ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

”რა არ ხდება ნადირობისას” ანუ ”ამათ მინდორში რა უნდათ”
                         ”რა არ ხდება ნადირობისას”
                      ”ანუ ამათ მინდორში რა უნდათ?”

ამბობენ, რომ მონადირის რამოდენიმე ”ტიპი” არსებობს, ასევე რაღაცნაირად ყოფენ ამ ტიპებს. ახლა აღარ ჩამოვთვლი ამ ტიპებს, რადგან მე არცერთს არ ვაღიარებ, ”რომანტიკოსი-მონადირის” გარდა!
რას ნიშნავს ”რომანტიკოსი-მონადირე”? , სულით ხორცამდე, ბუნებაზე, სამშობლოზე, ნადირ-ფრინველსა და ბოლოს თავგადასავლებზე შეყვარებულ ადამიანს.  ბოლომდე მესმის, იმ ნამდვილი მონადირისა, რომელიც ”სეზონის გახსნამდე” დღეებს და საათებს ითვლის, მაგრამ მიუხედავად ასეთი სული-მწარე მოლოდინისა, არ იკადრებს და ნადირობის დაწერილ თუ დაუწერელ ვადებს არ დაარღვევს. ”სეზონის” დროსაც, რომ მოენატრება თავისი საყვარელი სანადიროები და ვერ ძლებს მათ უნახავად. ყველანაირ საქმეს, რომ  გვერდზე გადადებს, რაც არ უნდა ”აუცილებელი და გადაუდებელი” იყოს და სანადიროდ რასაც ქვია გავარდება.  ამ ნამდვილი მონადირისთვის, ნადირობა იგივეა რაც თევზისთვის წყალი და ადამიანისთვის ჰაერ-ჟანგბადი!  კი, ბატონო. ამისა მესმის, რადგან ზუსტად მასე ვარ მეც და ბევრი ჩემი მონადირე-ნამგალი.
მაგრამ აი, იმათ რა ჯანდაბა უნდათ მინდორში, ვისზეც ქვემოთ მოგიყვებით ნაღდად არ ვიცი!  მინდორს პირობითად ვარქმევ და ზოგადად სანადიროდ რა უნდათო მაგას ვიძახი, მინდორი კიდევ იმიტომ, რომ ყველზე მეტად ასეთი ”მონადირეები” მწყერზე ნადირობისას გვხვდებიან.


დღესდღეობით და ზოგადად, თითქმის ყოველთვის, საქართველოში ისე იყო, რომ რაღაცა ”მოდას” აიტაცებდა ხალხი და ”ფეხის-ხმის-ამყოლნიც” ეგრევე უამრავნი გამოჩნდებოდნენ ხოლმე. ნადირობაში კი ეს ”უბედურება” განსაკუთრებით 21-ე საუკუნიდან შევამჩნიე. არ ვიცი, რისი ბრალია ეს და რა უდევთ თავში, ან რაზე ფიქრობენ ის ”მონადირეები”, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ არც ბუნებისთვის და არც მომავალი, ”დამწყები” მონადირეებისთვის არ არის სასარგებლო მათი ”ბუნებაში” ბოდიალი!!
მათი ”ნადირობა” ყოველთვის ”ბუნებაში ქეიფით” მთავრდება. კი,ბატონო. რა სჯობია ნადირობის შემდეგ საყვარელ მონადირე-მეგობრებთან ერთად თითო ჭიქის დალევას, მაგრამ ამ ”მონადირეების” ”ტრაპეზობის” შემდეგ ბუნებაში ძალიან ბევრი ნაგავი რჩება! არადა, კაცი რომელიც 10-15 წუთის წინათ ”მთელი გრძნობით” სვავდა დედა-ბუნების სადღეგძელოს, ის ყრის თავისივე დედა-ბუნებაში პოლიეთილენის ნაგავს, რაც მართლაც დამღუპველია როგორც ფლორისათვის ასევე ფაუნისათვის!
არადა ამ ნაგავის და საკუთარი ნასუფრალის შეგროვებას და ერთ ცელოფანში ჩაყრას სულ 5 წუთი სჭირდება. რომელსაც შემდეგ თბილისში, სანაგვე ურნაში ჩააგდებ! ბუნებას კი ამ ნაგვის გადასამუშავებლად 100 წელი სჭირდება! ხო და ეს ჯიგრები იბრალებენ მონადირეები და პატრიოტები ვართო!!! ჰოდა, გეკითხებით მონადირეებო, არის ამ ”როჟების” ადგილი ბუნებაში ჩვენს გვერდით???
ნაგვის დატოვებას ვინ ჩივის ხანდახან, ან ცეცხლი დარჩებათ ანთებული, ან ხმელ ბალახში სიგარეტის ნამწვს გადააგდებს უყურადღებოდ და ტყის ან მინდვრის ხანძარიც გარანტირებული გვაქ!

ათიოდე წლის წინ, თბილისთან ახლოს ერთი კარგი ადგილი მქონდა შეგულებული იხვზე სანადიროდ. ამ ადგილას სულ რამოდენიმეჯერ შემხვდნენ ”მონადირეები”. ძირითადად მარტო ”ვნებივრობდი” ხოლმე ამ სანადიროში. ხანდახან რომელიმე ამხანაგთან ერთად დავდიოდი. იმ ადგილას პატარ-პატარა ტბებია, სადაც იხვი თითქმის ყოველთვის იჯდა ხოლმე. გასაბერი ნავით დავყვებოდი ხოლმე ამ ტბებს, იხვს ხან ვესროდი ხან ვერა, ხან მოვინადირებდი ხან ვერა. მოკლედ ვიყავი რა ჩემთვის ”განცხრომაში”. ერთხელ, ერთ ახლობელ ”მონადირესთან” ერთად წავედი, იმ ადგილას. ადრე დილას პირველად ერთ ტბას ვამოწმებდი ხოლმე, სადაც ყველაზე ხშირად იჯდა ხოლმე იხვი. მივეპარებდი ამ ტბაზე, ვესროდი, თუ მოვინადირებდი, მერე ნავს გავბერავდი ხოლმე და გამოსატანად ტბაში შევდიოდი. იმ დღესაც, პირველად ის ნაცადი ტბა მოვსინჯეთ მე და ამ ჩემმა ახლობელმა. მივეპარეთ ნაპირს, გადავხედეთ თუ რა ტბას იხვი ეგრევე აფრინდა, ვესროლე და ჩამოვაგდე. სროლაზე, იქვე ნაპირზე მოქეიფე ”მონადირეები” გამოგვეხმაურნენ. თურმე იქვე, ახლოში ისხდნენ და სვავდნენ. ან იმ დილა-უთენია რა ასმევდათ სასმელს. რას ესროლეო, მკითხეს. იხვს-მეთქი ვუპასუხე და საბარგულიდან ნავი ამოვიღეთ და გავბერეთ. შევედით ტბაში მე და ეს ჩემი ახლობელი. ეს ჩემი, იხვი წყალზე ტივტივებს, ის იყო უნდა მიგვეცურა იხვთან და გავარდა თოფი და ჩემს იხვთან ააშხეფა წყალი. გავცოფდი!  ვუღრიალე, ოე, სად ისვრი მეთქი? და ტიპი თავის მართლებით: ბოდიში, ძმა. აი იხვი დავინახე და მოვკალიო.
ბიჭო რა იხვი დაინახე, ეგ მკვდარია მეთქი.
-არა ძმაო რას ამბობ მე მოვკალი რა მკვდარიო??
აი, აქ უკვე ამეშალა ქეჩოზე ბალანი!  და ამ ჩემმა ახლობელმა, რომ იცოდა ჩემი ”რეკაშეტი” ხასიათი (ასეთ სიტუაციებში) და იმიტომაც რომ თვითონ კარგა მაგარი გულ-დედალია. სტაცა ამ იხვს ხელი, ნიჩბებს მოუსვა, მიაყენა იმათ ნაპირზე და იხვი მიაწოდა იმ ”ვავა მონადირეს” -აჰა აიღე შენიაო.
დაბნეულობისგან, პირი დამრჩა ღია!   ამან, ნავი უკან გამოაცურა და ჩუმად მეუბნება: წამო, რა. ძმურად დაანებე თავი ქონდეთ მაგათი კარგიც .........ო.
იმ, მომენტში რა გამაცინებდა?! ეხლა კი, ღიმილით მაგონდება, მაგრამ ”ვერდიქტი” ერთია: არც იმ იდიოტებს და არც მე, რომ მახლდა იმას არაფერი ესაქმებათ სანადიროში!!!!


ფრინველი, მილიონი აგიფრინდება და შეგხვდება, მაგრამ ამისთვის თუნდაც უცნობ მონადირეს როგორ უნდა აგინებინო თავი??

ერთ ტიპს ვიცნობდი. რომელიც, გულწრფელად მჯეროდა, რომ კაი კაცი და კაი მონადირე იყო. მართალია მასთან ერთხელ ან ორჯერ ვარ ნანადირები, მაგრამ სანამ ვინადირებდით ერთად, სულ ერთ სიტყვაში მივხვდი რა ”ფრუქტიც” იყო. ერთხელ, ვლაპარაკობდით, რომ ბევრ ხალხში და დიდ ”ხაზში” ნადირობა არ მიყვარს მეთქი. სულ, დაძაბული ვარ მეთქი ვინ საით ისვრის, ყველას უნდა უყურო მეთქი. ამან, ” ჰო რა, მეც ვერ ვიტან ბევრ ხალხში ნადირობას, სულ დაძაბული ვარ, ვინმემ მწყერზე სროლა არ დამასწროსო”. აი, ეს თქვა და ერთბაშად წაშალა ის კარგი, რასაც ადრე ვფიქრობდი მასზე. ამის მერე წლები გავიდა და ერთად შემთხვევით მოვხვდით ნადირზე სანადიროდ. იქაც კიდევ ერთი დიდი მინუსი დაუწერა საკუთარ თავს, იმით, რომ აშკარად სხვისი მონადირებული ნადირი თავისად გაასაღა. არ ღირდა შელაპარაკება და კამათი თორემ ადვილად დავუმტკიცებდით, რომ თვითონ არ მოუნადირებია ის ნადირი!

ჰოდა, ასეა რა, ერთხელ, ორჯერ, გააფუჭებ ნადირობას შენ, რომ გგონია დიდი არაფერი დანაშაულით და მერე წესიერი მონადირე აღარ გაგიკარებს გვერდზე!!!
ნადირობაში კი უმთავრესი, მონადირე-ნამგალთა ურთიერთობა და ძმური სიყვარულია! რის გარეშეც ნადირობის ფასი კაპიკია!
”შენი წილი მარილი სუფრასაც და ნადირობასაც უნდა მოაყარო” (კრიმანჭული)
ხოდა მაშინ არის, ის ნადირობა ყველასთვის ერთნაირად სასიამოვნო, ჰოდა მაშინ დარჩება სხვა მონდირეს კარგი შთაბეჭდილება და მოგონება შენზე.



კიდევ ერთი ტიპი გვხვდება ”ვაი-ვავა მონადირეებისა”. ”ფარისევლები”!
ტიპები, სწორი და კულტურული ნადირობის ”პროპაგანდას” რომ ეწევიან და ჩუმი, ”მოყუჩებული” ბრაკონიერები არიან! მეძებრებიც, რომ სუფთა სისხლისა და სანაქებო ყავთ, მაგრამ მწყერზე მანოკით ბრაკონიერობენ! მინდორში მუხლის გაშლა თუ არ გინდათ, თქვენი, მეძებრის მუშაობით თუ არ გინდათ დატკბეთ, მაშ რაღად დაეთრევით სანადიროდ, ან ძაღლებს რაღატო ზრდით???  შუქ-ფარებით ისევ დასდევთ კურდღელს მინდორში. კაკაბ-ხოხობზე მაშინ ნადირობთ როცა ლაპები ყავთ. ამას აკეთებთ ჩუმად, ისე რომ თქვენმა ამხანაგებმა არ გაგიგონ, რომელთაც თავს ნამდვილ მონადირედ აჩვენებთ და ბუნების დამცველებად მოგაქვთ თავი.  ვგიჟდები რაა, გაიხედავ და ტიპი, სწორად ლაპარაკობს, შენი თანამოაზრე გგონია და ცოტა ხანში გაიხედავ და პირველი ბრაკონიერი ის არის. რადგან იმის ახლობელია და ამის ბიძაშვილი, არ ”ეშინია”. აუ, არც არავის არც მე ”მეშინია” ისე ვიბრაკონიერებ, ვერც ვერავინ ვერ მომკრავს თვალს, მაგრამ სინდის-ნამუსის,  ჩემი შვილის და ზოგადად მომავალი მონადირეების თაობის ”მეშინია”! არ მეტყვიან,  შენი მეხორცე კეთილებიცოო????
მე და ჩემნაირ მონადირეებს გულწრფელად გვიყვარს ჩვენი ბუნებაც და სამშობლოც!  თქვენ კი ”ფარისევლებო” მე, გიორგი სარიშვილი, რომანტიკოსი-მონადირე გეუბნებით ჩემი მონადირე-ნამგლების სახელით რომ თქვენ არც არავინ არ გიყვართ, საკუთარი სტომაქის გარდა და მინდორში თქვენი ადგილი არ არის!!!



წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (29.11.2013) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2942 | კომენტარი: 9 | ტეგები: ნადირობისას”, რა, ”რა, ”ამათ, nadiroba, უნდათ”, ანუ, ხდება, არ, მინდორში | რეიტინგი: 5.0/7

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 merabnozadze   (15.12.2013 22:18:05) [მასალა]
2 ვულფ გაიხარე......მარა იმ დღეს კარგად ჭამდი მწვადს გელათში..... 069 069

+1   Spam
8 goga-giorgi   (12.12.2013 00:25:39) [მასალა]
10 10 10 +2
4 giohunt1982

+2   Spam
7 krimanjuli   (01.12.2013 11:05:33) [მასალა]
გიო ბახმაროს და გომის მთას რომ ჩამოთოვს გურიაში, აი მაშინ მებურძგლება ხოლმე გულზე სისხლძარღვები და ბალანი ქეჩოზე კიდევ მაშინ მიდგება ყალყზე როცა ვხდები რომ ამ სილამაზეს ვერ ხვდებიან, მონადირე წინასწარ ხვდება რომ დღისით "ნეტარება" არ აცდება და მონადირის სახელს ამოფარებულები კი ღამის დადგომას ელიან.
რაც შეეხება უცნობებთან ნადირობას, ეს გარდაუვალი მომენტია ხოლმე და ალბათ ამას ჰქვია "ორმაგი ფუთი მარილის ჭამა" კაცის გასაცნობად.ორმაგი იმიტომ რომ ჩვეულებრივი გაცნობისგან განსხვავებით აქ იარაღთან , ძაღლთან , ბუნებასთან გვაქვს საქმე. მაგრამ მგონი კარგი მონადირე და ბუნების მეგობარი ერთ მობნევა მარილშიც კარგად ამოიცნობს ბუნების მტერია კაცი(კაცი პირობითად) თუ მასზე მზრუნველი. მოკლედ ისეთ სტატიებს გვიმზადებ ამ ბოლოს რომ , იმ მწყერის არ იყოს "ღრიალს" ცოტა მიკლია, გაიხარე ჩემო გიო, 23_30_126

+1   Spam
6 cheisi   (01.12.2013 00:34:19) [მასალა]
მაგარი სიტყვებია ))) 10

+1   Spam
5 shontiamo   (30.11.2013 23:20:16) [მასალა]
ბრავო გიო მაგარი სიტყვებია მაგრამ ამ სიტყვებს ყველა რომ კითხულობდეს მაგარი იქნებოდა და თავისი თავის რომ შერცხვებათ ის უფრო მაგარი იქნება გაიხარე გაუმარჯოს ყველა სულით მონადირეს ბუნების დამცველს და არა გამანადგურებელს

+2   Spam
3 racha123   (30.11.2013 16:33:24) [მასალა]
აი პასუხი იმას ვინც მხოლოდ ქვაბის გავსებაზე ზრუნავს და ბუნების დაცვა არ აინტერესებს giohunt1982 სწორედ სჰენნაირები სცჰირდება საიტსა და საქარტველოს რომ ეს ცჰვენი სანაქებო ბუნება სჰემორცჰეს ცჰვენს მოპმავალ ტაობას
10 10 10 04 04 აა მენდალი ცჰემგან

+1   Spam
2 ვულფ   (30.11.2013 15:55:16) [მასალა]
მე კი მგონია ისეთ ხალხთან უნდა იარო სანადიროდ რომლებთანაც ყველა ნადირობა ზეიმად უნდა გადაიქცეს და არა მეხორცეობად გაიხარე giohunt1982 10 10 39

+2   Spam
4 giohunt1982   (30.11.2013 16:52:25) [მასალა]
რას, ვიზამთ? ხანდახან გვიწევს უცნობებთან ნადირობაც, ზოგი მონადირე აღმოჩნდება ხოლმე და ზოგიც მეხორცე. gimili

+2   Spam
1 77777   (30.11.2013 03:24:12) [მასალა]
10 10 10 ყოჩაღ გიორგიი! 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика