ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

"ნადირობა კუდიანთან ერთად"

                                     

  "ნადირობა კუდიანთან ერთად”

 

     ასჯერ და ათასჯერ მითქვამს, რომ ნადირობა სულის მდგომარეობაა და მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა გაყინულ დილას მონადირე-მეგობართან ერთად ძმური სიყვარულით ათბობ!  და ზოგადად სამშობლოს, ბუნების-ნადირ-ფრინველის სიყვარული გაიძულებს თბილი ლოგინიდან, მდინარის ჭალაში, წყლის პირას, რიყეზე გადაინაცვლო. სულიმწარედ ელოდო მზის ამოსვლას და აკანკალებულ, გაფიჩხულ-გაყინულს, ალიონზე იხვის გუნდი, რომ გადაგიფრენს თავზე, მაშინვე დაგავიწყდეს ყოველივე ამქვეყნიური და თუნდაც უშედეგო გასროლის შემდეგ უსაზღვროდ ნასიამოვნები დაბრუნდე შინ. ნანადირევით ხელდამშვენებული თუ დაბრუნდი, მაშინ ხომ როკფელერზე მდიდარი გგონია თავი! არიან, დღეს ისეთი "მონადირეები” რომლებმაც ნადირობა  "იუთუბზე” დაიწყეს! ანუ  უკვე ზრდასრულ და თითქმის "ასაკში შესულებმა” ნახეს ვიდეოებში სხვადასხვა ნადირობის სცენები, უცხოური თუ ქართული. ნახეს მხოლოდ "კარგი მომენტები” .  სადაც მარტო ნანადირევის მოპოვების მომენტები ჩანს. შედეგიანი ნასროლები და ა.შ. ნანახით მოიხიბლნენ, გადაწყვიტეს "მონადირეები” გამხდარიყვნენ. შეეძინათ თოფი, ძაღლი და მორჩა "მონადირეა”. მაგრამ ის კი არ იცოდნენ, რომ ამ "კარგ მომენტებამდე” მისვლა ყველზე ძნელია! სიცივე, ტალახი, თოვლი, ყინული, წვიმა, ცივი ქარი და ზაფხულში კი ხვატი უნდა აიტანო. აღმართი, ფერდობი, ტყე, ეკალ-ჯაგი უნდა გაიარო. არც საგზალია "მეფური”.  პური, ყველი და წყალი. რაც მთავარია უნდა გაიარო კილომეტრები და კილომეტრებიი!!!   ჰოდა შეეჩეხა ეს ჩვენი "მონადირე” ამ მოულოდნელობას და ეხლა ისე აღარ მოსწონს ნადირობა, მაგრამ არც თავს ანებებს, რის გამოც თვითონაც იტანჯება და ჩვენც გვიშლის ნერვებს!!!  ამ კატეგორიის "მონადირეებს” მივმართავ:  "დაჯექით სახლში! ნანადირევს კი ჩვენი ჩანთიდან გაგიყოფთ ხოლმე”. 

     ამ ყველაფრის თქმა, ერთმა, ამასწინდელმა ნადირობამ გადამაწყვეტინა! რამოდენიმე ხნის უკან, ერთ კარგ მონადირეს, გურამს(კუდიანს) დავუკავშირდი და ერთობლივი ნადირობა დავგეგმეთ, მაგრამ აგვერია გეგმები და არ შედგა მაშინდელი ჩვენი ნადირობა. ცოტა ხნის შემდეგ, მთაში ნადირობისთვის, რომ ვემზადებოდი, ნადირობის წინა დღეს ფეხი ვიტკინე მაგრად. კოჭი მქონდა გასიებული და მთაში ნადირობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ამიტომ დავრჩი ბარში. კოჭ და გულ გასიებული, ნადირობის ჩაშლის გამო. ამ დღეში, რომ ვიყავი, ამ დროს დამირეკა "ახალმა მონადირემ” და სადმე ახლოს გავიდეთო მითხრა, ან ქათამი ან იხვი ვნახოთო. მე, რახან წინა ნადირობა ჩამეშალა "კუდიანთან”, გადავწყვიტე გურამისთვის დამერეკა და მასთან ერთად გავსულიყავით სადმე ახლოში. სადაც "კუდიანი” იტყოდა. "ახალ მონადირესთან” ჯერ 100%-ით დავაზუსტე წავიდოდით თუ არა და შემდეგ დავუკავშირდი "კუდიანს”, არ მინდოდა წინანდელივით ტყუილი გამომსვლოდა "კუდიანთან”. მოკლედ, მოვითათბირეთ: უთენია, "ახალი მონადირე”  გამომივლიდა მე და შემდეგ რუსთავში ჩავაკითხავდით კუდიანს, ის კი მიგვიყვანდა "აღთქმულ სანადიროში”.   გასვლის წინა საღამოს, როცა დამირეკა "ახალმა მონადირემ”  ასეთი რამ მითხრა: "ბისკვიტიე” სახლში დატოვე, რათ გვინდაო”. კაცო-იმ ქათამს მერე მე მოგიძებნი?  მეთქი-ვუპასუხე. აშკარად, ძაღლის მანქანაში ჩასმა არ უნდოდა, თორემ სანადიროდ მიმავალმა მონადირემ მეძებარი სახლში დატოვოს, ჯერ არ გამიგია!!     კარგი, ეს "გავატარე”. საერთოდ, ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება და ასევე   ნებისმიერი ადამიანის "სწორ ჭკუაზე მოქცევა” შეიძლება. მაგრამ, ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო სადაც, ჩემმა, "მონადირულ-პედაგოგიურმა” ლაპარაკ-სწავლებამ, საუბარმა ნადირობის რომანტიკაზე და  ბუნების სიყვარულზე საუბარმა სრული ფიასკო განიცადა!!  რომ იტყვიან "ბრძოლის ველზე დაეცაო” ზუსტად ისე დამემართა! მოკლედ, გამომიარა და მივდივართ რუსთავისკენ, კუდიანთან. თოვს, სანადირო ამინდი დგება და მიხარია, მაგრამ კი ვიცი, რომ ჩემი გასიებული კოჭით ვერ ვივლი, მაგრამ კუდიანს მაინც მოვინახულებ და ესენი ინადირებენ მეთქი ვფიქრობ. გზაში, მეკითხება "ახალი მონადირე”: "კუდიანს” ძაღლი მოჰყავსო??.  -არ ვიცი მეთქი. ვუპასუხე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი გურამი უძაღლოდ არ წამოვიდოდა ქათამზე სანადიროდ!   ზუსტად ვიცოდი, რატომაც მკითხა, ძაღლზე და მაგიტომ ვუთხარი არ ვიცი მოჰყავს თუ არა მეთქი. შევედით რუსთავში, დათქმულ ადგილზე, "კუდიანი” შორიდანვე დავინახეთ, რათქმაუნდა "ჩელასთან” ერთად. დაინახა "ახალმა” და გულზეც შემოეყარა! მეორე ძაღლის ჩასმაც, რომ მოუწევდა მანქანაში. არადა "ჩელასნაირი” ჭკვიანი ძაღლი ბევრი არ მინახავს. უკანა სავარძელთან "კოვრიკზე” რომ დაწვა არც განძრეულა სანამ გადმოსასვლელად კარები არ გაუღო "კუდიანმა”.  სრული შემადგენლობით გავაგრძელეთ გზა სანადიროსკენ.  გზაში, "ახალი მონადირე” წამდაუწუმ ეკითხება "კუდიანს” : რამდენი კილომეტრია, სანადირომდე???  გზა, როგორია? ??? მალე მივალთ??? ქათამი იქნება ნაღდი?? იხვი???   "კუდიანი” ცოტა ძუნწად პასუხობს. ვგრძნობ, რომ უკვირს "კუდიანს” ასეთი კითხვები. ყველა ნამდვილ მონადირეს, უკვირს ასეთი კითხვები. "ქათამი ნაღდად არის?”  რა, დაბმული გვყავს შე კაი კაცო?? ნაღდად, საქათმეშია ქათამი და იქ მიბრძანდიო. დარწმუნებული ვარ ამას ფიქრობდა "კუდიანი”.  თოვს, გზაც ოდნავ მოფიფქულია და ჩვენი "ნიკი ლაუდაც” გულგახეთქილი მართავს თავის მანქანას. მივდივართ ძალიან ნელა. ამიტომ ეჩვენება "ახალ მონადირეს” გზა შორი. თორემ მე დაახლოებით ვიცი სადაც მივდივართ.  ასფალტიანი გზიდან გადახვევის დროც მოვიდა. გადავუხივიეთ და აქ დაგვერხა მე და "კუდიანს”!   "ეს, რა გზაა?” "აუ, რა ცუდი სავალია” "აქ, როგორ ავიდე” და ა.შ. დაგვაყრა "ახალმა მონადირემ”. ასფალტიდან როგორც გადავუხვიეთ, მალევე შეგვხვდა, ერთი "აღმართი” მაქსიმუმ 7-8 გრადუსიანი და მაქსიმუმ  20 მეტრი სიგრძის. აქ, რასაც ქვია მოკვდა მანქანაც და მძღოლიც. პრინციპში, მანქანას არაფერი უჭირდა მძღოლი არ უვარგოდა თორემ....  ერთი, სიტყვით. დიდი ჯახირის შემდეგ და მას შემდეგ რაც, ვუთხარით რა და როგორ უნდა ექნა "ნიკილაუდას” ავიდა როგორც იქნა და გააჩერა მანქანა. ამის იქეთ ვეღარ წავალო. არადა თოვლი, ძალიან პატარა იყო. პატარა ქვებს ვერ ფარავდა იმხელა იყო.   "კუდიანმა” უთხრა "ახალ მონადირეს”, რომ აქედან კიდე  3-4 კილომეტრი იყო სანადირომდე და რომ ეს მანძილი ფეხით უნდა გვეარა.  წავიდეთ ფეხითო, "ახალმა” . -კარგი წავიდეთო-უთხრა "კუდიანმა”.  მე, ამათ ვუთხარი: ჯერ ღამეა, სიბნელე და მე ფეხმტკივანი, ტყუილად დაგაგვიანებთ, ამიტომ თქვენ წადით და მე, რომ გათენდება მერე, ნელ-ნელა ჩამოვალ მეთქი.   "ახალმა მონადირემ” კარგიო. შენ, მერე წამოდიო.  "კუდიანმა” კი, -რას ამბობ, მანქანაში კაცს, როგორ დავტოვებო?!  -ე, ბიჭო, გურამ მე სწრაფად ვერ ვივლი და ნადირობას ხომ არ ჩავშლი, თქვენ წადით და მე მერე ჩამოვალ თქო.  -ვერ მოაგნებო, მეუბნება კუდიანი.  -კაცო რას ვერ მოვაგნებ? თოვლია, თქვენს ნაკვალევზე ჩამოვალ მეთქი. ერთი სული მაქ, რომ ოღონდ წავიდნენ ესენი, თორემ ფეხი ისე მტკიოდა მე იქ ჩამსვლელი არ ვიყავი და არც ვაპირებდი. დავრჩებოდი მანქანაში და დაველოდებოდი ამათ.  მაგრამ "კუდიანს” რამეს გამოაპარებ?  -არა,  ძმაო მე ის მინდა, რომ შენც ისიამოვნო და ინადიროვო- მეუბნება "კუდიანი”.   "ახალი მონადირე” კი ექაჩება "კუდიანს” წამოდი და ეს მერე ჩამოვაო, მაგრამ "კუდიანმა” აზრი არ შეიცვალა!  მაგრად მესიამოვნა! ზუსტად, სწორად და როგორც ნამდვილი მონადირე უნდა იქცეოდეს ისე მოიქცა "კუდიანი”. (არადა სულ 23 წლის არის)   "ახალი მონადირე” კი ნახევარი საუკუნისაა!  -წამო, მაშინ ისეთ ადგილას წაგიყვანთ სადაც შენც ივლიო-გვითხრა "კუდიანმა”. თავი უხერხულად ვიგრძენი. ჩემი, გულისთვის, რომ გახდა ამდენი "საჩალიჩო”.  არადა, დილას "ახალმა მონადირემ”, რომ მომაკითხა და მე სახლიდან, კოჭლობით ძლივს გამოვედი. დამცინა: "კოჭლები სანადიროში არ მჭირდებაო”.  ამაზე ცოტა, გურულად გავფიცხდი და ვუთხარი: " წადით მარტო თქვენ, მე სიარულის თავი მაინც არ მაქ მეთქი”      -არაო, იუარა. თან თვითონ "კუდიანს” არ იცნობდა და ვერ შედგებოდა ნადირობა, უჩემოდ, მაგრამ მე მხოლოდ ნადირობის ორგანიზატორად თუ გამოვდგებოდი. და ამიტომ, პირველ რიგში "ახალ მონადირეს” ვეცი პატივი და წამოვედი, თორემ მე და "კუდიანს” მას მერეც გვქონდა მშვენიერი, ბარაქიანი და ლამაზი ნადირობები. მოკლედ, მოვტრიალდით უკან. ისეთი ადგილისკენ წავედით, სადაც მანქანა ბოლომდე მივიდოდა და მეც შევძლებდი სიარულს. ეს, კი მოხდა, "კუდიანის” დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, მიუხედავად "ახალი მონადირის” აქტიური წინააღმდეგობისა.  უკანა გზაზე, "ახალმა მონადირემ” ლამის გამოლანძღა "კუდიანი”: ეს სად წამომიყვანე, თუ ცუდი გზა იყო რატო მოგყავდითო.   არადა  გზა ჩვეულებრივი იყო, როგორიც საერთოდ ნადირობისას გვხვდება და  იმ გზაზე, დაბალი გამავლობის მანქანები ტალახშიც კი მოძრაობენ უპრობლემოდ. "ახალი მონადირე” როგორც ნადირობის გონში არ იყო, ისე ასფალტის გარდა მანქანის ტარების გონში არ არის.   მოკლედ, იმდენი "ლანძღა” კუდიანი, ამ ახალმა, რომ გავბრაზდი, მაგრამ მაინც გაჩუმება ვამჯობინე, არ ღირდა ჩემი "აფეთქება”!!   მიგვიყვანა, "კუდიანმა” ერთ, მშვენიერ, ჩემთვის ნაცნობ და  საყვარელ ადგილზე.   დავიწყეთ, ნადირობა. "კუდიანი” და "ახალი მონადირე”  ერთად წავიდნენ, მე და "ბისკვიტიე” კი ცალკე. ძალიან ნელა, დავიწყე სიარული. ცოტა ხანში, კოჭი, რომ გახურდა ტკივილს ისე ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი, ოდნავი აჩქარება და ოდნავაც, რომ სწორად არ დამედგა ფეხი მაგრად მეტკინებოდა.   "დაწყებიდან” მალევე, მომესმა "დუპლეტის” ხმა. "ახალ მონადირეს” უსვრია ვალდშნეპზე, მაგრამ უშედეგოდ. კაი ხნის სიარულის შემდეგ ერთი ვალდშნეპი მეც "გავაცინე”. ერთიც უსროლელი წაგვივიდა სამივეს. მოკლედ, ნადირობა შედგა. ჩემთვის და "კუდიანისთვის” სანამ ამ, ახალ ადგილზე მოვიდოდით უკვე შემდგარი იყო, მაგრამ სროლა, ვისთვისაც იყო მთავარი, იმისთვისაც კი შედგა ნადირობა. " "ჩელა” ქათმის ოსტატი ძაღლი აღმოჩნდა!    ჩავსხედით, მანქანაში და "კუდიანს” მანამდე მოწონებული, ჩემი სანადირო დანა ვუსახსოვრე. იმდენად მომეწონა ამ კაცის საქციელი, რომ მინდოდა რაიმეთი მეცა პატივი. მონადირეს კი ყველაზე ძვირაფასი მხოლოდ, თავისი მონადირული "ნივთები” აქვს! თავიდან, დანის ჩუქება, მარტო როცა ვიქნებოდით მე და "კუდიანი” მაშინ მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, "ახალი მონადირის” დასანახად გავაკეთებ მეთქი ამას, რომ იქნებ სწორი დასკვნები გამოეტანა, "ახალს” მაგრამ არაა...    წამოვედით, უკან სახლებისკენ. ჯერ "კუდიანი” უნდა დაგვეტოვებინა. "ახალმა მონადირემ” ახლადგაცნობილი "კუდიანი” რომელმაც მონადირულად გვიმასპინძლა და პატივი გვცა, სახლამდეც კი არ მიიყვანა. სადაც შეგვხვდა "კუდიანი” იქ ჩამოსვა და სახლამდე მიყვანა არც შეუთავაზებია.  ეს, ჩემთვის ჩავინიშნე, "ახალი მონადირის” რეპუტაციაში, რომელშიც უკვე ეწერა რამოდენიმე "საჯარიმო ქულა”. დავტოვეთ "კუდიანი” და "ახალმა მონადირემ” ჩართოო, სისულელეები. დაიწყო ჯაჯღან-წუწნი: " რა არი დადიხარ, დადიხარ და ვერაფერს ნახულობო, ფრინველი არ არისო” და მსგავსი მოთქმა-ტირილი. მერე დაიწყო, ჯერ "ჩელას” ლანძღვა: "რატო ზედ არ მომაგდო ქათამი, და გვერდზე რატო ამოიყვანაო”. აცილებას აბრალებდა: "ჩელას”, "კუდიანს”, მე, ბებიას, ილიკოს და ილარიონს. ოღონდ, არამც და არამც თავის თავს!   მერე, "კუდიანს”მისდგა: ეს სად წაგვიყვანაო, ტყუილად მატარაო. იმის თქმა დამავიწყდა,  პირველი სანადიროდან რომ გამოვბრუნდით, "კუდიანს” იმდენი ეწუწუნა ეხლა საწვავი, რომ გამითავდეს რა ვქნაო, სანამ "კუდიანმა” საწვავი არ ჩაუსხა.   ბოლოს კი მე მომდგა:

 "ეს რა ქენი, მანქანიდან რატო არ გადმოხვედი, იმ პირველ ადგილზეო?” 

 ბიჯო-ხომ გეუბნებოდით: უჩემოდ წადით მეთქი?   

 -მე, კი მივდიოდი, გურამი არ წამომყვაო.  

 -მერე "კუდიანი” სწორად მოიქცა-მეთქი, სწორი და მონადირული ეგ საქციელო იყო მეთქი.! ვუთხარი.     -მე, შენი ხათრით წამოვედი მეთქი, თორემ რა მენადირებოდა, ამ ფეხით თქო. ბოლო- ბოლო მათქმევინა!  ამას მონადირე თვითონ მიხვდებოდა, მაგრამ ეს ვერ მიხვდა ვერაფერით! ან, სულაც არ უფიქრია ეგ!    

-მერე, რას მოდიოდიო? ვერ დარჩი სახლში, ფეხი თუ გტკიოდაო. ეს არ მითხრა?!   არადა დაინახა კიდეც და ვუთხარი კიდეც, რომ უჩემოდ წასულიყო, როცა სახლში გამომიარა.  მოკლედ, ეს საბოლოო წერტილი იყო! და იქვე მანქანაში ავუნთე წითელი და ვუთხარი, რო ეს ბოლო იყო მისი ჩვენთან ნადირობა!!!  

     მე და "კუდიანმა” შემდეგ, ისევ გავაგრძელეთ,  თავგადასავლების ძიება. ნადირობებიც კარგი გვქონდა, ერთმანეთთან ურთიერთობაც გვსიამოვნებდა და ნადირობასაც მხიარულ ატმოსფეროში ვატარებდით და ვატარებთ. 

     "კუდიანის” კუდიანობაზე კი შემდეგში მოგიყვებით. როგორ აჯადოვებდა იხვებს "კუდიანი”. 



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (19.12.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2338 | კომენტარი: 8 | ტეგები: ნადირობა იხვზე, ნადირობა, მონადირე, monadire, ერთად nadiroba, კუდიანთან | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 nikanika12345   (02.10.2015 13:16:15) [მასალა]
10 10 39

0   Spam
7 l)omidze   (22.12.2013 21:59:41) [მასალა]
10 10 166 166 მაგარი ისტორიააა ბრავოოო 39 10

+1   Spam
6 nanohunt2000   (22.12.2013 13:43:36) [მასალა]
069 მართალია სანადიროდ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაგის დრო მოვა.

0   Spam
5 maxo777   (21.12.2013 14:21:08) [მასალა]
10 კარგი ისტორიააა 10

0   Spam
4 TURA   (19.12.2013 22:30:25) [მასალა]
166 166 166 10

0   Spam
3 AKIA   (19.12.2013 22:28:29) [მასალა]
10 10 10 10 10 10 166 166 166

+3   Spam
2 racha123   (19.12.2013 20:46:23) [მასალა]
ძალიან მაგარი ისტორიაა მარტალია კომპიუტერსჰი ვერ ისწავლი ნადირობას ნადირობა ტვიტონ ისახება ცჰვენს სულსჰი და როცა დადგება ჟამი მასჰინ ამოფეტქავს და სწორედ მასინ იწამლება ნადირობიტ მონადირე ასეტ მონადირეს სჰეუდზლია გაუდზლოს ნებისმიერ ქარტეხილს რატა მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება ნადირობისაგან ტუნდაც ხელცარიელმა 39 39

+4   Spam
1 benito   (19.12.2013 18:09:31) [მასალა]
მაგარი ისტორიაა და "კუდიანიც" მაგარია.დიდ პატივს ვცემ მაგ ადამიანს მიუხედავათ მისი მცირე ასაკისა საკმაოდ გამოცდილი მონადირე და შესანიშნავი პიროვნებაა!!! იხვებს როგორ აჯადოვებს ეგეც ვიცი 166 "კუდიანი" ისტრუმენტის გარეშეც სვამს იხვს,მე პირადათ ჩემი საყვირი მას ვუსახსოვრე (დიდი მესაყვირე მე არ ვარ და ვინც იცის იმან გამოიყენოს)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика