ენოტისებრი ძაღლი ეკუთვნის ძაღლების ოჯახს. საშუალო სიდიდის მხეცია.სხეულის სიგრძე 65-80 სმ,კუდისა 15-25სმ, თავი შედარებით პატარაა, დინგი წამახვილებულია, ყურები პატარა, სხეულის წონა 4-10კგ, ბეწვი გრძელი და ხშირი, საკმაოდ უხეში. ბეწვის შეფერილობა ჭუჭყისფერი რუხი, ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლია. მკერდი და ფეხები შავი, მუცელი მოყვითალო რუხი, თვალებსა და ყბებს შუა შავი ხალები. გავრცელებულია შორეული აღმოსავლეთში, მანჯურია, ჩინეთი, კორეა, იაპონია. აკლიმატიზებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის მრავალ ადგილას. საქართველოში აკლიმატიზაციის მიზნით გაშვებული იყო თელავისა და თიანეთის რაიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ენოტისებურ ძაღლი საკვლევ რეგიონში გავრცელებულია ფრაგმენტულად, გვხვდება მდინარე იორის და აზერბაიჯანში ასევე მდინარე მტკვარის მიდამოებში, არ გვხდება მდინარე ალაზნის ნაპირებზე. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 0.04 კმ2-ზე. ძირითად ჰაბიტატს წარმოადგენს ჭალები და ბუჩქნარები. ბინადრობს ხშირ ქვეტყიან, შერეულ ტყეებში. მეტწილად მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, გვხვდება ბაღებსა და ვენახებში. ბუნაგს იკეტებს სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, მაგრამ ხშირად ბინავდება მელას, მაჩვის მიერ მიტოვებულ სოროებში. იკვებება წვრილი ძუძუმწოვრებით, ფრინველებით, თევზებით, ლოკოკინებით,ამფიბიები, მწერები, ჭამს ხილსა და ბოსტნეულს. აქტიურია ღამით. საქრთველოს პირობებში ზამთრის ძილქუშს იშვიათად ეძლევა. მძუნაობა ხდება ზამთრის ბოლოს, მაკეობა გრძელდება 60-65 დღეს. თითო ჯერზე იბადება 5-7 იშვიათად 15-მდე თვალებ აუხილელი ლეკვი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 9-10 დღის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ ისინი იკვებებიან შერეული საკვებით. გამრავლებლის უნარს იძენენ 10-11 თვის ასაკში. ლეკვების აღზრდაში მამრი აქტიურ მონაწილეობას იღებს. საკმაოდ ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველია, მაგრამ დიდ ზარალს აყენებს სანადირო- სარეწაო და შინაურ ფრინველებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!