ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

მანის თქვეფილი

მანის თქვეფილი და უფრო სწორედ მანანის ბურღულის თქვეფილი არის ძალიან წარმატებული მცენარეული წარმოშობის სატყუარა. მას სიამოვნებით ჭამს კარპისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელი (გარდა ჭერეხისა). მისი კონსისტენცია რბილია, წყალში მოხვედრისას მას იოლად შორდება მცირე ნაწილაკები რაც ქმნის თევზისთვის მიმზიდველ მღვრიე "ღრუბელს". მანის თქვეფილი ნემსკავზე დიდხანს ძლებს და მოზელილი პურისგან განსხვავებით იოლად არ ძვრება მას. მისი ქათქათა თეთრი ფერი შორიდან იზიდავს თევზს.
პირადად ჩემს მიერ ეს სატყუარა გამოცდილია: თბილისის ზღვა--თეთრულა, ვიმბა, შამაია; ჯანდარის არხი--თეთრულა, კარჩხანა, ნაფოტა; ბაზალეთი--ვიმბა, თეთრულა, ფრიტა, კარჩხანა; გრემისხევი--ციმორი, ხრამული, კარჩხანა, ქაშაპი, თეთრულა, ფრიტა, კობრი, კარპი; მდ.ხრამის წყალი--ხრამული, წვერა, ვიმბა; ტარიბანა--შამაია, კარჩხანა; მდ.ენგური--თეთრულა, ღორჯო, ვიმბა, ქაშაპი, ფრიტა, ნაფოტა, ტაფელა, კარჩხანა; ჭურია--ღორჯო, ნაფოტა, ფრიტა, ვიმბა, კარჩხანა, ტაფელა. 
მანის თქვეფილის დამზადება შეიძლება როგორც სახლში ასევე თევზაობისას ნაპირზე. მე პირადად სახლში ვამზადებ რამოდენიმე პლასტიკის შპრიტცში შეკეთებულ, სხვადასხვა არომატიზატორით გაჯერებულ თქვეფილს და საყინულეში ვინახავ. თევზაობის ადგილას მისვლამდე მანის თქვეფილი ლღვება და გამოყენებისთვის მზათაა.
შემოგთავაზებთ მანის თქვეფილის დამზადების ეტაპობრივ, ილუსტრირებულ მეთოდს:

1) ავიღოთ მანანის ბურღული, სუფრის კოვზი, კარაქის დანა, ერთჯერადი პლასტიკის ჭიქა და პლასტიკის შპრიტცი.

2) ჩავყაროთ ჭიქაში 2 სუფრის კოვზი ბურღული (სადღაც 20 გრამი)

3) დავასხათ წყალი ისე რომ ბურღულს ოდნავ ფარავდეს.

4) დავამატოთ 1-2 წვეთი ატრაქტანტი. 

 

5) მოურიოთ.

6) დავდგათ 15 წუთით ბურღულის გაჯერებისთვის.

 

7) შეუგდეთ აქტიურ თქვეფას 10-15 წუთი

8) უნდა მივიღოთ ძლიერ წელვადი კონსისტენცია.

9) მოვამზადოთ პლასტიკის შპრიტცი.

10) შევაკეთოთ თქვეფილის მასა შპრიტცში.

11) გამოვტუმბოთ ზედმეტი ჰაერი.

12) მოვიმარჯვოთ ნემსკავი და დავახვიოთ მასზე თქვეფილი.



წყარო: http://.geofauna.ge
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: giohunt1982 (10.05.2013)
ნანახია: 4285 | კომენტარი: 2 | ტეგები: სატყუარა, თქვეფილი, tevzaoba, თევზაობა, მანის | რეიტინგი: 4.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 muriko6   (14.05.2014 21:02:51) [მასალა]
ატრაქტანტი სადვიშოო?

0   Spam
1 maxo777   (10.05.2013 16:26:29) [მასალა]
მართალი კაცი ხარ :166:,ხაშურის ტბებზეც ძალიან კარგ შედეგს იძლევა კარჩხანაზე

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика