ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

გუწუ(ლოქორია) თევზაობა

გუწუ საქართველოს წყლების უდაოდ ყველაზე ლამაზი თევზია. მას წითელი თვალები, მუქი ზურგი, მომწვანო-ოქროსფერი გვერდები და მოყვითალო მუცელი აქვს. ბინადრობს იგი დასავლეთ საქართველოში (დაუდასტურებელი ინფორმაციით ჯანდარის ტბაშიც).

გუწუ, მასზე თევზაობის თვალსაზრისით, კობრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ნაკლებად შესწავლილი თევზია. შეიძლება ითქვას, რომ ყველა წყალსატევს, გუწუს ჭერის თვალსაზრისით, თავისი სპეციფიკა აქვს.
ბინადრობს გუწუ ტბებსა და არხებში, მდინარეების ქვემო დინებაში, მდორე ადგილებში. ეგუება ისეთ ჟანგბადით ღარიბ ადგილებს სადაც სხვა თევზი ვერ ძლებს. მის მიერ დიდი რაოდენობით გამოყოფილ ლორწოს ბაქტერიოციდული თვისებები აქვს. მთელ თავის ცხოვრებას იგი ატარებს წყალმცენარეებში, რაც მის დაჭერას კიდევ უფრო ართულებს. იზრდება გუწუ 6 კილომდე.
ქვირითობს წყლის 20 გრადუსზე გათბობისას, მაისის ბოლოს, ივნისში.

თევზაობენ ამ საინტერესო თევზზე ძირითადად ტივტივიანი ანკესით, უფრო იშვიათად ფსკერულით, ფიდერით.
თავდაპირველად წყალსატევზე უნდა ვიპოვოთ გუწუს ბინადრობის სავარაუდო ადგილები.
ეს როგორც წესი ის ადგილებია, სადაც წყალსატევზე წყალმცენარეების მაქსიმალური და მჭიდრო კონცენტრაციაა. დაჭაობებული და ერთი შეხედვით თევზის ცხოვრებისთვის უვარგისი ადგილი, გუწუსთვის ჩვეული საბინადრო სივრცეა.
არ უნდა დაგვავიწყდეს აგრეთვე ისეც, რომ ჩვენი ჭერის ობიექტი ძალიან ფრთხილი თევზია და ამიტომ მის საჭერად საკმაოდ შორი ტყორცნა და მასკირება დაგვჭირდება.

გამოცდილი მეთევზეები სათევზაო ადგილს ერთი დღით ადრე იმზადებენ. შედიან წყალში და წყალმცენარეთა შორის ფოცხით ანთავისუფლებენ მონაკვეთს სადღაც 2х2 მეტრზე და კვებავენ მას.
დამატებითი საკვები გუწუს საჭერად აუცილებელია. აქაც არსებობს პატარა საიდუმლოები.

–გუწუს საჭერად დამატებითი საკვები ტკბილი ატრაქტანტებით უნდა გავაჯეროთ (თაფლი, მარწყვი, ტუტი-ფრუტი).
–ხაჭო (ოდნავ ამჟავებულიც კი) საგრძნობლად ამაღლებს გუწუს აქტიურობას.
–დაკვება ხდება ერთ ეტაპად და დამატებითათ ჭერის დროს მისი ჩაყრა არაა რეკომენდირებული.

გთავაზობთ დამატებითი საკვების ერთ წარმატებულ რეცეპტს:

დაფშვნილი კოპტონი 2 კგ
ქატო 1 კგ
ხაჭო 500 გ
ტკბილი ატრაქტანტი

ტივტივათი გუწუზე თევზაობისას შეიძლება გამოვიყენოთ ტელესკოპური ანკესი, მაგრამ შორი ტყორცნისთვის (20-25 მეტრი) გაცილებით მოხერხებულია მატჩური ანკესი. გუწუ ძალიან ძლიერი თევზია, იგი თავისივე ზომის კობრზე გაცილებით უფრო შეუპოვარ წინააღმდეგობას გვიწევს ნემსკავზე მოხვედრისას.
ამიტომ ანკესის მონტაჟიც შესაბამისი უნდა იყოს. ჯოხი 4-4.5 მეტრი. კოჭა 4000-5000 სერიის. ძირითადი ძუა 0.25-0.3 მმ. ლიდერი 0.18 მმ.

სეზონის დასაწყისში სატყუარად წითელ ჭიას იყენებენ. რაც უფრო მეტი წყალმცენარე ჩნდება წყალსეტევში მით უფრო წარმატებული ხდება მცენარეული სატყუარები -ტკბილი სიმინდი, ტკბილი მუხუდო, მანის თქვეფილი და სხვა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გუწუს ტივტივათი ჭერისას არის მისი ჩარტყმის თავისებურება -ტივტივა თითქოს ცოცხლდება, ოდნავ შესამჩნევად ტოკავს, უმნიშვნელოდ იძირება.. თუ არ გეყოფად მოთმინება და დროზე ადრე გაკეთებთ ამოკვრას, გარანტირებულად დაკარგავთ ნადავლს და თევზსაც საკმაოდ დიდი ხნით დააფრთხობთ. ასე რომ იქონიეთ მოთმინება და დაელოდეთ ტივტივას ჩაძირვას ან სხვა აშკარა ჩარტყმის ნიშნულს.

იმ წყალსატევებზე სადაც არც თუ ისე დიდია წყალმცენარეების რაოდენობა გუწუ უნდა ვეძებოთ წყალქვეშა თავშესაფარებთან -ჩაძირულ ხეებთან, ბუჩქებთან, ციცაბო ნაპირთან.. ასეთ ადგილებში მასზე მძიმე ფიდერითაც თევზაობენ. სატყუარად ბევრი მეთევზე ბოილსაც იყენებს (რომელიც ზემოთ აღნიშნული ტკბილი ატრაქტანტებით არის გაჯერებული).



წყარო: http://www.monadire.info/
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: giohunt1982 (22.05.2013)
ნანახია: 2821 | ტეგები: tevzaoba, გუწუ(ლოქორია), თევზაობა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика