SVT-40 (ტოკარევის თვითდამტენი შაშხანა) ყალიბი 7,62x54, რომლის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ლულის არხიდან გამოყოფილი გაზის ენერგიის ხარჯზე, გაზის ცილინდრის მოკლე უკუსვლით. ლულის ჩაკეტვა ხდება საკეტის გადახრით ვერტიკალურ სიბრტყეში. აღნიშნული შაშხანა საბჭოთა არმიის შეიარაღებაში მიიღეს 1938 წელს. 1940 წელს მოხდა სვტ-ს მოდერნიზება, გახდა უფრო მსუბუქი, მოკლე და იოლი წარმოებაში. სვტ გამოიყენბოდა მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც სნაიპერული შაშხანა, მასზე ყენდებოდა ოპტიკური სამიზნე შორ მანძილზე ზუსტი სროლისთვის. არ ჩამოუვარდებოდა ცნობილი მოსინის (91/30) მოდელის შაშხანას სიზუსტეში. ომის პირობებში პრაკტიკულად შეუძლებელი იყო მისი წარმოება სპეციფიკური მექანიზმის და მასალების გამო, ამიტომ ომის პერიოდში ის აღარ წარმოებულა. შემორჩა ცალკეული ეგზემპლარები, რომლებიც დღესაც თავისი ტვიის ზუსტი სროლით ერთგულად ემსახურებიან მონადირეებს. ტექნიკური მაჩვენებლები: ყალიბი (მმ)-7,62x54. ტყვიის სიჩქარე (მ/წ)-820. სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) (მ)-300. მჭიდის ტევადობა (ცალი)-10. ლულის სიგრძე (სმ)-61. მთლიანი სიგრძე (სმ)-122. წონა (კგ)-3,9.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!