ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

„რაად კარგია კაი ყმა"
                                                 „რაად კარგია კაი ყმა"


 „რაად კარგია კაი ყმა,
რაის კარგისა მქნელია?
წავალის მოჰკლავს ნადირსა,
ჭალაში მწვადის მწველია,
დააძღებს ამხანაგებსა,
თავად მშიერა მგელია."

მონადირეს დღეს სახელი აქვს ”გატეხილი”.  ოღონდ მხოლოდ იმ ადამიანთა თვალში რომელთაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, თვითონ ნადირობაზეც და ზოგადად, საკუთარი ბუნების მდგომარეობაზე. სახელი, კი "გატეხილი" აქვს  იმ ადამიანათა წყალობით რომელთაც ”თოფიან კაცებს” ვეძახით!! 
არადა, დღეს მხოლოდ ნამდვილი მონადირეღა, შემორჩა პატრონად ბუნებას! 
საშოვარ-საქონზე ზრუნვას გადაყოლილ ადამიანს, არ აინტერესებს ”ქალაქს გარეთ” რა ხდება. როცა ქვეყანაში ასეთი პრობლემებია, რა დროს ნადირ-ფრინველიაო, გვეუბნებიან! სამშობლო მარტო მთა და მინდორი არ არისო, სამშობლო ადამიანიაო. კი, ბატონო, მაგრამ ქართველებს, ასე რომ გვეამაყება ჩვენი ”ტურფა სამშობლო”.  ის კი ავიწყდებათ, რომ თუ მთა, მინდორი, ტყე და წყალი არ გვექნა და თუ განადგურდა ეს ყველაფერი. მაშინ მარტო ადამიანი დარჩება! სამშობლოს და მომავლის გარეშე!

საქართველოში ”დალაგებული” სიტუაცია  და ცხოვრება არც არასდროს ყოფილა! გადავხედოთ ისტორიას და თუ ვინმე მაჩვენებს, ომ გამოუვლელ თაობას. მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ.
ჰოდა, მიუხედავად ”დუხჭირი” ცხოვრებისა, ჩვენი წინაპრები ტყესაც იცავდნენ, ნადირსაც და ფრინველსაც. დაცვასთან ერთად ნადირობდნენ და თევზაობდნენ ბატონო, მაგრამ მათ არც ნადირ-ფრინველი და არც თევზი ”გაუწყვეტიათ”. ეს, მხოლოდ თანამედროვეებმა მოახერხეს!  
20 საუკუნიდან და საქართველოს ”გარუსეთების” დროიდან, დაიწყო ბუნების განადგურება. გასაბჭოეთებამდე, უკონტროლო ნადირობა თევზაობამაც დიდი დაღი დაასვა ჩვენს ფლორა-ფაუნას, მაგრამ საბჭოთა პერიოდმა ხომ სულ მთლად მოუთავა ხელი!
უგნურმა ”ექსპერიმენტებმა ინვაზიაზე” არც ერთხელ არ გაამართლა!
ჯერ მარტო ტელეუტური ციყვის მაგალითი რად ღირს? ნაწყვეტს შემოგთავაზებთ ერთერთი სტატიიდან სამწუხაროდ ავტორის გვარ-სახელი არ მახსოვს.
”ინვაზიური სახეობების მიერ ბიომრავალფეროვნების განადგურების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთიდან საქართველოში ტელეუტური ციყვის შემოყვანის ისტორია, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაუშვეს, როგორც ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველი.ის, აქ დამკვიდრებულ სპარსულ ციყვზე გაცილებით დიდია, ამიტომ მან ადგილობრივი ციყვი ადვილად განდევნა და თანაც ძალიან კარგად გამრავლდა. ტელეუტური ციყვი კოდალებისა და ტყის სხვა ფრთოსნების ბუდეებს ანადგურებდა, რის გამოც არეგულირებდნენ ნაძვის დიდი ლაფანჭამიას რიცხოვნობას, ტელეუტური ციყვის ,,ხელშეწყობით" კი საერთოდ ვეღარ შეაჩერეს ლაფანჭამია და უზარმაზარ ფართობზე ტყეები გახმა. რუსეთიდან შემოყვანილმა ციყვმა ვერც დაგეგმილი სარგებელი მოიტანა, ვინაიდან საქართველოს თბილი კლიმატური პირობების გამო ციყვის ბეწვმა ხარისხი დაკარგა.”

ამას გარდა, ასევე შემოყვანილმა, ენოტმა და ენოტისებრმა ძაღლმა, ალაზნის ჭალაში ხოხობს გაავლო მუსრი! ენოტი, რომელიც ხეზე თავისუფლად ადის, ხოხობს ხეზეც კი იჭერდა. ალაზნის, ლამიანი ნაპირები დაქსელილია ენოტის ნაკვალევით, მე პირადად არა ერთხელ მინახავს ეს სურათი. ახლა, ალაზნის ჭალაში ენოტი ბევრია, ხოხობი კი აღარ არის! 
ენოტის გარდა, ხოხბის მტერია: ტურა, მელა და კატისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი. ეს, მტაცებლებიც ასევე უზომოდ არის გამრავლებული!
სირცხვილია, რომ ხოხბის სამშობლოში ხოხობი გვენატრება!!!

ნადირობის აკრძალვით, რომ ნადირ-ფირნველთა რიცხოვნობის პრობლემა არ გადაიჭრება, ამას მთელი მსოფლიო მიხვდა. ჩვენი ”ხელისუფალნი” კი ვერაფრით მივიყვანეთ ამ დასკვნამდე!!
 ხოხობზე და კაკაბზე  დაახლოებით 60-იანი წლებიდან აიკრძალა ნადირობა. ფრინველის მკვეთრად შემცირების გამო. აიკრძალა ”ფურცელზე” თორემ ნადირობა არცერთი ”სეზონით” არ შეჩერებულა. 
”ძლიერნი ამა ქვეყნისანი” თავისუფლად ნადირობდნენ, ჩვეულებრივი მონადირეები კი ჩუმად. და რა, გაწყდა ამით ფრინველი??? არა! რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ მოიმატა ფრინველმა. კაკაბს ახასიათებს, რომ პერიოდულად უჩნდება ”ჭირი” დაავადება. ეს, განსაკუთრებით ხშირი მაშინაა, როცა ერთ ჰექტარ ფართობზე, გარკვეულ, ”დასაშვებ” ნორმაზე მეტი ფრინველია ერთად თავმოყრილი.
აკრძალვის  შემდეგ კი გაიხსნა სეზონი კაკაბზე, თუმცა მერე ისევ დახურეს და მას შემდეგ არც არავის გახსენებია კაკბის შემდგომი ბედი.
დაავიწყდათ ”გარემოს დამცველებს”, მაგრამ მონადირეებმა რეალურად იციან რა მდგომარეობაა დღეს. 
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ირემს, რომ რაღაც დაავადება გაუჩნდა, ”მაშველად” და ”სანიტრად” ტვინგაწყალებულმა კომუნისტებმა წითელი მგელი შემოუყვანეს!! ამ წითელმა მგელმა კი ავადმყოფ ირემს ჯანმრთელიც ზედ მიაყოლა და დღეს თითებზე ჩამოსათვლელი დარჩა ირემი.
გიგი ხორნაული წერდა, რომ მთაში ჯიხვს რაღაცა დაავადება გაუჩნდა, რქები სცვიოდაო. ამის მიზეზიც, დიდი შანსია, რომ იყოს სასოფლო-მეურნეობის და მეცხოველეობის ”განვითარება”, ცხვარ-ძროხას რომ აძოვებდნენ საჯიხვეებთან ახლოს. ცხვარმა ბევრი დაავადება აიტანა მაშინ მთაში.
ამ ყველაფერთან ერთად ბრაკონიერობამაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფლორა-ფაუნის განადგურებაში.
დღეს, კომუნისტები აღარ არსებობენ, მაგრამ საქართველო ისევ ”საცდელი პოლიგონია”.  ტვინგაწყალებული კომუნისტები, შეცვალეს ათასი ჯურის ვითომ გარემოს დამცავმა ორგანიზაციებმა და პიროვნებებმა.
ისევ, მგელის გამრავლებას უწვენ პროპაგანდას და მგელს ”სანიტრად” აცხადებენ. 
ვიღაცამ, აი არ ვიცი რა დავარქვა. ”ბუნებისმცოდნემ” მგლის ლეკვები ”სალაფავზე” მცენარეულ საკვებზე გაზარდა და შემდეგ ტყეში გაუშვა. ეს, ”სალაფავზე” გაზრდილი მგლები, დანარჩენ მგლებს ხორცის ჭამას გადააჩვევენო.

რამოდენიმე დღის უკან, ვნახე, ერთ-ერთი გადაცემის ”ვიდეოში”, სადაც მგლის რიცხოვნობის შემცირების აუცილებლობაზე იყო ლაპარაკი,  ”დიადი,  გარემოს დამცველი” ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობდა:
” მგლის პოპულაციის შემცირება დამღუპველი იქნება, ბუნებისთვისო. მგელმა თუ არ იარსება, მაშინ კურდღელიც გადაშენდებაო”

კარგი, რა შე კაი კაცო. არ გრცხვენია?? რეებს ბოდიალობ?.

შოტლანდიაში, არცერთი ცალი მგელი აღარ ყავთ.  გადაშენდა კურდღელი ან სხვა ცხოველი?? გადაშენდა, კი არა ირმის იმხელა პოპულაცია ყავთ, რომ მთელი მსოფლიოდან ჩადიან, მონადირე-ტურისტები და ნადირობენ!!!
მე, იმას არ ვიძახი, რომ მგელი მთლიანად ამოვიღოთ ეკოსისტემიდან მეთქი, მაგრამ უაზროდ და უზომოდ გამრავლებული მგლის, ტურა-მელიის და სხვა მავნებლების რეგულაცია თუ არ მოხდა და თანაც სასწრაფოდ, მაშინ კურდღელ-ხოხობს მარტო ზოოპარკში ნახავენ ჩვენი შვილები!!!
ყველა მონადირეს მარჯვენას დავულოცავ, მგლის და ტურას მონადირებისთვის!!
იმიტომ, რომ მავნებელია, მავნებელიი!!

ასე, იყო და ასე იქნება, რომ მხოლოდ ნამდვილი მონადირე სწუხდა და მხოლოდ მას სტკიოდა ტყეც, ღრეც და ნადირ-ფრინველიც!!
ძველი ტრადიციები, ბევრად უფრო ძლიერი და რეალურად სარგებლის მომტანი იყო. როგორიც იყო, ნადირის ხატზე გადაცემა. ტყის, ხატის ტყედ გამოცხადება. აბა ამ ”აკრძალვაში” თუ მოკლავდა ვინმე ნადირს ან კიდე ”ხატის ტყეში” თუნდაც ერთ წკნელს მოსჭრიდა?.
აი, ეს მონადირულ-ხალხური წეს-ჩვეულებები უფრო მოქმედი იყო, ვიდრე მთელი თქვენი ”კონფერენციები” ”ფორუმები” და ”სამიტები”.
თქვე კაი ხალხო, ”გლობალური დათბობის” მსოფლიო პრობლემაზე, რომ ”ზრუნავთ” და მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნების ”ეკო-პრობლემების” ”აღმოფხვრაზე” თქვენ რომ იკლავთ თავს. საქართველოს როდისღა უნდა მოხედოთ?? . ფარატინა ქაღალდზე, მაინც დაწერეთ, ”კანონი” რომ მტაცებლებზე ნადირობა დაშვებულია, ესეც მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა, უწიგნურმა ”მწვანემ” არ მიშალოს ნერვები! 
თორემ ნამდვილმა მონადირეებმა შესანიშნავად იციან, რა და როგორ სჯობია.  ბუნებას როგორ უნდა გაუფრთხილდნენ და დაიცვან!

                                             მეთევზის ბარაქა შერცხვა,
                               მონადირისა _ საგზალი!
                             ჭირიმე გუთნისდედისა,
                             ეგ უნდა გვყავდეს მაძღარი!

თქვენც ასე ფიქრობთ, მაგრამ ეს ”გზა ტაძართან არ მიდის” არაა. ანუ ამ ამბის ბოლო კეთილი არ იქნება!!!



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (25.12.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3394 | კომენტარი: 8 | ტეგები: nadiorba, tevzaoba, მონადირე, ნადირობა, monadire, giohunt1982, საქართველო, „რაად კარგია კაი ყმა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 8
+1   Spam
8 vepxo   (31.12.2013 14:32:40) [მასალა]
გაგახარა ღმერთმა , კაი კაცი ხარ 10

+1   Spam
7 shontiamo   (28.12.2013 23:15:03) [მასალა]
მაგარი კაცი ხარ გიო საღოლ თუ საჭიროდ ჩათვლით ერთერთი მეც თქვენთან ერთად ვარ დავერიოთ ვერაგ ბუნების გამანადგურებლებს და შედეგსაც მივიღებთ სასიკეთოდ

+1   Spam
6 mere   (27.12.2013 21:50:14) [მასალა]
შენ გენაცვალე ძმაო ,იცი რასაც წერ,მაგენტან არ მომიწია არასდროს საუბარი რაიციან ტყე და ნადირობა ,გაწყვიტა ყველაფერი ამდენმა მგელმა ,სოფლებში ძროხას ვერ უშვებენ,თხაზე არ ვლაპარაკობ.კურდღელი განადგურდა,კვიცზე გადავიდა ეს გასაწყვეტი.მოკლედ სადაც შეგვხვდება უნდა გაანადგურო...
48 48 48

0   Spam
5 simoni   (26.12.2013 23:49:06) [მასალა]
ვახ ეს "მწვანეები" რაა კარგი სტატიააა

+1   Spam
4 gurami   (26.12.2013 23:15:08) [მასალა]
გენაცვალე გულში 39 39 39 39

+1   Spam
3 goga-giorgi   (26.12.2013 08:14:02) [მასალა]
საღოლ გიო 10 კარგი იქნება ეს გარემოს ხალხმაც წაიკითხოს იქნებ დაიზრას ყინული

+1   Spam
2 bichi2009   (25.12.2013 22:03:26) [მასალა]
069 069 სადაა ის ვიდეო თუ იუთუბიზეა ისეთი კომენტარები მივაწეროთ სისხლი გაეყინოს ვახ საქმე ისაა რო სასაცილოც აღარაა 25

+1   Spam
1 racha123   (25.12.2013 20:25:42) [მასალა]
მართალი კაცი ხარ giohunt1982 შენნაირი მონადირეები ჭირდება საქართველოს მაგრამ ერთი და ორი ვერ უშველის ყველამ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ საქმეს და ამ უტვინო მტავრობისგან ვიხსნატ გარემო 39 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика