საქართველოში ღაჟო ბინადრობს თითქმის ყველგან.ის იკვებება
მახრებით,კალიებით,ხოჭოებით...ღაჟოს დაჭერისთვის აუცილებელია გალია რომელსაც ფრინველის შესვლისას კარები ავტომატურად ეხურება.
გალიაში სატყუარად საუკეთესოა ცოცხალი მახრა,რომელსაც ჩავსვამთ მინის ქილაში ან ჩამოვკიდებთ ძაფით გალიის შუაში,ისე რომ ჩიტი გარედან ვერ მიწვდეს.ღაჟოს მოვძებნით ღობეზე ,დენის ანძაზე ან რომელიმე ბუჩქის კენწეროზე.მისი ნახვის შემდგომ შევეცდებით გალია რაც შეიძლება ახლოს მივიტანოთ და დავდგათ ღაჟოსთან 5-15 მეტრომდე და დაველოდოთ.თუ რამოდენიმე ცდის მიუხედავათ ღაჟო არ შევიდა გალიაში უმჯობესია მოვძებნოთ სხვა ეგზემპლიარი.ღაჟოს იჭერენ ივლისის შუა რიცხვებიდან და სასურველია ბარტყი.დაჭერის შემდეგ ღაჟოს მივაბამთ ორივე ფეხზე ძაფს და ძაფის ბოლოს მოვაბამთ სწორი,ცერა თითის სიმსხო თხილის ჯოხის თავში და დავკიდებთ თაავდაღმა.რამდენიმე ხანში,შეიძლება მაშინვეც,ღაჟო შემოჯდება ჯოხზე (თუ 40-60 წუთის განმავლობაში არ დაჯდა ვუშვებთ).სასურველია ჯოხზე დაკიდებული ღაჟო თავიდან იმყოფებოდეს ხალხისგან ცოტა მოშორებით(რამოდენიმე დღე),რათა ღაჟო შეეჩვიოს ჯოხზე თამაშს.
შემდეგ, ჯოხზე გავუკეთებთ საკვებს, თავიდან კალიებს, შემდეგში ხორციც შეიძლება (ხორცი შეიძლება თითქმის ყველაფრის,აუცილებლად უმარილო).მე-3-4-ე დღიდან დავუწყებთ ვარჯიშს ჯოხზე თამაშში (ჯოხს დავიკავებთ ხელში და ჯოხის ნელი მოძრაობით ვაფრთხიალებთ ღაჟოს ისე რომ უნდა შევეცადოთ ჩიტი ფეხებით არ ჩამოეკიდოს,ჯოხიდან აფრინდეს და ჯოხზე დაბრუნდეს.
დაჭერიდან დაახლოებით10 დღეში თქვენ გეყოლებათ მიმინოს სრულყოფილი სატყუარა.
"შპიონი" ღაჟო:
ამ ხმას გამოსცემს "შპიონი" (დამძახებელი) ღაჟო მიმინოს დანახვისას, ეს ხმა გამოცდილ ბაზიერს მტაცებლის ახლოს ყოფნის შესახებ ეუბნება. ამ ხმას ღაჟო მონადირე მიმინოს ნახვისას გამოსცემს..ამ ხმის გაგონებისას, მთაში მიმინოს დაჭერისას, ბაზიერი ზედმეტ ყურებას არ იწყებს, სასწრაფოდ შედის ქოხში და იწყებს ღაჟოს ფეთქებას.
აუდიო ფაილში მოცემულია ღაჟოს მიერ სხვადასხვა დროს (მეტი თვალსაჩინოებისათვის) გამოცემული ხმების ნაკრები. არაა აუცილებელი ღაჟომ ბევრჯერ დაიძახოს. მისი ერთი დაძახებაც საკმარისია ბაზიერის მიერ მტაცებლის დაჭერისათვის საჭირო ქმედებების დაწყებისათვის.