ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » კულინარია    

ნანადირევი და ქართული ღვინო
ქეთი ადეიშვილი  

ადამიანი უხსოვარი დროიდან მისდევს ნადირობას. საქართველოში შემორჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ნადირობდა ქურციკზე, ირემზე, შველსა და ასევე სხვადასხვა ფრინველზე.

უძველეს ეპოქაში ნადირობას პრაქტიკული დატვირთვა გააჩნდა - ეს იყო თავის რჩენის ერთ-ერთი საშუალება. მონადირე ნანადირევით კვებავდა ოჯახს. უძველესი ადამიანი ხორცის მომზადების ძალზე პრიმიტიულ მეთოდებს იყენებდა, რომელთა კულინარიული ხელოვნების ასპექტში განხილვა შორს წაგვიყვანს. მოგვიანებით, ნადირობა მეფეთა და დიდებულთა გართობად გადაიქცა და შესაბამისად, ნანადირევის მომზადების მეთოდებიც გამრავალფეროვნდა. შესაძლოა, ცნობილი ხოხბის ჩახოხბილიც, უპირველესად, სწორედ მეფეთა ტრაპეზის ნაწილი ყოფილიყო.

ისტორიულ წყაროებსა და ცნობილ მოგზაურთა ჩანაწერებში აღწერილია ნადირობის საქართველოში გავრცელებული მეთოდები, მაგრამ ძნელად გადააწყდებით ინფორმაციას ნანადირევის მომზადების შესახებ. დღეს კი, როდესაც საქართველოს ტყეებსა და მთიანეთში ისედაც იკლო ნადირმა და უფრო მეტიც, ცხოველთა მრავალი სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი, ბუნებრივია, ყოველივე ეს სამონადირეო მენიუზეც აისახა. როგორც ქართველი მონადირეები აღნიშნავენ, ჩვენთან ნაკლებად არსებობს ე.წ. "მონადირის სახლის” კულტურა, რაც ასე პოპულარულია უცხოეთში. ასეთ სახლებში ინახება სპეციალური ინვენტარი, ანუ ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც საჭიროა მონადირეთა დასვენებისა და კომფორტისთვის რამდენიმედღიანი ნადირობის დროს. საქართველოში ასეთი სახლები ჯერჯერობით ძალიან მცირე რაოდენობით არის და ამის გამო ადგილზე მომზადებული კერძებიც მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

ნადირობა არ არის მარტო ტყე-ღრეში ხეტიალი, ეს ერთგვარი სპორტი, აზარტი, უდიდესი ფიზიკური დატვირთვა და წარმოიდგინეთ, ხელოვნებაცაა. ხანგრძლივი და დაძაბული ლაშქრობის დროს შეუძლებელია ქვაბებისა და სამზარეულოს სხვა ატრიბუტების ტარება. ამიტომ, მონადირეები ადგილზე მხოლოდ მწვადების მომზადებით შემოიფარგლებიან.

რამდენიმედღიანი ნადირობის დროს, წლის თბილ პერიოდებში, მოკლულ ნადირს ატყავებენ, ხორცს აყრიან მარილს ან ჭინჭრის ფოთლებში აწყობენ. ასეთი წესით შენახული ხორცი გაფუჭებისაგან 4-6 დღე შეიძლება დავიცვათ. შინ დაბრუნებული მონადირეები შესანახ ხორცს ორგვარად აბასტურმებენ: პირველია მოკლევადიანი დაბასტურმებამარილით, პილპილით, ხახვითა და ძმრით. ასე ხორცი 1 კვირაც კი ძლებს. გრძელვადიანი დაბასტურმების წესი შემდეგია – ხორცს აყრიან მარილსა და პილპილს, მჭიდროდ ჩაძეკავენ ქოთანში ან მომინანქრებულ ჭურჭელში და თავზე დაახურავენ. ასე ხორცმა რამდენიმე თვეც კი შეიძლება გაძლოს.

დათვის, მაჩვისა და გარეული ღორის კერძების მომზადება, სპეციალური სამედიცინო შემოწმების გარეშე, რეკომენდებული არ არის, რადგან სავსებით შესაძლებელია, ცხოველი დაავადებული იყოს და ადამიანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. სხვა საკითხია ნანადირევის ოჯახის პირობებში მომზადება. ამ შემთხვევაში კერძების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი არსებობს. ასევე საინტერესო თემაა კერძისა და ღვინის შეხამება. ნანადირევს, უმეტესად, წითელი მშრალი და ტრადიციული კახური ღვინოები ეხამება.

ამ საკითხის განხილვისას შევეცდები, უპირატესობა ქართულ კერძებს მივანიჭო. კერძი, რომელიც მონადირეებისთვის უკონკურენტოა, არის ნანადირევის მწვადი. ღვინის შეხამებას თუ გადავწყვეტთ, ჯობს ძლიერ, სხეულიან საფერავებს მივანიჭოთ უპირატესობა. მონადირეები ირწმუნებიან, რომ უგემრიელესია ნანადირევის ხაშლამა. ხორცს დაჭრიან, მოათავსებენ მოზრდილ ქვაბში, დაასხამენ წყალს და ადუღებისას წარმოქმნილ ქაფს მოხდიან. დუღილის პროცესში უმატებენ 1-2 თავ ხახვსა და 1 კონა ოხრახუშს, რათა ხორცს სპეციფიკური გემო მოშორდეს. ბოლოს, თითქმის უკვე მოხარშულ ხორცს გაუწყობენ მარილს. კახეთში იმავე წესით, რა წესითაც ბატკნის ჩაქაფულს ამზადებენ, მაჩვის ნაზი ხორცისგან აკეთებენ უგემრიელეს ჩაქაფულს და ამ კერძს დელიკატესად თვლიან. ჩაქაფულს კახური, ტრადიციული ქვევრის ღვინო (რქაწითელი) შეეფერება. დათვისა და ღორის ხორცის კერძების მომზადებისას დამატებით ცხიმს არ გამოიყენებენ, რადგან ხორცი ისედაც ცხიმინია. ხახვში ჩახრაკულ ჯიხვს, ნიამორს, ფსიტს, ირემსა და შველს ემატება ერბო ან კარაქი. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ გემოს გასაუმჯობესებლად ჩახრაკულ ნანადირევს უმატებენ 50-100 მლ მშრალ ღვინოს. შესაძლებელია ტომატ-პასტის, პამიდვრის პიურეს ან დაჭყლეტილი პამიდვრის დამატებაც. ასე მომზადებული ნანადირევი უმჯობესია ოცხანურ საფერესთან ერთად დააგემოვნოთ.

ყველაზე მრავალფეროვანი მაინც დათვისა და გარეული ღორის ხორცისგან მომზადებული კერძებია. ცნობილია ტახის გულ-ღვიძლის ყაურმა, დათვის ხორცის კატლეტი, დათვისა და ტახის ხორცის ტოლმა და, რაც მთავარია, ხინკალი. ყველა ეს კერძი მზადდება ტრადიციული კულინარიული რეცეპტების მიხედვით. ტახის გულ-ღვიძლის ყაურმასა და კატლეტთან საუკეთესოა საფერავი, ყაურმასთან კი შავკაპიტოც შეგვიძლია დავაწყვილოთ. ცალკე გამოსაყოფია დათვის ხინკალი, რომელსაც ღვინოზე მეტად ტრადიციული ჭაჭა უხდება. იგი სერიოზულ კონკურენციას უწევს საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცისგან მომზდებულ ამავე კერძს. როგორც თელაველი მონადირე - დუდი ბადურაშვილი განმარტავს, მცდარია მონადირეებში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დათვის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს შორის, გემოვნური თვალსაზრისით, რამე განსხვავება არსებობს. რაც შეეხება ფრინველს – ნანადირევ ფრინველს ძირითადად შამფურზე წვავენ. ოჯახის პირობებში უკეთესია სქელძირიან ტაფაზე მომზადება ერბოს ან კარაქის დამატებით. საქართველოში ძირითადად ნადირობენ მწყერზე, ქედანზე, იხვზე, ხოხობზე, კაკაბსა და ტყის ქათამზე. ფრინველი უმეტესად იპუტება მშრალად ან შემდეგი წესით ტყავდება – ფეხთან ჩაუჭრიან კანს და ჩაბერავენ. კანი ბუმბულებიანად სცილდება ხორცს და შემდეგ ფრინველს წვავენ შამფურზე ან ცხიმიან ტაფაზე. ისევე, როგორც მწვადის შემთხვევაში, შამფურზე შემწვარი ფრინველიც ბრწყინვალედ ერწყმის საფერავს. სწორედ ნანადირევი ფრინველისაგან მზადდება საუკეთესო ჩახოხბილი - ბლომად ხახვში ჩახრაკულ ხორცს პამიდორთან ერთად ღვინოს უმატებენ, თუმცა ამზადებენ პამიდვრის გარეშეც. ნანადირევ ფრინველს მაგარი ხორცი აქვს, ამიტომ შეწვამდე უნდა წამოვადუღოთ, გადავწუროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევწვათ. ასე მომზადებული ხორცი უფრო რბილი გამოდის. ჩახოხბილს შეგვიძლია თავკვერი ან მაღალმჟავიანი ოცხანური საფერე შევუხამოთ.

ბატონი დავით ბედია – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე,ცნობილი მონადირეა. მას ასევე ეხერხება კერძების მომზადებაც. როგორც ბატონი დავითი აცხადებს, ძალიან გემრიელია მწყრის საცივი. ამ კერძის მომზადება მის ოჯახში მთელ რიტუალს წარმოადგენს. გარეული ფრინველი საცივს განსაკუთრებულ გემოს სძენს. ამ განსაკუთრებული გემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად მწყრის საცივს ტრადიციული კახური რქაწითელი მიაყოლეთ.

ნადირობით არის გატაცებული ცნობილი მომღერალი, თეიმურაზ წიკლაურიც, რომელმაც საინტერესო კერძების რეცეპტები გაგვანდო. ბატონი თეიმურაზის თქმით, შოტლანდიაში მონადირებულ და ქართულ ხოხობს განსხვავებული გემო აქვს. იგი თვლის, რომ გემრიელი და არომატული ჩახოხბილისთვის სხვადასხვა სახის მწვანილი და სანელებელი არ უნდა დაიშურო. გამორჩეულად საინტერესო მეჩვენა ჩაშუშული კურდღლის, ე.წ. "ჩაკურდღლულის”რეცეპტი: მოშუშულ ხორცს ემატება პამიდორი, ბლომად ხახვი, ნიორი, წიწაკა და მწვანილებიდან – მხოლოდ ქინძი. ამ ტიპის კერძზე მისაყოლებლად უპირატესობა შედარებით მაღალმჟავიან საფერავებს მიანიჭეთ.


წყარო: http://vinoge.com
კატეგორია: კულინარია | დაამატა: butatino (11.03.2013) | ავტორი: butatino E
ნანახია: 1792 | ტეგები: ნანადირევი და ქართული ღვინო | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика