ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » ფლორა    

კაუჩუკი


ბუნებრივ კაუჩუკს 
შეიცავს ზოგიერთი ტროპიკული მცენარე, უმთავრესად ბრაზილიური ჰევეას რძისებრი სითხე - ლატექსი. ლატექსი კოლოიდური ხსნარია, რომლის კოაგულაციით მიიღება ბუნებრივი კაუჩუკი. კაუჩუკი ნიშნავს "ხის ცრემლებს". ნატურალური კაუჩუკის სამშობლოა ბრაზილია . 

კაუჩუკის უმნიშვნელოვანესი თვისებაა ელასტიურობა. მას ახასიათებს დრეკადი დეფორმაცია, აგრეთვე წყლისა და აირების შეუღწევადობა. ნატურალური კაუჩუკის მედეგობა ტემპერატურის მიმართ დაბალია - სიცხეში იგი წებვადია, სიცივეში კი - მყიფე. ევროპაში კაუჩუკის ნაწარმი (კალოშები, წყალგაუმტარი ტანსაცმელი) გავრცელდა XIX საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ეს ნაწარმი დამზადდა ნატურალური კაუჩუკისგან. იგი იყო მოუხერხებელი ზემოთ აღნიშნული თვისებების გამო.

კაუჩუკის გამოყენების ისტორია დაიწყო 1839 წელს, როდესაც აღმოაჩინეს ვულკანიზაციის პროცესი - კაუჩუკისგან რეზინის მიღება (გოგირდის დამატებით), რომლის შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა კაუჩუკის ფიზიკური თვისება. ამის შემდეგ დაიწყო მისი სწრაფი სამრეწველო გამოყენება. რეზინის დიდი რაოდენობა გამოყენებული იქნა საავტომობილო მრეწველობაში საბურავების დასამზადებლად.

ბუნებრივი კაუჩუკის წარმოების მონოპოლისტი დიდხანს რჩებოდა ბრაზილია. 1876 წელს ინგლისელებმა ბრაზილიიდან მოიპარეს ჰევეას თესლი, მიუხედავად სიკვდილით დასჯის შიშისა (მისი გატანა ქვეყნიდან აკრძალული იყო).

პირველი ნატურალური კაუჩუკის პლანტაციები გააშენეს 1898 წელს.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მოთხოვნა კაუჩუკზე. ბუნებრივი რესურსები კი არ იყო საკმარისი ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მეცნიერთა წინაშეე დადგა მაღალელასტიური სინთეზური მასალის შექმნის აუცილებლობის საკითხი. 

ქიმიური ანალიზის მეთოდებით დადგენილია, რომ ნატურალური კაუჩუკი შედგება ნახშირბადისა (C ) და წყალბადისაგან (H ). მისი ფორმულაა (C5 H8 )n . ე.ი. კაუჩუკი ბუნებრივი მაღალმოლეკულური ნივთიერებაა. მისი ფარდობითი მოლეკულური მასა 100 -ს აღწევს.

კაუჩუკი - 200px-Koeh-071.jpg


ბრაზილიური ჰევეა (Hevea brasiliensis ), მას კაუჩუკის ხესაც უწოდებენ.

კაუჩუკი - 250px-Latex-production.jpg


კაუჩუკის ხიდან ლატექსის მოგროვება.

კაუჩუკი - 180px-Ceylon_rubber.jpg


შრი-ლანკაზე (ცეილონი) ნატურალური კაუჩუკის მოსავლის აღება.


ნატურალური კაუჩუკის მოლეკულის აღნაგობა.

კაუჩუკის მოლეკულა შედგება იზოპრენის მოლეკულებისაგან -კაუჩუკი არის იზოპრენის პოლიმერიზაცის პროდუქტი, რაც ტოლობის სახით გამოისახება.


n CH= C CH = CH2      ___       (CHC = CH CH2 _ )n

            | 

           CH3                                               CH3

         იზოპრენი                                იზოპრენის კაუჩუკი


პირველადი კაუჩუკის მასის მიღება შეძლო იზოპრენიდან  ი.ი.ოსტრომისლენსკიმ და ს.ვ. ლებედევმა 1906წელს, მაგრამ მიღებული პოლიმერის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი. დიდი რაოდენობის კარგი პოლიმერის მისაღებად საჭირო იყო იაფი იზოპრენი, რომლის მიღებაც იმ დროს არ იცოდნენ.

ს.გ. ლებედევმა თავისი გამოკვლევა ჩაატარა დიენური ნახშირწყალბადის  პოლიმერიზაციით. მსოფლიოში   კაუჩუკის პირველი სამრეწველო სინთეზი ს.ლებედევმა განახორციელა  ეთილის სპირტისაგან   (C2 H5 OH) ,კატალიზატორების  (Al2 O3 ZnO )   მეშვეობით მიიღეს ბუტადიენი 1,3. 

     2C2 H5 OH    ___   CH= CH CH = CH2 + 2H2 O + H2

 ეთილის სპირტი                 ბუტადიენი 1,3


ბუტადიენი 1,3 -ის პოლიმერიზაციით (კატალიზატორი მეტალური ნატრიუმი Na) მიიღება სინთეზური კაუჩუკი. 

              nCH2 = CH CH = CH2    _ _ _    (CH2 CH = CH _ CH2 )n

ამჟამად მიღებულია მრავალი სახის სინთეზური კაუჩუკი, რომელიც წარმატებით გამოიყენება საყოფაცხოვრებო სფეროში. მიღებულია მრავალი სახის სინთეზური კაუჩუკი. 

სინთეზური კაუჩუკი ცალკეული მაჩვენებლებით ბუნებრივ კაუჩუკზე უკეთესი თვისებებით ხასიათდება, მაგრამ დაბალია მისი ელასტიურობა.  მაგალითადქლოროპრენის კაუჩუკს ქლორის შემცველობის გამო ამაღლებული აქვს ცეცხლგამძლეობა. იგი მდგრადია ქიმიური რეაგენტების, გამხსნელების, სითბოსა და სინათლის მიმართ. ბუტადიენსტიროლის კაუჩუკი ცვეთამედეგია, რის გამოც წარმატებით გამოიყენება ავტომობილების საბურავების დასამზადებლად.

ბუტადიენი 1,3 -ის პოლიმერიზაციით (კატალიზატორი მეტალური ნატრიუმი Na) მიიღება სინთეზური კაუჩუკი. 

              nCH2 = CH CH = CH2    ___    (CH2 CH = CH _ CH2 )n

ამჟამად მიღებულია მრავალი სახის სინთეზური კაუჩუკი, რომელიც წარმატებით გამოიყენება საყოფაცხოვრებო სფეროში. მიღებულია მრავალი სახის სინთეზური კაუჩუკი.

კაუჩუკი - 120px-Isoprene-3d.png


იზოპრენის მოლეკულა


სინთეზური კაუჩუკი ცალკეული მაჩვენებლებით ბუნებრივ კაუჩუკზე უკეთესი თვისებებით ხასიათდება, მაგრამ დაბალია მისი ელასტიურობა.  მაგალითად ქლოროპრენის კაუჩუკს ქლორის შემცველობის გამო ამაღლებული აქვს ცეცხლგამძლეობა. იგი მდგრადია ქიმიური რეაგენტების, გამხსნელების, სითბოსა და სინათლის მიმართ. ბუტადიენსტიროლის კაუჩუკი ცვეთამედეგია, რის გამოც წარმატებით გამოიყენება ავტომობილების საბურავების დასამზადებლად.

დროთა განმავლობაში შეიცვალა კაუჩუკის სინთეზურად მიღების წყაროები. მაგალითად: ბუტადიენის მისაღებად  საჭირო იყო ეთილის სპირტი, ხოლო სპირტის მისაღებად საჭირო იყო მარცვლეული და კარტოფილი. ამჟამად კაუჩუკის სინთეზისათვის იყენებენ ნახშირწყალბადებს, რომელიც არის ნავთობის თანხლები აირებში და ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ ნავთობპროდუქტებში.

კაუჩუკი - images.jpeg


სინთეზური კაუჩუკი ავტომობილების საბურავების მასალაა.


კაუჩუკის ვულკანიზაცია

ბუნებრივ და სინთეზურ კაუჩუკს ძირითადად რეზინის სახით იყენებენ, რადგან მათ გაცილებით მეტი სიმტკიცე, ელასტიურობა და ბევრი უკეთესი მექანიკური თვისება აქვს.

რეზინის მისაღებად ახდენენ კაუჩუკის ვულკანიზაციას.   კაუჩუკს, გოგირდს, შემავსებლებს (მნიშვნელოვანი შემავსებელია მური) და სხვა ნივთიერებების ნარევს ახურებენ. შედეგად წარმოიქმნება გიგანტური მოლეკულები, რომელთაც უკვე 3 განზომილება აქვს: სიგრძე, სიგანე, სისქე. ასეთ კაუჩუკს (რეზინს) სივრცითი სტრუქტურა აქვს და მნიშვნელოვნად უფრო მტკიცეა, ვიდრე არავულკანიზირებული კაუჩუკი: არ იხსნება გამხსნელებში, ის მხოლოდ ჯირჯვდება.

თუ კაუჩუკს დავუმატებთ მეტი რაოდენობით გოგირდს, ის კარგავს ელასტიურობას, მიიღება ებონიტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც იზოლატორი.

კაუჩუკი - Vulcanisation.gif


კაუჩუკის ვულკანიზაცია


გამოყენებული ლიტერატურა: 

1.  გ. ჭირაქაძე - ორგანული ქიმია;

2. В. М. Потапов - Органическая химия.



წყარო: http://lemill
კატეგორია: ფლორა | დაამატა: dudu-duda (23.03.2012) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 6606 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика