ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოს ფლორა    

თეთრყვავილა კავკასიური


     ნარგიზისებრთა ოჯახში შედის. თეთრყვავილა ჩვენი ტყეების ადრე მოყვავილე მცენარეა, იგი 7-15 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახია. საქართველოს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი (ტყის ნიორა, მთის ნიორა, ყვავილნიორა და მწვადინელა). თეთრყვავილა ძალიან ადრე, ზოგჯერ თებერვალშიაც კი ჰყვავის ხოლმე. უფრო ხშირად ფოთლოვან ტყეებში იზრდება და ერთადერთ თავჩაქინდრულ თეთრ ყვავილს ივითარებს. თეთრყვავილა გაზაფხულზევე ასწრებს დაყვავილებას და თესლის მომწიფებას, ზაფხულისათვის მისი მიწისზედა ნაწილები იკარგება და მიწაში მხოლოდ ბოლქვიღა რჩება. საერთოდ იგი ეფემეროიდული მცენარეა ორი მოგრძო ფოთლით. ყვავილობს საკმაოდ ხანგრძლივად. ყვავილსაფარი 6 ფოთოლაკიანია, რომელთაგან შიგნითა სამი უფრო მოკლეა, ვიდრე გარეთა სამი. თაფლოვანი მცენარეა, ადრე გაზაფხულზე ნექტარით უმასპინძლდება ფუტკრებს. თეთრყვავილა რამდენადმე ტოქსიკურია, მაგრამ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მისგან მიღებული ბრომწყალბამდჟავა გალანტამინი გამოიყენება პოლიომიელიტის გადატანის შემდეგ ნარჩენი მოვლენების სამკურნალოდ. მიასთენიისა და მიოპატიის, პოლინევრიტის და რადიკულიტის დროს. გალანტამინი აუმჯობესებს ავადმყოფის საერთო მდგომარეობას და მის მოძრაობით ფუნქციას. მას პროზერინზე უფრო ადვილად იტანენ ავადმყოფები. ზედმეტი დოზის მიღების, ან ამ პრეპარატისადმი ზედმეტი მგრძნობიარობის აღმოჩენისას აღინიშნება მოწამვლის შემთხვევები, რომლის დროსაც დამახასიათებელია ნერწყვდენა, ბრადიკარდია და თავბრუხვევა. ასეთ შემთხვევაში გალანტამინის დოზას ამცირებენ. მისი მიღება არ შეიძლება ეპილეფსიის, ჰიპერკინეზის, ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ბრადიკარდიის, ნაწლავების ჭვალისა და სხვა დაავადებათა დროს. 


წყარო: http://lexicon.psp.ge/?lang=geo&word=4260&name=%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%
კატეგორია: საქართველოს ფლორა | დაამატა: lengo88 (03.05.2012)
ნანახია: 1949 | ტეგები: კავკასიური, თეთრყვავილა | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика