანს გეკის ძაღლსაშენში წმინდა ჯიშის ფოქსტერიერებისაგან შავი შეფერილობის ჟღალ ფორაჯებიანი ლეკვები დაიბადნენ. არასტანდარტული ფერის გამო მათი ჯიშიანად აღიარების არავითარი შანში არ ჰქონდათ..

ეს ამბავი შემთხვევით შეიტყო ცანგენბერგმა და დაუყოვნებლივ შეიძინა მთელი ბუდობა: ორი ხვადი და ორი ძუ, სულ ოთხი ლეკვი. მან ჩათვალა რომ ეს სწორედ ის იყო რაც მას სჭირდებოდა. იგი ერთმანეთზე აჯვარებდა ამ და-ძმებს და რამდენიმე წელში ასეთივე შეფერილობის ფოქსტერიერების ძლიერ იმბრიდირებული ჯიში მიიღო. მომვალ ეტაპზე ამ ძაღლებს პირველ მსოფლიო ომამდე გამოყვანილი, მაღალი სანადირო თვისების მუქი ფოქსების სისხლი შეურიეს. შემდგომში მოშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მწარმოებლების საველე ღირსებებს და შეფერილობას ენიჭებოდა, ხოლო ჭრელი და თეთრ ლაქებიანი ძაღლები მმკაცრად იცხრილებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა დაპირისპირება სტანდარტული ფოქსტერიერების მომხრეებთან, ამნ კი საბოლოოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ენთუზიასტთა ჯგუფში გაჩენილიყო იდეა, ზემოთხსენებული ტერიერები ახალი ჯიშის სტატუსით მოეშენებინათ. ამავე პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა კონცეფცია გერმანული სანადირო ტერიერის შესახებ: ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდდამხოლოდ სანადირო, მრავალმხრივი გამოყენების ჯიში, ამასთან მუქი შეფერილობით, არაორიგინალური, სადა ექსტერიერით, რათა თავიდან აეცილებინათ საგამოფენო მოდა და აქედან გამომდინარე ნეგატიური შედეგები. ამ იდეას თანდათან ბევრი მომხრე გამოუჩნდა და უკვე 1926 წელს ცანგერბერგის ინიციატივით გერმანული იაგდტერიერ კლუბი შეიქმნა, ხოლო მომდევნო წელს პირველი გამოფენა-დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობა 22 ექსპონატმა მიიღო.

რადგან სანაშენე მასალის ძირითადი ბირთვი ძალიან ახლო იმბრიდინგის გამოყენებით შეიქმნა და საკმაოდ მწირი გენოფონდი განახლებას საჭიროებდა, ამიტომ 30-იანი წლების დასაწყისში არსებულ ძაღლებს მცირედით ძველინგლისური ჟღალპორაჯებიანი შავი (ბლექ ენდ თენ) ტერიერისა და ველშტერიერის სისხლი შეურიეს. ახალი ჯიში, როგორც ასეთი, 40-იანი წლებისათვის შეიქმნა. მას ახასიათებდა ყველა ის თვისება, რაც ჩაფიქრებული იყო მისი გამოყვანის დასაწყისში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ცოტა იაგდტერიერი გადარჩა. ამან ენთუზიასტების ახალი ძალისხმევა მოითხოვა. მათი მომრავლება კვლავ ახლონათესაური დართვების ხარჯზე მოხდა. გერმანული შრომისმოყვარეობისა და მაღალი სელექციური კულტურის გამოისობით ჯიში არა მარტო აღსდგა, არამედ აღორძინდა კიდეც. მისმა პოპულარობამ გერმანიის საზღვრებს გარეთ გააღწია და გავრცელდა მთელს ევროპაში და არა მარტო ევროპაში. დღესდღეობით იაგდტერიერი გერმანული კინოლოგიის ამ საქვეყნოდ აღიარებული ფენომენის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.

ნადირობა

იაგდტერიერი პრაქტიკულად ყველა ობიექტზე სანადიროდ გამოდგება, ოღონდ ისეთ პირობებში სადაც მცირე ზომა ხელს არ უშლის მის გამოყენებას, მაგალითად ღრმა თოვლში, სადაც პატარა ტერიერის მოძრაობა და მანევრირება ძლიერ შეზღუდულია. რაც შეეხება სოროში მუშაობას აქ იაგდი აღიარებული ლიდერია - ნადირის მიმართ სიავით იგი ერთი თავით მაღლა დგას სოროს ძაღლების ყველა ჯიშზე. ეს თვისება მას განსაკუთრებით ყოფილ გდრ-ში განუვითარეს, სადაც ბევრი მათგანი მელასთან ან მაჩვთან კონტაქტში შევლისას მომენტალურად გადადიოდა ყელში ან სხვა განსაზღვრულ ადგლიზე მყარ ჩავლებაზე. საერთოდ მელიის დახრჩობა ან დაჯაბნა კარგი იაგდტერიერისთვის სირთულეს არ წარმაადგენს. იაგდი უკომპრომისო და თავგანწირულ ბრძოლას უმართავს თავისზე მძიმე და ძლიერ მოწინააღმდეგეს მაჩვს. ბევრის თანდაყოლილი თვისებაა დამხრჩვალი ან ჯერ კიდევ ცოცხალი ნადავლის სოროდან გამოთრევა. იაგდტერიერს წარმატებით იყნებენ სხვადასხვა ნადირის მოსაპოვებლად-კურდრალით დაწყებული მსხვილი ჩლიქოსნით დამთავრებული, როგორც კოლექტიური ისე ინდივიდუალური ნადირობისას. გამოირჩევა კვალზე მუშაობისადმი მიდრეკილობით, ჯერ აზარტულად ეძებს მას რომელსაც შემდეგ ყეფით მისდევს. სხვათაშორის ეს თჳისება სხვა ტერიერებს არ ახასიათებთ.

შესანიშნავი ყნოსვის პატრონი სისხლიან კვალზე მუშაობით ადვილად აგნებს რამდენიმე ასეული მეტრით გადაადგილებულ დაჭრილ ჩლიქოსანს. განსაკუთრებით ეფექტურია გარეულ ღოზე ნადირობისას, სადაც მთლიანად ავლენს მებრძოლ ხასიათს, სიმამაცეს, მოხერხებულობას და ელვისებურ რეაქციას. ამ შემთხვევაში რამდენიმე იაგდს ერთად იყენებენ.

ამ ჯიშის ერთ-ერთი სპეციალიზაცია იხვზე მუშაობაცაა. საერთოდ იაგდტერიერს წყლის სიყვარული გენეტიკურადაც აქვს. ცურვით დაუღალავად იკვლევს ლელიანს, ნაპოვნ იხვს იოლად ეწევა და აიძულებს მას აფრინდეს სასროლ მანძილზე. ადვილად სწავლობს წყლიდან აპორტირებას.

იყენებენ აგრეთვე სხვადასხვა ფრინველის მოსაძებნად და შემდეგში ჩამოგდებულის მოსატანად. იაგდი შეუდარებელია ხშირ, ჯაგნარში სამუშაოდ, სადაც ადვილად არწევს მცირე ზომის გამო და შესანიშნავი უპირატესობა აქვს დიდი ზომის ძაღლებთან.

საველე გამოცდები

გემანიაში იაგდის სანადირო თვისებების საველე გამოცდებზე აფასებენ, რაც მათი ფართო სპექტრით გამოყენების სპეციფიკას ითვალისწინებს. ახალგაზრდა იაგდტერიერს ისეთი თანდაყოლილი თვისებების ქონა მო ეთხოვება, როგორიცაა ნადირობის მიმართ სიავე, კვალზე ყეფით მიყოლის უნარი და ქყლის სიყვარული, აგრეთვე ძლიერი, გაწონასწორებული ფსიქიკა, რაც შემდგომ მისი მრავალმხრივ ეფექტურად გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.საველე გამოცდებზე წარმატების შემთხვევაში, მფლობელს ძაღლის სანადიროდ გამოყენების უფლება ეძლევა, მათ შორის საუკეთესოებს კი სანაშენედ იყენებენ.

გამოცდები ორ ეტაპად ტარდება. პირველი ითვალისწინებს ახალგაზრდა ძაღლების თანდაყოლილ ანუ მემკვიდრეობით მიღებული თვისებების ტესტირებას. ამ დრო მოწმდება: სოროში მ უშაობის ელემენტები, კურდღლის კვალზე მუშაობა, წყალთან დამოკიდებულება, თოფს ხმაზე რეაგირება, მორჩილებისადმი თანდაყოლილი მიდრეკილება. ერთი წლის შემდეგ ტარდება მეორე ეტაპი, რაც ითვალისწინებს შემოწმების სრულ კომპლექსს შეფასების უფრო მკაცრი კრიტერიუმებით.

ერთხელ უკვე შემოწმებულ დისციპლინებს აქ ემატება: ნადავლის სოროდან გამოთრევა, სისხლიან კვალზე მიყოლა, იხვზე მუშაობა, ღრმა წყლიდან აპორტირება, მოკლული ფრინველის ან ბოცვერის კვალით მოძებნა და აპორტირება.

ძალიან დიდი ყურადღება ექცევა გაწრთვნილობას და წამყვანთან კონტაქტს. ამ მხრივ იაგდს საკმაოდ სერიოზული პროგრამის ჩაბარება უწევს. არადამაკმაყოფილებელი მორჩილების ან გაწრთვნილობის შემთხვევაში სანადიროდ და საჯიშედ მისი გამოყენება იკრძალება.

ხასიათი

ათწლეულების მანძილზე სიავეზე ორიენტირებულმა მიზანმიმართულმა სელექციამ დაღი დაასვა იაგდტერიერის ხასიათს. ვის არ ადარებენ მას, ხან კამიკაძეს, ხანაც თავზე ხელაღებულ ვიკინგს. იაგდი გულადი, უშიშარი, თავის თავში დარწმუნებული ძაღლია, შინაგანი ღირსების მქონე, ამაყი და დამოუკიდებელი. ხასიათი მტკიცე აქვს და მკაცრი, ტემპერამენტი ფიცხი და ფეთქებადი, რეაქცია - ელვისებური. მისთვის უცხოა პატრონთან ლაქუცი, მიუხედავად იმისა რომ საოცრად ერთგულია. იაგდს პირდაპირი, თამამი გამოხედვა აქვს და ემოციებს არ მალავს. მუდამ კონცენტრირებული, ჯიშჲსთვის სპეციფიკური სუსხიანი მზერა მის ძლიერ გულში გახედებს და უნებლიე პატივისცემას იწვევს. დაუოკებელმა ტემპერამენტმა და უკომპრომისო, შარიანმა ხასიათმა თანამოძმეებში მას თავგადაკრული მოჩხუბარის რეპუტაცია შესძინა. ძლიერი ყბების წყალობით იგი წარმატებით უმკლავდება თავისზე გაცილებით დიდ ძაღლებს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა ჯიშის სოროს ძაღლებთან შედარებით, იაგდები უფრო ხშირად იღებენ ტრამვებს და იღუპებიან ნადირობის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაგდტერიერის ლეკვობიდან სწორად აღზრდას. იაგდს მკაცრი მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდება. საჭიროა მისი ტემპერამენტისა და ენერგიის მართვა, სასურველ კალაპოტში მიშვება. ამისათჳის კი მისი პიროვნების გაგება და პატივისცემაა აუცილებელი. სამაგიეროდ ამის შემდეგ ადამიანი შეიძენს უერტგულეს, თავდადებულ უანგარო მეგობარს, რომელიც მას ნებაყოფლობით აღიარებს ლიდერად. იაგდის მიმართ დაშვებულია ზერელე, უღიმღამო დამოკიდებულება, ან დასჯის სასტიკი მეთოდები. ამ შემთხვევაში ის შეიძლება უკონტროლო გახდეს, უაზროდ აგრესიული და საზოგადოებისთვის საშიში. თუმცა ასეთი შმეთხვევბი არამარტო არასწორი აღზრდის, ზოგჯერ სელექციონერების ბრალიცაა, რომლებიც არ ბლოკავენ გაუწონასწორებელი, დარღვეული ფსიქიკის მქონე ეგზემპალრების საჯიშედ გამოყენებას. ამიტომ გერმანიში იაგდებს მკაცრად ამოწმებენ ამ პარამეტრის მიხედვით.

ჟურნალი "ნადირობა"


წყარო: http://ali.ge
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: dudu-duda (14.07.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 2179 | კომენტარი: 3 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 doreuli2000   (10.10.2014 23:37:25) [მასალა]
10 10 166

0   Spam
2 dudu-duda   (15.07.2011 11:45:01) [მასალა]
მე მყავს უკვე ორი დღის წინ დაიბადა ჩემი იაგდი... მამამის დაემგვანა ორი ლეკვი გააჩინა მაგამ ორივე მხეცები

0   Spam
1 niora   (14.07.2011 22:31:44) [მასალა]
მაგარი ძადლებია გაქოქე და მიუშვი 166 166 ,მაგრამ მე მაინც ფოქსტერიერი მირჩევნია,არანაკლებ ავი(თუ მეტი არა)უფროძლიერი და დიდი ეშვებით არის შეიარაგებული,თან მეტად ჭკვიანია 39 39 39 39 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика