ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.
მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი (მოხარშული სიმინდის ქატო), სულგუნი (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, აჯიკასთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და საცივი დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება.
საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს გახლავთ ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში" „ხეზე გაზრდილს" ნიშნავს). საბედნიეროდ, მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.
სიმინდის ფქვილის ხაჭპური (ჭვიშტარი)
სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი, ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოვთ, გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე. მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა და ფქვილი იმერული ყველი. დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი რაკვერცხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.
სიმინდის ფქვილი: 500გრ
რძე, მაწონი: გემოვნებით
კვერცხი: 2 ცალი
ყველი: 6 ჩაისჭიქა
საწებლები
აჯიკა (მწვანე)
ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში სა და ნიახურის გაფოთლილი ღეროები (ნორჩი), ცერეცო და ნიორი გავატარით ხორც საკეპ მანქანაში. შემდეგ დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ღვილის ძმარი, მარილი და კარგად ვურიოთ. მიღებული მასალა მოვათავსოთ ქილაში. ისე, რომ 0,75 შეავსოს, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. ასეთი აჯიკის მომზადება სასურველია ოქტომბრის თვეში.
აჯიკა (წითელი)
ცხარე და ტკბილი წითელი წიწაკა გავარჩიოთ, თესლი გამოვაცალოთ და გავრეცხოთ. გაფოთლილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ცერეცო, ნიახური, ნიორი, წიწაკასთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ დავამატოთ უცხო სუნელი, ზაფრანა, ხმელი ქინძი, მარილი. კარგად ავურიოთ,ჩავდოთ ქილებში,მოვუკრათ თავი და შევინახოთ.
წიწაკა: 500გრ
ბულგარული წიწაკა: 500გრ
ოხრახუში: 250გრ
ქინძი: 250გრ
ცერეცო: 250გრ
რეჰანი: 150გრ
ნიახური: 150გრ
ნიორი: 100გრ
სუნელი: 2 სუფრის კოვზი
ზაფრანა: 2 სუფრის კოვზი
ხმელი ქინძი: 2 სუფრის კოვზი
მარილი: გემოვნებით
გაზქურაში გამომცხვარი მჭადი
მოვამზადოთ ისეთივე ცომი, როგორც ტაფაზე გამომცხვარი მჭადისათვის. ამოვიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ძალიან გახურებულ გაზქურაში. 10-15 წუთის შემდეგ გაზს მოვუკლოთ და დაბალ პარზე გავაგრძელოთ ცხობა. როცა მზად იქნება, ცხელ ხცელი მივიტანოთ მაგიდაზე.
სიმინდის ფქვილი: 3 ჩაის ჭიქა
წყალი: 1.5 ჩაის ჭიქა
ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური
მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადმოვაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი,დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოსჰი გავაჩეროთ. მოვჭრათ ცომი სასურველი ზომის ხაჭაპურისათვის, გავაბრტყელოთ,მოვათავსოთ ზედ ყველი, მოვუკრათ პირი და დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე. გადავაფაროთ სახურავი. როცა ერთი მხარე გამოცხვება, გადავაბრუნოთ გა გამოვაცხოთ მეორე მხარე თავდაუხურავად. ხაჭაპური გადმოვიგოთ თეფშზე და ცხელ-ცხელს წავუსვათ კარაქი.
ასეთი ცომი შეიძლება შევინახოთ მაცივარში 2-3 დღე.
ყველის მომზადება: იმერული ან ქართული ყველი ბრტყელ ნაჭრებად დავჭრათ, დავასხათ წყალი და გავაჩეროთ წყალში. მერე კარგად გავწუროთ და ავურიოთ შიგ კვერცხი (შეიძლება უკვერცხოდაც)
მაწონი: 1.5 ლიტრი
პურის ფქვილი: გემოვნებით
სოდა: ერთი ჩაის კოვზი
ყველი: 500 გრამი
კვერცხი: 2 ცალი
ბურღულის კერძები
ელარჯი
მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესით. მერე გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავყაროთ შიგ ცხელ ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ჭყინტი ყველი ან ახლად ამოყვანილი სულუგუნი. სუთით კარგად ავურიოთ, დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ ყველი კარგად არ ჩაიზილება ღომში.
ყველი: 500 გრამი
სიმინდის ფქვილი: 1 კილო
ბრინჯისაგან მომზადებული ღომი
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავასხატ 4-5 ჩაის ჭიქა წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი კარგად არ ჩაიხარშება. შემდეგ ჩავყაროთ შიგ ცოტა სიმინდის ფქვილი, დავზილოთ და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ ფქვილის სუნი არმოშორდება.
ბრინჯი: 1 ჩაის ჭიქა
წყალი: 5 ჩაის ჭიქა
სიმინდის ფქვილი: გემოვნებით
ღომის ღომი
ღომის მარცვლები გავარჩიოთ, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ ზედ თბილი წყალი, დავდგათ ცეცხლზე, ადუღებისას მოყენებული ქაფი მოვხადოთ და ვხარშოთ. შემდეგ დავზილოთ მოგრძო მრგვალი ჯოხით (სუთით), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. ღომი როცა წყალს კარგად შეიშრობს და მარცვლები მოხარშული იქნება, ხელმეორედ დავზილოთ სუთით, დავასველოთ ჩოგანი წყლით და გადავიღოთ თითო-თითო თეფშზე.
ღომის მარცვალი: 1 ჩაის ჭიქა
წყალი: 3 ჩაის ჭიქა
სიმინდის ფქვილით შეზელილი ღომი
1 ჩაის ჭიქა მარცვალი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ 4 ჩაის ჭიქა წყალი, ავადუღოთ და ქაფი მოვხადოთ.როცა ღომის კაკალი მოიხარშება, ჩავყაროთ შიგ გაცრილი სიმინდის ფქვილი ისე, რომ ღომი შესქელდეს. სუთით კარგად დავზილოთ, დავახუროთ ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ სუნი არ მოშორდება.
ღომის მარცვალი: 1 ჩაის ჭიქა
წყალი: 4 ჩაის ჭიქა
სიმინდის ფქვილი: გემოვნებით
წვნიანი კერძები
ხარშო ნიგვზით
გასუფთავებული, გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ 30 გრ კარაქი, დადგით ნელ ცეცხლზე და კარგად მოშუშეთ, ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი კარგად დანაყეთ, გახსენით 6-8 ჩაის ჭიქა წყალში, დაასხით მოშუშულ ხახვს და დაუმატეთ წინასწარ გადარჩეული , გარეცხილი ბრინჯი ან ვერმიშელი. გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, ჩაასხით სუფთა ქვაბში და ადუღეთ, სანამ ცოტა არ შესქელდება მერე ჩაასხით მოხარშულ ხარშოში, 3-4 ჯერ წამოადუღეთ, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, ქინძი) გადმოდგით ცეცხლიდან და უყავით 25 გრ კარაქი.
ხახვი: 200 გრამი
კარაქი: 50 გრამი
ნიგოზი: 1 ჩაის ჭიქა
ქინძი: 2 ძირი
წიწაკა: გემოვნებით
პამიდორი: 500 გრამი
ოხრახუში: გემოვნებით
ქინძი: გემოვნებით
ბრინჯი: 0.5 ჩაის ჭიქა
მარილი: გემობნებით
ნიორი: გემოვნებით
ხარშო
გასუფთავებული, გარეცხილი ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ 30 გრ კარაქი, დადგით ნელ ცეცხლზე და კარგად მოშუშეთ,მერე დაასხით ზედ 5-6 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღებისთანავე დაუმატეთ გადარჩეული, გარეცხილი ბრიჯი. ათი წუთი დუღილის შემდეგ ჩაამატეთ დაჭრილი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში)პატარ-პატარა ნაჭრებად დახეული ტყლაპი, დანაყილი ნიორი და ერთად დანაყილი წიწაკა და მარილი. 20-30 წუთი დუღილის შემდეგ, როცა აღნიშნული წვენი მზად იქნება, უყავით 20 გრ კარაქი.ტყლაპის მაგიერ შეგიძლიათ იხმაროთ მეოთხედი ან ნახევარი ჩაის ჭიქა პამიდვრის პიურე.
ხახვი: 300 გრამი
კარაქი: 50 გრამი
ბრინჯი: 0.75 ჩაის ჭიქა
ქინძი: გემოვნებით
ოხრახუში: გემოვნებით
ტყლაპი: გემოვნებით
ნიორი: გემოვნებით
წიწაკა: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით
ჩიხირთმა
გასუფთავებული, გარეცხილი ხახვი დაკეპეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩაყარეთ ქვაბში, დაუმათეთ 30 გრ კარაქი და კარგად მოშუშეთ მხოლოდ არ გააწითლოთ (მოვარდისფროდ უნდა ჩაითუთქოს), მერე დაასხით 6 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაუმატეთ პატარა კონად შეკრული ქინძი და ადუღეთ 5-10 წუთი. დუღილის შემდეგ დაუმატეთ ძმარში გახსნილი პურის ფქვილი და მარილი, ამის შემდეგ წვენი 20 წუთი ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, კონად შეკრული ქინძი ამოიღეთ, თანდათანობით დაუმატეთ და თან სულ ურიეთ ცოტა ძმარში კარგად გათქვეფილი ორი-სამი მთლიანი კვერცხი. სუფრაზე მიტანის წინ ჩაყარეთ შიგ დაჭრილი კამა, ოხრახუში და დაუმატეთ 20 გრ კარაქი.
ხახვი: 300 გრამი
კარაქი: 50 გრამი
წყალი: 6 ჩაის ჭიქა
პურის ფქვილი: 1 სუფრის კოვზი
ძმარი: გემოვნებით
კვერცხი: 3 ცალი
მწვანილი: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით
ქათმის ჩიხირთმა
ჩადეთ ქვაბში გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი, დაასხით წყალი და დაგით მოსახარშად. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი. როცა ქათამი მოიხარშება, ამოიღეთ, დადეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი. ქათმის ბულიონს მოხადეთ სიმსუქნე, ჩაასხით ქვაბში, ჩაყარეთ შიგ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ ცოტა ბულიონში (ერთი ჩაის ჭიქა) და 2 სუფრის კოვზ ძმარში გახსენით პურის ფქვილი, ჩაასხით მოხრაკულ ხახვში და დაუმატეთ ქათმის ნახარში წვენი დუღილის დროს ჩააგდეთ შიგ ქინძი, რომელსაც მერე უკან ამოიღებთ. ნახევარი საათის დუღილის შემდეგ მიუმატეთ დანაყილი დარინჩი, შავი პილპილი, ზაფრანა და ხარშეთ კიდევ ნახევარი საათი. მერე წვენი გადმოიღეთ ცეცხლიდან და შიგ თანდათანობით ჩაასხით ცოტა ძმარში და წვენში გათქვეფილი კვერცხი. შეიძლება უყოთ ლიმონის მჟავა. მოხარშული ქათამი ნაჭრებად დაჭერით და მოათავსეთ თითო ულუფა ჩიხირთმიან მათლაფაში ან სუფრაზე მიიტანეთ ცალკე თეფშით. შეგიძლიათ მოხარშული ქათამი მეორე თავი საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენოთ და ჩიხირთმა კი ცალკე მიიტანოთ სუფრაზე უხორცოდ.
ქათამი: 1 ცალი
ხახვი: 4 თავი
პურის ფქვილი: 2 სუფრის კოვზი
ძმარი: 2 სუფრის კოვზი
ქინძი: 2 ძირი
კვერცხი: 3 ცალი
დარიჩინი: გემოვნებით
პილპილი: გემოვნებით
ზაფრანა: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით
ლიმონის მჟავა: გემოვნებით
ქათმის ხარშო
ქათამი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი და მიუმატეთ ნიახური, ოხრახუში. როცა ქათამი მოიხარშება, ქვაბიდან ამოიღეთ, წვენი გაწურეთ მერე უყავით წიწაკა და ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი. მოხარშული ქათამი ნაჭრებდ დაჭერით, ჩააწყვეთ მოხარშულ წვენში, შეაზავეთ მარილით, თანდათანობით ჩაასხით შიგ გათქვეფილი კვერცხი, თან ურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ კვერცხი მზად არ იქნება. სუფრაზე მიტანისას ჩაყარეთ შიგ დაჭრილი ქინძი ან ოხრახუში.
ქათამი: 1 ცალი
ხახვი: 400 გრამი
კვერცხი: 4 ცალი
მარილი: გემოვნებით
ნიახური: 2 ძირი
ოხრახუში: 2 ძირი
წიწაკა: გემოვნებით
ბოსტნეულის კერძები
ბადრიჯანი კვერცხით
ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და გავაჩეროთ ერთი საათი. შემდეგ გავწუროთ ხელით კარგად, რომ სიმწარე მოსცილდეს. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში , დავუმატოთ კარაქი, მარილი. ავურიოთ და კარგად მოვშუშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ დავასხათ გათქვეფილი მთლიანი კვერცხები, ავრიოთ და როცა კვერჩხი მზად იქნება ცეცხლიდან გადმოვდგათ.
ბადრიჯანი: 500 გრამი
კარაქი: 100 გრამი
კვერცხი: 3 ცალი
აჯაფსანდალი
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ 3-4 საათი. ზეთში მოვხრაკოთ მწვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილ მოყრილი და კარგად გაწურული მადრიჯან. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი,წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კართოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ბადრიჯანი: 1 კილო
პამიდორი: 600 გრამი
კარტოფილი: 500 გრამი
ხახვი: 3 თავი
ზეთი: 5 სუფრის კოვზი
მწვანილი: 5 ძირი
ნიორი: 2 კბილი
მწვანე წიწაკა: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით
აჯაფსანდალი 2
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ, ხახვი დავკეპოთ წვრილად, პამიდორს მოვაცილოთ კანი და დავჭყლიტოთ, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე წიწაკა გავარჩიოთ, დავჭრათ წმინდად. ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ ხახვი, ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი. ასე გავიმეოროთ სანამ მასალა გვეყოფა. დავასხათ ზეთი ან ერბო, დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
ბადრიჯანი: 500 გრამი
ხახვი5: თავი
პამიდორი: 500 გრამი
კარტოფილი: 500 გრამი
მწვანილი: 4 ძირი
ზეთი: 0.5 ჩაის ჭიქა
მარილი: გემოვნებით
წიწაკა: გემოვნებით
სალათები და ფხალეული
საღი, ქორფა კიტრი გავთალოთ, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ავიღოთ სასალათე ჭურჭელი და დაჭრილი კიტრი ჭურჭლის ნაპირზე, ირგვლივ შემოვალაგოთ გვირგვინის მსგავსად.
მაგარი, მწიფე წითელი პამიდორიც დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და კიტრის გვირგვინს შუაგულში შემოვალაგოთ ლამაზად. ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, კამა დავჭრათ წვრილად და მოვაყაროთ დაჭრილ სალათს. დავასხათ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი და ცოტა ძმარი, მოვაყაროთ მარილი.
კიტრი: 0.5 კილო
პამიდორი: 0.5 კილო
ბულგარული წიწაკა: 2 ცალი
მწარე წიწაკა: 1 ცალი
მწვანე ხახვი: 3 ძირი
მწვანილი: 3 ძირი
ზეთი: 3 სუფრის კოვზი
ძმარი: 1 სუფრის კოვზი
მარილი: გემოვნებით
სალათი ოლივიე
დაჭერით ნაჭრებად: მოხარშული კარტოფილი, ნედლი ან მჟავე კიტრი, მოხარშული ხორცეული და მაგრად მოხარშული კვერცხი. ყველაფერ ამაში აურიეთ სალათას მწვანე ფოთლები (თუ ფოთლები დირონია დაჭერით 2-3 ნაჭრად), საწებელი მაიონეზი, ძმარი ან ლიმონის წვენი. და ნახევარი ჩაის კოვზი დანაყილი შაქრის ფხვნილი.
სასალათე ჭურჭელზე სალათი მოათავსეთ გროვად, მორთეთ მწვანე სალათას ფოთლებით, შუა-შუა დაჭრილი, მაგრად მოხარშული კვერცხი. აგრეთვე ლამაზად დაჭრილი პამიდვრით და ნედლი კიტრით.
მწვანე სალათის ფოთლების მაგიერ შეიძლება ვაშლის ხმარება.
კარტოფილი: 500 გრამი
კიტრი: გემოვნებით
ხორცი: 400 გრამი
კვერცხი: 1 ცალი
მაიონეზი: გემოვნებით
ძმარი: გემოვნებით
ლიმონის წვენი: გემოვნებით
ხორცის კერძები
შემწვარი გოჭი
გოჭი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი მუცლის ღრუში და გარედან. ძალიან წმინდად დავნაყოთ წინასწარ ცხელ წყალში დამბალი წიწაკა, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი. ეს ყველაფერი გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში და გოჭს წავუსვათ როგორც შიგნით , ასევე გარეთაც. ამ მაერთის მაგიერ, შეწვის დროს შეიძლება ხანგამოშვებით წავუსვათ ერბო ან წყალი. გოჭი შეიძლება შეიწვას როგორც ღუმელში, ასევე ნაკვერჩხალზე,შამფურზე წამოცმული.
გოჭი: 1 ცალი
წიწაკა: გემოვნებით
ნიორი: გემოვნებით
ქინძი: გემოვნებით
კამა: გემოვნებით
ოხრახუში: გემოვნებით
რეჰანი: გემოვნებით
ნიგვზის ზეთი: გემოვნებით
ერბო: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით
სუკის მწვადი
მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარღვები, წამოვაგოთ შამფურზე მთელი სიგრძით. თავში და ბოლოში მაგრად შემოვახვიოთ ძაფი, წავუსვათ მარილი და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ხშირად უნდა ვაბრუნოთ, რადგან მწვადი ყოველი მხრიდან უნდა შეიწვას და თან შეინარჩუნოს ის წვენი, რომელიც სუკს ააქვს. ასეთნაირად მომზადებული მწვადი შეიძლება შეიწვას ღუმელშიც. სუკი ისე ძალიან არ უნდა შეიწვას, რომ გამოხმეს. გაჭრისას შიგნიდან უნდა მოჟონაბდეს ვარდისფერი სითხე. როგორც კი მზად იქნება, მწვადი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით და მოგრძო-მოგრძო, თხელ ნაჭრებად დავჭრათ.
სუკი: 1 კილო
მარილი: გემოვნებით
ღორის მწვადი
მსუქანი ღორის ხორცი (უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე, ბარკლის ნაჭერი და სხვა) დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. შემდეგ წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური სულ ვატრიალოთ. როცა მწვადი მზად იქნება, მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები. სუფრაზე მწვადთან ერთად ცალკე, მივიტანოთ ბროწეულის ან ტყემლის საწებელი.
ღორის ხორცი: 1 კილო
მარილი: გემოვნებით
ხახვი: გემოვნებით
ოხრახუში: გემოვნებით
ცხვრის მწვადი მწყემსურად
მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი, როგორც ნეკნებიანი ისე რბილი ადგილები დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ და ჩავყაროთ თუჯის ქვაბში ან ტაფაში. დავდგათ ძლიერ ცეცხლზე და შევწვათ თავისივე სიმსუქნით. ხანგამოშვებით ვურიოთ, ისე, რომ თითოეული ნაჩერი კარგად გაწითლდეს. როდესაც შეიწვება, მწვადს მოვაყაროთ მწვრილად დაჭრილი ოხრახუში და სამი სანტიმეტრის სიგრძეზე დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი.
ცხვრის ხორცი, ბატკნის ხორცი: 1 კილო
დუმა: 100 გრამი
მწვანე ხახვი: 200 გრამი
ოხრახუში: 3 ძირი
მარილი: გემოვნებით
პილპილი: გემოვნებით
მწვადი აფხაზურად
კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორცი, ღვიძლი, ელენთა და დუმა დავჭრათ პატარა-პატარა ნეჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე. შევწვათ. სუფრაზე მიტანისას მწვადს მოვაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, მწვრილად დაჭრილი ოხრახუში და ბროწეულის ან კოწახურის მარცვლები
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!