დაახლოებით 120 წლის წინ შვეიცარიული არმიისთვის პირველი დანები გაჩნდა - ცნობილი Victorinox.
აქამდე
თუ იცოდით ვინ უზრუნველყო შვეიცარიის არმია ჯიბის დანებით? ქირურგებისთვის
საჭირო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის მფლობელმა კარლ ელზენერმა.
ელზენერი განცვიფრდა, როცა 1981 წელს გაიგო, რომ შვეიცარიის არმიისთვის
დანები გერმანიაში მზადდებოდა და წარმოება საკუთარი სახსრებით დაიწყო.
შედეგად
კი განჩნდა შვეიცარიული დანების ასოციაცია, რომლის პირველი გამოშვება
ჯარისკაცისთის განკუთვნილი დანა გახა, რომელიც დანისა და სახრახნისის
(სახრახნისი არმიული თოფის Schmidt-Rubin-ის სწრაფი დაშლისთვის იყო საჭირო)
სიმბიოზია.
შემდეგ სახრახნისს უკვე კონსერვის გასახსნელი დაემატა და კიდევ სხვა დანამატები გაჩნდა.
ელზენერმა დრო არ დაკარგა და საკუთრი გამოგონება 1987 წლის 12 ივნისს დააპატენტა.
ჩვენ კი გთავაზობთ 10 სახეობის დანას, რომლის გარეშე ცივი იარაღის ისტორია უბრალოდ წარმოუდგენელია.
სანადირო დანა
სანადირო დანის პირი მყარად მიმაგრებულია ტარზე და ორივე მხრიდან კარგად
გალესილია. მსაგვსი დანები ნადირობის დროს გამოიყენება, თუმცა ასევე სხვა
მიზნებისთვისაც გამოდგება, რადგან ის პრაქტიკულად უნივერსალურია.
ხიშტ-დანა
ასეთი
ტიპის დანები საიერიშო თოფის დამრტყმელ იარაღად გამოიყენება და თოფის
ლულაზე მაგრდება. ყველაზე ხშირად ხიშტ-დანებს ხელჩართული ჩხუბის დროს
გამოიყენებენ.
ბალისონგი
ე.წ. "ბაბოჩკა" დასაკეცი დანაა, რომელიც სიგრძეში ორ ნაწილად იყოფა. ამ ორი ნაწილის უკან გადასვლით დანის პირი ჩანს.
ბალისონგის დანის პირი გამოსვლა პეპელის ფრთების გაშლის პროცეს ჰგავს, რის გამოც მას სახელწოდება "ბაბოჩკა" (ქარ. პეპელა) შეურჩიეს.
სასროლი დანა
სასროლი
დანის სიმძიმის ცენტრი ზუსტადნ დანის ცენტრშია განთავსებული. ხშირ
შემთხვევაში სასროლი დანის ტარი პირზე უფრო ნაკლებს იწონის, რაც მას სროლის
დროს უფრო ზუსტ ხდის.
სტილეტი
სტილეტი
არის სამ ან ოთხწახნაგოვანი პირის მქონე ხანჯალი. ეს დანა იტალიაში მე-16
საუკუნეში განჩდა. სტილეტი შეიძლება ითქვას უფრო ჩხვლეტისთვის არის
განკუთვნილი.
ჯონი რემბოს დანა
40
სანტიმეტრის სიგრძის უჟანგავი მეტალი, რომელსაც პირის უკანა მხარეს ხერხი
აქვს. დანის ტარში ყველაფერია იმისთვის, რომ რთულ პირობებში გადარჩეთ,
ტარის ბოლოში კი კომპასია მიმაგრებული. თუ ოდესმე უღრან ტყეში აღმოჩნდით,
ეს დანა თქვენ სიცოცხლეს გადაარჩენს.
ინდიანა ჯონსის დანა
ამ
დანის სიგრძე ნამდვილად შთამბეჭდავია - 61 სანტიმეტრი, აქედან დანის პირი
45 სანტიმეტრია. აღსანიშნავი ისაა, რომ ეს დანა არ იბლაგვება.
პირის უკანა ნაწილი და ტარი სპილენძითაა მორთული. ხელის მოსაკიდი ადგილი კი არწივის თავის ფორმაშია გაკეთებული.
ნიანგ დანდის დანა
ამ
დანას ფილმში "ნიანგი დანდი" ხმარობდნენ, სადაც პოლ ჰოგანი თამაშობს. ეს
უნიკალური დანა სპეციალურიად ამ ფილმისთვის შეიქმნა, თუმცა გარეგნულად ის
გერმანული წარმოების Kershaw-ის სანადირო დანას ჰგავს. დანის სიგრძე 43
სანტიმეტრია, აქედან 30 სანტიმეტრი უჟანგავია პირია.
სპეცნაზის დანა
აშშ-ის
სპეცნაზის "ზღვის კატების" ნომერი პირველი დანა 12-სანტიმეტრიანი უჟანგავი
პირისგან შედგება. ძალიან მსუბუქია და გამოყენებაში კომფორტული. ამ დანას
ლამის ყველა ჰოლივუდ ფილმში ნახავთ, სადაც "ზღვის კატების" როლს
ასრუელებენ. დანის მოდელია Sog Peal Pup M37.
დანა გადარჩენისთვის
ამ
შესანიშნავ დანას (BUCK 119 SPECIAL) ხშირად Discovery Channel-ზე
ნახავთ, რომელიც გადაცემის გმირებს გადარჩენაში ეხმარება. დანის პირი
უჟანგავი მეტალისგან შედგება და სულ რაღაც 200 გრამს იწონის.