ეს ფილმი, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული ცრემლების გარეშე არავის ტოვებს. ყველაზე სევდიანი ისტორია ყველაზე ერთგულ ძაღლზე. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო იმდენჯერ ვტირი. თუმცა ტირილი რბილად ნათქვამია . მას შემდეგ რაც პროფესორი კვდება, ფილმის ბოლო წუთამდე უბრალოდ ვბღავი. ასე ხდება ყოველთვის როცა ჰაჩიკოს ისტორიას ვუყურებ და დამიჯერეთ, ამერიკული ვერსია შედარებით მსუბუქია იაპონურთან შედარებით. ჰაჩიკოს მშობლიური ქვეყნის მიერ გადაღებული ფილმის ყურებას თუ დააპირებთ, ბლომად მოიმარაგეთ ცხვირსახოცები, თქვენ ერთერთი ყველაზე მძიმე ფილმი გელით. ....... რაც შეეხება ნამდვილ ჰაჩიკოს.
ჰაჩი 1923 წლის 10 ნოემბერს დაიბადა იაპონიაში.ერთერთმა ფერმერმა ლეკვი მის ძველ მასწავლებელს, პროფესორ იდესაბურო უენოს აჩუქა. პროფესორს ჰაჩიმდე 7 ძაღლი ჰყავდა ამიტომაც დაარქვა ძაღლს ეს სახელი - ''ჰაჩი'' იაპონურად რვას ნიშნავს. უკვე წამოზრდილი ჰაჩი ყოველდღე აცილებდა სამსახურში მიმავალ პროფესორს სადგურამდე, შუადღის 3 საათზე კი იქვე ხვდებოდა. 2 წლის შემდეგ, როცა ჰაჩი 18 თვის იყო პროფესორს ინფაქტი დაემართა და გარდაიცვალა. იმ დღიდან 10 წლის განმავლობაში ჰაჩი ყოველდღე ელოდებოდა სადგურზე პატრონს, იგი ყოველდღე გამორბოდა პროფესორის ნათესავების სახლიდან რომელთაც ყავდათ მიბარებული და ჯიუტად ელოდა მას, ვინც აღარასდროს დაბრუნდებოდა. სადგურზე მომლოდინე ძაღლის ისტორიით თავდაპირველად ერთერთი სტუდენტი დაინტერესდა, რომელმაც გაარკვია ჰაჩის ისტორია და რამდენიმე სტატიაც დაწერა მასზე. ისტორია ძაღლზე, რომელიც 7 წლის გარდაცვლილ პატრონს ელოდებოდა მალე მთელ იაპონიას მოედო. მომავალი 3 წლის განმავლობაში ჰაჩის სანახავად უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მოდიოდა ყოველდღე, მასზე წერდნენ და ლაპარაკობდნენ ყველგან. 1935 წლის 8 მარტს კი ყველაზე ერთგული ძაღლი გარდაცვლილი იპოვეს.
ჰაჩის სიკვდილმა მთელი იაპონია აატირა, ის დღე გლოვის დღედ იქნა გამოცხადებული, მისი ძვლები მისი პროფესორის გვერდზე დაასაფლავეს, ხოლო ტყავისგან ფიტული დამზადდა, რომელიც იაპონიის ნაციონალურ მუზეუმში ინახება.
ჰაჩის ისტორიაზე არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები დაიწერა, მასზე გადაღებულმა ფილმმა კი ყველაზე ერთგულ ძაღლს მსოფლიო აღიარება და სიყვარული მოუტანა.
იმ სადგურზე, სადაც ჰაჩი 10 წელიწადი ერთგულად ელოდებოდა თავის პატრონს დღეს მისი ძეგლი დგას, რომელიც 1984 წელს გაიხსნა. ჰაჩის სახელი უანგარო სივარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქნა აღიარებული, ამიტომაც მის ძეგლი შეყვარებულების შეხვედრის ადგილად გადაიქცა. |