ძუს სქესობრივი სიმწიფე ხასიათდება ახურების პირველი პერიოდის დადგომით. ამ დროისთვის იწყება საკვერცხეების ფუნქციონირება: მათში პერიოდულად ვითარდება ფოლიკულები, მწიფდება კვერცხუჯრედები. მდედრი იძენს განაყოფიერების უნარს. სქესობრივი სიმწიფის დადგომის ვადა დამოკიდებულია ჯიშის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, შენახვის პირობებზე და კვებაზე.
პირველი ახურება საშუალოდ დგება 8-10 თვის ასაკში. თუმცა მცირე ზომის ძაღლებში შესაძლებელია ეს მოხდეს 6 თვის ასაკში, დიდი ზომის ძაღლებში 12-14 თვის ასაკში. აღსანიშნავია, რომ სქესობრივი და ფიზიოლოგიური სიმწიფის ასაკი ძაღლებში ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ დართვა(განაყოფიერება)რეკომენდირებულია არაუადრეს 1,5-2 წლის ასაკში. ე.ი. ფიზიოლოგიური მომწიფების შემდეგ. ვინაიდან, პირველი ახურების პერიოდისთვის არ არის დასრულებული ორგანიზმის ფიზიოლოგიური მომწიფება, ამიტომ ნაადრევ დართვას შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმის ნორმალურ ფორმირებაზე, აგრეთვე შთამომავლობაზეც. სქესობრივი ციკლი - იგულისხმება სქესობრივი სისიტემის ის ცვლილებები, რომლებიც ახასიათებს ძუს ერთი ოვულაციიდან მეორემდე(პირველი ახურების დაწყებიდან მეორემდე). სქესობრივი ციკლის ხანგრძლივობა ძუების უმრავლესობაში 5-8 თვეა, თუმცა არსებობს ჯიშობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები. 4 დან 13 თვემდე. სქესობრივი ციკლი იყოფა 4 სტადიად ანუ ფაზად: პროესტრუსი, ესტრუსი, მეტესტსუსი და ანესტრუსი. ახურების ცნებაში ძირითადად გულისხმობენ პირველ 2 ფაზას: პროესტრუსს და ესტრუსს. პროესტრუსი (განაყოფიერებისთვის მოსამზადებელი პერიოდი) - საშუალოდ 9(3-დან 16-მდე) დღე გრძელდება. ამ დროს ხდება დამახასიათებელი ცვლილებები საკვერცხეებში, სასქესო ორგანოებში და ქცევაში, თუმცა ან დროს არ ხდება დართვა. ესტრუსი (საკუთრივ მზადყოფნა განაყოფიერებისათვის) - საშუალოდ 6 (3-12) დღე გრძელდება. ამ პერიოდში ხდება დართვა. უმრავლეს შემთხვევაში ძუს განაყოფიერებისათვის საკმარისია ერთჯერადი დართვა ნებისმიერ პირველ 3-4 დღეს. განმეორებითი დართვა 1-2 დღის შემდეგ ზრდის განაყოფიერების ალბათობას და ნაყოფის სიმრავლეს. მეტესტრუსი - ეს არის ფაზა, როდესაც იქმნება ხელსაყრელი პირობები ნაყოფის განვითარებისათვის და ქრება პირველი 2 ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი. ამ სტადიის ხანგრძლივობა 60-90 დღეა და მთავრდება შობადობით. ანესტრუსი - სქესობრივი სიმშვიდის პერიოდია. ამ სტადიის ხანგრძლივობა 3-6 თვე გრძელდება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!