ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

დღეს პირველი აპრილია

დღეს პირველი აპრილია 


     ჯერ კიდევ ბინდი იყო, როდესაც ირაკლი და სოსო სახლიდან გამოვიდნენ და ტბისკენ აიღეს მიმართულება. ის იყო შარაგზიდან გადაუხვიეს და სამოკლეო გზას დაადგნენ, რომ უკნიდან ძახილი და სტვენა შემოესმათ.  

     - ვიღა ეშმაკი აგვედევნა ნეტა?  - გაჯავრებით თქვა სოსომ და უკან მომავალს მიაჩერდა. რომელიც აჩქარებით მათკენ მოდიოდა. თავს მოვიჭრი თუ ეგ ვანო არ იყოს. ჰო ის არის ნამდვილად, ძაღლიც უჭირავს ხელში. უჰ, დაგვთარსავს ახლა მაგი. მაგასთან არც ნადირობა მინდა და არც პურის ჭამა, უნდა ჩამოვიცილოთ როგორმე თავიდან. უკან მომავალი ჩქარა წამოეწიათ. მართლა ვანო გამოდგა, მონადირეთა შორის ტრაბახით, სიხარბით და გაუტანლობით ცნობილი. 

     -გამარჯვება თქვენი! კაცო, რა მიგარბენინებთ რომ ძლივს წამოგეწიეთ, ეგ ტბა ხომ არსათ გარბის. დიდი დღეა, ნადირობას მოვასწრებთ. ახლა რამდენი იხვია რომ იცოდეთ, იმ დღეს ვიყავი და სწორად გითხრათ, ზიდვა გამიძნელდა, იმდენი დავხოცე. მარტო დღეს რომ აპრილის პირველია ეს არ მომწონს, მოტყუების დღეა და ცარიელები არ დავრჩეთ.

     - კი, მაგრამ ეგ კურდღლის ძაღლი რაღად წამოგიყვანია, ახლა რომ კურდღლის მოკვლა არ შეიძლება, მიუბრუნდა ირაკლი.   - ამყვა ეს ოხერი, ვეღარ ჩამოვიცილე, თუმცა, რა იცი , იქნება წამოაგდოს რამე და გამოგვადგეს. კარგი სიზმარი კი ვნახე, ბიჭებო, იცოდეთ. წვეულებაში ვიყავი სადღაც და სამი ჭიქა ღვინო დამალევინეს და არა მგონია ხელცარიელები დავრჩეთ.  

      ჟინჟლიანი დილა იყო. ჰაერში უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებდა. გარშემო მდებარე გორებზე ტყეებს გამწვანება დაეწყოთ, ხოლო გადანახული მიდვრები აჭრელებულიყო. გორების ძირში შეფენილი სოფლები აყვავებულ ბაღებში ჩაფლულიყვნენ. სწორ მწკრივებად დაწყობილი წეროები გამაყრუებელი ყიჟინით ჩრდილოეთისკენ მიეშურებოდნენ. ჰაერში მრავლად  ირეოდნენ ბორა-ჭიკვები, ძერები, ბოლობეჭედები და სხვა გადამფრენი ფრინველები. ზოგო ნახნავის ბირცვზე იჯდა და ისვენებდა,ზოგი კი საზრდოს დაეძებდა ძალ-ღონის მოსაკრებად. ხან აქ ხან, იქ გაიქროლებდა შოშიების, მტრედების, ქედნებისა და სხვა წვრილი ფრთოსნების გუნდები. 

      - გაიხედეთ, აგერ იმ ხეზე რამდენი ფრინველი ზის, - მიუთითა ამხანაგებს ირაკლიმ 

     - ეგენი ნამდვილად ქედნებია. მისაპარიც რომ კარგი აქვს, აგე იმ ჯაგებიდან მიუვა კაცი.    

     - აბა, მაშ, მე გამიშვით,  - აჩქარდა ვანო და ძაღლი ირაკლის გადასცა  - ბიჭი არ ვიყო, თუ პანტასავით არ ჩამოვყარო! 

      - აბა, შენ იცი ჰა. სიზმარი არ წაახდინო, ფრთხილად მიეპარე, მიაყვირა სოსომ. როგორც იქნა ვანომ ჯაგებამდე მიაღწიადა შეეფარა. ამხანაგები დაძაბულები შეჰყურებდნენ ქედნებიან ხეს და თოფის გავარდნას ელოდნენ.             

      - დაეძინა მაგ ოხერს თუ რა მოუვიდა?  - მოუთმენლობდა ირაკლი. აი, ჯაგებიდან ჯერ ბოლი გაიშალა, რასაც ჩქარა თოფის ხმაც მოჰყვა და ქედნებიც აიშალნენ ხიდან. მხოლოდ ერთი ჩარჩა ტოტებში, ფართხალებდა და ფრთებს იქნევდა. 

      ირაკლი და სოსო ვანოსკენ გაეშურნენ. ის ქვებსა და ტოტებს ესროდა ხეს, ტოტებიდან ქედნის ჩამოგდება უნდოდა.    

      - ეგ არის შენი პანტასავით ჩამოყრა? რაღას უცდი ადი. ისე ჩაჭედილი ქებით რას ჩამოაგდებ.   - დაცინვით უთხრა სოსომ.  

      - მეზარება კი, მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა ავიდე, ჩაილაპარაკა ვანომ და ხეზე აცოცებას ხვნეშით შეუდგა. დაუახლოვდა ქედანს, წასავლებლად ხელი წაატანა, მაგრამ ქედანი უცებ შეფართხალდა, ტოტებიდან თავი გაითავისუფლა, ჯერ მიწაზე დასავარდნად დაბლა დაეშვა, შემდეგ გაიმართა, ნელნელა მაღლა აიწია და თვალს მიეფარა.               

      - ხა, ხა,ხა, - წასკდა სიცილი სოსოს - ან კი არ მოგატყუა პირველ აპრილს მაგ ქედანმა! აი ოინი! ჩამოდი ვანო, ჩამოდი. ერთი ჭიქისა უკვე აგიცხადდა, შემდეგი ვნახოთ. ორივენი გულიანად ხარხარებდნენ, ვანო კი დათვივით ბუზღუნით ჩამოვიდა ხიდან, შუბლიდან თან ოფლს იწმენდდა, თან ნაძალადევი სიცილით ბურტყუნებდა:  - როგორღა გაფრინდა ეგ ვერენა, არ მომატყუა მართლა ამ პირველ აპრილს! 

      წყაროსთან ვანომ ძაღლი აუშვა. ის გაფაციცებით ჯაგებში შევარდა. მონადირეებმა ჩანთებდან საუზმე ამოალაგეს და ის იყო პურის ჭამა დაიწყეს, რომ ძაღლმა მათ ზევით ყეფა ატეხა. ვანო წამოხტა, თოფს ხელი დაავლო, და ისიც ჯაგებში შეერია. ”კურდღელი იქნება, ცოდოა კაცო, არ მოკლა!” მიაძახა სოსომ, მაგრამ ვანომ ყური არ უგდო და ნაბიჯს აუჩქარა. ძაღლის ყეფა ხან ახლოვდებოდა ხან შორდებოდა, აშკარა იყო, კურდღელს დასდევდა. მართლაც, ცოტა ხანში თოფი გავარდა და ჯაგებიდან კმაყოფილი და თავმომწონე სახით ვანო გამოვიდა, ხელში კურდღელი ეკავა.    

      - რად მოკალი!  ცოდო არ არის ბაჭიები ეყოლება საყვედურით მიმართა სოსომ.         - მამალია კაცო, განა გიჟი ვარ დედალი მოვკლა   - თავი იმართლა ვანომ და საუზმის გასაგრძელბლად ჩამოჯდა. კურდღელი ხელიდან ხელში გადავიდა. 

       - კაი, მაგრამ რით გაიგე რომ მამალი იყო? - შეეკითხა ირაკლი. - როგორ არა, გაქცეულს ეტყობა, გვერდ-გვერდ მიდის და ყურებიც ზურგზე აქვს გადაწყობილი. ნეტა მოხვედრილი სადა აქვს, რომ სისხლი არა სცხია?  - თქვა ვანომ და იქვე დაგდებული კურდღლისკენ ხელი გაიშვირა. მაგრამ ოი, საკვირველებავ! კურდღელი წამოხტა და ჯაგებისკენ მოკურცხლა. ვანოს გაშვერილი ხელი ჰარშივე დარჩა გაშეშებული, ლუკმით სავსე პირი დაეღო და განცვიფრებული იმ ადგილს მისჩერებოდა, სადაც კურდღელი შეძვრა. მერე გაოგნებულ ამხანაგებს მიაპყრო მზერა... სოსოც და ირაკლიც ერთხანს გაკვირვებულები უყურებდნენ გაქცეულ კურდღელს, შემდეგ ვანოს შეხედეს და თავი ვეღარ შეიკავეს - სიცილით მწვანეზე გორაობა მორთეს.    - ვაიმე, დედავ, ამის მეტი აღარ შემიძლია, ხა, ხა, ხა, კურდღელმაც იცის რომ დღეს მოტყუების დღეა. ვანო, ეს მეორე ჭიქაც აგიცხადდა, მოდი და ამის შემდეგ სიზმარს ნუ დაუჯერებ. ხა, ხა, ხა, ხარხარებდა სოსო. ვანოს აღარ ეხუმრებოდა. წამოხტა, გასაგრილებლად ხევში ჩასულ ძაღლს დაუძახა  - ,,არიქა ტარზან, ტარზან, აი, აი, ნახე, ნახე, ” ყვიროდა გაცხარებული და ძაღლს თითით კვალს უჩვენებდა. ძაღლმა რამდენჯერმე უხალისოდ  დაყნოსა მიწა, კუდი უხალისოდ აქნია და გაჩრდა. თითქოს პატრონს უსაყვედურა რაღაგინდა, ეს კვალი ხომ იმისაა, წეღან რომ კურდღელი მოგაკვლვინეო.  - გაანებე, კაცო, თავი, ძაღლი დაიღალა, რაღას მოძებნის, ჯობია ტბაზე დროზე გადავიდეთ და იხვები დავხოცოთ უთხრა ირაკლიმ და თოფი და ჩანთა მხარზე მოიგდო. სოსო და ვანოც მიჰყვნენ. გზა-დაგზა ვანო თავის ქნევით დანანებით ლაპარაკობდა:                              -საკვირველია, აბა, რა. კურდღელი ხელში მეკავა იმდენი ხანი მიწაზე ეგდო, რაღა ეშმაკმა გააცოცხლა. აი დასწყევლოს ეშმაკმა.                           

      - არაფერი საკვირველი არ არის, ჩემო ვანო. კურდღელი ალბათ გაბრუებული იყო. ეტყობა, თავზე გადაუარა საფანტმა და გვიან მოვიდა გონზე  - უთხრა ირაკლიმ.   - შენ ისა თქვი, ჩანთაში უნდა ჩაგედო ან ჩამოგეკიდა და ახლაც შენს ხელში იქნებოდა, მაგრამ რას იზამ, სიზამრი როცა ცხადდება, ცხადდება მესამე თუ რამე მოკლა, აღარ მოტყუვდე, იცოდე. არ დაუჯერო, მეორე ლულაც დაახალე - გაეხუმრა სოსო. ტბასთნ რომ მივიდნენ, მონადირეებმა შეკრების ადგილიც დათქვეს და სხვადასხვა ადგილებში გაიფანტნენ. ტბაზე დიდ ხანს ისმოდა ხან აქ, ხან იქ კანტიკუნტი სროლა. მზე უკვე საკმაოდ გადახრილი იყო, როდესაც ირაკლი და სოსო დახოცილი იხვებით დაბარგულები დანიშნულ ადგილზე მივიდნენ. ვანო ჯერ არსად ჩანდა. სოსო ირაკლის მიუბრუნდა: -ირაკლი, ვანო რო მოვა სიზმარი მთლიანად უნდა ავუცხადო. ფანქარი მე მაქვს ქაღალდი ხომ არ გექნება, პატარა რამ მაქვს დასაწერი. ირაკლი ვერ მიხვდა რაში სჭირდებოდა სოსოს ქაღალდი, მაგრამ ჯიბეები მოისინჯა და თუთუნის მოსაწევი ქაღალდი ამოიღო. სოსომ ქაღალდის გარეთა, სქელი ყრდა მოახია, ზედ რაღაც დაწერა, წვრილად დაახვია და ერთ ნანადირევ მოზრდილ იხვს პირში ღრმად ჩაუდო. შემდეგ ტბის ნაპირისკენ გაეშურა. ”აჰა, მივხვდი, რასაც აკეთებ, ჩქარა, თორმე მოდის მგონია, აგერ გამოჩნდა კიდეც” - მიაძახა ირაკლიმ. სოსომ ტბასთან მიირბინა იხვი წყლის პირას დასვა, თავი და კისერი ჩხირებით დაუმაგრა, ისე, რომ ცოცხალს დამსგავსებოდა და საჩქაროდ უკან გაბრუნდა. დაღლილ დაქანცული და წელამდე დასველებული ვანოც მოვიდა.

- რა ცარიელი მოდიხარ კაცო, ვერაფერი მოკალი?  - შეეკითხა ირაკლი.  - ეჰ, რაც მოვკალი, ისიც დავკარგე, ამისთანა ნადირობას რა ვუთხრა. ნეტავი დღეს სულ არ გამოვსულიყავი სახლიდან. ჩემს დღეში არ დამმართნია ასეთი რამ, რაც დღეს გადამხდა. თქვენ კი კარგათ გინადირიათ - უხალისოდ ჩაილაპარაკა ვანომ და ირაკლისა და სოსოს ნანადირევს შურიანი თვალი გადაავლო. - მართლაც ცუდ ფეხზე იარე დღეს, მაგრამ არაუშავს, ასეა მონადირის ამბავი, დღეს თუ არა, ხვალ იქნება, გულს ნუ გაიტეხ. ახლა კი მოდი პური ვჭამოთ და დროზე წავიდეთ, თორემ დაგვაღამდება, კარგა შევგვიანდით - დაამშვიდა სოსომ. სამივენი ჩამოსხდნენ. შუა ჭამაში რომ იყვნენ, უცბად სოსო ტბის პირას, ერთ წერტილს გაშტერებით მიაჩერდა და თან ხელით თოფს დასწვდა.  - რა  იყო, კაცო, რა დაინახე?   - შეეკითხა ირაკლი და თვითონაც თოფს წამოავლო ხელი.  მეჩვენება თუ რა არის, აგერ წყლის პირას, ჩალების გვერდზე ვითომ იხვი ზის?

     - დაეჭვებით იკითხა სოსომ. - კი, კი, იხვია, ჩალებიდან გამოვიდოდა, - დაუმოწმა ირაკლიმ. - დაიცათ მე მასროლინეთ. ეგ მაინც მოვკლა, თორემ სირცხვილისგან სახლში აღარ მიმესვლება - ხვეწნით თქვა ვანომ.  - მიდი, ჰა, აბა, არ გაუშვა. აგერ ბორცვიდან წაუცოცდი და ესროლე - დაარიგა სოსომ.

     ვანო მიწაზე დაწვა და გახოხდა. ირაკლი და სოსო ძლივს იკავებდნენ თავს სიცილი რომ არ წასკდომოდათ და ტუჩებზე ხელს იფარებდნენ. როგორც იყო ვანომ ბორცვამდე მიაღწია და ესროლა. - არის, არის. ჩქარა გაიქეცი დაჭრილი არ იყოს და წყალში არ ჩაგიძვრეს - მიაყვირა სოსომ.  ვანო გაიქცა იხვს ხელი დასტაცა და უკან წამოვიდა.  - თუ ძმა ხარ არ გაგეცინოს, თავი შეიკავე - წასრჩურჩულა სოსომ ირაკლის. - ძლივს არ გავტეხე ნავსი, - თქვა გაოფლიანებულმა და სახეგაბრწყინებულმა ვანომ, ამხანაგებთან როცა მივიდა. - არაუშავს! ზორბა იხვი ყოფილა, ოღონდ კარგად დაიკიდე ძმაო, ეგაც ხელში არ გაგიცოცხლდეს და გაგიფრინდეს - უთხრა  სოსომ.

-                     დაკიდებით კი დავიკიდებ, მაგრამ მკვდარ იხვს რაღა ეშმაკი გააცოცხლებს. წეღანდელი სასწაულები არმყოფა. - სიცილით თქვა ვანომ და იხვი წელზე ჩამოიკიდა. - როგორ დიდია ეგ ღორ-იხვაა იცოდეთ  - საუბარში ჩაერია ირაკლი. - ღორ-იხვაა არა თხა-იხვაა, იხვია ჩვეულებრივი, ღორ-იხვას განა არა ვცნობ, - შეესიტყვა სოსო. - თქვე კაი ხალხო, მაგაზე რა გაჩხუბებთ, ახლავე ვუნახავ ენას, თქვა ვანომ და იხვს გასასინჯად ნისკარტი გაუღო. - ეს რაღა უჭამია? - წამოიძახა გაკვირვებულმა და იხვს პირიდან ქაღალდი ამოართვა. ”დღეს პირველი აპრილია, განა მართლა შენი მოკლული ვარ’’- ხმა მაღლა ამოიკითხა ვანომ... სოსო და ირაკლი კი მიწაზე გორაობდნენ და სიცილით იხოცებოდნენ. - წადით თქვენი რჯული კი დაიქცა, თქვენი! - აბურდღუნდა ვანო, იხვი მიწას დაახეთქა, თოფს ხელი დაავლო და უკან მოუხედავად სახლისკენ გაეშურა.  - დაიცა, კაცო ჩვენც მოვდივართ რა მიგარბენინებს - მიაძახა ირაკლიმ. ვანოს უკან არ მოუხედვას, აჩქარებით გააგრძელა გზა. - თუ გაიბუტე, ეგ არის, ამაღამ არ დამეძინება. ასე გინდა, მეორედ აღარ აგვედევნები კუდივით - თქვა სოსომ. ცოტა ხანში ისინიც გაბუტულ ამხანაგს გაყვნენ უკან...



წყარო: http://ჯურნალი ნადირობა
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: nanohunt2000 (01.12.2013) | ავტორი: ერასტი ბალიაური
ნანახია: 2079 | კომენტარი: 3 | ტეგები: დღეს, პირველი, აპრილია | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 nugohunt   (14.03.2015 19:03:23) [მასალა]
საღოლ კაი იყო

+1   Spam
2 torgwa   (11.12.2013 22:47:20) [მასალა]
ყოჩაღ ნანო ძალიან მაგარი ხარ. მაგარი იყოოოოო!!! 10

+1   Spam
1 Admin   (04.12.2013 14:20:00) [მასალა]
gimili gimili 166 სახალისო იყო

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика