ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

სოკოები

cereco, 2008. algeti

საკვებად ვარგისი სოკოებიდან ყველაზე მაღალია. ნორჩობაში კვერცხის ფორმა აქვს, შემდეგ კი თანდათან იშლება და ქოლგას ემსგავსება. ქუდი მონაცრისფრო–რუხია, ზოგჯერ მოყავისფრო – განსაკუთრებით ცენტრში. მისი დიამეტრი 5–50სმ–მდეც კი იზრდება. კანი დაფარულია მუქი ფერის ქერცლებით,დახეთქილია, კიდეები დაკბილულია.

რბილობი თეთრი აქვს, მსხვრევადი; შემდეგ თანდათან მკვრივი ხდება. აქვს სოკოსთვის დამახასიათებელი სუსტი სუნი.

ფირფიტები თავისუფალი, ფართო, რბილი, ძირში შეერთებულია რგოლით(ქმნიან კოლარიუმს). ფეხზე აქვს თეთრი საყელო იგი მოძრავია ფეხის მიმართ.

იზრდება ნიადაგზე ველზე, მდელოზე, ტყის პირას, ბაღებში და ა.შ. ზაფხულ–შემოდგომობით. საჭმელად ვარგისი სოკოა, გამოიყენება მარტო ქუდი. ნორჩობაში უფრო გემრიელია. წეროსწვივა თითქმის არ ჭიანდება. ხშირად ახმობენ კიდეც.

გიგანტური ფშუკუნა  (Langermannia gigantea)                                             Головач гигантский

IMG_0793

ეს სოკო ფოტო კადრზე შარშან ზაფხულში აღმოჩნდა.  მე და ერთი ჩემი მეგობარი (სხვათაშრის პროფესიით მიკოლოგი, ან უბრალოდ რომ ვთქვათ სოკოების სპეციალისტი) ერთ-ერთი მარშუტის სანახავად ვიყავით ალგეთის ხეობაში. მანქანით მივდიოდით და წინ გზაზე თეთრი ქვები შევნიშნეთ, რომელსაც კაცი გვერდს აუვლიდა, მაგრამ სპეციალისტის თვალისთვის არ დარჩა ეს ,,ქვები” ყურადღების გარეშე. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით და გახარებულმა იამ (ასე ქვია ჩემს მეგობარს) პროფესიულად შეაფასა, თან იმასაც იხსენებდა, რომ წინა წელს ამგვარი სახეობა უნახავს კლდეკარზე. ეგ არაფერი ისეთი, თუ არ გეტყვით რამხელა ყოფილა ის ეგზემპლარი. მართლაც გასაოცარია, მაგრამ ფაქტია – სოკო 14 კგ-ს იწონიდა. ასე, რომ ეს ქვები არ გეგონოთ სოკოს ერთ-ერთ0-სახეობაა, როგორც სათაურში ავღნიშნე მას გიგანტური ფშუკუნა ჰქვია.

ამ სოკოს შეხვდებით ზაფხულსა და შემოდგომაზე, იზრდება მთის ტყეებსა და სუბალპურ მდელოებზე. მისი გამოყენება საჭმელადაც შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ნორჩობაში და ისიც ახალმოკრეფილი.

როგორც უკვე ავღნიშნეთ დიდი ზომისაა, სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი სადაა, თეთრი, შემდეგ მურა ხდება და ზედა ნაწილში იგლიჯება. ეს იმიტომ, რომ მომწიფებული სპორები გადმოიყაროს. ახასიათებს იოდის სუნი და სასიამოვნო გემო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გიგანტური ფშუკუნა შეიცავს ანტიბიოტიკურ ნივთიერებას – კალვაცინს. ხალხურ მედიცინაში ხმარობენ თირკმელების ზოგიერთი დაავადებისა და კიბოს საწინააღმდეგოდ.

როგორ გგონია რა სარგებლობა აქვს სოკოს ადამიანისთვის?
სოკო ადამიანის კვების რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია. ქუდიანი სოკოების უმეტესობას ადამიანი საკვებად გამოიყენებს. საჭმელი სოკოების 90-ზე მეტი სახეობა არსებობს.
ერთუჯრედიანი საფუარი სოკოები ეფექტურად გამოიყენება კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგში. საფუარი სოკოები საპროფიტი ორგანიზმებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკვებისა და ენერგიის წყაროდ არაცოცხალი ბუნების ორგანულ ნარჩენებს იყენებენ.
ღვინის წარმოება
 ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.
პურის ცხობაში 
იყენებენ სპეციალურად გამოყვანილსაფუარის სოკოს, რომელიც ნახშირწყლების დაშლის დროს გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და იწვევს ცომის გაფუებას. ამ პროცესისას გამოყოფილი მცირე რაოდენობით სპირიტ ცხობისას ორთქლდება.
ყველის წარმოებაში 
სოკოები ბაქტერიებთან ერთად გამოიყენება. ზოგიერთი ცნობილი ყველის სახეობა _ როკფორი, კამამბერი, ლურჯი დანიური და იტალიური გორგონცელა ,,მწიფდება” სხვადასხვა ობის სოკოს ზემოქმედებით.
მედიცინაში 
ფართოდ გამოიყენება ობის სოკო – პენიცილიუმი. მას სპეციალურად ამრავლებენ, რომ ანტიბიოტიკი _ პენიცილინი.



წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: dudu-duda (18.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 3930 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 3.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика