ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ბინგო ჩემი ძაღლის ამბავი.ე. სეტონ-თომფსონი
ეს ამბავი 1882 წლის ნოემბრის დამდეგს მოხდა. მანიტობში უკვე ზამ-
თარი იდგა. ნებივრად ვიჯექი სკამზე და ზარმაცად გავიყურებოდი ჩვენი
ქოხის ერთადერთი ფანჯრიდან. გადაღმა მოჩანდა პრერიის ნაგლეჯი და
ბოსლის კუთხე. 
მაგრამ ამ ოცნების ბურანიდან მაშინვე გამოვფხიზლდი, როგორც კი
თვალი მოვკარი, როგორ ტყვიასავით შევარდა ბოსელში დიდი რუხი ნადი-
რი, მას კი ფეხდაფეხ მიჰყვა მეორე, უფრო მომცრო, შავი და თეთრი ხალე-
ბით მოხატული ცხოველი. 
_ მგელი! _ წამოვიყვირე მე. თოფს ხელი დავტაცე და ძაღლის მისაშვე-
ლებლად გავვარდი. 
მაგრამ სანამ მე მივირბენდი, ძაღლი და მგელი ბოსლიდან გამოხტნენ. 
მგელმა ცოტა გაირბინა თოვლზე და მოტრიალდა, თავდასაცავად მოემზა-
და. ძაღლი, ჩვენი მეზობლის შოტლანდიური ნაგაზი, გარშემო ურბენდა და
შესაფერწუთს უცდიდა, რომ სცემოდა. 
შორიდან ორჯერ ვესროლე მგელს, მაგრამ ავაცდინე და დევნა განახ-
ლდა. წამოეწეოდა გულადი ძაღლი მგელს და სწვდებოდა კანჭში. მაგრამ მა-
შინვე გვერდზე გახტებოდა, რომ აეცდინა მისი მრისხანე ყბები. მგელი ჯერ
თავდაცვით პოზას მიიღებდა, მერე კი ამაოდ ცდილობდა, გავარდნილიყო
აღმოსავლეთისაკენ, სადაც შორს ტყის შავი ზოლი მოჩანდა. აშკარა იყო, 
ძაღლი მას ადამიანთა ბინებისაკენ აგდებდა. ბოლოს, როცა მათ ასეთი ყო-
ფით მთელი მილი გაირბინეს, მეც წამოვეწიე. ძაღლს გული მიეცა და გა-
დამწყვეტ ბძოლაში გადაეშვა. 
ცხოველები ერთმანეთს ეცნენ და ერთ გორგლად შეიკვრნენ. ძნელი იყო
ამ გორგალში რამის გარჩევა. გავიდა რამდენიმე წამი. გორგალი გაიშალა და
176დავინახე ზურგზე გაშხლართული მგელი და მის ყელში ჩაფრენილი გასის-
ხლიანებული ძაღლი. ახლა უკვე იოლი იყო ბრძოლის დამთავრება და
მგელს თავში ტყვია დავახალე. 
როდესაც ამ საოცარმა, უჩვეულო გამძლეობის ძაღლმა დაინახა, რომ
მტერი მკვდარი იყო, ზედაც აღარ დახედა და ძუნძულით გაუდგა თოვლში
გზას თავისი პატრონისფერმისაკენ, რომელიც აქედან ოთხ მილზე იყო. 
მართლაც შესანიშნავი ძაღლი იყო. რომ არ მივშველებოდი, მარტოკაც
მშვენივრად გაუსწორდებოდა მგელს. როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს მის-
თვის ჩვეული ამბავი ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აქაური, შედარე-
ბით მომცრო, სტეპის ჯიშის მგლები ტანად მასზე გაცილებით ზორბები იყ-
ვნენ. 
აღფრთოვანებული ვიყავი ძაღლის გამბედაობით და გადავწყვიტე, რა-
დაც უნდა დამჯდომოდა, მეყიდა. მაგრამ ძაღლის პატრონმა ფრენკის გა-
ყიდვა შორს დაიჭირა და მითხრა, თუ გინდა, ლეკვს მოგყიდიო. 
რაღაი ფრენკი არ მომყიდეს, ნებით თუ უნებლიეთ, ლეკვზე უნდა დავ-
ყაბულებოდი. ესოდენ სახელგანთქმული მამის შვილი შავი ბალნის ერთი
ბღუჯა ბრძანდებოდა და დათვის გრძელკუდა ბელს უფრო ჰგავდა, ვიდრე
ლეკვს. მასაც სწორედ ისეთი მოწითალო ნიშნები ჰქონდა თავზე, როგორც
ფრენკს. ეს ნიშნები და ცხვირის ირგვლივ შემოვლებული თეთრი რკალი
ჩემთვის ლეკვის მომავალი დიდების საწინდარი იყო. 
ლეკვი შევიძინე. ახლა სახელის მოგონებაღა მჭირდებოდა და სახელიც
მოვუძებნე. ბინგო დავარქვი. 
II 
ზამთრის მიწურული ბინგომ ჩვენს ქოხში გაატარა. ცხოვრობდა ზარმა-
ცი, ბუთხუზა, კეთილი და ანცი ლეკვის ცხოვრებით. მეტისმეტად ღორმუ-
ცელა იყო და დღითიდღე ზონზროხა და მოუქნელი ხდებოდა. მწარე გა-
მოცდილების მიუხედავად, მაინც ვერ დაიმახსოვრა, ცხვირი შორს დაეჭირა
სათაგურისაგან. მისი ცდა, დამეგობრებოდა კატას, სათანადოდ ვერ შეაფა-
სეს, რის შედეგადაც დამყარდა შეიარაღებული ნეიტრალიტეტი, რომელიც
დროდადრო ომში გადაიზრდებოდა ხოლმე. 
ბინგომ ადრე დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ერთხელაც გადაწ-
ყვიტა, ჯობია, სულაც გადავსახლდე ქოხიდან დაფარდულში ვიცხოვროო. 
გაზაფხულზე სერიოზულად მოვკიდე ხელი ლეკვის აღზრდას. ეს საქმე
მე დიდი შრომის ფასად, ბინგოს კი დიდი ტანჯვის ფასად უჯდებოდა. ბო-
ლოს მაინც ისწავლა ჩემს ბრძანებაზე პრერიებში საბალახოდ გაშვებული
ჩვენი ბებერი წითური ძროხის მოძებნა. 
როცა ბოლოს და ბოლოს, ბინგო მიხვდა, რას მოითხოვდნენ მისგან, ეს
საქმე შეიყვარა და არაფერი ისე არ მოსწონდა, როგორც ძროხის შინ მოგდე-
ბა. ბრძანების გაგონებისთანავე მხიარული ყეფით გავარდებოდა ხოლმე
პრერიებში. თან მაღლა-მაღლა ხტოდა, რომ დაენახა, სად ბალახობდა მისი
მსხვერპლი. მოჰკრავდა თუ არა თვალს, მაშინვე წინ გამოიგდებდა ჭენებით
177და მხოლოდ მაშინ მიანებებდა თავს, როცა დაფეთებული ძროხა ფრუტუ-
ნით მიიყუჟებოდა ბოსლის ყველაზე შორეულ კუთხეში. 
რასაკვირველია, ჩვენ არაფერი გვექნებოდა საწინააღმდეგო, თუ ბინგო
ამ საქმეზე ნაკლებ ენერგიას დახარჯავდა. მაგრამ მას ისე შეუყვარდა ეს ყო-
ველდღიური ნადირობა, რომ ახლა ჩვენს ბებრუცუნა დანის ყოველგვარი
ბრძანების გარეშეც მოარბენინებდა შინისაკენ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ბე-
ჯითი მწყემსი დღეში თორმეტჯერ მაინც შეაგდებდა ხოლმე საცოდავ ძრო-
ხას ბოსელში. საქმე იქამდე მივიდა, რომ, როცა ლეკვს გაქცევ-გამოქცევის
სურვილი დაებადებოდა ან ორიოდე თავისუფალ წუთს იპოვიდა, ანდა უბ-
რალოდ ფანტაზია მოუვლიდა, მაშინვე თავქუდმოგლეჯილი პრერიებში გა-
ვარდებოდა და ჭენებით მოარბენინებდა ჩვენს საცოდავ წითურძროხას. 
თავდაპირველად ამ ამბავს ცუდი თვალით არ ვუყურებდით, ძროხა
სახლიდან შორს ვეღარსად წაეხეტებოდა. მაგრამ მალე დავრწმუნდით, რომ
პირუტყვი შიმშილობდა. გახდა და ცოტასაც იწველიდა. ეტყობა, ეს ნადი-
რობა სულიერადაც მოქმედებდა მასზე, ვინაიდან შეშფოთებული სულ
აქეთ-იქით იყურებოდა და ძაღლის გამოჩენას ელოდა. დილაობით კი ბო-
სელს არ შორდებოდა, თითქოს ეშინოდა საძოვარზე წასვლა, რომ ხელახლა
არ დასხმოდა თავს ძაღლი. 
ეს უკვე მეტისმეტი იყო. რა არ ვიღონეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ, 
ვერ გავუნელეთ ბინგოს ძროხის დევნის სურვილი. ბოლოს და ბოლოს იძუ-
ლებული გავხდით, სულაც აგვეკრძალა მისთვის ეს გართობა. ბინგო ვეღარ
ბედავდა ძროხის მოგდებას. თუმცა მისადმი ძველებურად დიდ ინტერესს
იჩენდა და სანამ პირუტყვს წველიდნენ, ბოსლის კართან იწვა მორკალული. 
დადგა ზაფხული და ქინქლებმა გაგვიმწარეს სიცოცხლე. განსაკუთრე-
ბით აუტანელი ის იყო, რომ ქინქლებისაგან გაბეზრებული ძროხა წველის
დროს გამუდმებით იქნევდა კუდს. 
ძროხებს, ჩვეულებრივ, ჩემი ძმა ფრედი წველიდა. ფრედი ფიცხი, თანაც
ჩხირკედელა კაცი იყო, რაღაც-რაღაცეების გამოგონება უყვარდა. ახლაც
ძროხას კუდზე აგური გამოაბა და არხეინად დაუწყო წველა, აქაოდა, კუდს
ვეღარ გაიქნევსო. ჩვენ, მართალია, დაგვაეჭვა მისმა დაყენებულმა ცდამ, 
მაგრამ აღარ დავუშალეთ. 
უეცრად რაღაცამ ყრუდ გაიტყლაშუნა და კოღოების ღრუბელი გააფ-
რთხო საშინელმა წყევლა-კრულვამ და გინებამ. ძროხა ძველებურად არხეი-
ნად იცოხნებოდა, გაცეცხლებული ფრედი კი წამოხტა, დასტაცა ხელი ჯორ-
კო სკამს და ძროხას მოუქნია. გაცეცხლდებოდა, მაშ რა იქნებოდა, ბებერმა
სულელმა ძროხამ გამოუქანა და შიგ ყურში სთხლიშა აგური. სეირის მაყუ-
რებლებმა კი ოხუნჯობა ავტეხეთ და სიცილი დავაყარეთ, სულ გავაგიჟეთ
კაცი. 
შემოესმა თუ არა ბინგოს აურზაურის ხმა, იფიქრა, ახლა კი აუცილებე-
ლია ჩემი ჩარევაო, შემოვარდა ბოსელში და მეორე მხრიდან ეტაკა ძროხას. 
ვიდრე გონს მოვეგებოდით და რამეს ვიღონებდით, რძე უკვე მიწაზე იყო
მონთხეული. ვედრო და სკამი მილეწილი, ხოლო ძროხა და ძაღლი _ მაგ-
რად მიბეგვილი. 
178საცოდავი ბინგო ვერაფრით მიმხვდარიყო, რა დააშავა. კარგა ხანია, რაც
ეს ძროხა ეზიზღებოდა და ახლა, საბოლოოდ აღშოთებულმა, გადაწყვიტა, 
გახედვითაც კი აღარ გაეხედა ბოსლის კარისაკენ და თავლაში გადასახლდა
ცხენებთან. 
ძროხა ჩემი იყო, ცხენები კი ჩემი ძმისა. თავისი არჩევანით ბინგომ თით-
ქოს უარი თქვა ჩემზე. შეწყდა ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა. მაგრამ
როგორც კი სერიოზული რამ შეემთხვეოდა, ბინგო ყოველთვის მე მომაშუ-
რებდა ხოლმე და არა ჩემს ძმას. თითქოს ორივენი ვგრძნობდით, რომ ძაღ-
ლი და პატრონი მხოლოდ სიკვდილმა შეიძლება დააშოროს ერთმანეთს. 
მწყემსის როლში გამოსვლა ბინგოს ერთხელღა მოუწია, იმავე წლის შე-
მოდგომაზე. კარბერის ბაზრობაზე ძაღლების შეჯიბრება მოაწყვეს. რომელი
ქოფაკიც ყველაზე უკეთ მიაგდებდა ძროხას იმ ადგილას, სადაც უბრძანებ-
დნენ, ჯილდოდ ორ დოლარს მიიღებდა. 
ერთმა გაიძვერა ძმაკაცმა მაცდუნა და მეც ჩავწერე ბინგო შეჯიბრებაში
მონაწილეობის მისაღებად. დანიშნულ დღეს, დილაადრიან, ძროხა სოფლის
გადაღმა მინდორში გავაგდე. შეჯიბრი რომ დაიწყო, ბინგოს ძროხაზე მივა-
ნიშნე და ვუბრძანე: 
_ გაიქეცი ძროხა მოაგდე! 
თავისთავად ცხადია, მე მინდოდა, ძროხა მოეგდო ჩემთან, იქ, სადაც
მსაჯები ისხდნენ. 
მაგრამ ცხოველებმა ჩვენზე უკეთ იცოდნენ, რაც უნდა ექნათ. ტყუილად
ხომ არ ვარჯიშობდნენ მთელი ზაფხული. დაინახა თუ არა დანიმ მისკენ გა-
ქანებული ბინგო, მაშინვე გაახსენდა გადარჩენის ერთადერთი იმედი _ ბო-
სელი. ბინგო კი დარწმუნებული იყო, რომ მისი ცხოვრების ერთადერთ მი-
ზანს შეადგენდა, რაც შეიძლება მალე მიეგდო ძროხა იქ. მათ ისე გადაიქრო-
ლეს ის მინდორი ერთიმეორის მიყოლებით, გეგონება მგელი შველს გამოჰ-
კიდებიაო და პირდაპირ გაქანდნენ ბოსლისაკენ, რომელიც ორ მილზე მა-
ინც იქნებოდა. მალე ძროხაც და ძაღლიც თვალს მიეფარნენ. მსაჯებს აღარ
უნახავთ არც ერთი და არც მეორე. ჯილდო მეორე ქოფაკს, ბინგოს ერთა-
დერთ მეტოქეს ერგო. 
III 
ბინგოს აღზრდას მე ადრიან გაზაფხულზე მოვკიდე ხელი, მაგრამ ძა-
ლიან მალე თვითონ დამიწყო ჭკუის სწავლება. 
ჩვენს ქოხსა და კარბერის დასახლებას შორის, შუა გზაზე, ჩვენგან ორი
მილის მოშორებით, ფერმის საზღვარზე, ბოძი იდგა. დიდი მსხვილი ბოძი
ბორცვზე იყო ჩაგდებული და შორიდან კარგად მოჩანდა. 
მალე შევამჩნიე, ბინგო ისე არ ჩაუვლიდა ბოძს, რომ გულმოდგინედ არ
გამოეკვლია. ცოტა ხანში დავრწმუნდი, რომ ამ ბოძის სტუმრები იყვნენ კო-
იოტები და მთელი იმ უბნის ძაღლები. 
ჭოგრიტით ვაკვირდებოდი და საშუალება მომეცა, გამეგო საქმის ვითა-
რება, უფრო საფუძვლიანად გავცნობოდი ბინგოს პირად ცხოვრებას. 
179პირუტყვთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ეს ბოძი თავისებური
სამისამართო მაგიდა გახლდათ ძაღლების მოდგმისათვის. თავისი გასაოცა-
რი ყნოსვის წყალობით, ყოველ ძაღლს შეეძლო ნაკვალევითა და სუნით იმ-
წუთას გამოეცნო, რომელი ძაღლი იყო აქ ცოტა ხნის წინ. თოვლი რომ ჩამო-
ყარა, სხვაც ბევრი რამ შევიტყვე. როგორც დავრწმუნდი, ეს ბოძი მხოლოდ
ნაწილი იყო სამისამართო მაგიდების მთელი სისტემისა, რომლითაც დაქსე-
ლილი იყო ახლომახლო ადგილები. 
მოკლედ, მთელ ამ მხარეში სათანადო მანძილზე განლაგებული იყო სა-
სიგნალო სადგურები. ისინი მონიშნული იყო რაიმე თვალში საცემი საგ-
ნით. შეიძლება ასეთ საგნად გამომდგარიყო სვეტი, ბიზონის თავის ქალა ან-
და სხვა რამ, ოღონდ კი ადგილი ყოფილიყო შესაფერისი. გულმოდგინე
დაკვირვებამ მალე დამარწმუნა, რომ ცხოველებს სიგნალიზაციის მთელი
სისტემა ჰქონდათ. ყოველი ძაღლი ანდა კოიოტი აუცილებლად მოინახუ-
ლებს იმ სადგურებს, რომლებიც გზაზე შეხვდება, რომ შეიტყოს, ცოტა ხნის
წინ ვინ გაიარა აქ. ეს იმას ჰგავს, ქალაქში დაბრუნებული კაცი რომ თავისი
კლუბის წიგნს ჩაათვალიერებს, აბა, ჩემს აქ არყოფნაში კლუბში ვინ დადიო-
დაო. 
ვხედავდი, როგორ მიდიოდა ბინგო ბოძთან, ყნოსავდა, აკვირდებოდა
მის ირგვლივ მიწას. ბალანი აეშლებოდა, თვალები სიბრაზით აენთებოდა, 
ღრინავდა და თან ბრაზითა და ზიზღით ფხოჭნიდა უკანა ფეხებით მიწას. 
მერე ნელ-ნელა განაგრძობდა გზას, თან შიგადაშიგ უკან იხედებოდა. ადა-
მიანურენაზე ეს ნიშნავდა: 
...ღრრრ! აუფ! ისევ ის ბინძური ქოფაკი, მაკ-კარტის ძაღლი ყოფილა! 
აუფ! ამაღამ ვუჩვენებ მე იმას სეირს! აუფ! აუფ!» 
მეორეჯერ, სვეტს რომ ყნოსავდა, ბინგო უეცრად აღელდა და დაიწყო
კოიოტის ნაკვალევის შესწავლა, თან თავისთვის ბურდღუნებდა. როგორც
შემდეგ მივხვდი, აი, რას ამბობდა: 
«კოიოტის ნაკვალევია, ჩრდილოეთის მხრიდან მოდის და ძროხის მძო-
რის სუნი უდის... ჰოო! ბებრუცანა ბრინდლის, პოლუართის ძროხას, ბო-
ლოს და ბოლოს გაუჭიმავსფეხი! ამ ამბის გამოძიება ნამდვილად ღირს.» 
ხანდახან ბინგო მოჰყვებოდა კუდის ქიცინს, ურბენდა, ურბენდა გარშე-
მო და მერე ისევ მივარდებოდა ბოძთან, რომ თავისი იქ ყოფნა კიდევ უფრო
აშკარა გაეხადა, _ იქნებ ამგვარად ამბავს უტოვებდა ბრენდონიდან ახალ-
მობრუნებულ ძმას ბილის. ერთ მშვენიერსაღამოს ბილი შემთხვევით როდი
ეწვია ბინგოს და მასთან ერთად გაეშურა ბორცვებისაკენ, სადაც ძმებმა ცხე-
ნის ახალი ლეშით სათანადოდ აღნიშნეს თავიანთი შეხვედრა. 
ხანდახან ბინგო ბოძთან ისეთ რამეს გაიგებდა, რაც სულის სიღრმემდე
შეძრავდა ხოლმე. მაშინ ის სირბილით მიჰყვებოდა ნაკვალევს შემდეგ სად-
გურამდე, რომ იქ უფრო ახალი ცნობები შეეტყო. 
შემიმჩნევია, ზოგჯერ როგორი ყურადღებით, გულისყურით აკვირდე-
ბოდა და ათვალიერებდა ბოძს, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებაო: .»რაო, 
ეს ვიღა უნდა იყოს?..» 
ანდა აკვირდებოდა ბოძს და თითქოს თავის გუნებაში ფიქრობდა: «მგო-
ნი, შარშან ზაფხულს შეხვდით ერთმანეთს გასასვლელთან». 
180ერთ დილითაც ბინგო ბოძთან მივიდა თუ არა, მთელი ბალანი აეშალა. 
კუდი ამოიძუა, აუცახცახდა, ხოლო გულისრევის უეცარი ნიშნები აშკარად
იმის დამადასტურებელი იყო, რომ ძაღლს თავზარი დაეცა. არავითარი
სურვილი არ გასჩენია, მიჰყოლოდა ნაკვალევს, მაშინვე მობრუნდა და შინი-
საკენ წავიდა; გავიდა ნახევარი საათი და მაინც ვერ დამშვიდდა _ ქეჩოზე
ბალანი ისევ ყალყზე ედგა, თვალებში კი შიში და სიძულვილი ჩასდგომო-
და. 
მაშინ მე ჩემი მხრით შევისწავლე ეს საშინელი ნაკვალევი და გავიგე, 
რომ ხორხისმიერი ბგერები _ «ღრრ! აუფ!» _ ბინგოს ენაზე ტყის მგელს ნიშ-
ნავდა. 
აი, რეები მასწავლა ბინგომ. ამის მერე, რომ დავინახავდი, როგორ წა-
მოდგებოდა თავისი ცივი საწოლიდან საჯინიბოს კართან მოკალათებული
ბინგო, გაიზმორებდა, ჩამოიბერტყავდა ბანჯგვლიანი ზურგიდან ზედ მიმ-
ხმარ თოვლს და სიბნელეში გაუჩინარდებოდა, თან შორიდან მესმოდა მისი
მწყობრი ნაბიჯების პაკიპუკი თოვლზე, ყოველთვის გავიფიქრებდი ხოლმე: 
«ოჰო! ბებერო ქოფაკო, ვიცი საითაც მიგეჩქარება და რატომაც არა გნე-
ბავს ღამის გათევა ჭერქვეშ, სითბოში! ახლა ჩემთვის გასაგებია, რატომ არის
ხოლმე შენი ღამეული გასეირნებები ახლომახლო მიდამოებში ყოველთვის
დროული და საიდან იცი ასე ზუსტად, საით წახვიდე საშოვარზე, სად და
როგორეძებო ის! 
IV 
1884 წლის შემოდგომაზე დე უინტონის ფერმაში ქოხი ავჭედეთ და ბინ-
გომაც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ჩემი მეზობლის _ გორდონ რაი-
ტის, ჩემი მეგობარი კაცის თავლაში გადასახლდა. 
ბინგოს პატარაობიდანვე არ უყვარდა შინ მისვლა, გარდა იმ შემთხვევი-
სა, როცა ჭექა-ქუხილი ატყდებოდა ხოლმე. ქუხილი და თოფი შიშის ზარს
სცემდა. ეჭვგარეშეა, ქუხილისა მას შემდეგ ეშინოდა, რაც თოფს გაეცნო. გა-
ეცნო კი არცთუ მაინცდამაინც ხელსაყრელ გარემოებაში, რომლის შესახებაც
ქვემოთ მოგახსენებთ. 
ყველაზე ცივ ამინდშიც კი ბინგო მუდამ ეზოში, თავლის წინ იძინებდა. 
ამგვარად, იგი მთელი ღამე სრულიად თავისუფალი იყო და თავის ჭკუაზე
იყენებდა ამ თავისუფლებას. 
ღამღამობით ბინგო რამდენიმე მილზე გაისეირნებდა ხოლმე. ამის და-
მადასტურებელი იყო არა ერთი და ორი ფაქტი. ფერმერები, რომლებიც რა-
იტებისაგან კარგა მოშორებით ცხოვრობდნენ, წარამარა აფრთხილებდნენ
მოხუც გორდონს, ნუ უშვებ ძაღლს ღამღამობით საწანწალოდ, თორემ იცო-
დე, მაგ დაუპატიჟებელ სტუმარს საფანტით გავუმასპინძლდებითო. ეტყო-
ბა, ფერმერები მარტო სიტყვით არ იქადნებოდნენ _ ტყუილად არა სცემდა
თავზარს ბინგოს თოფის დანახვა. 
შორს, პეტრელში მცხოვრები ერთი კაცი ჰყვებოდა, ჩემი თვალით ვნახე, 
ერთხელ, საღამო ხანს, დიდმა შავმა მგელმა კოიოტი როგორ დაგლიჯაო. 
181მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა და ამბობდა, მე რომ შავი მგელი მეგონა, რო-
გორც ჩანს, მგელი კი არა, რაიტის ძაღლი იყოო. 
სადაც უნდა გდებულიყო ზამთარში მკვდარი ხარის ან ცხენის მძორი, 
ბინგო ყოველ ღამე მოინახულებდა, კოიოტებს გააფრთხობდა და ლაზათია-
ნად გამოძღებოდა. 
ხანდახან ბინგო მარტო იმიტომ მიდიოდა შინიდან, რომ რომელიმე შო-
რეული მეზობლის ძაღლს წაჩხუბებოდა, მაგრამ მიუხედავად ათასგვარი
მუქარისა, ჩვენ ფიქრადაც არ გაგვივლია, რომ ბინგოს ჯილაგი ამოწყდებო-
და. ერთი კაცი იმაშიც კი გვარწმუნებდა, ძუ კოიოტი ვნახე, სამი ლეკვი
ჰყავდა, ლეკვები შავები და დედაზე მოზრდილები იყვნენ, ცხვირის ირ-
გვლივ კი თეთრირგოლები უბრწყინავდათო. 
არ ვიცი, ის კაცი მართალს ამბობდა თუ არა, მაგრამ ერთხელ ასეთი ამ-
ბავი კი შეგვემთხვა: მარტის ბოლოს მარხილით მივდიოდით სადღაც, ბინ-
გო უკან მოგვდევდა ძუნძულით. უცებ ხევიდან კოიოტი გამოხტა. მხეცმა
მოკურცხლა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ბინგო უკან გამოენთო, მაგრამ მა-
ლე აშკარა გახდა, რომ კოიოტი სულაც არ ცდილობდა ბინგოსაგან თავის
დახსნას. ბინგო წამოეწია მხეცს, თუმცა, ჩვენდა გასაოცრად, ისინი ერთმა-
ნეთს არ დატაკებიან. ბინგო არხეინად მიხტოდა კოიოტის გვერდით და ბო-
ლოს დრუნჩიც კი აულოკა. 
ჩვენ გაოცებულები დავრჩით და ყვირილი მოვრთეთ, გვინდოდა, ბინგო
კოიოტისათვის წაგვესისიანებინა. ჩვენმა ღრიალმა კოიოტი დააფრთხო და
მხეცმა კიდევ უფრო ფიცხლად მოკურცხლა. ბინგოც უკან გაჰყვა. ასე განმე-
ორდარამდენჯერმე. 
_ ეგ ხომ ძუკნაა! ამიტომ არ ერჩის ძაღლი! _ მივხვდი ბოლოს და ბოლოს
მე. 
ბინგოს დავუძახეთ. რის ვაი-ვაგლახით მოვაბრუნეთ და გზა განვაგ-
რძეთ. ძაღლი უხალისოდ აგვედევნა უკან. 
ამ ამბის შემდეგ რამდენიმე კვირა მოსვენება არა გვქონდა კოიოტისაგან. 
წიწილებს გვიხრჩობდა, საკუჭნაოდანღორის ხორცს იპარავდა. რამდენჯერ-
მე, როცა უფროსები შინ არ ვიყავით, ფანჯრებშიც შეიხედა და ბავშვებს გუ-
ლი გაუხეთქა. 
ბინგო კი არხეინად იყო და არ ერჩოდა ამ ყაჩაღს. ბოლოს კოიოტი მოკ-
ლეს. ძუკნა გამოდგა. ბინგო საშინლად გაბრაზდა და მის მკვლელს _ ოლი-
ვერს _ შეურიგებელი ომი გამოუცხადა. 
საოცარი და გულის შემძვრელი რამაა ადამიანისა და ძაღლის მეგობრო-
ბა! დღესაც ჰყვებიან შორეულ ჩრდილოეთში მცხოვრები ერთი ინდიელი
ტომის ამბავს. თურმე ეს ტომი ამოწყვეტის კარზე მიუყვანია შინაურ
შუღლს. ყველაფრის თავი და თავი კი ის ყოფილა, რომ ერთ-ერთი ინდიე-
ლისთვის ძაღლი მოუკლავს მეზობელს. თუმცა რა, განა ჩვენში ცოტაა ისე-
თი შემთხვევა, როცა შუღლი, დავა და სამკვდროსასიცოცხლო მტრობა ატე-
182ხილა იმის გამო, რომ ვიღაცას დაურღვევია ძველთაძველი კანონი: «მე გიყ-
ვარვარ? ჩემი ძაღლიც უნდა გიყვარდეს». 
ერთ ჩვენს მეზობელს მშვენიერი მეძებარი ძაღლი ჰყავდა, სახელად ტე-
ნი. პატრონს უყვარდა ტენი და ქვეყნად თუ იმაზე კარგი და ლამაზი ძაღლი
კიდევ დადიოდა, არ ეგონა. მე მიყვარდა ეს კაცი და ამიტომ მისი ძაღლიც
მიყვარდა. ერთხელაც საცოდავი ტენი საშინლად დასახიჩრებული და და-
სისხლიანებული მილასლასდა შინ და სახლის ზღურბლზე განუტევა სუ-
ლი. ამ ამბავმა მეც ისე აღმაშფოთა, როგორც ძაღლის პატრონი. მე თვითონ
მოვკიდე ხელი დამნაშავის ძებნას და ჯილდოც კი აღვუთქვი, ვინც ტენის
მკვლელს მაპოვნინებდა. ბოლოს და ბოლოს აშკარა გახდა, რომ ძაღლი ერ-
თმა ფერმერმა მოკლა. ეს კაცი ჩვენ სამხრეთით ცხოვრობდა. მის დანაშაულ-
ზე იმდენი მამხილებელი ფაქტი ღაღადებდა, რომ ჩვენ უკვე ეჭვი აღარა-
ფერში გვეპარებოდა. იმაზეღა ვფიქრობდით, როგორ დაგვესაჯა ეს არამზა-
და საცოდავი ბებერი ტენის საზიზღარი მკვლელობისათვის. 
მაგრამ უეცრად ისეთი რამ მოხდა, რამაც ძირფესვიანად შემაცვლევინა
აზრი ამ ამბავზე და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ბებერი ტე-
ნის მოკვლა არც ისეთი საშინელი და მიუტევებელი დანაშაული იყო. 
გორდონ რაიტის ფერმა ჩვენიდან სამხრეთით იყო. ერთხელ რაიტებთან
შევიარე. უმცროსმა გორდონმა იცოდა, ძაღლის მკველს რომ დავეძებდი. 
გვერდზე გამიხმო, თან შეშინებულმა აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და ტრა-
გიკული ხმით ჩამჩურჩულა: 
_ ტენი ბინგომ მოკლა... 
ეს იყო და ეს. უნდა გამოგიტყდეთ, თუკი ადრე თავს არ ვზოგავდი, 
ოღონდ მკვლელი მეპოვნა, ამ წუთიდან ყველაფერი ვიღონე, რაც კი შემეძ-
ლო, რომ მართლმსაჯულებისათვის როგორმე გზა ამებნია. ბინგო კარგა
ხანს გაჩუქებული მყავდა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა ამით არ დამთავრებუ-
ლა. პირიქით, ერთი შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა. 
გორდონი და ოლივერი ძველი ძმაკაცები იყვნენ. მორიგდნენ, ერთად
მოეჭრათ შეშა და, მართლაც, შუა ზამთრამდე შეხმატკბილებულად მუშაობ-
დნენ, მაგრამ მალე ოლივერის ბებერმა ჯაგლაგმა ფეხები გაჭიმა. ოლივერმა
იფიქრა, მძორს მგლების დასახოცად მაინც გამოვიყენებო, მკვდარი ცხენი
პრერიაში გაათრია და საწამლავით გაჟღინთა. 
საცოდავი ბინგო! ის არამც და არამც არ იშლიდა მგლურ ცხოვრებას და
ერთთავად იგივე საფრთხე ემუქრებოდა, რაც მგლებს. მასაც ისევე უყვარდა
პირის ჩაგემრიელება მძორით, როგორც მის ველურ თვისტომთ. იმავე ღამეს
ბინგო გორდონ რაიტის ძაღლთან კერლისთან ერთად წაძუნძულდა ცხენის
მძორის გასასინჯად. როგორც ჩანს, ბინგომ კოიოტების გაფრთხობას მეტი
დრო მოანდომა, ვიდრე ჭამას. სამაგიეროდ, კერლი კარგად გამოძღა. 
თოვლზე აღბეჭდილმა ნაკვალევმა მოგვითხრო ამ ნადირის ამბავი. შხა-
მი რომ მოერიათ, ძაღლებმა თავი მიანებეს მძორს და შინისაკენ წალასლას-
დნენ. ღონეგამოცლილი კერლი გორდონისფეხებთან გაიშხლართა და საში-
ნელი ტანჯვით განუტევა სული. 
«მე გიყვარვარ? _ ჩემი ძაღლიც უნდა გიყვარდეს!» 
183არავითარმა თავის მართლებამ არ გაჭრა. ამაო გამოდგა ყოველგვარი
მტკიცება, რომ ძაღლი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ბინგოს ძველის-
ძველი მტრობა ოლივერისადმი ისევ ამოტივტივდა, როგორც უტყუარი და-
მამტკიცებელი საბუთი. გარიგება შეშის ჭრაზე ჩაიშალა და ორი ძმაკაცის
მეგობრობასაც ბოლო მოეღო. საქმე არც ამით დამთავრდა და ამ ადგილებში
დღემდე არის ორი მტრული პარტია, რომლებიც კერლის სიკვდილის გამო
შეიქმნა. 
თვეები გავიდა, ვიდრე ბინგო საბოლოოდ გამოჯანმრთელდებოდა. ვში-
შობდი კიდეც, რომ ძველებურიღონიერი და მამაცი ბინგო აღარასოდეს გვე-
ყოლებოდა. მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ძაღლმა გამოჯანსა-
ღება დაიწყო და რამდენიმე კვირაში მოკეთეების გულის გასახარად და
მტრების თვალის დასავსებად ისევ დაუბრუნდა ჯანი და ენერგია. 
VI 
ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, რომ იძულებული გავხდი, მანიტობი დამე-
ტოვებინა და შორს გავმგზავრებულიყავი. როცა 1886 წელს მანიტობში მოვ-
ბრუნდი, ბინგო ისევ გორდონ რაიტთან ცხოვრობდა. მე მეგონა, იმ ორ წე-
ლიწადში, რაც ერთმანეთი არ გვენახა, ძაღლს დავავიწყდებოდი. მაგრამ
თურმე ვცდებოდი. 
ერთხელ, ზამთრის პირას, ბინგო თითქმის ორი დღე-ღამე დაკარგული
იყო. ბოლოს რის ვაი-ვაგლახით მოხოხდა შინ და თან მგლის ხაფანგი და
მძიმე მორი მოათრია. ხაფანგში მოყოლილი თათი მოყინული და ქვასავით
გამაგრებული ჰქონდა. ძაღლი ისე იყო გამწარებული, რომ ვერავინ ბედავდა
ახლოს მისვლას და ფეხის აშვებას. მაშინ ისევ მე, მისთვის უკვე სრულიად
უცხო კაცი, მივედი და ცალი ხელი ხაფანგს ჩავავლე, მეორეთი კი ფეხს მივ-
წვდი. ძაღლი მაშინვე მაჯაში მეცა. 
_ ბინგო, ვეღარმცნობ განა? _ ვუთხარი დაყვავებით. 
არ მიკბინა, მაშინვე მოეშვა ჩემს ხელს, აღარ გამძალიანებია, თუმცა, სა-
ნამ ხაფანგს მოვხსნიდით, ხმამაღლა წკავწკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ
სხვა ხალხთან ცხოვრობდა და დიდი ხანია არ ვენახე, ბინგო მაინც თავის
ბატონად მცნობდა. ასევე მეც, მართალია, იმაზე უფლებები აღარ მქონდა, 
მაგრამ მაინც ვგრძნობდი, რომ ბინგო ჩემი ძაღლი იყო. 
პროტესტის მიუხედავად ბინგო შევიყვანეთ სახლში და გაყინული თა-
თი გაულღვა. მთელი ზამთარი კოჭლობდა, ორი თითი მიახმა და მოსძვრა. 
მაგრამ სანამ გამოთბებოდა, სრულიად გამოჯანსაღდა. 
VII 
იმ ზამთარს ბევრი კოიოტი და მელა დავიჭირე ხაფანგით. ხაფანგები
არც გაზაფხულზე ამიკრეფია, ვინაიდან ყოველ მოკლულ მხეცზე პრემიას
იძლეოდნენ. კენედის ვაკე ძალიან მარჯვე ადგილია ხაფანგებით სანადიროდ, რად-
გან ხალხი კანტიკუნტად დადის აქეთ. იგი მოქცეულია ხშირ გაუვალ ტყესა
დაფერმებს შუა. ამ ადგილებში ბევრი ლამაზბეწვიანი მხეცი მოვინადირე. 
დროდადრო ჩამოვუვლიდი ხოლმე ჩემს ხაფანგებს. ერთხელაც, აპრი-
ლის ბოლოს, ხაფანგების სანახავად წავედი ცხენით. 
ხაფანგებს მტკიცე ფოლადისას აკეთებენ. ისინი აღჭურვილია ორ-ორი
ზამბარით. თითოეული ზამბარის ძალა ას გირვანქას მაინც უდრის. მისატ-
ყუებლის ირგვლივ ოთხ ხაფანგს აგებენ კარგად დამალულ მორებზე. ამის
მერე ხაფანგებს გულდაგულ აფარებენ ბამბას და ზემოდან წმინდა სილას
აყრიან. 
ერთ-ერთ ხაფანგში კოიოტი გაბმულიყო. მხეცი კეტით მოვკალი. გვერ-
დზე მივაგდე და ხაფანგი ხელახლა დავაგე. ასე მექნებოდა დაგებული ალ-
ბათ ასობით ხაფანგი. 
საქმეს მალე მოვრჩი. საშალი, რომლითაც ხაფანგი გავხსენი, იქით მო-
ვისროლე, სადაც ცხენი იდგა. იქვე კარგი, წმინდა სილა მომხვდა თვალში
და ვიფიქრე, მოდი, ახალდაგებულ ხაფანგს ერთ მუჭს კიდევ წავაყრი-მეთ-
ქი. 
რა საბედისწერო გამოდგა ეს აზრი! რა უგუნური გაუფრთხილებლობა! 
ეს წვრილი სილა ხომ მეზობელ ხაფანგს ეყარა ზემოდან და როგორც კი ხე-
ლი ჩავყავი სილაში, მაშინვე მახეში გავები. 
არ დავჭრილვარ, ვინაიდან ამ ხაფანგებს კბილები არჰქონდა, ხოლო მო-
ნადირის სქელი ხელთათმანები კარგად მიცავდა მარწუხებისაგან, მაგრამ
ფოლადის ყბებს მაინც მაგრად ეჭირა ჩემი ხელის ნახევარი მტევანი. 
თავდაპირველად ძალიან არ შემშინებია და შევეცადე, საშალი მარჯვენა
ფეხით მიმეთრია. პირქვე დავემხე მიწაზე. რაც შემეძლო დავქაჩე ხაფანგში
გაბმული ხელი და დავიწყე ფეხის ფათური. მე არ შემეძლო ერთდროულად
უკან ყურებაც და ფეხის ფათურიც, მაგრამ ცერა თითის იმედი მქონდა. თუ
რკინის საშალს მოვახვედრებდი, ცხადია, მივხვდებოდი. 
ჩემი პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა. რამდენი არ ვქაჩე ხაფანგის
ჯაჭვი, მაინც ვერაფერს გავხდი. ნელა მივტრიალდი, მაგრამ ისევ მარცხი
განვიცადე. თვალები დავბრიცე და, როგორც იყო, გაჭირვებით გავიხედე
იქითკენ, სადაც საშალი მეგულებოდა. თურმე მეტისმეტად განზე გავჩოჩე-
ბულავრ. ისევ ბრმად ავფათურდი. შევეცადე ძველ ადგილზე დავბრუნებუ-
ლიყავი. მთელი ყურადღება მაინც მარჯვენა ფეხზე მქონდა გადატანილი
და მარცხენა სულ დამავიწყდა, რომ უცებ მჭახე ტკაცანი გაისმა და ჩემი
მარცხენაფეხი მესამე ხაფანგისფოლადის ყბებში მოექცა. 
უცბად ვერც კი მივხვდი, რა საშინელ დღეში ჩავვარდი. მაგრამ მალე
დავრწმუნდი, რომ ამ ხაფანგებს თავს ვეღარ დავაღწევდი. ძვრაც ვერ ვუყავი
ადგილიდან. ვიწექი ასე გაჭიმული, მიწაზე გაკრული და ვფიქრობდი. რა
მეშველება? გაყინვისა არ მეშინოდა, ყინვა კარგა ხანია გატყდა. გამოთბა. 
მაგრამ ვიცოდი, რომ კენედის ვაკეს მხოლოდ ტყისმჭრელები ესტუმრე-
ბოდნენ ხოლმე ზამთრობით. არავინ იცოდა, სად წავედი. თუ თავს არ გავი-
თავისუფლებდი, ან მგლები დამგლეჯდნენ, ან შიმშილით მოვკვდებოდი. 
185სანამ იქ ვიწექი, მზე წითლად ჩაესვენა დასავლეთით. ფიჭვებს გადაღმა, 
ჭაობთან, ჩემგან ორიოდე ნაბიჯზე ტოროლა დასკუპდა ბექზე და სწორედ
ისე ჩაარაკრაკა თავისი მწუხრის სიმღერა, როგორც გუშინ საღამოს ჩემი ქო-
ხის კართან. თუმცა ხელის ყრუ ტკივილი მაწუხებდა და ცივი ჟრუანტელიც
მივლიდა, მაინც შევამჩნიე, რამსიგრძე ქოჩორი ჰქონდა. 
შემდეგ ოცნებით რაიტების მყუდრო სამზარეულო წარმოვიდგინე. ვინ
იცის, იქნებ სწორედ ამწუთას ღორის ხორცს წვავენ ვახშმისათვის. ანდა შე-
იძლება, სულაც სუფრასთან სხდებიან. ცხენი ისევ იმ ადგილას იდგა, სადაც
დავტოვე. სადავე მიწაზე დასთრევდა. იდგა და მოთმინებით მელოდა, რომ
შინ წავეყვანე. ვერ გაეგო, ამდენ ხანს რატომ ვაგვიანებდი. ჩემს დაძახებაზე
ბალახის წიწკნას თავი მიანება და უტყვი, უმწეო გაოცებით შემომხედა. 
ნეტა შინ დაბრუნებულიყო! ცხენის დანახვაზე მიხვდებოდნენ, რომ რა-
ღაც ხიფათი შემემთხვა. დამიწყებდნენ ძებნას და გადამარჩენდნენ. მაგრამ
საათი საათს მისდევდა და ერთგული ცხენი ფეხს არ იცვლიდა. მე კი ამასო-
ბაში შიმშილისა და სიცივისაგან სული მხდებოდა. 
უცებ გამახსენდა, როგორ დაიკარგა ძველი მონადირე ჟირუ. მხოლოდ
მეორე გაზაფხულზე იპოვეს მისი ჩონჩხი: დათვის ხაფანგში გაბმულიყო
ფეხით. ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, ტანსაცმლის რა ნაწილი დაეხმარებოდა
ჩემს მეგობრებს ჩემი ჩონჩხის ამოცნობაში... 
_ აი, თურმე რას განიცდის ხაფანგში გაბმული მგელი! _ ვფიქრობდი მე. 
_ რამდენი ტანჯვა მიმიყენებია მათთვის! ახლა ჩემი განკითხვის დღე დად-
გა. ყველაფერზე პასუხი უნდა ვაგო. 
ნელ-ნელა ჩამოღამდა. სადღაც კოიოტი აკივლდა. ცხენმა ყურები ცქვი-
ტა. თან ჩემკენ მოიწია. დადგა და თავი ჩაქინდრა. ახლა მეორე კოიოტი აყ-
მუვლდა. მერე მესამე... მივხვდი, სადღაც ჩემ გვერდით იყრიდნენ თავს. მე
კი უსუსური, მიწაზე გართხმული ვიწექი და ვფიქრობდი, სადაც სამართა-
ლია, ახი იქნება ჩემზე, რომ მოვიდნენ და ნაკუწ-ნაკუწ დამფლითონ-მეთქი. 
დიდხანს მესმოდა, როგორ მოუხმობდნენ მხეცები ერთმანეთს. შემდეგ
კი რაღაც გაურკვეველი ჩრდილები დავინახე. პირველად ცხენმა შეამჩნია
კოიოტები და შეშინებულმა დაიფრუტუნა. მის ფრუტუნზე მხეცებმა ჯერ
უკან დაიხიეს, მაგრამ შემდეგ მომიახლოვდნენ და გარშემო ჩამომიცუც-
ქდნენ. ცოტაც და ერთი, სხვებზე უფრო გაბედული კოიოტი მიცოცდა თავი-
სი თვისტომის მძორთან და ძიძგნა დაუწყო, მე დავუყვირე და მხეცმა ღრე-
ნით დაიხია უკან. თავზარდაცემული ცხენი გვერდზე გახტა. მალე კოიოტი
ისევ მობრუნდა. ცოტა ყოყმანის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს მძორი დაით-
რია და ამხანაგებთან ერთად იქვე შესანსლა. 
ამის მერე კოიოტები კიდევ უფრო ახლოს მოვიდნენ, ირგვლივ წამომის-
კუპდნენ და დამიწყეს თვალიერება. ერთმა ყველაზე გულადმა ჩემს თოფ-
საც კი დაყნოსა და ფეხებით მიწა მიაყარა. მე დავუყვირე და თავისუფალი
ფეხი მოვუქნიე. კოიოტი განზე გახტა, მაგრამ რაც უფრო მელეოდა ძალა, 
მხეცს უფრო და უფრო ემატებოდა სითამამე და შიგ სახეში მიღრენდა. ამის
დანახვაზე სხვა კოიოტებიც ღრენით წამოვიდნენ ჩემკენ. მივხვდი, იმ მხე-
ცების ლუკმა უნდა გავმხდარიყავი, რომლებსაც გუშინ აბუჩად ვიგდებდი, 
რომ უეცრად გარს მოჯარული წყვდიადიდან ისკუპა შავმა მგელმა. 
186კოიოტები მაშინვე აქეთ-იქით გაცვივდნენ, გარდა იმ ერთი გულადისა. 
იმას ახალმოსულმა სტაცა პირი და იქვე მიახრჩო. მაგრამ _ ჰოი, საშინელე-
ბავ! ის საზარელი მხეცი ახლა ჩემკენ გამოქანდა და... ბინგო, ჩემი კეთილშო-
ბილი ბინგო არ შემრჩა ხელში! ბინგო თავისი ბანჯგვლიანი გვერდებით მე-
ხახუნებოდა და გაციებულ სახეს მილოკავდა! 
_ ბინგო! ბინგო! მეგობარო, საშალი მომიტანე! 
ძაღლი ცქვიტად გაიქცა და მაშინვე მობრუნდა, თან თოფს მოათრევდა. 
_ არა, ბინგო! საშალი მომიტანე! 
ის ისევ გაიქცა და ახლა სარტყელი მომირბენინა. მაგრამ ბოლოს და ბო-
ლოს ბინგომ მაინც მომიტანა საშალი. თან გახარებული აქიცინებდა კუდს, 
რომ გამოიცნო ჩემი სურვილი. 
თავისუფალი ხელით დიდი გაჭირვებით ამოვხრახნე ქანჩი. ხაფანგი გა-
იხსნა და ხელი გამითავისუფლა. რამდენიმე წუთში კი მეც თავისუფალი
ვიყავი. ბინგომ ცხენი მომიგდო. ნელა გავიარ-გამოვიარე. სისხლის მიმოქ-
ცევა აღვიდგინე და, როგორც იყო, შევძელი ცხენზე შეჯდომა. 
შინისაკენ წავედით. ჯერ ნელი ნაბიჯით, მერე ჭენებით. ბინგო წინ გარ-
ბოდა, როგორც მაცნე და ხმამაღალი, საზეიმო ხმით ატყობინებდა ყველას
ჩვენს დაბრუნებას. შინ შევიტყვე, რომ იმ საღამოს ეს საოცარი ძაღლი ძალი-
ან უცნაურად იქცეოდა. თუმცა არასოდეს მიმყავდა ხოლმე თან, როცა ხა-
ფანგების სანახავად მივდიოდი, ბინგო წკმუტუნებდა და თვალს არაშორებ-
და ტყიდან მომავალ გზას. ბოლოს, დაღამდა თუ არა, მიუხედავად იმისა, 
რომ გამოშვება არ უნდოდათ, მაინც გამოიქცა და სულზე მომისწრო. ანგა-
რიში გაუსწორა თავხედ კოიოტს და გამათავისუფლა. 
ჩემი ერთგული ბინგო! რა უცნაური ძაღლი იყო! უეჭველია, მისი გული
მე მეკუთვნოდა. თუმცა მეორე დღეს ზედაც აღარ შემომხედა და მხიარუ-
ლად გაჰყვა ახალგაზრდა გორდონს ზაზუნებზე სანადიროდ. ასეთი დარჩა
ის ბოლომდე. 
ასე ცხოვრობდა ის სიკვდილამდე მგლის ყაიდაზე და თავისი მგლური
ჩვეულებით მუდამ მიაგნებდა ხოლმე ზამთრობით დახოცილი ცხენების
მძორს. ერთხელაც ისევ გადააწყდა მოწამლული ცხენის მძორს და მგლური
სიხარბით მიაძღა. შემდეგ, სასიკვდილოდ განწირული, გორდონ რაიტთან
კი არა, ჩემთან, ჩემი ქოხის კართან მოლასლასდა. მაგრამ, საუბედუროდ, იმ
ღამით შინ არმივსულვარ. 
მეორე დღეს, შინ რომ დავბრუნდი, ყინულზე ვიპოვე მკვდარი, ცხვი-
რით ზღურბლზე მიბჯენილი. უკანასკნელ წუთამდე ბინგო ჩემი ძაღლი
იყო და სიკვდილის ნაღვლიან წუთებში ჩემგან ელოდა შველას _ ვაი, რომ
ამაოდ ელოდა! 


წყარო: http://www.nplg.gov.ge
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (02.04.2013)
ნანახია: 2679 | კომენტარი: 1 | ტეგები: ჩემი, ბინგო, ამბავი., ძაღლის | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 krimanjuli   (04.04.2013 12:23:17) [მასალა]
ეჰჰ რა კაი კაცი იყო თომფსონი... მის წიგნებზე უნდა გაზარდო თაობები, სამსახურშიც კი მაქვს მაგისი წიგნი "მოთხრობები ცხოველებზე" და ვინ იცის მერემდენედ გადავიკითხავ ხოლმე, პრინციპში გადავიკითხავ რა სათაურს დავხედავ და მერე უკვე ზეპირად ვიცი... , ამ წიგნზე გაზრდილი ბავშვი ვერ გამოვა ბოროტი, და კურდღელს ღამით არ გამოეკიდება ჯიპზე ამხედრებული და პროჟექტორით აღჭურვილი.სამხრეთისაკენ ყიყინით წასულ გარეული ბატების გუნდის დანახვისას ნერწყვი კი არ მოადგება პირზე, არამედ ოცნებებად შეერევა ტყვიისფერ ღრუბლებს ბატის გუნდივით.... ეჰჰ კაი კაცი იყო თომფსონი.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика